...

მწუხარება და ნუგეში

მიდრაშის მიხედვით

__მანუგეშე, მანუგეშე ჩემო ერო –თქვა რაბი ბერახია ჰაქოჰენმა :
–თუ ადამიანს აქვს ვენახი, მოვა მტერი და გაუჩეხავს შვილივით მოვლილ ვენახს, ვინაა სანუგეშო — ვენახი თუ მისი პატრონი?
–თუ ადამიანს გადაუწვავენ სახლს, ვინაა სანუგეშო, სახლი
თუ მისი პატრონი?
გამჩენი წუხს:
–” თქვენ ხომ ჩემი ვენახი ხართ, მოვიდა ნევუქადნეცარი, გამიჩეხა ვენახი, გადამიწვა სახლი, ჩემი შვილები ტყვედ წაასხა. მაშ, ვინაა სანუგეშო, მე თუ შენ, ჩემო ერო?
მანუგეშე, მანუგეშე, ჩემო ხალხო!!,

გამჩენი წუხს თავის შვილებზე, განიცდის მათთან დაშორებას, მისი ბატონობაც არაა გამოვლენილი სრულად სამყაროში. საჭიროა ერთმანეთის დიდი სიყვარული, ლოცვა, მცნებების შესრულება, კეთილი საქმეები და მთავარი – თორის სწავლა, ვის როგორც შეუძლია.
ესაა ჩვენი სამუშაო, რათა მოვაახლოვოთ ხსნა და შველა,
რაც შეიძლება მალე ჩვენს დღეებში.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი – მდინარაძემ.

შაბათი

ხშირად ადამიანი ფიქრობს, მე არ ვარ ცუდი, არ ჩავდივარ სიბოროტეს არავის მიმართ, არც არავინ არ მძულს, არავისი არ მშურს, ვცდილობ მოვიმოქმედო სიკეთე, დავეხმარო სხვას-ამოუდგე გვერდში. ეს კარგია. უფრო მეტიც ძალიან კარგი, მაგრამ არასაკმარისი.
ებრაელი უკვე დაბადებითვე გამორჩეულია ამ სამყაროში ეს გ…ნის ნება და სურვილია, კურთხეულია მისი სახელი!
მაგრამ ამ პრივილეგიასთან ერთად გვებოძა და გვაქვს მრავალი მოვალეობაც. კარგია ყოველივე რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მაგრამ აბა დავაკვირდეთ, ჩვენ ვართ მადლიერი ჩვენი მეგობრის დახმარების ხელი რომ გამოგვიწოდა, შესანიშნავია! მადლობას გადაუხდით მკერავს თუკი ჩვენი შეკვეთა ბრწყინვალედ შეასრულა. მადლიერი ვართ ექიმის, რომელმაც დაგვისვა სწორი დიაგნოზი და განვიკურნეთ. ძალიან კარგი! მაგრამ ვინაა თავი და თავი ჩვენი არსებობის, ვინ გვაძლევს სასიცოცხლო ენერგიას მივმართოთ ექიმს, ძალას-რომ ვიშრომოთ და მივიღოთ ანაზღაურება? ვინ მისცა მეგობარს შესაძლებლობა, რომ ჰქონოდა კარგი ფარნასა, რათა გაჭირვების დროს დაგვხმარებოდა? ვინ ქმნის დოვლათს სამყაროში? თუ არა თავის დროზე წვიმა, დროულად მზე, იქნებოდა სამყაროში საკვები? გ…ნი თავისი ბულმოწყალებით ქმნის ყოველივეს და მუდმივად ფიქრობს ჩვენზე და ჩვენს მოთხოვნილებებზე, კარგია რომ ვიყოთ მადლიერნი, რომელმაც შექმნა ყველანაირი სილამაზე, ჩვენი სიამოვნებისათვის. აბა დაუკვირდეთ, ვინ მისცა მკერავს ნიჭი, კეროს კარგად
ექიმს განმკურნოს, მშენებელს ააშენოს ლამაზი სახლი და ა.შ. ჩვენ რა თქმა უნდა ვაფასებთ მათ, მაგრამ უფრო მეტად ამ ნიჭის მბოძებელს უნდა ვუმადლოდეთ. ებრაელი გამორჩეულია თავისი ცხოვრების წესით, რითიც ამტკიცებს გ…ნის ბატონობას სამყაროში, რომელმაც ექვს
დღეში შექმნა წარმოუდგენლად მშვენიერი სამყარო, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ნუთუ მის მიერვე შექმნილ ადამიანს შესწევს ძალა მასზე მეტის კეთების? სრულქმნის კი, ეს ვალდებულობაცაა, მაგრამ გაფუჭების უფლება არა გვაქვს. შაბათს ნამოქმედარს არა აქვს ბარაქა, ის არაა ნაკურთხი მრავალი მაგალითია, რომ არ მოაქვს სიკეთე. ნუ იფიქრებს ადამიანი, რომ უჭირს, აკლია, სჭირდება. თუკი დაუკვირდება მიხვდება, რომ საბოლოოდ ოჯახში ჩნდება ყოველთვის გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომელიც მოითხოვს დამატებითი ხარჯების მოკლებას ბიუჯეტიდან, მაგ. შესაკეთებელი იქნება საოჯახო ტექნიკა, დაზიანდება ავტომანქანა, საჭირო შეიქმნება წამლის ყიდვა და ა. შ. რამეთუ მთელი წლის შემოსავალი დაგეგმილია როშ ჰაშანაში და მცდელობა გამოვიმუშაოთ მეტი, ტყუილი გარჯაა. შაბათის დაცვა, ესაა მთავარი ნიშანი ებრაელისა და წარმატების სიმბოლოც. ბრძენები გვასწავლიან, რომ იმ 70სახელს შორის რომელიც კურთხეულს აქვს, შაბათი ერთ-ერთია, აბა მაშინ წარმოიდგინეთ მისი დარღვევით ვის სახელს ვაყენებთ შეურაწყოფას ( ხას ვეშალომ). ბევრი იტყვის ცხოვრების რიტმი და სტილი შეიცვალა, პროგრესის განვითარების ტემპები არნახული სისწრაფით ვითარდება, ეს ეხლა აღარ გამოდგება. არა, ჩემო ძვირფასებო, როგორც გ…ნია მარადიული, ისე მისი კანონები, მისი თორა მოძღვრება იყო, არის და იქნება უცვლელი, რომელიც არ ექვემდებარება არც დროს, არც პროგრეს და არც ტექნიკის ასე სწრაფად განვითარებას. უფრო მეტიც, ამ საცდუნებლებით აღსავსე სამყაროში, სწორედ ახლა გვმართებს ჩვენი ებრაული სულისა და გონების სწორად წარმართვა, სწორი არჩევანის გაკეთება რამეთუ ჯილდოც უფრო მეტია. იყოს გ…ნის ნება დაგვეხმაროს ყველას ამაში. ბედნიერი შაბათი მთელ საისრაელოს და შემდგომი უფრო უკეთესი, ამენ! 

მოამზადა ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ 

ადარის თვე

ეს არის თვე, როცა ისრაელის მაზალი ბრწყინავს და ასევე მრავლდება კურთხევები. მისი ზოდიაქო თევზებია, რაც გაორმაგებაზე მიგვანიშნებს და სწორედ წელს გვაქვს ორი ადარი, გამრავლება სიხარულების. ხასიდის ადმორები გვასწავლიან, ძალიან კარგია მათთვის ვისაც აქვს მხედველობის პრობლემა ამ თვეში მიმართონ ექიმს და ასევე თუ საჭიროებს ოპერაციას სწორედ გაიკეთოს ამ თვეში. ამ თვის კავშირი თვალთან დაფუძნებულია იმაზე, თვის ზოდიაქო-თევზებია და ისინი დაფარული არიან წყლით, სხვათა მზერა და ბოროტი თვალი მათზე არ მოქმედებს. ამას გარდა, თევზს არა აქვს “წამწამები”, რომელიც სიმბოლოა “ჰაშემის ფხიზელი თვალისა”, ამიტომ თვე დაკავშირებულია თვალთან პირდაპირ და ასევე მეტაფიზიკური აზრით. თევზი დაფარულია წყლით, ისრაელი
 ი თორაში მყოფი(თორა შედარებულია წყალთან) დაცულია თორით.

გვასწავლის რაბი ხაი ბენ შერირა(ზეხუთო თაგენ ალეინუ) თუ გაურბით ქირურგიულ ჩარევას, მაშინ ძალიან კარგია ამ
პერიოდში წაიკითხოთ 6 საგალობელი 7-ჯერ, 7დღის გამნავლობაში.თუკი დაიწყებთ როშ ხოდეშ ადარს, მე-7 დღე დაემთხვევა მოშე რაბეინუს დაბადების დღეს და ასევე მის ჰილულას და ეს მეტად მნიშვნელოვანია. არიან ადამიანები, რომ ამ დღეს მარხულობენ. საქმე იმაშია, რომ წმინდანის გარდაცვალება, გამოისყიდის ცოცხლების ცოდვებს. მარხვას რომელსაც ახლავს მონანიება და ლოცვა გამოისყიდის ისრაელის ცოდვებს, აი რატომ მარხულობს ბევრი ცადიკი ამ დღეს. ეს თვე სიხარულისაა, ნამდვილი სიხარული კი თორაშია, რომელიც მოაქვს მის სწავლას. ნუ ვიტყვით მასზე უარს, რამეთუ- ისრაელის ძალისა და სიხარულის წყარო-თორაა. გაგვეაზრებინოს ეს და ჭეშმარიტი სიხარულიც არ დააყოვნება გ…ნის შემწეობით. ბედნიერი თვე საისრაელოს და მთელ სამყაროს, ამენ!

მოგაწოდათ ჟუჟუნა( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

ესთერის მარხვა

ნებისმიერი მარხვა, არის საშუალება რათა ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ თავში და დავუბრუნდეთ გ…ს. მარხვის მიზანია, გადავწყვიტოთ გავაუმჯობესოთ საკუთარი აზრები მეტყველება და საქციელები. თუკი ადამიანი მარხულობს და არ აქვს განზრახვა სრულჰყოს საკუთარი თავი, ის ამ დღის ნამდვილ აზრს კარგავს. ყველა ებრაელმა ამ დღეს უნდა შეაფასოს თავისი ქმედებები და დაიწყოს შეცდომების გამოსწორება, რამეთუ ეს არის ამ მარხვის მიზანი. ცნობილია ისტორია ნინვეს მცხოვრებლებზე, რომელთაც ემუქრებოდაც განადგურება, დაწერილია : ” და დაინახა გ…მა მათი საქმეები”.

ჩვენი ბრძენები გვიხსნიან, რომ ნათქვამია არა მათი მარხვა დატანჯვა, არამედ მათი საქმეები, რადგან მარხვა – ეს მხოლოდ დაწყებაა მონანიებისათვის. სამდღიანმა მარხვამ შეკრა ისრაელი ერი ( გაფანტული, როგორც მოიხსენია ჰამანმა ისინი ახაშვეროშთან). ჩვენი ძალა ერთობაშია, როგორც გვიანდეძა იააკოვ ავინუმ.


ფურიმის ომი დასრულდა 14 ადარს, ჩვენ კი ვზეიმობთ 15-ში. რატომ? ჩვენ ვზეიმოთ ებრაელების გადარჩენას და არა იმას, რომ მტრები დავამარცხეთ. რაბი ხაიმ ფრიდლენდერი წერს: ( სიფტეი ხაიმ ტომი 2. 231 – 232. “ვიდრე ამოვძირკვავთ მსოფლიო სიბოროტეს, წარმოდგენილს ამალეკით, ჩვენ უნდა მოვიშოროთ სიბოროტე ჩვენივე საკუთარი თავიდან “. რაბი იეხიზკიელ ლევინშტაინი ხშირად ამბობდა : “რამდენადაც ჩვენს დროში არაა საშუალება ამალეკის ფიზიკურად განადგურებისა, ძირითადი აზრი მცნებისა ჩვენთვის ასეთია, ყოველმა ადამიანმა უნდა მოიშოროს და შეიძულოს ის სიბოროტე, რომელიც თვით მასშია, ამით ჩვენ ამოვძირკვავთ და წავშლით “ამალეკის -იმ სიბოროტეს რომელიც ჩვენს შიგნითაა.

