...

ჰალახა

რა შემთხვევაშია საჭირო „ნეტილათ იადაიმი“(ხელთდაბანა) „ნეტილათ იადაიმი“-ეს განსაკთრებილი ხელთდბანაა, რომელსაც ასრულებენ ხელებზე წყლის დსახმით ჭურჭლიდან. დილით ხელთდაბანა დადგინდა სამი მიზეზით:


ა) გაღვიძებული ადამიანი, თითქოსდა თავიდან იწყებს გ…ის სამსახურს და ამის ნიშნად ასრულებს ხელთბანას,მსგავსად ქოენისა(ღ..თის მსახური),რომელიც ტაძარში მსახურის წინ ასრულებდა ხელთბანას,ნიშნად თავისი აზრების,გულისთქმის,ქმედობის სიწმინდისა. ამ რიტუალურ დაბანას არა აქვს კავშირი ჰიგიენასთან.
რა შემთხვევაშია საჭიროა ამ პროცედურის ჩატარება :

1. დილით ლოგინიდან ადგომისთანავე;
2. ტუალეტიდან,აბანოდან და მიკვეიდან გამოსვლისას;
3. ფეხსაცმლის გახდისას (თუ ხელის დახმარებით ხდება);
4. ფეხზე ხელის მოკიდებისას;
5. თავის დაფხანვის შემდეგ;
6. საფლავზე ყოფნის შემდეგ;
7. მიცვალებულის გვერდით გავლისას;
8. ცხედრის ხელით შეხებისსას;
9. ტილებით ხელით შეხებისას;
10. სხეულის დაფარული ნაწილის შეხებისას;
11. ფრჩხილების დაჭრისა და თმის შეჭრის შემდეგ;
12. სქესობრივი კავშირის შემდეგ.
13. სველი ხილის/ბოსტნეულის ჭამის წინ;

ფრჩხილების და თმის შეჭრის შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა თვით იჭრის თუ სხვის დახმარებით – მაინც სავალდებულოა ხელთბანა(ნეტილა).
ყველა ამ შემთხვევაში სრულდბა ხელთბანა კურთხევის გარეშე.
ასევე პირის გაპარსვის შემთხვევაშიც,მაგრამ თუ გაპარსვა ხდება ელექტრო ბრიტვით, არაა საჭირო.
არაა საჭირო ნეტილა აგრეთვე თავზე უბრალოდ ხელის გადასმის ან თმის შესწორებს დროს .
არაა საჭირო ნეტილა ახალი ფეხსაცმლის ჩაცმის დროსაც.
თუ შეეხო ფეხსაცმლის თასმებს – არაა საჭირო.
ოთახის ფეხსაცმლის ჩაცმის დრო კი აუცილებელია.
ფეხსაცმლის ჩაცმის ან გამოცვლის შემთხვევაში – საჭიროა.
არის სპეციალური ჭურჭელი – „ნიტლა“ ხელთბანისთვის , მაგრამ არაა აუცილებელი. გამოსადეგია ნებისმიერი ჭურჭელი მთელი და უხარვეზო (უდეფექტო, არ შეიძლება არც გაბზარული და არც გაღუნული).

* ნ ი ტ ლ ა – ჭურჭელი რომლიდანაც ვასხამთ წყალს,უნდა იტევდეს მინიმუმ 87გრ.წყალს.

შავუოთის წეს-ჩვეულებები

* შავუოთი აღინიშნება სივანის მეექვსე დღეს. უქმე იწყება საღამოს, მზის ჩასვლამდე, ნისანის მეხუთე დღეს (დიასპორაში გრძელდება ორ დღეს – ექვს და შვიდი სივანს). დღესასწაულისათვის საზეიმოდ იმოსებიან.

* ქალები ანთებენ სადღესასწაულო სანთლებს. სანთლის ანთების დრო იგივეა, როგორც შაბათს და როგორც „რეგალიმის“ ყველა დღესასწაულში, ვაკურთხებთ „შეეჰიანუს“.

* მრავალ თემში არის ჩვეულება სალოცავებისა და საცხოვრებელი ბინების ყვავილებით მორთვისა.

