...

რა არის ებრაელის დანიშნულება ამ სამყაროში?

საზოგადოება რომელშიც ცხოვრობს ებრაელი და სამყარო მისი რელიგიური განცდებისა ურთიერთკავშირშია
ებრაელი თავისი რელიგიური სამსახურით ამ სამყაროში
წმენდს თავის თავს და ამასთანავე აძლევს ჰაშემს შესაძლებლობას აკურთხოს სამყარო.
ამრიგად, ებრაელის მოვალეობაა აიყვანოს საკუთარი თავი სიწმინდის მაღალ საფეხურზე და ჰაშემისადმი თავისი
სამსახურით გაწმინდოს სამყარო შავი ( უწმინდური) ძალებისაგან, წმინდადჰყოს ის.
აი, სწორედ ესაა ებრაელის დანიშნულება ამ სამყაროში.
თორაში ნათქვამია: ( შმოთ, თავი ითრო 19 : 5 )
“ხოლო ახლა, თუ ყურად იღებთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, უძვირფასესი იქნებით ყველა ხალხს შორის,
რამეთუ ჩემია მთელი დედამიწა, დათქვენ იქნებით ჩემთვის
მოძღვართა სამეფო და წმინდა ხალხი”.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

ავსიტყვაობა

ყველაზე საშინელი დაავადება, რომლის მიზეზი იყო მეორე ტაძრის დანგრევა. ცნობილია რომ პირველი ტაძარი
დანგრევიდან 70წელში აშენდა, მეორე ტაძარი დაინგრა 3823წ.
დღეს 5783წელია და ტაძარი ისევ არ გვაქვს, რადგან ეს ცოდვა ( უმიზეზო სიძულვილი) ჯერ ისევ გამოსასწორებელია
ცოდვა, რომელსაც ჩვენი ბრძენები ( კურთხეულია მათი სახელი) უთანაბრებენ სამ ცოდვას: მკვლელობას, კეპთაყვანისმცემლობას და გარყვნილობას.
ავსიტყვაობაზე ძალზე ბევრია ნათქვამი და დაწერილი,
ჰაშემის დახმარებით შევეცდები გაგიზიაროთ ისინი, რადგან შესაძლოა დაგვაფიქროს. ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ
და ვერც ვამჩნევთ ჩვენში ამ ნაკლს. დაგვეხმაროს ჰაშემი
გამოვასწოროთ ეს ჩვევა ჩვენში.
თქვა გ…მა: “თუ გსურთ გადაურჩეთ ჯოჯოხეთს, თავი
დაიჭირეთ შორს ავსიტყვაობისაგან”.
მიდრაშ თანხუმა, თავი ” მეცორა”.

არ უსმინო მას, ვინც გესაუბრება სხვებზე,
უკეთესია- მოისმინო რას ლაპარაკობენ
სხვები შენზე.

რატომ არ არის წვიმები? თქვა რაბი შიმონ ბენ პაზმა:
“თუკი არის გვალვები, მხოლოდ ავსიტყვაობის გამო”.

როგორც კი ადამიანი წარმოთქვამს ” ლაშონ ჰარაას”,
ზეცაში იხსენებენ მის ცოდვებს.
რაბი ხაიმ ვიტალი წიგნში”შაარეი ჰაკდუშა”.

ყოველი ვინც წარმოთქვამს ” ლაშონ ჰარაას”,
შედარებულია ურწმუნოსთან. ( ტრაქტატი ერხინ 15).

ბრძენებმა აგვიხსნეს: “ის ვინც ავსიტყვაობს ფიქრობს
რომ მსხვერპლი არ უსმენს, მაგრამ ავიწყდება, რომ
გ…ს ესმის თვითოეული სიტყვა”.

ყოველთვის ეძებე სხვებში კარგი, გადაიტანე ყურადღება ამ კარგზე, აღნიშნე ეს კარგი თვისება, ამით
შეძლებ თვით ცოდვილი გარდაქმნა სრულყოფილ წმინდანად. ბრესლაველი რაბი ნახმანი.

.ავსიტყვაობის მთქმელი მალულად მიმოიხედავს,
ხომ არ ესმის მას, ვისაც ეხება. და რატომ არ ეშინია, რომ
ჰაშემი ისმენს? ხაფეც ხაიმი.