მხიარული და მშვიდობიანი ფურიმი.


მოგაწოდათ ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი – მდინარაძემ

როშ ჰა-შანა

რაბანითი იამიმა მიზრახი

* როშ ჰა-შანის პირველ დღეს მეტად მნიშვნელოვანია არ გავბრაზდეთ, რადგან ამ დღეს სამართლდება ებრაელი ერი,
არაებრაელებს კი ასამართლებენ მეორე დღეს. ამ დღეს ზეცაში მიმდინარეობს მკაცრი სასამართლო და ნებისმიერი
გამოვლინება რისხვისა და სიბრაზისა იქნება ადამიანის საწინააღმდეგოდ.

!!არ მოიწვიოთ სტუმრად ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ რაიმე სახით გამოიწვიონ თქვენი გაბრაზება.

* არ მისცეთ უფლება დარდს, რისხვას და სიბრაზეს თქვენ დაგეუფლოთ, წელს როგორც დაიწყებთ ისე გაგრძელდება. მოერიდეთ ” ლაშონ ჰარაას”.

*ფარნასის სგულა. დღესასწაულისათვის შეიძინით ახალი დანა ხალის გასაჭრელად. ეს არის ასევე სგულა ხანგძლივი სიცოცხლისა.
მნიშვნელოვანია ახალ წელს წარმოთქვათ ” ბერახა შეეჰიანუ,ახალ ხილზე ან ახალ ტანსაცმელზე.

*ტრადიციულად ხალას აცხობენ მრგვალი ფორმისას თაფლით და ქიშმიშით.

*დღესასწაულის სანთლების ანთებამდე აანთეთ სანთელი “ლე ილუი ნიშმათ სარა იმანუს” სახელზე და სთხოვეთ ჰაშემს ცადიკის დამსახურებით დამადლიანდეთ გახდეთ კარგი მეუღლეები და დედები.

*სანთლების ანთებაბდე გაიღეთ ცედაკა 18მონეტა- 18 ლარი,დოლარი, ….18= “חי”(ხაი) სიცოცხლეს.

!!სთხოვეთ გ…ს ” რიბონო შელ ჰაოლამ”-თუკი უნდა მოხდეს რაიმე ცუდი, დაე ეს ცედაკა იყოს მის ნაცვლად.

* ” თაანით დიბურ” (მარხვა ბაგეებით) როშ ჰა-შანაში აიღეთ თქვენს თავზე, არ წარმოთქვათ ყოველდღიური სიტყვები, მხოლოდ თორის და თეჰილიმისა, ამით წაიშლება 1/3 ცოდვებისა.

*როშ ჰა-შანაში არ მიირთვათ არაფერი მჟავე და მწარე. რასაც მოამზადებთ როშ ჰა-შანაში გავლენას იქონიებს მთელ წელზე.

* არ მიირთვათ კაკალი, გემატრიით მისი მისი რიცხვითი მნიშვნელობა ტოლია “ხეტის”(ცოდვა), ასევე არ მიირთვათ შავი ყურძენი.( ვილნოს გაონის შეხედულებით).

* ვიდრე ოჯახის უფროსი მიუჯდება მაგიდას უნდა თვალი გადაავლოს ოჯახის წევრებს და დალოცოს თვითოეული ცალ-ცალკე და სთხოვოს პატიება. ყველამ უნდა წარმოთქვას ” ლე ხაიმ” ხმამაღლა და დალოცონ ერთმანეთი

* ვაშლი სასურველია იყოს წითელი, დაყნოსეთ და ითხოვეთ ყველაფერი რაც გსურთ. სწორეთ ამდროს მიიღო იააკობმა კურთხევა მამისაგან. როცა იააკობი შევიდა მამასთან უცხაკმა შეიგრძნო ” გან ედენის” არომატი. ვაშლის არომატი და მიუხედავად იმისა რომ არ იყო პირველი, მიიღო კურთხევა მამისაგან.

* ბროწეული–სთხოვეთ გ…ს დახმარება რომ გამოიყენოთ თქვენი პოტენციალი.

*პრასის, ჭარხლის დაგემოვნებისას სთხოვეთ გ…ს დაგიხსნათ წყენია, რისხვისა და სიმწარისაგან და მოისროლეთ ეს გრძნობები თქვენგან შორს და ასევე მოიცილეთ გულიდან!! სთხოვეთ ჰაშემს დაგეხმაროთ აღადგინოთ ურთიერთობა (თუკი გქონდათ რაიმე უთანხმოება).

* თევზის თავი. სთხოვეთ ჰაშემს გაუძღვეთ ოჯახს და იყოთ მის თავში ( ზოგჯერ შვილები გვმართავენ).

* “აინ ჰარაას” სგულა –უყურეთ თევზის თავს( მის თვალებს).

* სედერის დროს სთხოვეთ გ…ს აქციოს თქვენი სახლი სასახლედ, თქვენ-დედოფლად, მეუღლე-მეფედ, თქვენი შვილები-პრინცებად და პრინცესებად, ყველანი მეფის შვილებად-რამეთუ მეფის შვილებისაგან ელიან განსაკუთრებულ ქმედებებს.

* “ბირქათ ჰამაზონი” წაიკითხეთ მხიარულად და ენთუზიაზმით, ეს ფარნასის სგულაა. ,

* ვიდრე მოისმენდეთ შოფარის ჰანგებს მნიშვნელოვანია მიიღოთ თავზე მცნება “გიყვარდეს შენი მოყვასი, როგორც საკუთარი თავი”.

!!თუკი გაქვთ წყენა ვინმეზე სალოცავში, მაშინ შოფარის ბგერები ვერ შეძლებენ ამაღლებას და სასამართლოს “დატკბობას”.

*შოფარის დაკვრისას აკრძალულია საუბარი, ამ დროს ხდება თქვენი განახლება.

* შოფარის დაკვრისას საჭიროა იფიქროთ “თხიათა მეთიმზე” ( მიცვალებულთა გაცოცხლებაზე) რომ გ…ს შეუძლია ისინი დაბადოს თავიდან.

*შოფარის პირველი ბგერების მოსმენისას გაიხსენეთ კონკრეტული არასწორი საქციელი და ითხოვეთ პატიება. მეორედ გამოსულ ბგერებზე (შვარიმ) იგრძენით ტკივილი მათზე ვინც გადაიტანა უბედურება: ტერორის მსხვერპლის ოჯახებზე, ვინც დაკარგა ახლობელი, ვინც ავადაა.

*ძალიან მნიშვნელოვანია შოფარის ბგერების მოსმენისას წამოგივიდეთ ცრემლები, მარჯვენა ხელით მოიცილეთ და მარჯვნიდან მარცხნივ გაატარეთ ხელი შუბლზე, არიზალის აზრით შუბლზე დაწერილია ადამიანის ცოდვა , ასეთი სახით ჩვენ თითქოს ვწმენდთ მათ, ეს იქნება ფარი მთელი წლის მანძილზე ნებისმიერი გაჭირვებისა და ავადმყოფობისაგან დასაცავად.

* შოფარის ხმებზე აიღეთ ახალი მცნების შესრულება, არ წარმოთქვათ ბაგეებით, რომ გაძლიერდებით მოკრძალებულობაში, გასცემთ ცედაკას ( უხვად), ილოცებთ მეტი მონდომებით და ა. შ.

ტკბილი და ბედნიერი წელი.

მოგაწოდათ ჟუჟუნა(სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ.

ხანუქა - სულიერების და თორის დაბრუნების დღესასწაული

იმ დღეებში ამ დროს დიდი წმინდანი, ღ…ის მსახურის მათათია ხაშმონაელისა და მისი შვილების მეთაურობით დაიწყო წინააღმდეგობა ურწმუნო საბერძნეთის გამგებლობის წინააღმდეგ. მათი სურვილი იყო ისრაელს დაევიწყებინა გ…ნის თორა ( მოძღვრება ) და გადაეცდინათ ისინი ჰაშემის კანონების დაცვისაგან.

ამ ძნელბედობის ჟამს ჰაშემი დიდი ლმობიერებით გამოექომაგა თავის ხალხს, პაექრობდა მათ პაექრობას, განსჯიდა მათ განსასჯელს, შურისგებდა მათ შურის მგებლობით. მამაცნი გადასცა სუსტთა ხელს, მრავალნი კი მცირერიცხოვანთა ხელს, ბიწიერნი წმინდანთა ხელს,
რაშაყები ცადიკებს, ხოლო ბოროტგამზრახველნი -თორის მოჭირნახულეებს.

რატომ არ იშიმშილეს? რატომ არ ილოცეს? რატომ აიღეს იარაღი?

აი, რა უთხრეს გამჩენს ისრაელის შვილებმა:
“შენი თორა – ჩვენს ხელშია, ჩვენ უნდა დავიცვათ ის.
ჩვენი სიცოცხლე კი, შენს ხელშია, შენ გეკუთვნის ის!
ჩვენ დავიცავთ შენს თორას, შენ კი – გვიხსენი მტარვალთა
ხელით სიკვდილისაგან!”

ჰაშემი ყოველთვის იცავს თავის შვილებს, ისრაელთა ერს, მაგრამ თუკი ებრაელი ივიწყებს თავის მოვალეობასმაშინ გადასცემს მათ მტრის ხელში. ეს ბრძოლა იყო სულიერი ბრძოლა, ბერძნული კულტურის წინააღმდეგ, ებრაელებმა გაიმარჯვეს და დაამტკიცეს რომ გამჩენის ნებით, რაც ბუნებრივი კანონებით შეუძლებელია, გამჩენის ნებით ხდება შესაძლებელი. ბუნებრივი კანონით ზეთი, რომელიც უნდა ნთებულიყო ერთი დღე ,ენთო 8დღე. ეს იყო ჰაშემის მიერ მოხდენილი სასწაული და ბერძნული კულტურის მარცხი. ხანუქაში ვანთებთ სანთლებს (נר), რომ აინთოს საჭიროა ფიტილი ( פטיל) ,ხოლო წვას ჭირდება ზეთი ( שמן) თუ ავიღებთ ამ სიტყვების პირველ ასოებს, მივიღებთ “ნეფეშ” ( נפש) სულს. რამეთუ ადამიანის სული ჰაშემის წინაშე დანთებული სანთელია! ისე უნდა იცხოვროს ებრაელმა რომ მისი სული ანათებდეს და იზიდავდეს ზეციერ შუქს დედამიწაზე. ხანუქაში ხაშმონაელების მცდელობით თორა დაუბრუნდა ისრაელ ერს და აღსდგა ტაძარში მსახურება. ვითხოვოთ რომ ამ ხანუქის სანთლების სასწაულებრივი ძალით მალე, ჩვენს დღეებში აგვიშენდეს ტაძარი და იქნეს ისეთი სიმხიარულე ისე როგორც იმდღეებში ამ დროს.

ამენ ვეამენ ჰაშემის დახმარებით!

ხანუქა სამეახ!