* ვაწყობთ სადღესასწაულო სუფრას და ვაკურთხებთ კიდუშს.

* შავუოთში მამაკაცები ღამეს თორის სწავლაში ათენებენ (რათა გამოასწორონ თორის მიღების დღეს დაშვებული შეცდომა), კითხულობენ თორის ნაწყვეტებს, ასევე მიშნას და წინასწარმეტყველთა წიგნებს.

ზოჰარში ნათქვამია: პირველი ხასიდები არ იძინებდნენ ამ ღამეს და თორას ჭირნახულობდნენ. ყველა, ვინც ამ ღამეს თორას სწავლობდა, იწერებოდა ხსოვნის წიგნში და ჰაშემი აკურთხებდა მათ სამოცდაათი კურთხევით.

* იკითხება „რუთის მეგილა“. ამას აქვს რამდენიმე მიზეზი: მასში აღწერილია გლეხური ყოფა-ცხოვრება მკათათვეში, როდესაც ხდება „ბიკურიმების“, პირველი თავთავების მიტანა ტაძარში. არის თხრობა “გერებზე”, ე.ი. ისრაელობაში გადმოსულ პირზე; ჩვენმა წინაპრებმაც ისრაელობა, როგორც სარწმუნოება, მიიღეს თორის მიღებისას, სამყაროს შექმნიდან 2448 წლის 6 სივანს და ბოლოს, მეფე დავიდი რუთის შთამომავალია, რომელიც დაიბადა შავუოთში.

* კითხულობენ ასევე „დავიდის ფსალმუნებს“ (დიასპორაში მეორე დღეს). შავუოთში დაიბადა და გარდაიცვალა მეფე დავიდი. არის კიდევ ერთი განმარტება, თუ რატომ იკითხება „რუთის მეგილა“, რამეთუ ეს ქალბატონი გახლავთ თავმდაბლობის სიმბოლო (რაც მთავარია, თორის სწავლის მიღებისა და შეძენისათვის).

* სალოცავებში იკითხება თორის ნაწყვეტები, რომლებშიც – ნაამბობია – თორის მიღებაზე. არაა მართებული დღესასწაულში ზედმეტი ქეიფი და დროსტარება, კაი დღის უმეტესი ნაწილი თორის სწავლას უნდა დაეთმოს.

* აკრძალულია კაი დღეში „მუკცე“ საგნების შეხება, ისევე, როგორც შაბათს “მუსაფის“ (დამატებითი ლოცვა) ლოცვის შემდეგ იკითხება „იზქორი“ – გარდაცვლილ ახლობელთა ხსოვნის მოსაგონარი ლოცვა.

* არსებობს უძველესი ჩვეულება, პატარა ბავშვებს დააწყებინონ თორის სწავლა სწორედ შავუოთში, დღეს, როდესაც გადმოგვეცა თორა. მასწავლებელი კითხულობს ასოებს, ბავშვები მასთან ერთად იმეორებენ ბავშვებს უმასპინძლდებიან თაფლიანი ღვეზელებით, რათა თორა იყოს ტკბილი მათთვის და გაიღოს მათი გული თორისათვის და არც ერთმა ჩვენგანმა არ შეცვალოს ეს წესი.

* მაროკოში არსებობს ჩვეულება ერთმანეთის წყლით გაწუწვისა, რადგან სუფთა წყალი თორის სიმბოლოა.

* სავალდებულოა თორის სწავლა, წმინდა წიგნების კითხვა, რათა შევძლოთ გავხდეთ თორის მიღების ღირსნი.

* საჭიროა მოეწყოს როგორც რძის, ასევე ხორცის სეუდა. ვინაიდან მივირთმევთ ორ, განსხვავებული სახეობის, საჭმელს – ერთს სარძევეს და მეორეს სახორცეს, თითოეულს მივირთმევთ სხვადასხვა პურთან ერთად, რამეთუ აკრძალულია ერთი და იმავე პურით სარძევესა და სახორცეს ჭამა. ეს ორი პური არის გახსენება იმ ორი პურისა, რომელიც მიჰქონდათ ტაძარში შავუოთის დღესასწაულზე.