მატყუარა მსგავსია მკვდრისა, რამეთუ ცოცხალი ადამიანის თვისებაა- ლაპარაკის შესაძლებლობა, მაგრამ
როგორც კი დაამახინჯა მეტყველება – დასრულდა სიცოცხლე. რაბი მენახემ მეირი.

უკეთესია მთელი ცხოვრება გქონდეს სულელის სახელი,
ვიდრე ერთ წამში ჩაიდინო საქციელი (ავსიტყვაობა) რომელიც ჰაშემის თვალში უზნეოა. ( ტრაქტატი ედიოთ 5:6).

ვინც არცხვენს ადამიანს ხალხის თანდასწრებით, ისე რომ ის გაფერკმთარდება, კარგავს ” ოლამ ჰაბაას”.
ბავა მეცია 59ა.

ყოველს, ვინც აუწმინდურებს თავის ბაგეებს
უმკაცრებენ ჯოჯოხეთის სასჯელს.
ბაბილონის თალმუდი, შაბათი 33ა.

მოამზადა ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ.

"ცედაკა" (უანგარო დახმარება) და მისი მნიშვნელობა

ცედაკა – გაჭირვებულთა დახმარება, გვიცავს ზეცის სასამართლოსა და სასჯელისაგან.
ძველ დროში ფულს ეწოდებოდა ” დამიმ”( דמים) რაც ივრითზე ნიშნავს – სისხლს და არის გარკვეული კავშირი
ფულსა და სისხლს შორის. თუკი ადამიანი არღვევს მცნებას
გაჭირვებულთა დახმარებისას, ეს პირდაპირ კავშირშია მისი სულის ცვლილებასთან და შესაბამისად სისხლთანაც.
ადამიანს მისი გამოსწორება შეუძლია მონანიებით, რათა გადაურჩეს ზეციერი სასამართლოს ბრალდებას.
ეს მუშაობს პრინციპით ” მიდა ქენეგედ მიდა” ( საზღაური
საზღაურის წილ) ფული სისხლისათვის, ე. ი. ” დამიმ ლედამ”
ცედაკას შეუძლია იხსნას ადამიანი გ…ნის რისხვისაგან.
ნათქვამია მოშეზე, დვარიმი 9 : 19
“ვინაიდან ვშიშობდი რისხვისა და წყრომის გამო”.
ხოლო მიშლეში ნათქვამია ბრძენი შლომოს მიერ 21 : 14:
“ფარული საჩუქარი რისხვას შეანელებს, ხოლო უბით მიტანილი ქრთამი – დიდ მრისხანებას.
აქედან ვსწავლობთ, რომ დახმარებას რომელსაც ვუწევთ
მოძმეს ფარულად, ფასობს უფრო მეტად.
ადამიანი , რომელიც ცდილობს შეასრულოს ეს მიცვა მუდამ, გ…ნი ეხმარება, აძლევს ფარნასას და ამასთან ერთად
აცნობს პატიოსან ადამიანებს, რომელთაც ესაჭიროება დახმარება. ამის დამსახურებით დამადლიანდება დალოცვილ შთამომავლობას, რომელთაც არ გაუჭირდებათ ამ სამყაროში და იქნებიან ბრძენები და ცნობილნი.
“როშ ჰაშანაში” წყდება ადამიანის ბედი, რამდენს შეიძენს, რამდენს დაკარგავს და თუ დამადლიანდება მაშინ
იმასაც რომ მომავალ წელს გასცეს უხვად ცედაკა.
* ცედაკა იცავს შთამომავლობას გაჭირვებისა და უბედურებისსგან.
* ვინც ეხმარება გ…ნის მოყვარულებს ( თორის მსწავლელებს, ამით ასწორებს მცნების დარღვევას (რომელიც დაკავშირებულია გარყვნილობასთან).
* როცა ადამიანს აქვს სიხარული და გასცემს, ნიშნავს რომ
მისი გული მთლიანად გამჩენთანაა.
* ის, ვინც ყველანაირად გაურბის ამ მცნების შესრულებას,
თითქოსდა ემსახურება კერპებს.
* ვინც გამოყოფს მოძმის დასახმარებლად, გადაურჩება
ჯოჯოხეთის ტანჯვას.
* ცედაკის გამცემი, მსგავსია მისი, ვისაც მიაქვს სამსხვერპლო.
* როცა მოდის უბედურება ( არავისზე არ იყოს ნათქვამი)
იხსენებენ მის ცედაკას ( მის კეთილ ნამოქმედარს).
* ცედაკა აახლოებს საბოლოო ხსნას.
* ცედაკის მცნების შესრულება უტოლდება თორის ყველა
მცნების შესრულებას. ( სეფერ – მიდოთ, რაბი ნახმანი).
ივრითულ ენაში არის ერთი სიტყვა, რომელსაც თავში და
ბოლოში აქვს ერთი და იგივე თანხმოვანი ” ნუნი” (נתן)
“ნათან”, რაც მიმანიშნებელია იმისა, რომ როცა გასცემ, შენ
იღებ, არ დაგაკლდება.
ამბობს კურთხეული: “შენ შეიბრალე შენი მოძმე, მე გადაგიხდი სამაგიეროს, როცა გაუჭირდება შენს შთამომავლებს, გავიხსენებ შენს ამ სიკეთეს და ვიხსნი მათ.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი-მდინარაძემ.