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

ტევეთის თვე

ტევეთის თვე – ამ თვეში სამი მარხვაა, სამი უბედურების ხსოვნის გამო, რომელიც დაატყდა ისრაელს თავს 8-ში, 9-ში და 10 – ში. რვისა და ცხრის მარხვას უწოდებენ “წმიდანების მარხვებს”, ათში კი მარხულობენ ყველანი, თუმცა ეს არ არის ისეთი მკაცრი როგორც ქიფურის და 9ავის მარხვები. რვა ტევეთს დასრულდა თორის თარგმნა ბერძნულ ენაზე, რომელიც შესრულდა ელენისტური ეგვიპტის მეფის პტოლომეის ბრძანებით. ბრძენები ამ დღეს ადარებენ, დღეს “ოქროს კერპის” შექმნისას. 9ტევეთს გარდაიცვალნენ წინასწარმეტყველები ეზრა და
ნეხამია, ისინი მეთაურობდნენ ბაბილონიდან ებრაელების დაბრუნებას ისრაელში, ისინი ასწავლიდნენ ებრაელებს თორას განდევნილობაში და ზრუნავდნენ რომ არ გაჭირვებოდათ ცხოვრება უსამშობლოოდ. მათი გარდაცვალებით დაობლდა ისრაელი, დაკარგეს სულიერი ძალა და არავინ გამოჩნდა მათი ღირსეული მემკვიდრე. 10 ტევეთს ბაბილონის მეფე ნაბუხადენეცარის არმიამ ალყა შემოარტყა იერუშალაიმს, რომელიც გაგრძელდა სამ წელს და დასრულდა ქალაქისა და ტაძრის დანგრევით. როცა ბრძენებმა დაასრულეს თორის თარგმნა ბერძნულ ენაზე, 8ტევეთი ებრაული ერისათვის გახდა მძიმე დღედ, თუმცა ყველამ ნახა, რომ ჰაშემმა მოახდინა დიდი სასწაული, ყველა ბრძენმა ერთნაირად თარგმნა ზუსტად, როგორც ერთმა ისე თარგმნა თორა, როცა თვითოელი მათგანი ცალ ცალკე ოთახებში იყვნენ გამომწყვდეულნი.

“მეგილათ თაანითში” ნათქვამია:
“როცა დასრულდა თორის თარგმნა ბერძნულ ენაზე, სამი დღე იყო წყვდიადი სამყაროში”.
ვიდრე თორა იყო ისრაელის ხელში, ის აკავშირებდა ისრაელს ჰაშემთან და იღებდა ყველა კითხვაზე პასუხს.
წინასწარმეტყველი ირმიაჰუ წერს ( 52 ) “მოვიდა ნაბუზარადინი, მცველთა უფროსი და დაწვა ჰაშემის, მეფეთა მეფის და ყველა სახლი იერუშალაიმში…. ყველა კედლები ტაძრის გარშემო დაინგრა…ხოლო ყველა ებრაელი წაიყვანეს ტყვედ”.
მართალია 10ტევეთის მარხვა დადგენილია მწუხარების ნიშნად, რომელიც დაატყდა თავს ისრაელს ტაძრის დანგრევის შემდეგ, ტაძრის ხსოვნისათვის, რომელიც მისმა შვილებმა გადაიტანეს განდევნილობაში. მწუხარება არ შეიძლება გახდეს მისი მთავარი არსი, რამეთუ ჩვენთვის საკმარისია ის, რაც იყო. მარხვამ, უნდა გააღვიძოს გული და გაუკვლიოს გზა მონანიებას, გაგვახსენოს ჩვენ, ჩვენი ცოდვები, ცუდი მოქმედებები, ჩვენი წინაპრების შეცდომები, განსჯებს კი ცოდვებზე მივყავართ გამოსწორების გზაზე. იერუსალიმის თალმუდში ნათქვამია: ( იომა 1 ) “ყოველი თაობა,რომლის დროსაც, რომლის სიცოცხლეში არ აღსდგა ტაძარი, დამნაშავეა ( ჰაშემის წინაშე) არა ნაკლებ იმათზე, რომელთა ცოდვითაც ის იქნა დანგრეული”. რამეთუ ნებისმიერ თაობას გააჩნია საკმარისია სულიერი ძალა, რათა გამოაღვიძოს ზეციერი მოწყალება, გაანთავისუფლოს ისრაელი შემვიწროებელთა ძალაუფლებისაგან, შეკრიბოს მისი განდევნილები ქვეყნის ყველა კუთხიდან და ააგოს ტაძარი.

რა არის საჭირო ამისათვისათვის?
მთლიანი მონანიება, თაობის თანმდევი ცოდვების გამოსწორება. ამიტომ, თუ ხსნა არ გვეწვია აქამდე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მომინანიეთ და განვაგრძობთ შეცდომებს და ამით კი ვეწინააღმდეგებით საბოლოო ხსნას.
მართალია ტაძარი დანგრეულია, ერი მიმოფანტული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს გ,..მა გააუქმა კავშირი დადებული თავის ხალხთან, ჩვენ არა ვართ განდევნილი ჩვენი მიწიდან სამუდამოდ, რამეთუ ერეც ისრაელი გადაეცათ ისრაელის ძეებს სამუდამოდ და ტაძარი აიგება
იერუშალაიმში.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

მნიშვნელოვანი საკითხები ეგვიპტიდან გამოსვლას რომ უკავშირდება

1. რწმენა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჰაშემისა.
( შმა ისრაელი დილით და საღამოს, 2-ჯერ),
2. მოშე, როგორც უბადლო ლიდერი.
3. წმინდა ენის სიყვარული და პატივიცემა.
4. ებრაელი ქალების სიმტკიცე და თავდადება.
5. ეგვიპტელის დასჯა მოშეს ხელით.
6. ჰაშემის მოშიშობა.
7. მეზუზის მცნება.
8. თეფილინის მცნება.
9. პირველშობილების გამოსყიდვა. ( ასევე შინაური მსხვილფეხა პირუტყვის).
10. ფესახის დღესასწაული ( წლის პირველი თვე ნისანი).
11. ახალმთვარობა ( როშ ხოდეში).
12. შავუოთი( თორის ბოძება).
13. ცურვის ცოდნის დავალება.
14. მსხვერპლის შეწირვა ( კურბან ფესახი).
15. ხამეცის განადგურება.
16. ფიცის შესრულება( იოსეფის ცხედრის წამოღება მიცრაიმიდან).
17. დროებითი წარმატების არარაობა(სიბნელის სასჯელი)
18. ხმიადის ( მაცის) ჭამა.
19. ერი ძლიერი და ჯამრთელი როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად).
20. ჰაშემის კურთხევა გაგვამდიდრებს.
21. წაშალე ამალეკის ხსოვნა, ეომე ამალეკს ყველა თაობაში.
22. წინდაცვეთის ( ბრით მილის) მცნება.
23.შაბათის მცნება (მისი წმინდადყოფა).
24. მანა ( ზეციური საკვები).
25. მირიამის ჭა.
26.” შალოშ რეგალიმი” ( სამი დღესასწაული რომელიც უკავშირდება ეგვიპტის მონობიდან გამოსვლას:
ფესახი, შავუოთი და სუქოთი).

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი – მდინარაძემ.

შოვავიმის დღეები

ჩვენი ბრძენები გვასწავლიან : სულის გამოსწორებისათვის ამ დღეებში ადამიანს მონანიებით ჩამოჰყავს სიწმინდის ნაპერწკლები, რომელთაც მიაყენა ზიანი და დამადლიანდება ყველანაირ სიკეთეს, წვალებისა და ტანჯვის გარეშე, ასევე მიაღწევს შეგნების სრულყოფილებას და სიბრძეს. დაე, ჰაშემმა ღირსჰყოს ყველა, ამენ ვეამენ! გვასწავლიან ჩვენი ბრძენები, რომ არის რამოდენი წესი
გამოსწორების, რადგან ცოდვა ზიანს აყენებს ასევე წმინდა თორის ასოებს,ამიტომ გვასწავლიან გამოსწორების ასეთ ხერხს:

1. ალეფ (א)- “ემუნა”,არასაკმარისი რწმენა იწვევს ზიანს, რათა გამოასწოროს თავისი შეგნება, უნდა დააწესოს დრო თორის სწავლისათვის.

2. ბეთ- ( ב)” (კურთხევა) ადამიანი უნდა იყოს ყურადღებით, რომ არ წარმოთქვას კურთხევა ტყუილუბრალოდ.

3. გიმელ ( ג) “გმილუთ ხასიდიმ” კეთილი საქმეები, ქველმოქმედება. ის ვინც არღვევს ამ ცნებას, ხელს უშლის სამყაროში წყალობის და სიუხვის ჩამოსვლას. ამიტომ ადამიანმა უნდა გაამრავლოს უანგარო დახმარება.

4. დალეთ (ד)-” დაყათ”( შეგნება) უნდა მოეკიდოს ყურადღებით ყველაფერს, რაც ეხება მცნების შესრულებას..

5. ჰეი ( ה) ” ჰაკპადა”- სიმკაცრე, შარიანობა. ჩვენმა ბრძენებმა თქვეს: “ვინცშარიანია -ექნება შარიანობა”. (ზეციდან). ადამიანს თუკი სურს აიცილოს შარიანობა, რომ ზეცაში არ გაასამართლონ სიმკაცრით, უნდა განმარტოვდეს და ამოიღოს გულიდან ეს თვისება, ხოლო განმარტოება როგორც ც ნობილია, არის უმაღლესი დონე გ…თან კავშირისა.

6. ვავ (ו) ” ვატრანუთ”( დამთმომბლობა). ჩვენმა ბრძენებმა თქვეს: “დამთმობი ადამიანის ცოდვებს, გადაწონის მისი დამსახურებები”. ამასთან ერთად ადამიანი დამადლიანდება ხანგლივ სიცოცხლეს.

7. ზაინ ( ז)- წიგნი ” ზოჰარი” ( ნათება) – ბრძენები გაანათებენ, წმინდა ” ზოჰარის” დამსახურებით, რაც სწორია განსაკუთრებით შოვავიმის დღეებში. თქვეს ბრძენებმა: “არ არის არაფერი ისე რომ წმენდდეს ადამიანის სულს, როგორც “ზოჰარის” სწავლა, რომელიც არის ღირსეული მოწინააღმდეგე უწმინდურობის 50ჭიშკრისა, რომლებიც არიან სამყაროში, როგორც ნათქვამია თვით ამ წიგნში: “ზოჰარის წიგნის სწავლის დამსახურებით, ისრაელი ერი გამოვა ბოლო გალუთიდან”. 

8. ხეტ( ח) -” ხიდუშეი თორა” ( თორის ახსნები). ადამიანმა უნდა დაძაბოს თავი, რათა ჭეშმარიტად გააკეთოს თორის ახალი ახსნები, რამეთუ ამაზეა ნათქვამი: “რომ ის ქმნის ახალ ზეცას და დედამიწას”.

9. ტეთ (ט ) -” ტაჰარა” ( სულიერი სიწმინდე) სულიერ სიწმინდეს მიჰყავს ადამიანი ნებისმიერ სიწმინდემდე და მთავარი აქ არის მიკვე და განსაკუთრებით კი “შოვავიმის დღეებში.

10. იუდ ( י) – “იესოდ” ( ფუნდამენტი, საყრდენი) მცნებების გამოსწორება გვევლინება ყველაფრის საყრდენად, რომელზეც დგას ცა და დედამიწა, როგორც ნათქვამია: “თუ არა ჩემი მცნება …. არ დავადგენდი ზეცისა და დედამიწის კანონებს!” და მთავარი ამაში არის რომ
” მცნებები დადგენილია ბაგეებით”….( ე. ი. არ შეიძლება საუბარი თემებზე, რომელნიც დაკავშირებულია ჟინთან, გულისთქმასთან და ა. შ.)

11. ქაფ ( כ) -” ქაას”( რისხვა). თქვა რაბი იეჰუდამ: “თუ არ განრისხდები, არ შეცოდავ!” არ არის სამყაროში ისეთი, რომელიც ადამიანს აშორებს სიწმინდეს, როგორც ეს სულელური თვისება, რომელიც ართმევს ადამიანს მის წმინდა სულს და მის ნაცვლად უნერგავს არაწმინდა სულს ( ჰაშემმა ნუ ქნას). ნათქვამია: “რისხვა ბუდობს სულელის წიაღში” და გვევლინება ყველა განხეთქილების და ნგრევის ფესვად, ამიტომ ვისაც სურს გადაურჩეს ამ მწარე ცოდვას, უნდა წაიკითხოს წმინდა წიგნები და მთავარია, როგორც ვთქვით მიკვე, რომელიც ადამიანს წმენდს უწმიდური სულისაგან. ბრესლაველი რაბი ნახმანი გვასწავლის:” 151-ჯერ მიკვეში ჩაყვინთვას შეუძლია მოაცილოს მრისხანება”.