* დღესასწაულში დაშვებულია ხარშვა და ცხობა, წინასწარ დანთებული ცეცხლიდან გადატანით.

* დაშვებულია საჭირო ნივთების გადატანა. შავუოთი პურის დღესასწაულია, როგორც ნათქვამია: “არ არის ფქვილი, არ არის თორა.” ფქვილი ეს საზრუნავია (შრომა), რამეთუ თორის სწავლისთვის საჭიროა ბევრი შრომა. ხალას აცხობენ კიბის ფორმისას 7 საფეხურით, ომერიდან შვიდი კვირის ათვლის ნიშნად და რომ შავუოთში ה-მი ჩამოვიდა 7 ზეციდან და გამოეცხადა ისრაელის შვილებს.

* ბავშვებს უმასპინძლდებიან ტკბილეულით. სახლს რთავენ ყვავილებით.

* ახალი ლამაზი სამოსი.

* არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაბრაზება, განაწყენება და კამათი შავუოთში.

* უნდა დალოცოთ ბავშვები დილით, ვიდრე ძინავთ, დააფაროთ თავზე ღრუბლის მსგავსად, ისე როგორც დიდების ღრუბლით იყო დაფარული სინაის მთა.

* აუცილებელია 10 მცნების კითხვის მოსმენა, ეს სგულაა ყველაფერში წარმატებისა.

* როცა სალოცავში წაიკითხავენ 10 მცნებას უნდა ვითხოვოთ ჯანმრთელობა და განკურნება (რეფუა შლემა). ამ დროს ჩამოდის განკურნება ჩვენს სამყაროში. ათი მცნების კითხვისას უნდა ვითხოვოთ როგორც სხეულის, ასევე სულის განკურნება.

* თხოვნა ღირსეულ მეორე ნახევარზე.

* ვილოცოთ, რომ ბავშვები გაიზარდნონ თორაში, ה-მის მოშიშნი და რომ თავისი ბედი დაუკავშირონ თორის მცოდნეებს და გოგონები იყვნენ მოკრძალებულნი, ה-მის მოშიშნი ჩვენს ერში.

* ტრაპეზის შემდეგ ვილოცოთ რომ იყოს მშვიდობა, სიყვარული და გაგება ოჯახში (შლომ ბაითი)
დიდი სგულაა თეჰილიმის მთლიანად წაკითხვა. უკეთესია შემომავალს ღამე წაკითხვა, ვიდრე არ დაიძინებთ.

* ვინც ამ ღამეს ათენებს სალოცავში თორის სწავლაში, ეპატიება ყველა ცუდი, რაც ჰქონდა წლის მანძილზე გაკეთებული.
შეპირებაა, ვინც გაათენებს, ის არ გარდაიცვლება ამ წელს, თორის სწავლის დამსახურებით, ხოლო ქალბატონები თეჰილიმის წაკითხვის მადლით.

ბედნიერი, მხიარული შავუოთი სავსე ლოცვებით, სინათლით და სიხარულით.

მოამზადა ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ

ჰაშემის გულმოწყალების 13 ატრიბუტი

როდესაც მოშემ სთხოვა შემოქმედს გაემჟღავნებინა მისთვის მისი დიდების საიდუმლო, ჰაშემმა ასწავლა მოშეს, თუ როგორ უნდა ილოცოს ებრაელმა ხალხმა, რათა ეპატიოს ჩადენილი ცოდვა, თუ ცოდვები. ჰაშემი გაეხვია ტალითში დდა კანტორივით (ხაზანივით) ჩაუკითხა მოშეს შეწყალების ცამეტი ნიშანი (ატრიბუტი):