სამყაროში არანაირი სიხარული არაა მუდმივი

თეჰილიმში ნათქვამია:75 : 5

 

“მე მივმართავ მოქეიფეებს :
ნუ თქვენს ნადიმებზე ( თუნდაც რომ იყოთ წმინდანნი ) და უწმინდურებს :
არ ასწიოთ თქვენი თასი !”
ჩვენ ნაბრძანები გვაქვს არ ვიყოთ უზრუნველნი, რამეთუ მას, ვისაც აქვს დღეს წარმატება, ხვალ შესაძლოა დაატყდეს
უბედურება და პირიქით, ადამიანი რომელიც ჩაფლულია გაჭირვებაში, ხვალ შესაძლოა გადაეხადოს სიხარულით.
ჰაშემი ცვლის ადამიანების ბედს და არავისთვის არაა
ცნობილი თუ რა ელის მომავალში.
თვით უდიდესმა წმინდანებმა ვერ დააღწიეს თავი უბედურებას.
*აბრაჰამი იყო ნაკურთხი ყველანაირი კურთხევით თუკი
რაიმე არის სამყაროში, მაგრამ მხოლოდ ხანდაზმულობისას შეეძინა იცხაკი, მაგრამ მერე მოეთხოვა:
” აიყვანე შენი ერთადერთი შვილი, რომელიც გიყვარს და
შემომწირე მსხვერპლად!” მაგრამ შეეცვალა ბატკნით. ბრუნდება დიდი სიხარულით სახლში და იგებს მეუღლის
გარდაცვალებას. სურს დაკრძალოს, მაგრამ არ გააჩნია ერთი გოჯა მიწაც კი და უხდება იმ დროისათვის გაუგონარი თანხით მინდვრის ყიდვა, მაგრამ არ დაუჩივლია, არამედ
მიიღო ჰაშემის განაჩენი უსიტყვოდ.
აი, რა შეემთხვა წმიდა აბრაჰამს,თუკი წმინდანებისათვის
ასეა, მაშინ ცოდვილები არ უნდა იმედოვნებდნენ, რომ
ელოდებათ უდარდელი მომავალი.
*იცხაკი, რომელსაც ფილიშტიმელების მეფემ უთხრა :
” ვხედავ, რომ შენთანაა ჰაშემი ,” ბოლოს შეიქმნა უსინათლო
თუკი ასეთი ბედი ეწია იცხაკს, რომელსაც უწოდებენ “ჰაშემის უმწიკლო მსხვეპლს,” მაშინ რას უნდა ელოდოს მიწიერი ადამიანი?
* იააკობი, რომელმაც ზეცის განზრახვით მიიღო კურთხევა
ესავის ნაცვლად, როდესაც მიდიოდა ლავანთან ჰაშემმა განუცხადა:
” აი, მე შენთან ვარ და დაგიცავ შენ ყველგან, სადაც წახვალ
და არ მიგატოვებ….”(ბერეშითი 28 : 15 ).
ამის მიუხედავად მოუწია 20 წელი მატყუარა ლავანთან ცხოვრება თუმცა შეეძინა შვილები, გამდიდრდა, მაგრამ
დაბრუნებისას მოუწია ესავისაგან თავის დაღწევა. ჰაშემმა
იხსნა, მაგრამ ისევ მოუწია კვლავ გამოცდა, მოსტაცეს დინა
ხოლო იოსეფი მონად გაეყიდა.
თუკი ასეთი მძიმე იყო წმინდა იააკობის ცხოვრება, რომელსაც უწოდებდნენ ” ჰაშემის მსახურს”,მაშინ რას უნდა