12. ლამედ ( ל) “ლაშონ ჰარაა”( ავსიტყვაობა)ჩვენი ბრძენები ამბობენ: რომ ეს ცოდვა ტოლფასია: გარყვნილობის, კერპთაყვანისმცემლობის და სისხლის ღვრისა. ” შეხინა” ტირის ადამიანზე, რომელიც არღვევს ამ მცნებას. გ…ნი ასეთ: ადამიანზე ამბობს: ” მთელ სამყაროზე ვზრუნავ და არ ვიღლები…”( მაგრამ ასეთი ადამიანისაგან თითქოს იღლება) როგორც ნათქვამია: ” დაღალეთ გ…ნი თქვენი სიტყვებით,,,” ( ხას ვეხალილა). 

13. მემ ( מ) ” მეზაკე რაბიმ”( სიტყვა სიტყვით – მბოძებელი მრავალი დამსახურების) თუკი ადამიანი ეხმარება მრავალ ადამიანს, სჩადის კეთილ საქმეებს – პირდებიან, რომ მისი ხელები იქნება სუფთა ცოდვებისაგან. გაგრძელება იქნება

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ.

შოვავიმის დღეები (ნაწილი მეორე)

14ნუნ( נ)- ”  ნედარიმ”(ნედერები და ფიცები) აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ თემებს, რადგან თუკი ადამიანი არღვევს ნედერს(მით უმეტეს ფიცს) ამ ცოდვის გამო შესაძლოა გარდაიცვალოს მისი ცოლი ან შვილი ( ხას ვეხალილა) ამაზე ნათქვამია:
” არ მისცე უფლება შენს ბაგეებს შეიყვანოს ცოდვაში შენი ხორცთაგანი, რათა არ განრისხდეს გ…ნი  შენს ხმაზე და არ გაანადგუროს შენი ხელით ნამოღვაწარი”.

15. სამეხ(ס)-”  სანდაკი”(ადამიანი რომელსაც უკავია ბავშვი მონათვლისა). ეცადე მიიღო ეს მოვალეობა. ასევე საჭიროა ილაპარაკო კარგი ისრაელ ერზე, ისე როგორც ეს სურს გ…ს. ის ვინც იქცევა ასე, ზეციდანაც ექცევიან ამგვარად. გ…ნი იცავს თავის შვილებს დედამიწაზე, ასევე დაიცავენ ასეთ ადამიანს ზეციერ სასამართლოში. 

16. ყაინი(ע)- “ანავა”( მოკრძალებულობა, მორჩილება, გაგთვითცნობიერება საკუთარი თავის უმნიშვნელობისა) ამ თვისებაზე უკეთესი არაა, როგორც ბრძანეს ჩვენმა ბრძენებმა: მოკრძალებულობა-ყველაზე მნიშვნელოვანია”, თვით მეფე დავიდი მიეღო რასაც ითხოვდა მხოლოდ ამ საუკეთესო თვისებით, როგორც ნათქვამია თეჰილიმში: ” ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ”. 40 : 18. ამ თვისების დახმარებით ხდება ადამიანი საყვარელი ზეცაში და სასიამოვნო ჩვენს სამყაროში. დაე, გვიბოძოს ჰაშემმა ეს თვისება!

17. პეი(פ)- ” პრიშუტ” (ჩამოშორება, დაცილება) თქვეს ჩვენმა ბრძენებმა: “ადამიანი როცა შორდება ცოდვას, ეს მსგავსია თითქოს ჩამოშოტდა სიკვდილს!” ამ თვისების დახმარებით ადამიანი დამადლიანდება ყველა სიკეთეს, რომელიც შენახულია წმინდანებისათვის, ხოლო ის, ვინც შორდება ( მატერიალურ) გულისთქმებს დამადლიანდება დამატებით წილს მომავალ სამყაროში და მიიღებს უწმინდურების წილსაც ( ე. ი. ჯილდოს იმ კარგი ქმედებებისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ) როგორც ნათქვამია: “წმინდანისათვის შენახულია ძლიერება უწმინდურისა!” 

18. ცადი(צ)- “ცადიკ”( წმიდანი) ადამიანმა უნდა წარმოთქვას ყოველდღე 90ამენი(ამ ასოს რიცხვითი მნიშვნელობა), სხვა ადამიანის კურთხევებზე 4( ეს დალეთი), 100 კურთხევა (რომელსაც წარმოთქვამს აუცილებელი ლოცვებისას) ეს კუფის გემატრიაა და ეს შეადგენს სიტყვას “ცადიკ”( צדיק   ეს არის ერთ-ერთი თვისება ნამდვილი წმინდანისა, ისეთის რომელზეც ნათქვამია: ” ცადიკი-საყრდენია სამყაროსი”. რაბი ელიეზერ პუას ძველ ხელთნაწერებში ნათქვამია:   ” თუკი ადამიანი წარმოთქვამს 90-ჯერ ამენს( კურთხევის საპასუხოდ) არანაირი ჯადოქრობა და არაკეთილი სული ვერ მიეკარება და ვერც დაუშავებდ ვერაფერს”. 

19. კუფ(ק)-” კდუშა”(სიწმინდე) ბრძანეს ჩვენმა ბრძენებმა: “ადამიანი, რომელიც სულ მცირედით წმენდს თავს-ზეციდან წმენდენ გადაჭარბებულად”,რამეთუ ადამიანი წარმოადგენს პატარა სამყაროს და შექმნილია ყველა უმაღლესი სამყაროების მსგავსად.
როცა ადამიანიასრულებს მცნებებს თავისი ორგანოებით ამ სამყაროში, რომლებიც ნამდვილად წარმოადგენენ ზეციური სამყაროს გასაღებებდ, ამით ის აღებს სიწმინდის ჭიშკრებს და ეს საუკეთესოა “შოვავიმევის” დღეებში, როცა ეს ჭიშკრები თავისთავად ღიაა.
დაე, დაგვამადლიანოს გ…მა ამას!

20. რეიშ(ר)-“რახმანუთ”(გულმოწყალება, შემბრალებლობა) ჩვენმა ბრძენებმა ბრძანეს: “გულმოწყალება, არის ერთ-ერთი ფუნდამენტალური თვისება, რომ ადამიანი ებრაელია”

21. შინ(ש)- “შალომ”(მშვიდობა) ადამიანმა უნდა გამოიჩინოს დიდი გულისხმება, რათა მშვიდობა ჩამოაგდოს დამდურებულ მეგობრებს შორის ან ცოლსა და ქმარს შორის ამ თვისების დამსახურებით, დავმადლიანდებით, რომ იყოს მშვიდობა ჩვენსა და ჩვენს ზეციეტ მამას შორის. დაე, მშვიდობის ანგელოზები დაგვდევდეს თან ამ სამყაროში და შეგვეგებნონ მომავალ სამყაროში.

22. თავ(ת)-“თშუვა, თორა, თფილა”( მონანიება, თორა და ლოცვა). ეს ყველა დამოკიდებულია ერთმანეთზე. ამ შემთხვევაში ( შოვავიმების დღეებში) მთავარია მონანიება, რათა გამოვასწოროთ ზიანი გონიერებისა, წარმოქმნილი მაშინ, როცა ადამმა და ხავამ დააგემოვნეს შემეცნების ხის ნაყოფი, რამეთუ ნათქვამია: ბერეშითი 3:6  “…. და აიღო მისი ნაყოფი და შეჭამა”  დაუკითხავად. ეს ცოდვა არის პირველი მიზეზი ყველა სასჯელისა, ცოდვისა და უბედურებისა სამყაროში და თუკი ჰაშემი არ მოამზადებდა უწინ წამალს მონანიებისად, სამყარო დაუბრუნდებოდა საწყის მდგომარეობას, როგორც ზოჰარში რამოდენიმე ადგილზე. მაგრამ თუკი ადამიანი არ ისწავლის თორას, მისი მონანიება არ იქნება სრული. თორის სწავლით გაიგებს რა შეცდომა აქვს დაშვებული და რა აქვს გამოსასწორებელი ებრაელმა უნდა ისწავლოს თორა, რათა გაარჩიოს წმინდა უწმინდურისაგან, სინათლე სიბნელისაგან, როგორც ნათქვამია” უცოდინარს არ ეშინია ცოდვისა .

მოამზადა ჟუჟუნა (სიმხა)  გაზნელი -მდინარაძემ.

ტუ-ბიშვატი, " როშ ჰაშანა ლა-ილანოთ"

ეს არის ხეების ახალი წელი. ამ დღეს იწყებენ ხეები აყვავებას და ზეცაში ამ დღეს წყდება მათი მომავალი, თუ
როგორ გაიხარებენ და როგორ ნაყოფებს გამოისხავენ.
ამიტომ მიღებულია ამ დღეს ვილოცოთ მათთვის, რომ ჰქონდეთ ნაყოფიერი წელი, ხოლო მათი ნაყოფები იყოს
სარგებლობის მომტანი.
ხეების დღესასწაული დადგინდა , რათა სწორად გამოეყოთ ” მაასერი”. დღესასწაული დადგინდა
ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში,
როდესაც იყო ორი დიდი სულიერი ცენტრი: შამაიასი და
ჰილელის.
ამ თვის სახელი პირველად გვხვდება წინასწარმეტყველ ზარიას წიგნში და თვლიან რომ გადმოღებულია ძველ აკკადურ ენიდან და დაკავშირებულია სიტყვასთან
” მათრახით ცემა”, რამეთუ ეს სახელი ეხება სეზონს, როცა არის თავსხმა წვიმები. ამ დროს ისრაელში მთავრდება ზამთარი, ეს თვე კი არის უხვწყლიანი, ებრაული ტრადიციით
წვიმა ასოცირდება კურთხევად.
არის ლამაზი მიდრაში, რომ ხეებმა ითხოვეს ჰქონოდათ მათაც “დაბადების დღე”, თორაში დაწერილიდან გამომდინარე “ადამიანი, როგორც ხე მინდორში”.
შევხედოთ ხეებს, ჩაუკვირდეთ კურთხეულის სიბრძნეს,
რატომ შეადარა ადამიანი ხეს?
ორივე ხომ მიწიდან იღებს საწყისს, არც ერთს არ შეუძლია
უწყლოდ არსებობა, ორივეზე აღიბეჭდება წელთა სიმრავლე
ორივე იზრდება, მრავლდება, ორივეს ჭირდება შესაფერისი
გარემო განვითარებისათვის.
ხეს აქვს ტანი, კენწერო, ტოტები და ფესვები.
ადამიანს: ტანი, თავი, ხელები და ფეხები.
ადამიანს არა აქვს ყოველთვის ერთნაირი განწყობა:
ის მხიარულია, ხარობს, იცინის, ზოგჯერ კი დარდიანი და
ნაღვლიანო, ტირის, დარდობს და ღელავს.
ხეც ასეა: ზამთარში დარდიანი, მოღუშული სევდიანი ასეა ადამიანიც როცა მოხუცდებს, მაგრამ როცა იწყებს აყვავებას, ეს სიცოცხლის გაღვიძებაა ადამიანის ახაგგაზრდობა. შემოდგომაზე ნაყოფებით დახუნძლული ოქროსფერი, ადამიანი სიჭარმაგეში შვილებითა და შვილიშვილებით მომრავლებული.
ადამიანის სინათლე მისი სულია, წყალი-თორა, არც ხეს შეუძლია სინათლისა და წყლის გარეშე არსებობა.
.
ხეს არაფერი უნდა თავისთვის, იტოვებს რამეს? ასეთი უნდა იყოს ადამიანი აკეთოს სიკეთე არ იყოს ეგოისტი – გაცემა ყველაზე საუკეთესო თვისებაა ხე,
, , გვაწვდის სასიცოცხლოდ აუცილებელ ჟანგბადს, ასევე ადამიანიც უნდა ცდილობდეს სთესოს სიკეთე, გამოადგეს მოძმეს გასაჭირისას, როგორც ხე გვიცავს თავის გაშლილი ტოტებით სიცხისაგან.
თავიდან სამყაროში არ იყო უნაყოფო ხეები, პირველი
ცოდვის შემდეგ დაიწყევლენ ისინი და ” ტირიან”, მაგრამ მაშიახის მოსვლის შემდეგ აღარ იქნება უნაყოფო ხეები.
ადამიანი თუ არ გამრავლდება, უნაყოფო ხის მსგავსი შეიქმნება. ხე სასარგებლოა თავისი ტკბილი, გემრიელი ხილით, ადამიანი – თავისი კარგი ნამოღვაწარით და შთამომავლობით.
ხეს ჭრიან, ხშირად ადამიანიც თავს იჭრის უღირსი საქციელით. ხეს წვავენ, ადამიანიც ხშირად იწვის სირცხვილით, არასწორი მოქმედების გამო.
არის ხე, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს, ტოტები კი მოკლე, ასეთ ხეს ძლიერი ქარი ვერაფერს დააკლებს, რამეთუ მყარადაა გართხმული ფესვებით მიწაში. ეს კი
მოგვაგონებს ადამიანს, რომელიც თავისი ღრმა ცოდნით
წინაპრებმა რომ დაუტოვეს თავის ხალხთანაა დაკავშირებული, მას არაფრის ეშინია ( თორის ცოდნით იტანს ყველა განსაცდელს). ხისთვის მთავარი ფესვებია, მასზეა დამოკიდებული ,მთელი ნაყოფის ძალა როგორც კი ხე მოიჭრება ფესვებიდან ის კვდება ასე უნდა ვიყოთ ჩვენც დაკავშირებული ჩვენს ფესვებთან ჩვენს მამებთან ვიაროთ იმათ გზებზე ასევე მშობლებმა უნდა იზრუნონ რომ კავშირი ჰქონდეთ შვილებთან მათ უნდა ჰქონდეთ სურვილიიარონ მშობლებთან .და ეს რომ მოხდეს თვითონ მშობლები უნდა იყვნენ დაკავშირებული ფესვებთან და ეს გვინარჩუნებს ჩვენს ებრაელობას., ,
მაგრამ ვისაც აქვს სუსტი ფესვები, ტანი მაღალი, ტოტები
ფართე, დაუბერავდ ქარი და მოგლეჯს.
მაჰარალი წერს: “ხე მიწიდან იღებს საზრდოს, საჭირო საკვებს არსებობისათვის, თუკი ფესვები სუსტია, ის დროებითია, მას ამოგლეჯს ძლერი ქარი.
ადამიანსაც მუდმივი არსებობისათვის სჭირდება სულიერი კავშირი, ის ხისგან განსხვავებით საჭიროებს სწრაფვას ჰაშემისაკენ.
ადამიანის ფესვები არის გული, იწოვს სისხლს და გადასცემს მთელ ორგანიზმს.
ხისთვის მთავარია ფესვები, იწოვენ წყალს, მინერალებს და იჭერენ ხის ტანს.
და ბოლოს ხეც კვდება და ადამიანიც.