1. ჰაშემი – გულმოწყალე (ვიდრე ადამიანი არ შესცოდავს)
2. შემბრალე (მას შემდეგაც კი, თუკი ადამიანი შესცოდავს)
3. ელ – შემწყალე
4. რახუმ – თანამგრძნობი
5. ვეხანუნ – ლმობიერი
6. ერეხ აფაიმ – მრავლის მომთმენი. ჰაშემი არ ჩქარობს დასჯას, არა მარტო წმინდანებისას, არამედ ბოროტმოქმედებისასაც კი. ის იმედოვნებს და ელოდება, რომ ბოროტმოქმედნიც მოინანიებენ.
7. რავ ხესედ – სიკეთით სავსე
8. ვეემეთ – ისაა ჭეშმარიტება
ჩამოთვლილი ატრიბუტები ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადამიანის ცოდვები აჭარბებენ მის დამსახურებას, უზენაესი მაინც პატიობს მას. გამომდინარე თავისი შემწყნარებლობისაგან. როდესაც გ….ი ადამიანს განსჯის, სამართლიანობას უზავებს მისთვის დამახასიათებელ გულმოწყალებას, შემბრალებლობას, რათა შეარბილოს, ან მთლიანად გააბათილოს მოსალოდნელი საფრთხე.
9. ნოცერ ხესედ ლაალაფიმ – სიკეთის შემნახავი ათასებისათვის.
10. ნესო ყავონ – მომთმენი განზრახ ჩადენილი ცოდვებისაც კი.
11. ვაფეშაყ – და ამბოხების (მომთმენი)
12. ვეხატა – უნებლიე შეცოდება (ჰაშემი პატიობს, ფეშაყ – დანაშაულს, როცა ადამიანის სული აუმხედრდება უზენაესს წინასწარ განზრახული ცოდვისა თუ უნებლიე ცოდვის გამო).
13. ვენაკე ლო ინაკე – როცა ცოდვილი არ ჩაითვლება გამართლებულად. ეს ბოლო ატრიბუტი გამოხატავს იმას, რომ ჰაშემი დასჯის ცოდვილს , რომელიც არ მოინანიებს და პატიობს დანაშაულს მას, ვინც ბრუნდება თეშუბაზე.

ყოველივე აქედან გამომდინარე, უნდა გვქონდეს იმედი, რომ უზენაესი სამართლიანი გამსჯელი და დამცველია თავისი ხალხისა და არ დაუშვებს ცოდვების მომრავლებას, რაც უდაოდ ზიანს მოუტანს როგორც ცოდვის ჩამდენს, ასევე მის ირგვლივ მყოფთ. ამიტომ ყველას გვმართებს გაფრთხილება.

„ლეშანა ტოვა თიქათვუ ვეთეხათმუ!“

მოამზადა ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ

" მახაცით ჰაშეკელის" მცნების იდეალური შესრულება!

დღეს ეს ექვივალენტია და უდრის – 7.49$ = 27.26. შეკელს.
საქართველოში კი 25ლარს. შეწირეთ ორგანიზაცია ” რეშით
დაათ”-ს და ამითი დამადლიანდებით წილის აღებას ორ უდიდეს მცნების შესრულებაში: 1. თორის მსწავლელების
ხელის მომართვაში; 2. ჩვენს ჯამაათში თორის გავრცელებაში.
ბედნიერი და მხიარული ფურიმი!

როგორ სრულდება ეს წესი?
უნდა ავიღოთ ძველი ნახევარი შეკელის ექვივალენტი, რაც უდრის 7.49$ =27. 26.შეკელს და თქვათ რომ ამ თანხას სწირავთ ” მახაცით ჰაშეკელის” სახსოვრად და არავითარ შემთხვევაში არ დავარქვათ ” მახაცით ჰაშეკელი”, არამედ
ხსოვნა მასზე, თუ არა, მაშინ ეს ფული ხდება წმინდა და ხდება ყველასათვის აკრძალული მისი გამოყენება.
ვინ არის ვალდებული შეასრულოს ეს მცნება?

მამაკაცები 20წლიდან, არიან რომ ამკაცრებენ 13წლიდან და არიან რომ ამკაცრებენ ქალებზეც და თოთო ბავშვებზეც და ასევე დედის მუცელში მყოფ ჩანასახზეც.
რავ ოვადია იოსეფი თვლის რომ კარგია გაამკაცრო შეძლების დაგვარად.
მინჰაგია, რომ დიდებზე ანუ 13წლის და ზევით გასცემენ
მთლიან ფასეულობას, მხოლოდ პატარებზე კი სიმბოლურ
თანხას. მაგალითად ისრაელში ნახევარ შეკელს სამჯერ, ე. ი.
შეკელ ნახევარს და ეს შეძლების მიხედვით.
როდის უნდა შევწიროთ ” მახაცით შეკელის”
სახსოვარი?