ელოდოს ცოდვილი?
* იეოშუა, მოშე რაბეინუს ერთგული და მისი შემცვლელი,
რომელსაც გამოსდიოდა ყველა ჩანაფიქრი და უსმენდა
ხალხი, დაამარცხა ქანაანის ყველა მეფე და დაიპყრო წმინდა მიწა, ისე გარდაიცვალა რომ არ დარჩა გამგრძელებელი. (არ ჰყავდა ვაჟი).
* ელი ქოჰენი, ნამდვილი წინამძღვარი ერისა მთავარი ქოჰენი და მოსამართლე, ერის პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ გარდაიცვალა, გადმოვარდა სავარძლიდან და მოიტეხა კისერი, ხოლო მისი ორივე ვაჟი ხოფნი და ფინხასი, ომში დაიღუპნენ თავიანთი ცოდვების გამო.
თუკი ასეთი ბედი ერგო წმიდა ელის, შმუელ ჰანავის აღმზრდელს, მაშინ უწმინდურებს ხომ ჰაშემი უფრო სასტიკად დასჯის.
*აჰარონ ქოჰენ ჰაგადოლის ცოლი ელიშევა, არ ყოფილა
ისეთი ბედნიერი და არ განუცდია ისეთი სიხარული, როგორც მიშქანის წმინდადყოფნისას, ის მოწმე იყო თავისი
ოჯახის წევრების დიდი პატივისა ებრაელებს შორის, მისი მაზლი ხელმძღვანელი მთელი ერისა, ქმარი მთავარი ქოჰენი,შვილები ქოჰენები და ძმა კი ნახშონი–მუხლის უფროსი, მაგრამ მისი ეს უსაზღვრო სიხარული დიდხანს არ
გაგრძელებულა, ის დასრულდა მწუხარებით, ორი ბრწყინვალე ვაჟების დაღუპვის გამო.
ამიტომ გვაფრთხილებს მეფე დავიდი, რომ არ მივეცეთ ზღვარგადასულ მხიარულებას, რამეთუ არანაირი სიხარული
არაა სამყაროში მუდმივი.
რატომ გვაგდებს ჰაშემი დარდში და უბედურებაში, და არ გვაცხოვრებს უდარდელად?
გვიგზავნის რა გაჭირვებას უზენაესი გვახსენებს ამ სამყაროს ჟამთა ცვალებადობას და ჩვენს ნამდვილ ამოცანას იმაში, რომ მას ემსახუროს ადამიანი, რომლის
ცხოვრებაც არაფრით არაა დაჩრდილული, ჩვეულებრივ
ივიწყებს რაობას და ვარდება სულიერ ძილში. თუ არა
შეხსენება ზეციდან, გავხდებოდით თავდაჯერებულები და
ამაყნი, ვიცხოვრებდით ისე თითქოს ცხოვრება მუდმივია.
წმიდანები ხედავდნენ თავიანთ უბედურებაში სიკეთეს და
აღწევდნენ ჰაშემთან სიახლოვეს.
დაე,ამ დღეებმა მოგვცეს სწორი ანალიზის და დაფიქრების
სასიკეთო საშუალება და მალე გვეხილოს მთელი სამყარო
დახსნილი ყველა უბედურებებისაგან ჰაშემის დახმარებით.