ბედნიერი ტუ-ბიშვატი, ხვავისა და ბარაქის მომტანი სამყაროსათვის.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი – მდინარაძემ

ადარის თვე- თვე ჩვენი სიხარულისა!

ადარის ახალმთვარობიდან ( როშ ხოდეში) არის საუკეთესო დრო, რომ მივმართოთ ( ვთხოვოთ) ჰაშემს, ეს არის დრო როცა ისმენენ ჩვენს თხოვნებს. რა თქმა უნდა ყოველთვის, მაგრამ წმინდა ზოჰარში დაწერილია რომ არის განსაკუთრებული თვეები: ადარი, ნისანი, იარი და სივანი და რომ ეს თვეები დიდებულია ისრაელი ერისათვის
ამ თვეში გვისმენენ და არა მარტო გვისმენენ, არამედ გვპასუხობენ სწრაფად. არის როცა ადამიანს ეკუთვნის ან არ ეყუთვნის, არის დღეები ისე თითქოს გ..ნი ” გაშლის ზეწარს”, რათა ლოცვები არ ავიდნენ ზეცაში, მაგრამ ადარის თვე არის დრო როცა ჰაშემი ისმენს და პასუხობს მაშინვე.
ადარი შეიძლება წავიკითხოთ: אדר
א-אחדות (ერთიანობა)
ד -דיבור( საუბარი)
ר -רחמנים(გულისხმიერება)
ადარის თვის სახელწოდება წარმოშობილია სიტყვიდან
(ადურა) “אדורה” – რაც ებრაულად ნიშნავს გმირობას. ამ თვის ზოდიაქო ” თევზებია” და ეს თვე კურთხეულია, რადგან ამ თვეში თევზები მრავლდებიან და არც ავი თვალი არ ჭრის მათზე. ისრაელი ერი შედარებულია თევზთან, როგორც თევზები მრავლდებიან ისე ამაღლდა თორა ამ თვეში.
ისრაელმა ერმა მიიღო თორა მადლიერებით და სიყვარულით სასწაულებრივი გადარჩენისათვის.
საჭიროა წავიკითხოყ თეჰილიმი 107 – 119 ჩათვლით, შემდეგ კი სახელი და დედის სახელის შემადგენელი ასოები
და დაუმატოთ სიტყვა ” მაზალის”ასოები(מזל)ე. ი.”მემ, ზაინ,ლამედ”.
იმისათვის რომ ჩვენი ლოცვები იქნეს მიღებული საჭიროა
გავცეთ “ცედაკა”, რომელიც ხსნის ჩვენი ლოცვებისათვის არხს
ასევე კარგია ავანთოთ სანთელი ცადიკი რაბების სახელზე:
რაბი ხოზე მილუბლინის და რაბი იააკოვ იცხაკ გურევიჩის
სახელზე.
ამ თვის მანძილზე საჭიროა იყოთ განსაკუთრებულად მხიარულნი, რადგან სიხარული გულში არღვევს ყველა წინააღმდეგობას და იმარჯვებს ყოველთვის სიბნელეზე.
ეს სულის სინათლე ყველა ჩვენთაგანშია – მოდით ის გავხადოთ კაშკაშა რათა გაანათოს მთელი სამყარო და მოიტანოს ბედნიერება და სიკეთე. ამენ ვე ამენ!!,/

ბედნიერი, მხიარული და მშვიდობიანი ფურიმის დღესასწაული.
მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი- მდინარაძემ.

ნახევარი შეკელი - თქვენი სულების შესანდობად

თორაში ნათქვამია, მან ვინც დაარღვია ჰაშემის კანონი
შეუძლია გამოასწოროს ის, როგორც ნათქვამია: შმოთ30:12
“…დაე, თვითოეულმა გამოიღოს თავისი სულის გამოსასყიდი
ჰაშემისათვის”.
ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ” ცედაკის” მცნების შესრულებით.
ბრძენები გვიხსნიან, ნებისმიერ დარღვევას ადამიანი სჩადის მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეუფლება ” სისულელის
სული”, ე. ი. სხვადასხვა არასათანადო ფიქრები, ხოლო
” ცედაკის” მცნება ადამიანს ეხმარება აღიდგინოს თავისი სულიერი დონე და ამგვარად გამოისყიდოს ცოდვები.
აქედან ვსწავლობთ, ადამიანმა რომელმაც დაარღვია მცნება არაგანზრახულად, არამედ ცუდი ჩვევით და გაუფრთხილებლობით, არ უნდა იყოს უიმედოდ და არც იფიქროს, რომ გ…ნი არ გამოიჩენს მისადმი მოწყალებას, რამეთუ კურთხეული ყოველთვის ელოდება ჩვენს მონანიებას და მასთან ჩვენს დაბრუნებას.
რატომ უნდა მიიტანოს თვითოეულმა სწორედ ნახევარი შეკელი და არა მთელი?
მას შემდეგ, რაც ადამიანმა მოიმოქმ3და ცუდი, ან იკამათა
ახლობელთან, ის გამოვიდა ” სიმთლიანიდან” და გამოეყო მას. ახლა საჭიროა ამ ორი ნახევრის შეერთება და ეს ხდება შესაწირავის მიტანით.
კიდევ ნათქვამია: “ვინც გასცემს ” ცედაკაას” პატიობენ მის ნახევარ ცოდვებს.
რაბი იოსიმ თქვა: “თუკი ადამიანი გასცემს ცედაკას სიხარულით, არ გაღარიბდება, თუნდაც ზეცაში უკვე გამოტანილი იყოს განაჩენი ( რომლის თანახმად უნდა გამხდარიყო ღარიბი).
თქვა რავამ: “ცედაკა მსგავსია ხორბლის თესლისა, როცა
ადამიანი ეხმარება გაჭირვებულს, გ…ნი ” თესავს” მის “ფულს” ზეცაში, ის იზრდება და იძლევა ნაყოფს მთელი იმ დროის მანძილზე, ვიდრე ადამიანი ცხოვრობს ამ მიწაზე, ხოლო როცა მისი სული “ავა”, მას ელოდები დიდი განძი, სავსე მშვენიერი საჩუქრებით.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, “ცედაკის” გაცემისას არ ვთქვათ
“დაე ამან მომიტანოს ბედნიერება”, ან ” დაეხმაროს ჩემს ავადმყოფს”, რამეთუ თუკი ეს არ დაეხმარება ან “ხას ვეშალომ” იქნება უფრო ცუდად, ადამიანი შეიძლება დაშორდეს თავის გამჩენს. საჭიროა ვიცოდეთ, როცა ვასრულებთ ” ცედაკის” მცნებას, გ…ნი წარმართავს მას ჩვენი
ცოდვების გამოსასწორებლად.
ასევე ცნობილია, რომ ” ცედაკა” იცავს სულს ბნელი ანგელოზებისაგან, რომლებიც გაჩნდნენ ცუდი საქციელებისაგან და მოდიან მაშინვე, როცა ადამიანი ტოვებს ამ სამყაროს. სული ხედავს და ნანობს: “თუკი ეს მეცოდინებოდა გავცემდი მთელ ჩემს ქონებას ცედაკაში”.
წმინდა ზოჰარში ნათქვამია რამოდენიმეჯერ, რომ ეს მცნება აკავშირებს ადამიანს ” სიცოცხლის ხესთან”, რომელიც გან ედენშია.
ჩვენი ბრძენები ასევე ამბობენ, რომ ამ მცნების შესრულება
უტოლდება თორის ყველა მცნების შესრულებას, როგორც ნათქვამია: “სიცოცხლის ხეა ის (თორა) მათთვის, ვისაც ის უკავია”. ხოლო ბრძენები ამ გამოთქმას კომენტირებენ საპირისპირო მნიშვნელობით:
“მათთვის ვინც ეხმარება მას”.

დაგვეხმაროს კურთხეული მთელ ისრაელს ამ მცნების სათანადო შესრულებაში.