საუკეთესო დრო არის” ესთერის მარხვის” დღეს, მინხის
ლოცვის შემდეგ, რათა ჩვენი შესაწირავი იყოს უფრო ადრე
ვიდრე ჰამანმა აუწონა ფული მეფეს, რათა მიეღო თანხმობა
თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

დაესწარით მრავალს ჯამრთელები მხიარულები, სიკეთით, ერთმანეთის სიყვარულში და თორაში გაძლიერებულები, ამენ ვეამენ!

" ბირქათ ჰაილანოთ" - ხეების კურთხება

ნისანის თვეში, როდესაც დავინახავთ აყვავებულ (ნაყოფის მომცემ) ხეთა კვირტების გამოსვლას და ყვავილობას ( მინიმუმ ორს), ვაკურთხებთ:
“ლეშემ იხუდ კუდშა ბერიხ ჰუ უშხინთეჰ ბიდხილუ ურხიმუ
ლეიახადა შემ იუდ ვეჰეი ბევავა ვე ჰეი ბეიხუდა შელიმ ბეშემ ქოლ ისრაელ, ჰარეი ანახნუ მუხანიმ უმეზუმანიმ ლეკაიემ მიცვათ ჰაბერახა შეთიკენუ ხახამიმ, ზიხრონამ ლივრახა, ყალ რეიათ ილანეი დიმლავლევე, ვეიაყალე ლეფანეხა ა-დ- ო-ნ-ა-ი ე-ლო- ჰე- ნუ ვე-ე-ლ-ო-ჰ-ე ავოთენუ
ქეილუ ქივანენუ ბეხოლ ჰაქავანოთ ჰარეუიოთ ლეხავენ
ბაბერახა ჰაზოთ ვესოდოთეა. ვიჰი ნოყამ ა-დ-ო-ნ-ა-ი
ე-ლ-ო-ჰ-ე-ნ-უ ყალენუ, უმაყასე იადენუ ქონენა ყალენუ, უმაყასე იადენუ ქონენეჰუ.
ბარუხ ათა ა-დ-ო-ნ-ა-ი ე-ლ-ო-ჰ-ე-ნ-უ მელეხ ჰაყოლამ,
შელო ხისერ ბეყოლამო ქელუმ, უვარა ვო ბერიოთ ტოვოთ
ვეილანოთ ტოვოთ ლეჰანოთ ბაშემ ბენეი ადამ.
კურთხეული ხარ,შენ, გ…ნო, ღ…თო ჩვენო, სამყაროს მეუფევ, რამეთუ არაფრით დაანაკლულე შენი სამყარო და
მასში შექმენი კეთილი ქმნილებანი და მშვენიერი ხეხილნი
ადამის ძეთა საამებლად.

"ყერუვ თავშილინი"

ჩემო ქალბატონებო, საუკეთესო ფესახს გისურვებთ,
მინდა შეგახსენოთ, რომ წელს, როგორც იცით ფესახის ორი
სადღესასწაულო დღე გადადის შაბათში.
როგორ მოვიქცეთ? როგორ მოვამზადოთ შაბათის სახელზე ცხელი საჭმელი, თუკი არ დასრულებულა “იომ ტოვი?”
იმისათვის რომ მოვამზადოთ საჭმელი შაბათისათვის
“იომ ტოვში”, დღესასწაულის დაწყებამდე ( სადღესასწაულო
სანთლების ანთებამდე ) უნდა მოვამზადოთ მზა ორი სახეობის საკვები, ერთი მაცა და მეორე თქვენი სურვილის მიხედვით ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი: მოხარშული კვერცხი, მოხარშული კარტოფილი, მოხარშული ხორცის ან თევზის ნაჭერი, შემდეგ კი საჭიროა კურთხევა:
“ბარუხ ათა ა-დ-ო-ნ-ა-ი ელოჰ – ენუ მელეხ ჰაყოლამ აშერ
კიდეშანუ ბემიცვოთავ ვეცივანუ, ყალ მიცვათ ყერუვ”.
ამის შემდეგ საჭიროა წარმოითქვას:
“ამ ნამზადის თავდებით ნებადართული იყოს ჩვენთვის,
რომ მოვხარშოთ, შევწვათ, გამოვაცხოთ , ავანთოთ სანთლები რაც საჭიროა წმინდა შაბათის მისაღებად.
“ყერუვ თავშილინისათვის” განკუთვნილი ნამზადი უნდა
მიირთვათ შაბათის მესამე სეუდაზე.
ბედნიერი, მხიარული და ქაშერი ფესახი.

