...

ავის თვე

ყველასათვის ცნობილია ებრაული ენის განსაკუთრებულობა, მისი ასოების დახმარებით, მიღება დამატებითი ინფორმაციისა, სწორად ეს მინდა გაგიზიაროთ “ავ”–გემატრიით: (א) ალეფი 1 და (ბეთი) ב კი2, მინიშნება , რომ ამ თვეში დაინგრევა პირველი და მეორე ტაძარი. ვინ დაანგრევს? (א) – אדום- ედომი და ( ב) ბაბილონი თუ შევკრეფთ ამ თვის “ალეფისა” და “ბეთის”რიცხვით მნიშვნელობებს, ე. ი. 1+2=3. მინიშნება რომ ამ თვეში აშენდება მესამე ტაძარი, ” ავ”- (მამის), კურთხეული გ…ნის
დახმარებით.

ჩვენს დღეებში ამენ ვეამენ!

მოგაწოდათ ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი – მდინარაძემ.

წიგნი ‘’სინათლის ჭიშკრები’’

რაბი იოსეფ დჟიკატილა წერს: ნათქვამია, თეჰილიმი 36 : 8: “რაოდენ ძვირფასია შენი წყალობა გ…ნო! შვილები ადამიანისა შენს ფრთათა ქვეშ აფარებენ თავს”. (ბეცელ ქენაფეხა იეხესაიონ) “בצל כנפיך יחסיון” პირველი ასოები სამი ბოლო სიტყვისა შეადგენს სიტყვას ” ბეხი” ( בכי) — ტირილი. გვასწავლის რაბი ნახმანი.

უკვე 2000წელზე მეტია დაინგრა ტაძარი, მისი დანგრევის შემდეგ გვაქვს ლოცვის პრობლემა — ლოცვის ჭიშკარი დაკეტილია. ტაძრის დანგრევამდე ლოცვა მიემართებოდა პირდაპირ გ…თან. მისი დანგრევის შემდეგ, ლოცვა ადის მხოლოდ მინიანში ლოცვისას. მაგრამ ბრძენები ამბობენ ცრემლების ჭიშკარი არ დაკეტილა, ის მუდამ ღიაა. ადამიანი თუ ტირის უმიზეზოდ, ჰაშემი მოიმოქმედებს ისე, რომ გაუჩნდება მიზეზი ტირილისათვის (მზვერავების ისტორია). თალმუდი გვასწავლის, რომ სამყაროში ყველაზე დიდი ძალა აქვს ცრემლებს. რატომ? რა არის ცრემლის მიზეზი? ეს გულის მგრძნობიარობაა და როცა გული სავსეა ემოციებით — გამოსავალი ცრემლია. ადამიანები ტირიან მწუხარებისას და ასევე სიხარულის დროსაც. და კიდევ, ბრძენები ყურადღებას აქცევენ ფაქტს, რომ ცრემლები მარილიანია და ცრემლებთან ერთად გამოდის ორგანიზმიდან ყველაფერი ნეგატიური და ტირილის შემდეგ ადამიანი მშვიდდება, ხდება უკეთესად.
უფრო მეტიც, ბრძენები ამბობენ, ადამიანი როცა ტირის იწმინდება და ჭამის სურვილიც უქრება. გავიხსენოთ მამა იააკობის ისტორია, როცა მიიღო კურთხევა და ეს ყესავმა გაიგო დაიღრიალა ძლიერი და მწარე ხმით. ( ბერეშითი 27 : 34 ). ბრძენები ამბობენ: ” გადმოუვარდა ორი ცრემლი, მესამე კი მოადგა თვალზე, მაგრამ არ გადმოღვრილა. ეს ორ ცრემლ ნახევარი ავიდა ზეცაში, ხოლო ჰაშემი შეპირდა
მიეცა ძალა და წარმატება, რომელიც იააკობს არ გააჩნია. დღევანდელი ყესავის შთამომავლების წარმატება ამ კურთხევია შედეგია, ყესავის 2,5 ცრემლის დამსახურებით.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი მდინარაძემ.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.