მოამზადა ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

ნისანის თვე

ამ თვეს აქვს სამი სახელი: ” თვეთა დასაწყისი”, ანუ
” პირველი თვე”, გაზაფხულის თვე ( ავივის თვე אביב) და
ნისანი. ” ნიცან”( ניצן) იგივე ფუძე აქვს და ივრითულად ნიშნავს – კვირტს, რამეთუ ამ თვეში ხეები იწყებენ ყვავილობას და კვირტები გამოდიან.
ჩვენი ბრძენები ასევე გვიხსნიან, რომ ნისანი ნაწარმოებია სიტყვიდან “נס”( ნეს) რაც ნიშნავს სასწაულს,
რადგან სწორედ ამ თვეში სასწაულებით გამოვედით ეგვიპტიდან. ამ თვის ზოდიაქო გახლავთ “ვერძი” და ამ თვეში ებრაელებმა მიიტანეს ის საფესახო სამსხვერპლოდ.
ჩვენმა ბრძენებმა იპოვეს დაფარული ახსნა სიტყვაში
“გაზაფხული” ( אביב). אב-მამა, יב, იუდი- 10 და ბეთი -2,ე. ი.
მამა 12 თვის.
ნისანი – შვების,შველის, კურთხევების და და წარმატებების სათავეა.
პირველი ნისანი – ახალი წელია ხუთი მიზეზით:
1. ამ თვიდან იწყება ათვლა მეფეთა მეფობის;
2.წლის ათვლა;
3.შმიტის ათვლა;
4.საიუბილეო წლების ათვლა;
5.”შალოშ რეგალიმის” ათვლა.
დაე იყოს ეს თვე: კურთხევების და წარმატებების,
თვე ჯამრთელობის და ავადმყოფთა სრული გამოჯამრთელების, თვე უმიზეზო სიყვარულის გაძლიერების, ღირსეულად დაწყვილების,
თვე – ლოცვების გამრავლების,
თვე – ურიცხვი ღიმილების და ოცნებების ასრულების,
თვე – ნუგეშისა და უხვი ფარნასის.
კურთხეულო გ…ნო გვაკურთხე ამ თვეში ხსნაზე და გვარჩინე სიუხვითა და ლმობიერებით!
იყოს გ…ნის სურვილი, ამენ ვეამენ!

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

სამი მაცა

ფესახის სეუდაზე სუფრაზე ვალაგებთ სამი მაცის ფილას
რატომ?.

სამი მაცის ფილა სიმბოლოა, ებრაელი ერის სამი სტატუსისა: ქოჰენი, ლევი და ისრაელი.
ასევე ეგვიპტის მონობიდან გამოსვლა მოხდა სამი ადამიანის მონაწილეობით: მოშეს, აჰარონისა და მირიამის,
რომელთა დამსახურებით ისრაელის შვილებს არ გასჭირვებიათ არსებობა უდაბნოში 40წლის მანძილზე:
მირიამის ჭა, აჰარონის დამსახურებით- დიდების ღრუბელი,
მოშეს დამსახურებით კი ციური მანა.
ამტკიცებენ ასევე ჩვენი ბრძენები, რომ სამი მაცა მიგვანიშნებს 3სეა ფქვილზე, აბრაჰამმა რომ დაავალა სარას კვერების(მაცის) გამოსაცხობად.
. თორაში ნათქვამია:
“იჩქარე სამი სეა საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები
გააკეთე”. ( ბერეშითი 18 : 6 ).
როგორც გვიხსნიან ჩვენი კომენტატორები ეს იყო ფესახის
შემომავალი.
სამი მაცა გვახსენებს პირველ საფესახო მსხვერპლშეწირვას, რომელიც მოხდა ეგვიპტეში : მაცა,
“მარორი” (პირშუშხა) და საფესახო მსხვეპლი ( ბატკანი),
რომელიც სამი პატრიარქი მამის დამსახურებით მივიღეთ.
ამის დამტკიცებაა წიგნში ” იალკუთ შმოთ”- ში სადაც ხაზ
გასმულია რომ მოშეს კვერთხზე, რომლის დახმარებითაც ახდენდა სასწაულებს ამოტვიფრული იყო ჩვენი პატრიარქი
მამების და დედების სახელები.

რატომ არის სამი მაცა, როცა ყოველთვის ვდებთ ორ პურს?
მაცას ეწოდება ” სიღარიბის პური”. ღარიბი მიირთმევს
ეკონომიურად, პურს ყოფს, ანაწილებს მომდევნო სეუდისათვის, ამიტომ ვდებთ ორ მთელ მაცას, რომელზეც წარმოითქმევა კურთხება, მაგრამ რომ ვთქვათ დაგვავალე
მაცის ჭამა გვიჭირდება მესამე ფირფიტა- გაყოფილი როგორც ” ღარიბის პური”- გაყოფილი მაცა, რომელსაც ასევე ეწოდება – თავისუფლების სიმბოლო.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი- მდინარაძემ.

ოთხი ჭიქა ღვინო

ყოველი ებრაელი ვალდებულია ფესახის აგადის სეუდაზე
მიირთვას 4ჭიქა წითელი ღვინო ან თუ არ შეუძლია რაიმე მიზეზით ყურძნის წვენი.
გემარაში ნათქვამია ( პსახიმ 108ბ)
ჩვენი ბრძენები გვასწავლიან: ” ყველანი, გამონაკლისის გარეშე ვალდებულნი არიან შეასრულონ მცნება ოთხი ჭიქისა: კაცები, ქალები და ბავშვებიც (რადგან გ…მა დაიხსნა
ყველანი).
თვით ყველაზე გაჭირვებულიც კი, ვინც ცხოვრობს სხვისი
დახმარებით და არ აქვს არანაირი შემოსავალი, ვალდებულია აიღოს სესხი, რათა შეიძინოს საჭირო რაოდენობის ღვინო.
ის კი ვინც მთელი წლის განმავლობაში ჯამრთელობის გამო არ სვამს, აგადის ღამეს უნდა დალიოს, მაგრამ თუ შიშობს, რომ მისი ჯამრთელობისათვის საზიანოა უნდა რჩევა ჰკითხოს რაბს.
ოთხი ჭიქას უკავშირებენ თხრობას ეგვიპტის მონობასა და
განთავისუფლებას, უფრო მეტიც, მასში არის მინიშნება ოთხ დაპყრობაზე, რომელიც გამოიარა ჩვენმა ერმა თავისი
ისტორიის განმავლობაში, მას შემდეგ რაც თავი დააღწია ეგვიპტეს.
აი, რას ამბობენ ჩვენი ბრძენები იერუსალაიმის თალმუდში ( პსახიმ, 10)
“საიდან ვიცით, რომ უნდა დაილიოს აგადისას 4ჭიქა ღვინო?”
რაბი იოხანანი რაბი ბანიას სახელით პასუხობს:
” ისინი შეესაბამებიან ოთხ განსხვავებულ სიტყვას, რომელიც ნათქვამია თორაში ( შმოთ 6 : 6 )
“… უთხარი ისრაელის შვილებს: მე ვარ გ…ნი და გამოგიყვანთ
ეგვიპტელთა უღლიდან და გიხსნით მათი მსახურებისაგან და გიშველით გამოწვდილი მკლავით და… მიგიღებთ ჩემს ხალხად”.
რაბი ლევიმ ბრძანა:
“ოთხი ჭიქა შეესაბამება ოთხ სამეფოს: ბაბილონს, მიდიას,
სპარსეთს და საბერძნეთს.
ოთხი ჭიქა შესატყვისია ” ოთხი უბედურების ფიალისა”, რომლითაც გ…ნი გაასამართლებს მსოფლიოს, როგორც ნათქვამია: ირმიაჰუ 25 : 15
” რადგან ასე მითხრა მე გ…მა, ისრაელის ღ…მა:
აიღე ეს ფიალა მრისხანების ღვინით ჩემი ხელიდან და დაალევინე ის ყველა ერს ვისთანაც მე გაგგზავნი შენ”.
აი, რას წერს ოთხ ჭიქაზე დიდებული აბარბანელი შესაბამისად ოთხი სხვადასხვა დროის ისტორიისა:
ისრაელი დამადლიანდა ოთხ ხსნას. პირველი დადგა, როცა
ჰაშემმა ამოირჩია აბრაჰამი და მისი შთამომავლობა ყველა
სხვა ერებიდან და შექმნა ებრაელთა ერი.
მეორე- როცა ებრაელები განთავისუფლდნენ ეგვიპტელთა მონობისაგან.
მესამე- მდგომარეობს იმაში, რომ გ…ნი გვედგა გვერდში მრავალი წლების განმავლობაში და გვიხსნიდა ყველა მტრისაგან, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენს განადგურებას.
მეოთხე და უკანასკნელი ხსნა დადგება მაშიახის მოსვლის
შემდეგ.
გაონი ვილნოდან რაბი ელოაჰუ წერდა, რომ ოთხი სააგადო ჭიქა დაკავშირებულია ოთხ სხვაფასხვა სამყაროსა
და ეპოქასთან. ჩვენთვის ცნობილია ფიზიკური სამყარო, მაშიახის ეპოქა, მიცვალებულთა გაცოცხლების ეპოქა და
“ოლამ ჰაბაა” ( მომავალი სამყარო), პერიოდი რომელიც დადგება მაშიახის მოსვლის შემდეგ.
მაჰარალი პრაგიდან წერდა ოთხ ჭიქაზე შემდეგს:
“ისინი შეესაბამებიან ებრაელი ერის ოთხ დედას: სარას, რივკას, რახელს და ლეას”.
არის წიგნი “ბნეი ისახარ”სადაც ნათქვამია:
” ისრაელი დამადლიანდა ოთხი ჭიქის მცნებას ჯილდოდ ოთხი დამსახურებისა, რომელიც შეინარჩუნეს ეგვიპტეში
მონებად ყოფნის დროს, აი ისინი:
არ შეუცვლიათ სახელები, შეინარჩუნეს ენა, არ დაუშვიათ სისხლის არევა და არასდროს არ დაუსმენიათ ერთმანეთი”.
ამ წიგნის კომენტირებისას, წიგნი ” მეშეხ ხოხმა”
( სიბრძნის პერიოდში) აღფრთოვანებით ამბობს:
” აი, როგორი არაბუნებრივი ძალა გააჩნდათ იზოლაციისა და სხვათა ჩვეულებების საპირისპიროდ, მიუხედავად იმისა
რომ მათ შეითვისეს სხვა დანარჩენი ჩვევები ეგვიპტელებისა, ამ ოთხი დამსახურებისათვის თორა მათ უწოდებს ” გამოყოფილებს” და ” საუკეთესოებს” და სწორედ ამის გამო დაიმსახურეს დახსნა.
არის კიდევ ახსნა ოთხ ჭიქა ღვინოზე.
1. პირველი კიდუშის ჭიქა- . რისთვის არის ეს სამყარო?
განწმინდოს საკუთარი თავი და ემსახუროს გ…ს(ლეკადეშ). ასევე პირველი ჭიქა არის სუფრის კურთხევა.
2. მეორე ჭიქა – მაშიახის პერიოდი.
რატომ ისმევა ის აგადის თხრობის დროს?
როგორც განთავისუფლების მაცნე.(მაშიახი საბოლოო ხსნის სიმბოლო).
3. ” თხიათა მეთიმი” ( მიცვალებულთა გაცოცხლება)- იმიტომ
რომ ” ბირქათ სამაზონში” არის მინიშნება ლევიათანის სეუდაზე, რომელიც მოეწყობა” მიცვალებულთა გაცოცხლების” შემდეგ.
4.” ოლამ ჰაბაა”( მომავალი სამყარო) – ჰალელის” დროს.
რატომ?
მომავალ სამყაროში ( ოლამ ჰაბა) არის ჰაშემის დიდება.

რატომ დაადგინეს ბრძენებმა მცნება ოთხი ჭიქა წითელი ღვინის
მრავალ მიცვებს დაგამადლიანოთ გ…მა, ქაშერი და, მხიარული ფესახი.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

პირველი ნისანი

პირველი ნისანი იყო სასწაულებრივი დღე, ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე იყო განსაზღვრული, რომ აღინიშნებოდა ათი განსაკუთრებულობით:
1. ეს იყო კვირის პირველი დღე – დღე რომლითაც დაიწყო სამყაროს შექმნა. ( სამყაროს ამ დღემდე აკლდა სულიერი სრულყოფილება, ამ დღეს განხორციელდა მიზანი და დანიშნულება ქმნადობის).
2.პირველად იწყებენ ქოჰენები მსახურებას ტაძარში და იმოსებიან ქოჰენის სამოსით და მიაქვთ პირადი მსხვერპლი.
3. პირველად სწირავს სამსხვერპლოს მთელი ერის ცოდვის გამოსწორებისათვის ( იოსეფის გაყიდვით არ იყო მთლიანობა ერში).
4.პირველად ჩამოვიდა ზეციერი ცეცხლი და შთანთქა შეწირული მსხვერპლი.
5. პირველად იქნა მირთმეული მსხვერპლი თორით მითითებულ ადგილზე, ადრე შესაძლებელი იყო ნებისმიერ
ადგილზე.
6.შეხინამ დაისადგურა მიშქანში.
7. ქოჰენებმა დალოცეს ერი განსაკუთრებული კურთხევით.
8. აიკრძალა საკუთარი სამსხვერპლოები, ყველა მსხვერპლი უნდა მიეტანათ მიშქანის სამსხვერპლოზე.
9. პირველად აკურთხეს მიშქანში როშ-ხოდეში ( ახალმთვარეობა) და მიიტანეს მისი შესაწირავი.
10.ნისანი შეიქმნა წლის პირველი თვე.
ეს განსაკუთრებულობა იყო სწორედ ათი,რათა გვიჩვენოს
რომ მიშქანის წმინდადყოფა არაა ნაკლებ მნიშვნელოვანი
ვიდრე დღე სამყაროს შექმნის, რომელიც გაჩნდა ჰაშემის ათი თქმით.