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი- მდინარაძემ

რატომ მივიღეთ თორა უდაბნოში?

თორაში ნათქვამია: შმოთ 19:2
” და დაბანაკდნენ ისრაელის შვილები უდაბნოში”.
ეს მოხდა უშუალოდ თორის მიღების წინ. ამგვარად თორის მიღება ( გამოცხადება) მოხდა უდაბნოში, ადგილზე
რომელსაც არ ჰყავს მფლობელი.
1.თუკი ჰაშემი თორას უბოძებდა ისრაელის შვილებს წმინდა მიწაზე, სამყაროს მცხოვრებნებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათ არა აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ წილი თორაში,
ამიტომ გ…მა თორა გადმოგვცა უდაბნოში, რომელიც არავის არ ეკუთვნის, რათა ყოველს ვისაც მოუნდება, მოვიდეს და ისწავლოს ის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თორა არ გადმოგვეცა ერეც ისრაელში, რათა სხვა ერებს არ შეძლებოდათ აეხსნათ თავისი სურვილის უქონლობა იმ გარემოებით, რომ ის იყო მიღებული ქვეყანაში, რომელიც მათ არ ეკუთვნით.
არის კიდევ ახსნა, რათა ისრაელებს არ ეთქვათ უარი სხვა ერებისათვის, თუკი ისინი მოისურვებდნენ მის სწავლას.
კიდევ ერთი მიზეზი, რათა არ ყოფილიყო მეტოქეობა ისრაელის მუხლებს შორის – არ გადაეცათ არავის კუთვნილ ნაწილში.
და მაინც რატომ მივიღეთ თორა სწორედ უდაბნოში?
უდაბნოში არაა წყალი, საკვები, ცხოვრების პირობები, არ არის ფუფუნება და სიმდიდრე, თორა კი მისთვის არის ღია და მისაწდომი, ვინც მათზე ამბობს უარს.
თორა უნდა გსურდეს თვით თორისათვის და არა მისგან სარგებლის მიღებისათვის, ის არის კურთხეულის უსაზღვრო სიბრძნე და სწორედ ამისათვის არის გაჩენილი ისრაელი რომ მისი სწავლით , ჩამოიტანოს დიდი სინათლე და წმინდადჰყოს ეს სამყარო.
იყოს ჰაშემის ნება და ჩვენი მონდომება დავმადლიანდეთ მთელ ისრაელთან ერთად შევხვდეთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს მისი უდიდესი მნიშვნელობის
გააზრებით და შემოსულიყოს ყველას გულებში და ოჯახებში
მისი სიწმინდე, ამენ ვა ამენ!

მოამზადა ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

ავსიტყვაობა

ავსიტყვაობა არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ლოცვები ვერ , არ აღწევენ ჰაშე-მთან , რაც გალუთის მიზეზია .
ხაფეც ხაიმი წერდა, რომ “ლაშონ ჰარა” ძირითადი და მთავარი მიზეზია გალუთისა . ასევე ხაფეც ხაიმი ამატებს :
“რამდენი უბედურება დაგვატყდა ჩვენ ამ მძიმე ცოდვისგამო .”
შიმონ ბენ შეტახის დროს , მეფე იანაიმ დახოცა ისრაელის ბრძენები ჭორების გამო .
ამავე მიზეზით იქნა მოკლული ბრძენი (თანა) რაბი ელაზარ ჰა -მოდაი , რამაც მიიყვანა ქალაქი ბეიტარი დანგრევამდე .
ზოჰარში დაწერილია : “მას , ვისაც აქვს ცოდვა ავსიტყვაობის , მისი ლოცვა ვერ აღწევს ზეცამდე,ვინაიდან მის ლოცვას უშლის “რუახ ტუმა”-ა ( უწმინდურების სული ) .