ოთხი ჭიქა ღვინო

ყოველი ებრაელი ვალდებულია ფესახის აგადის სეუდაზე
მიირთვას 4ჭიქა წითელი ღვინო ან თუ არ შეუძლია რაიმე მიზეზით ყურძნის წვენი.
გემარაში ნათქვამია ( პსახიმ 108ბ)
ჩვენი ბრძენები გვასწავლიან: ” ყველანი, გამონაკლისის გარეშე ვალდებულნი არიან შეასრულონ მცნება ოთხი ჭიქისა: კაცები, ქალები და ბავშვებიც (რადგან გ…მა დაიხსნა
ყველანი).
თვით ყველაზე გაჭირვებულიც კი, ვინც ცხოვრობს სხვისი
დახმარებით და არ აქვს არანაირი შემოსავალი, ვალდებულია აიღოს სესხი, რათა შეიძინოს საჭირო რაოდენობის ღვინო.
ის კი ვინც მთელი წლის განმავლობაში ჯამრთელობის გამო არ სვამს, აგადის ღამეს უნდა დალიოს, მაგრამ თუ შიშობს, რომ მისი ჯამრთელობისათვის საზიანოა უნდა რჩევა ჰკითხოს რაბს.
ოთხი ჭიქას უკავშირებენ თხრობას ეგვიპტის მონობასა და
განთავისუფლებას, უფრო მეტიც, მასში არის მინიშნება ოთხ დაპყრობაზე, რომელიც გამოიარა ჩვენმა ერმა თავისი
ისტორიის განმავლობაში, მას შემდეგ რაც თავი დააღწია ეგვიპტეს.
აი, რას ამბობენ ჩვენი ბრძენები იერუსალაიმის თალმუდში ( პსახიმ, 10)
“საიდან ვიცით, რომ უნდა დაილიოს აგადისას 4ჭიქა ღვინო?”
რაბი იოხანანი რაბი ბანიას სახელით პასუხობს:
” ისინი შეესაბამებიან ოთხ განსხვავებულ სიტყვას, რომელიც ნათქვამია თორაში ( შმოთ 6 : 6 )
“… უთხარი ისრაელის შვილებს: მე ვარ გ…ნი და გამოგიყვანთ
ეგვიპტელთა უღლიდან და გიხსნით მათი მსახურებისაგან და გიშველით გამოწვდილი მკლავით და… მიგიღებთ ჩემს ხალხად”.
რაბი ლევიმ ბრძანა:
“ოთხი ჭიქა შეესაბამება ოთხ სამეფოს: ბაბილონს, მიდიას,
სპარსეთს და საბერძნეთს.
ოთხი ჭიქა შესატყვისია ” ოთხი უბედურების ფიალისა”, რომლითაც გ…ნი გაასამართლებს მსოფლიოს, როგორც ნათქვამია: ირმიაჰუ 25 : 15
” რადგან ასე მითხრა მე გ…მა, ისრაელის ღ…მა:
აიღე ეს ფიალა მრისხანების ღვინით ჩემი ხელიდან და დაალევინე ის ყველა ერს ვისთანაც მე გაგგზავნი შენ”.
აი, რას წერს ოთხ ჭიქაზე დიდებული აბარბანელი შესაბამისად ოთხი სხვადასხვა დროის ისტორიისა:
ისრაელი დამადლიანდა ოთხ ხსნას. პირველი დადგა, როცა
ჰაშემმა ამოირჩია აბრაჰამი და მისი შთამომავლობა ყველა
სხვა ერებიდან და შექმნა ებრაელთა ერი.
მეორე- როცა ებრაელები განთავისუფლდნენ ეგვიპტელთა მონობისაგან.