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი- მდინარაძემ.

ყომერის ათვლა

ყომერის ათვლის მცნება ავალებს თვითოეულ ებრაელს ათვლას, რამეთუ თორაში ნათქვამია:
“დაითვალეთ თქვენთვის”.
ეს მცნება არ გაუქმებულა დღესაც, როცა იერუშალაიმის
ტაძარი დანგრეულია და არ შეგვიძლია მივიტანოთ ქერის
შესაწირავი. მართალია, არსებობს აზრი, რომ ჩვენს დროში
ეს მცნებს არ ვრცელდება ტაძრის არ ქონის გამო, მაგრამ ვასრულებთ, როგორც ბრძენების დადგენილებას.
ომერის ათვლის 33-ე დღე, 49დღეს ჰყოფს ორ ნაწილად.
32 და 17. 32 ივრითული ასოებით არი “לב” ( გული) და17კი
( კარგი) “טוב”.
და ეს არ არის უბრალოდ.
ფესახის პირველ დღეს ჰაშემს თავისი გულმოწყალებით
ავყავართ დიდ სიმაღლეზე და იმდენად ვუახლოვდებით შემომქმედის შუქს, რომ სედერის ღამე იწოდება – დღედ,
მომდევნო დღეს ისევ ვხვდებით სიბნელეში და ფესახის ღამეს მიღებული სინათლიდან რჩება მხოლოდ ხსოვნა და ეს ხსოვნა იწვევს სურვილს ამ შუქის დაბრუნებისას და გ…ნი
ელის ამას ჩვენგან.
სწორედ ამისათვის არის მცნება ომერის ათვლის. ომერის ათვლით ყოველდღიურად უფრო და უფრო ვუახლოვდებით მდგომარეობას მეტი სინათლის შეგრძნებისას
სიბნელის მდგომარეობა მიგვითითებს ” დინზე” (შეზღუდვასა და სასმართლოზე) და პირველი 32დღეში ყოველდღიურად ემატება სიბნელეში მორიგი ნაკადი გულმოწყალების.
33დღე გარდამტეხია და სჭარბობს სინათლე.
გულმოწყალების ეს სინათლე უკვე ჩანს და დასჭირდება კიდევ 17 დღე, რათა შეძლოს განათება მთელი ძალით.
“ქავოდ”, პატივისცემის რიცხვითი მნიშვნელობა ასევე არის 32 და ამ დღეებში განსაკუთრებით უნდა ვუმზერდეთ
“ზეცას”, ასევე ვეცადოთ განსაკუთრებით პატივი ვცეთ ერთმანეთს.
რაბი კანევსკი გვიხსნის: რომ პირველი ომერის ათვლის 32დღის დროს, როცა საშინელი ეპიდემიისას რაბი აკივას მოსწავლეები გარდაიცვალნენ, არავინ არ იცოდა თუ რატომ ხდებოდა ეს. არ შველოდა არანაირი ლოცვები, მაგრამ როცა გარდაცვალება შეწყდა ნათელი გახდა თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ამ ხნის მანძილზე. 32 დღეში გარდაიცვალა 24000 და ეს დაახლოებით 750 დღეში.
რაბი აკივამ გამოთვლა, რომ 32 ეს არის გემატრია სიტყვისა ” ქავოდ” ( პატივისცემა) და აქედან გააკეთა დასკვნა, რომ მისი მოსწავლეები არ ექცეოდნენ ერთმანეთს
პატივისცემით, სწორედ ამიტომ პირველი და მთავარი პირობა იყო შემდეგი მოსწავლეებისათვის:
“პატივი ეცათ ერთმანეთის შეხედულებისათვის და ყოფილიყვნენ ერთიანი”.
ამაშია ჩვენი ერის ძალა. რამეთუ სწორედ გაერთიანება
” როგორც ერთი ადამიანი – ერთი გულით” გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ კარგი გული ( לב טוב).
კარგი ნიშნავს – ერთი ყველასათვის, გამაერთიანებელი ყველა ებრაელის სიყვარულის ძალის დამსახურებით, სხვისი ნაკლის შეუმჩნევლობით, რომ მივიღოთ თორის სინათლე. სწორედ ამისაკენ ვისწრაფით 49დღე, რამეთუ შავუოთი არის თორის ბოძების დღე და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ გაერთიანებით.
დაე იყოს ჰაშემის ნება და სურვილი მივიღოთ სრულად მთელმა ერმა გ…ნის სიბრძნით დაწერილი ეს უდიდესი განძი.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი – მდინარაძემ.

სივანის თვე

ამ თვის მუხლია ზევულონი, ასო “ז” ( ზაინი), ორგანო მარჯვენა ფეხი. ამ თვეში დაბადებულებს აქვთ დიდი ენერგია, არ უყვართ ერთ ადგილზე ყოფნა და არიან ძალიან
აქტიურები. სივანის თვე კარგია ბიზნესისათვის. თვის თეჰილიმია 127 და რომ გაიხსნას ამ თვის “მაზალი” კარგია
წაიკითხოს მთელი თვის მანძილზე ეს თეჰილიმი.
რაბი ხაიმ პალაჯი გვასწავლის, რომ ეს თვე კარგია ყველასათვის: ბედის გახსნა, ბავშვების ბედნიერი მომავალი და მათგან ბევრი სიხარული.
1სივანი, ახალმთვარობა ქალების საჩუქარი.
რაბი ელიმელეხი ლიჟანსკიდან წერს:
“თუ ქალი აღნიშნავს სივანის ახალმთვარობას სეუდით, აუცილებლად შეეძინება შვილები.
რაბი ნახმანი დასძენს: ” არა მარტო შეეძინება, არამედ დამადლიანდება გაზარდოს სიხარულში და მიიღოს მათგან ბევრი სიხარული”.
სივანის ახალმთვარობის აღსანიშნავ სეუდაში ყველა ქალბატონმა უნდა მიიღოს მონაწილეობა: ნეტილით, პურით
და ” ბირქათ ჰამაზონის” წაკითხვით, რადგან ეს არის სიუხვის სგულა, ამიტომ აუცილებელია როგორც კაცებისათვის ასევე ქალბატონებისათვის სეუდის დროს წაიკითხოს ” ბერეშითის” პირველი თავი.

2სივანი. ამ დღეს კარგია წაიკითხოს” ნიშმათ ქოლ ხაი”
(სული ყოველი არსისა) სიდურში. ასევე თეჰილიმები:
27,30,49,51,63,77 – შემდეგ კი პირადი თხოვნები.
ხუთწიგნეულიდან “ითრო”-ს თავი ( 19თავი, 1 – 20).

3სივანი. მნიშვნელოვანი ციფრი იუდაიზმში.
ზოჰარში ნათქვამია: ” ამ დღეს გაიხსნა სამყაროს შექმნის დიდი საიდუმლოებები და ჩამოვიდა სამყაროში ჰაშემის სინათლე და ასე ხდება ყოველ წელს.
სასურველია მანდილოსნებმა წაიკითხონ ხანას ლოცვა ხოლო მამაკავები კითხულობენ ” თიკუნ ჰაკლალს”. ეს ადამიანს ასუფთავებს და ეხმარება თორის მიღებაში.

5სივანი. “შავუოთის” შემომავალი. კარგია გავიღოთ ამ დღეს შესაწირავი ციფრით 91, მისი გემატრიაა “אמן” ( ამენი) და დაუმატოთ 13 ჰაშემის გულმოწყალების თვისებების რიცხვი და ასევე რიტყვისა ” אחד”( ერთი), მივიღებთ 104.
ეს არის შესაწირი თანხა ადამის ცოდვის გამოსასყიდი, რომელიც არის ყველა ადამიანში და ასევე გამოსასყიდი ” ოქროს კერპის” შექმნისა. ეს თანხა უნდა შეეწიროს: იეშივას,
ქოლელს ან თორის მსწავლელ ადამიანს. კარგია ამ დღეს დავასაჩუქროთ ღარიბები, რათა მათაც ჰქონდეთ სიხარული
როგორც ყველა დღესასწაულზე.

შავუოთი. დღესასწაულის ღამეს მამაკაცები ათენებენ თორის სწავლაში, რათა გამოსწორდეს ხარვეზი თორის მიღების დროისა.
არიზალი გვასწავლის: ” მამაკაცი რომელიც ათენებს ამ ღამეს თორის სწავლაში, არ გარდაიცვლება ამ წელს. კარგია ამ ღამეს მანდილოსნებმა იკითხონ ” თეჰილიმი”.
შავუოთში კარგია ჩუქება “სეფერ თორის”სალოცავისათვის
ასევე მიტანა წმინდა წიგნების. ადამიანს ეთვლება, როგორც ” მინჰის” შესაწირავი და წმენდს ყველა ცოდვას.
შავუოთში მივირთმევთ რძიან საკვებს, რადგან თორის მიღების დღეს აიკრძალა სარძევე და სახორცე საკვების ერთად მიღება. ასევე რძის “חלב” გემატრია არის 40 და მოშე რაბეინუ 40დღე იყო ზეცაში თორის ჩამოსატანად.
სასურველია ყველამ მოისმინოს 10მცნების კითხვა სალოცავში, ამ დროს უნდა ითხოვოთ სრული გამოჯამრთელობა როგორც საკუთარი ასევე მთელი ისრაელის შვილების.

” ისრუ ხაგ”- დღესასწაულის დასრულება,ეს არის განსაკუთრებული დღე, რადგან დღესასწაულის შუქი ისევ არის ჩვენთან, ამიტომ ამ დღეს კარგია ” თეჰილიმის” კითხვა
ჯგუფურად.

კაბალისტები გვირჩევენ: არის სგულა არ დაიწყო სივანის თვის მე-5, მე-6, მე-15 და მე-28 რიცხვებში ახალი საქმე, არ გადახვიდე ახალ ბინაში რადგან არის ნაკლები კურთხევა.
ასევე არაა სასურველი სისხლის გამოშვება და ანალიზის აღება სივანის: 1,3,6, 9, 16,26 და 27 რიცხვებში.
ამ თვის წარმატებული დღეებია 6დღე დღესასწაულამდე და 6დღე დღესასწაულის შემდეგ.
25 სივანი არის რაბი შიმყონ გამლიელის და რაბი შიმონ
ჰაქოჰენის გარდაცვალების დღე.
ბედნიერი სივანის ახალმთვარობა და საუკეთესო თორის
მიღების დღე მთელ საისრაელოსთან ერთად, მშვიდობით, დიდი თეშუბით, მალე ხსნის, შვების და შველის, განდევნილობის დასრულების, ამენ ვეამენ ჩვენს დღეებში!

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ.