ავსიტყვაობას მივყავართ მძიმე განხეთქილებამდე . თალმუდში ტრაქტატ შაბათში ფურცელი 33 ნათქვამია “ბრძენები გვასწავლიან , ასკარა (მძიმე დაავადება ) მოდის სამყაროში “
ავსიტყავობის გამო ამბობს , რაბი ელიეზერი . ბაბილონის თალმუდში ნათქვამია : “ თქვა რაბი იეჰუდამ , თუ კი მეფე დავიდი არ მოისმენდა “ლაშონ ჰარას” არ გაიყოფოდა მისი სამეფო და ისრაელი ერი არ დაიწყებდა კერპების თაყვანისცემას და არ განიდევნებოდნენ თავისი ქვეყნიდან , ასევე ბაბილონის თალმუდში ნათქვამია : “ ყოველი, ვინც ავსიტყვაობს ზრდის შემდეგ ცოდვებს : გარყვნილობას, სისხლისღვრასა და კერპთაყვანისცემლობას”.
ზოჰარში დაწერილია: “ შეხედავს ღია თვალებით და ნახავს დაზიანებულს თავისი თვალებით და შესრულდება შიში და თრთოლვა და არ დაიწყებს ავსიტყავობას სხვაზე”.
“ ოხროთ ცადიკიმი“ -ში ნათქვამია , როგორ შიეძლება მოინანიოს მან, ვინც ჩაიდინა ეს ცოდვა : “ადამიანი , რომელიც მიეჩვია ავსიტყვაობას, ჭორაობას , დაცინვას , მლიქვნელობას და ახლა სურს მონანიება , არ სურს ასე მოქცევა , უნდა შემოისაზღვროს მაღალი და ძლიერი ღობით . რა ღობეა ეს? უნდა მოშორდეს იმ მეგობრებს , რომლებთაგანაც ავსიტყავობდა , დასცინოდა და ა.შ. მიეჩვიოს , რაც შეიძლება მეტ დუმილს . მიეჩვიოს თორის სწავლას და დაიწყოს ურთიერთობა ჰაშე-მიის მოშიშ ადამიანებთან , რომლებიც ლაპარაკობენ მხოლოდ თორაზე და გამ- ჩენის მოშიშებაზე.
ეს არის რჩევა , მათთვის ვისაც სურს შეწყვიტოს ავსიტყვაობა , უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება აღარ წარმოთქვას ავსიტყვაობა არავის მიმართ, არ გამოიყენოს ტელეფონი ჭორებისა და ავსიტყვაობისთვის , რადგან ავსიტყვაობა გამოიხატება მისწარფებაში მიუდგეს ყველას და ყველაფერს პირადი შეხედულებით , რადგან თვლის , რომ მისი შეხედულება არის ერთადერთი და სწორი .
ავსიტყვაობის მოყვარული მეგობარია “სამეხ ნუნი”-ს , რომელიც არის მაბეზღარა ზეცაში , სწორედ მისი საშუალებით ხდება დასასჯელი განაჩენის გამოტანა ზეცაში , რომელიც ხორციელდება დედამიწაზე.
სწორედ ახლა , ისრაელისთვის მძიმე პერიოდში დავაკვირდეთ ჩვენს მეტყველებას, მოვიშორეთ ეს გამყოფი ბარიერი ისრაელის შვილებს შორის , სწორედ ახლა , როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა , რომელიც ხსნის გასაღებია , მალე ჩვენს დღეებში .ისრაელის ერი იმედიანი ერია გვწამს და გვჯერა ჰაშე-მის სიყვარულისა , რომ ისრაელის მტერი დამარცდება , ისრაელი გაიმარჯვებს ჰაშე-მის დახმარებით , რაც შეიძლება ჩქარა , ჩვენს დღეებში მოვა ხსნა და შველა ამენ ვე ამენ!!!
მოამზადა : ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი -მდინარაძემ