მესამე- მდგომარეობს იმაში, რომ გ…ნი გვედგა გვერდში მრავალი წლების განმავლობაში და გვიხსნიდა ყველა მტრისაგან, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენს განადგურებას.
მეოთხე და უკანასკნელი ხსნა დადგება მაშიახის მოსვლის
შემდეგ.
გაონი ვილნოდან რაბი ელოაჰუ წერდა, რომ ოთხი სააგადო ჭიქა დაკავშირებულია ოთხ სხვაფასხვა სამყაროსა
და ეპოქასთან. ჩვენთვის ცნობილია ფიზიკური სამყარო, მაშიახის ეპოქა, მიცვალებულთა გაცოცხლების ეპოქა და
“ოლამ ჰაბაა” ( მომავალი სამყარო), პერიოდი რომელიც დადგება მაშიახის მოსვლის შემდეგ.
მაჰარალი პრაგიდან წერდა ოთხ ჭიქაზე შემდეგს:
“ისინი შეესაბამებიან ებრაელი ერის ოთხ დედას: სარას, რივკას, რახელს და ლეას”.
არის წიგნი “ბნეი ისახარ”სადაც ნათქვამია:
” ისრაელი დამადლიანდა ოთხი ჭიქის მცნებას ჯილდოდ ოთხი დამსახურებისა, რომელიც შეინარჩუნეს ეგვიპტეში
მონებად ყოფნის დროს, აი ისინი:
არ შეუცვლიათ სახელები, შეინარჩუნეს ენა, არ დაუშვიათ სისხლის არევა და არასდროს არ დაუსმენიათ ერთმანეთი”.
ამ წიგნის კომენტირებისას, წიგნი ” მეშეხ ხოხმა”
( სიბრძნის პერიოდში) აღფრთოვანებით ამბობს:
” აი, როგორი არაბუნებრივი ძალა გააჩნდათ იზოლაციისა და სხვათა ჩვეულებების საპირისპიროდ, მიუხედავად იმისა
რომ მათ შეითვისეს სხვა დანარჩენი ჩვევები ეგვიპტელებისა, ამ ოთხი დამსახურებისათვის თორა მათ უწოდებს ” გამოყოფილებს” და ” საუკეთესოებს” და სწორედ ამის გამო დაიმსახურეს დახსნა.
არის კიდევ ახსნა ოთხ ჭიქა ღვინოზე.
1. პირველი კიდუშის ჭიქა- . რისთვის არის ეს სამყარო?
განწმინდოს საკუთარი თავი და ემსახუროს გ…ს(ლეკადეშ). ასევე პირველი ჭიქა არის სუფრის კურთხევა.
2. მეორე ჭიქა – მაშიახის პერიოდი.
რატომ ისმევა ის აგადის თხრობის დროს?
როგორც განთავისუფლების მაცნე.(მაშიახი საბოლოო ხსნის სიმბოლო).
3. ” თხიათა მეთიმი” ( მიცვალებულთა გაცოცხლება)- იმიტომ
რომ ” ბირქათ სამაზონში” არის მინიშნება ლევიათანის სეუდაზე, რომელიც მოეწყობა” მიცვალებულთა გაცოცხლების” შემდეგ.
4.” ოლამ ჰაბაა”( მომავალი სამყარო) – ჰალელის” დროს.
რატომ?
მომავალ სამყაროში ( ოლამ ჰაბა) არის ჰაშემის დიდება.

რატომ დაადგინეს ბრძენებმა მცნება ოთხი ჭიქა წითელი ღვინის
მრავალ მიცვებს დაგამადლიანოთ გ…მა, ქაშერი და, მხიარული ფესახი.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.