ვის ეკუთვნის იერუშალაიმი?

მიდრაშ რაბა გადმოგვცემს: ( რაბა 79, 7 ) რაბი იეჰუდას ნათქვამს, რომელიც აღწერს თავისი რაბების წინასწარმეტყველებას ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაზე.
თორაში ვხედავთ, რომ ჰაშემი შეპირდა აბრაჰამს და მის შთამომავლებს ერეც ისრაელს. ე. ი. ამ დაპირების თანახმად ისრაელი ეკუთვნის ებრაელ ხალხს.
მაშ რატომ დასჭირდა აბრაჰამ ავინუს ” მეაარათ ჰამახფელის” ყიდვა? დაპირების თანახმად ეს ხომ მისი იყო.
ასევე რატომ იყიდა იააკოვ ავინუმ შხემის მინდვრები 100 კესეტად? ასევე მეფე დავიდმა იყიდა ტაძრის მთა ( ჰარ ჰაბაითი) ბეით – ჰამიკდაშის ასაშენებლად – ესეც ხომ ჩვენი
მემკვიდრეობა იყო?
მიდრაში პასუხობს:
” აბრაჰამი, იააკობი და მეფე დავიდი ხედავდნენ შორსმჭვრეტელობით, რომ მაშიახის მობრძანების წინ, არაბები ერეც ისრაელს თავიანთ მემკვიდრეობად გამოაცხადებდნენ, თითქოს მათი კუთვნილება ყოფილიყოს
თავიდანვე. მაინც და მაინც სამ ადგილზე აცხადებენ პრეტენზიას, რომლებიც ჩვენმა მამებმა იყიდეს ფულით:
ხევრონზე, შხემზე და ჰარ ჰაბაითზე ( ტაძრის მთაზე).
მათ იცოდნენ, რომ მათზე იქნებოდა მეტი წინააღმდეგობა,
ამიტომ იყიდეს ეს ადგილები სრული ღირებულებით, რომ
არაბებს აღარ დარჩენოდათ პრეტენზია თითქოსდა
“მემკვიდრეობაზე”.
მაშ ვის ეკუთვნის იერუშალაიმი?
1997წელს, ლონდონში ” ბი-ბი-სის”მიერ მოეწყო გადაცემა
იერუშალაიმის საკითზე, თემა იყო:
“იერუშალაიმი რელიგიურად, სულიერად და ისტორიულად”
გადაცემის მესვიურებს სურდათ გაერკვიათ, ვის ეკუთვნის
იერუშალაიმი?
გადაცემაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. ისრაელის მხარეს და მისი ინტერესების დამცველს წარმოადგენდა რაბი მეირ ლაო.
რაბინმა თავისი სასიამოვნო და ბრძნული საუბრით იქ მყოფთ დაუმტკიცა, თუ როგორ ლოცულობენ სხვადასხვა ერები. დამსწრეებს ჰკითხა: როცა ლოცულობს ქრიტიანი, მისი ლოცვა არის იერუშალაიმის ირგვლივ? ანდა მუსულმანი, თუნდაც იყოს იერუშალაიმში, თავის ლოცვაში
გულისხმობს იერუშალაიმს, თუ მთელი მისი ფიქრები მიმართულია საუდის არაბეთისაკენ- მექისაკენ.
ხოლო ჩვენ ებრაელებს, დასძინა რაბი ლაომ 3000წელზე მეტია ყველგან, ყოველთვის, მსოფლიოს ყველაზე გადაკარგულ ადგილებზეც კი, გულიც და მზერაც ერთი ადგილისაკენ – იერუშალაიმისაკენ გვაქვს მიმართული.
ნუთუ არსებობს ამაზე ძლიერი საბუთი, რომ უპასუხოს კითხვაზე, ვის ეკუთვნის იერუშალაიმი, თუ არა ებრაელს?
ეს იყო პირდაპირი გადაცემა, ყოველგვარი ცენზურის გარეშე და რაბი ისრაელ-მეირ ლაოს ხვდა დიდი წარმატება.
ამის შემდეგ ინგლისსა და ამერიკაში უმრავლესობა იმ აზრისაა, რომ იერუშალაიმი ისრაელის უცვლელი დედაქალაქია.
იეშაიაჰუ წინასწარმეტყველი ჭვრეტდა იერუშალაიმის აოხრებას და ასევე ჭვრეტდა მის ხსნასაც, იმ ნუგეშს, რომლითაც ჰაშემი ანუგეშებს განდევნილ შვილებს, უცხო ქვეყანაში გადახვეწილებს:
“ილაპარაკეთ იერუშალაიმის გულზდ და მოუხმეთ თუ გსურთ იყოთ ერი უკუნისამდის, იმეორეთ ლოცვებში ხსენება იერუშალაიმზე, რადგან ის ერის გულისცემაა, ასე იარსებებს იერუშალაიმი უკუნისამდე”, (იეშაიაჰუ 40).
თუ ორგანიზმის რომელიმე ორგანო დაავადებულია, არსებობს იმედი გადარჩენისა, მაგრამ თუ დაზიანდა გული, მთელი სხეული საფრთხის წინაშეა.
იერუშალაიმი მუდამ იყო და არის ისრაელი ერის გული. მას ვახსენებთ “ყამიდის ლოცვისას”:
“დაისადგურე შენს ქალაქში იერუშალაიმში….”, აგრეთვე
” ბირქათ ჰამაზონში”: ააშენე შენი წმინდა ქალაქი ჩვენს
დღეებში”.
“თუ დაგივიწყო იერუშალაიმ,
დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა”. (თეჰილიმი 137 : 5.
როცა ებრაელი მამაკაცი ქორწინდება, ამ მისთვის შესანიშნავ წუთებში, ტეხს ჭიქას და იფიცება სწორედ ამ სიტყვებით.
ეგვიპტიდან გამოსვლის აღსანიშნავ დღესასწაულშიც ვამბობთ: ” მომავალ წელს აშენებულ იერუშალაიმში!”
ეს ასეა უკვე 3000წელზე მეტია, რადგან იერუშალაიმი არის ებრაელების უცვლელი დედაქალაქი და ასეთი დარჩება უკუნისამდის.
სხვა რომელი ხალხი ახსენებს იერუშალაიმს ლოცვების დროს?
რომელი წინასწარმეტყველები ჭვრეტდნენ იერუშალაიმში დასადგურებას?
რომელი ერი ლოცულობს იერუშალაიმის მიმართულებით?
მაშ ვის ეკუთვნის იერუშალაიმი?
ეს კიდევ ერთი მცირე შეხსენებაა თანამედროვეებისა და
მოწინააღმდეგთათვის.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.