"შმიტა" - საშაბათო წელი

ყველა წლებს შორის, მეტად ფასეულია მეშვიდე წელი.
რამეთუ ნათქვამია: ( შმოთ 23 : 11)
“ხოლო მეშვიდე ( წელს) დაასვენე ის(მიწა) და მიატოვე”.
შეამჩნიეს თაობების მანძილზე, რომ ჰაშემი გამოჰყოფს
ადამიანებსა და საგნებს შორის ყველაფერს რაც მე-7-დეა.
ეს დაკვირვება მტკიცდება მრავალი მაგალითებით:
1. არსებობს 7ზეცა;
“შამაიმ, შამეი ჰაშამაიმ, რაკია, შეხაკიმ, ზევულ,, მაონ და არავოთ”. მათ შორის მეშვიდე ზეცა ” არავოთ” ყველაზე საყვარელია ჰაშემისათვის და სწორედ ამიტომ აირჩია ის
თავის სამფლობელოდ.

2. სამყარო დაყოფილია 7მხარედ;
1.ერეცი – ეს არის საერთო სახელი ქვეყნისა სადაც თბილი კლიმატია. ( ნაყოფები მწიფდება სწრაფად).
2.ადამა – სახელი, რომლითაც აღინიშნება ქვეყნები ცივი
კლიმატით.
3.არკა – იწოდება ცხელი ქვეყნები, სადაც ნაყოფები ჭკნება გადამეტებული სიცხის გამო.
ეს სამი მიეკუთვნება დასახლებულ ტერიტორიას, შემდეგი
სამი კი იწოდება უკაცრიელ მხარედ.
4.გეი – აღნიშნავს დაუსახლებელ მხარეს,
რომელიც მდებარეობს ისე დაბლა, რომ მზე ნაკლებია მცენარეების აღმოსაცენებლად.
5. ციია – ეწოდება უდაბნოს, რომელიც მართალია არანაყოფიერია, მაგრამ ესაზღვრება ნაყოფიერ მიწებს ამის გამო მასზე გადიან გზავრები.
6.ნეშიია – უდაბნოს მიწები, მიტოვებული ადამიანებისაგან
სადაც სახლობენ გარეული მხეცები.
ჩვენი ბრძენები გვიხსნიან, რომ:
დედამიწის 1/3დასახლებულია, 1/3 უდაბნოა, 1/3 ზღვები.
პირველი სამი მიეკუთვნება დასახლებულ ტერიტორიას, შედეგი სამი კი -უკაცრიელია.
მეშვიდე სახელი ქვეყნისა სარგებლობს განსაკუთრებული
სტატუსით:
7. თეველ – ერეც ისრაელი, ისრაელთა ქვეყანა, რომელიც იმიტომ ატარებს ამ სახელს, რომ მისი ნაყოფების გემო და არომატი შეესაბამება ყველა სხვა ქვეყნების ნაყოფებისას.
( ” თეველ – დაკავშირებულია სიტყვასთან ” მეტუბელეთ”-
-არომატული, სანელებლიანი).
თავისი სიწმინდის წყალობით, ერეც ისრაელი წარმოადგენს სამყაროს გულს, რომლის გარშემო არის განლაგებული სხვა დანარჩენი ქვეყნები.
* ყველაზე დიდი პატივი ადამიანების თაობების ბელადებს შორის მიეკუთვნება მეშვიდეს:
1.ადამი, 2.შეთი, 3.ენოში, 4.კენანი, 5. მაალელი, 6. იერედი,
7. ხანოხი. ის იყო ყველაზე ბრძენი ადამის შემდეგ და ავიდა ცოცხლად ” გან ედენში”, რადგან მიაღწია სულიერების უმაღლეს დონეს.
*ჩვენს მამაბს შორის , რომლებიც აყალიბებდნენ ებრაელ ერს მეშვიდე იყო გამორჩეული: 1.აბრაჰამი, 2. იცხაკი,
3. იააკობი, 4.ლევი, 5.კეატი, 6. ამრამი, 7. მოშე. მაგრამ მათ
შორის მხოლოდ მოშე იქნა მიჩნეულად რომ მიეღო თორა.
*იშაიას შვილებს შორის მეფედ აირჩა მეშვიდე, როგორც ნათქვამია:
“ხოლო დავიდი იყო მეშვიდე”. ( მეორე ” დივრეი ჰაიამიმ” –
დღეთა ქრონიკები 2 : 15).
* კვირის დღეებს შორის წმინდად გამოცხადებულია მე-7
დღე, როგორც ნათქვამია : ( ბერეშითი 2 : 3)
“და აკურთხა ღ…მა მეშვიდე დღე და წმინდადჰყო ის”.
*თიშრეი, მეშვიდე თვე – განსაკუთრებულია, ამ თვეში შეიქმნა სამყარო და ამ თვეშია სასამართლო მთელი წლის ნამოღვაწევისა.
“ხინუხი 326” მოჰყავს რამოდენიმე მაგალითი “შვიდიანებზე ფესახი და სუქოთი, “შევა ბერახოთი, სიწმინდის შვიდი დღე,
აბელობის შვიდი დღე, ომერების შვიდი კვირა,ბილამმა
აღმართა 7სამსხვერპლო, აბრამმა მისცა ავიმელეხს, გერარის მეფეს 7ცხვარი.
რა ხდისამ ციფრს ასე მნიშვნელოვანს?
ეს ციფრი შეესაბამება თორას, რომელიც ერთი აზრით შედგება 7ნაწილისაგან.


მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი – მდინარაძემ.

საიდან წარმოიშვა ჩვეულება შავუოთში რძიანი კერძების ჭამისა?

მრავალ თემში მიღებულია დღესასწაულის პირველ დღეს
მიირთვან რძიანი კერძები. არსებობს მრავალი ახსნა ამ
ჩვეულებისა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვეულება ( მინჰაგი )
რომელიც შემოიღეს ჩვენმა მამებმა, ხდება თორის ნაწილი და არ შეიძლება მისი გაუქმება.
ამ ჩვეულების წარმოშობა

როგორც ვიცით შავუოთი – ეს არის “აცერეთი”(עצרת) რაც ნიშნავს შეკრებას, ე. ი. ფესახის დასრულებას. ისევე როგორც ფესახში მივირთმევთ ხორცს ორი სხვადასხვა მსხვერპლისას-საფესახოს და “ხაგიგას” ( დღესასწაულისას)
შავუოთშიც მივირთმევთ ორ სხვადასხვა კერძს – ერთს სარძევეს და ერთ სახორცეს.
თვითოეულს მივირთმევთ სხვადასხვა პურით, რადგან არ შეიძლებს ერთი და იგივე პურით მიირთვათ სარძევე და სახორცე კერძი.
ეს ორი პური გვახსენებს ორ პურს, რომელიც მიჰქონდათ შავუოთში ტაძარში. ასე წერს რაბი რამა.
როგორც ვიცით ჩვილი მოშე ამოიყვანეს წყლიდან შავუოთში და უარი თქვა ეწოვა არაებრაელის ძუძუ, ამის ხსოვნისათვის მივირთმევთ რძიან კერძებს.(სეფერ მატამიმ
ვიდრე ებრაელები მიიღებდნენ თორას მათ ჰქონდათ უფლება მიერთვავთ ხორცი დაკლული ნებისმიერ ადგილზე
ისევე როგორც არაქაშერი პირუტყვის ხორცი. თორის მიღებასთან ერთად მიიღეს დაკვლის ( შხიტის) კანონები და
კანონები აკრძალული საკვებისა. ყველა მათი ჭურჭელი აღმოჩნდა აკრძალული და არ შეეძლოთ მათი მაშინვე
გაქაშრება აგალის საშუალებით, რადგან თორა მიიღეს
შაბათს, ამიტომ მიირთვეს სარძევე საჭმელი.
თორის მიღებამდე ებრაელებს ეშინოდათ რძიანი კერძების მიღების, ფიქრობდნენ რომ რძე არის ნაწილი ცხოველისა, რომელიც გამოიყოფება მის სიცოცხლეშივე და
ამიტომ აკრძალულია მისი გამოყენება საკვებად ნებისმიერი სახით ნოახის ყველა შთამომავლებისათვის. ის რომ რძე დაშვებულია საკვებად ვიგებთ თორიდან ” ერეც ისრაელი” იწოდება რძისა და თაფლის ქვეყანად. ასე გვასწავლის თალმუდის ტრაქტატი ბრახოთი.
თორის მიღებით მივიღეთ ნებართვა რძიანი კერძების მირთმევისა. ( ტაამეი ჰა- მინჰაგიმ).
აღსანიშნავია რომ პირველი ასოები სიტყვებისა:
“როცა მოიტანთ ახალ პურის შესაწირავს გ…თვის შავუოთში
(მინხა ხადაშა ლა- ა -დო- ნაი ბეშავუოთხემ)
מנחה חדשה ליי בשבעותיכם
ბამიდბარ 28 : 26, შეადგენს სიტყვას” მიხალავ”(מחלב)
ამას გარდა “חלב” ( ხალავ- რძე)ამ სიტყვის გემატრია არის 40, რაც შეესაბამება 40 დღეს რომელიც მოშემ გაატარა ზეცაში თორის მისაღებად.
მიდრაში გვიხსნის: რომ სინაის მთის ერთერთი სახელი არის – “გავნუნიმ” (גבנונים), რადგან ის ფორმით იყო, როგორც ყველი, ამიტომ მივირთმევთ ყველს შავუოთში.
არის კიდევ ერთი ახსნა:
თორა გვასწავლის მოკრძალებულობას, ამიტომ ძველ დროში ებრაელები თორის სწავლისას ისხდნენ მიწაზე და შავუოთში იმიტომ მივირთმევთ რძიან კერძებს – საკვებს
მოკრძალებული ადამიანებისას.
ბედნიერი და მხიარული შავუოთის დღესასწაული, ჭეშმარიტი თორის მიღებისა მთელი საისრაელოსათვის,
ამენ ვეამენ!
მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზ ე,ი- მდინარაძემ.

9 ავი და ამ დღეს მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები

9ავს დაისაჯნენ ეგვიპტიდან გამოსული ებრაელები
( უდაბნოს თაობა ) იმით, რომ მათი წმინდა მიწაზე შესვლა
გადაიდო 40წლით, რადგან დაეჭვდნენ გ…ის უძლეველობაში
და მზვერავებს დაუჯერეს. ( თეჰილიმი 106 – 24: 27 ):
“და დაიწუნეს ქვეყანა სასურველი და არ უსმენდნენ გ…ს ხმას”.
ამას კი მოჰყვა მრავალი უბედურება ებრაელთა ცხოვრებაში.
3338წელს დაინგრა პირველი ტაძარი.
3828 წელს დაინგრა მეორე ტაძარი.
გავიდა ნახევარ საუკუნეზე მეტი მეორე ტაძრის დანგრევის შემდეგ და ბარ-კოხბამ ჩამოართვა რომაელებს იერუშალაიმი, მაგრამ გაძლო მხოლოდ ორ წელიწად ნახევარი, თუმცა ფულის მოჭრაც კი მოასწრო.
9ავს ჩაახშეს ბარ-კოხბას აჯანყება, თვით ბარ-კოხბა მოკლეს, ქალაქი ბეიტარი კი დაეცა.
რომაელი ისტორიკოსის დიონა კასიას ცნობით დაინგრა
50 გამაგრებული ქალაქი, 985 დასახლება, 5810 ებრაელი დაიღუპა. მთელი იუდეია გარდაიქცა უდაბნოდ.
9ავს, ბარ- კოხბას აჯანყებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ
რომაელებმა გადახნეს ტაძრის მთა. ასრულდა სიტყვები:
“თქვენს გამო სიონი გადაიხვნება, როგორც მინდორი და იერუშალაიმი იქცევა ნანგრევად, ხოლო ტაძრის მთა- მელიების თავშესაფარად”( მიხა 3:12).
9ავს 5050წელს ( 1290წ.) ებრაელები განიდევნენ ინგლისიდან.
9ავის მომდევნო დღეს, ე. ი. 10-ში 5066წ. ( 1305წ.) ებრაელები განიდევნენ საფრანგეთიდან და აეკრძალათ რაიმეს წაღება
5151წ. ( 1391წ.) დაიწყო ებრაელთა დევნა ესპანეთში, რომელიც 101წლის განმავლობაში გრძელდებოდა და გამოიწვია ათასობით ებრაული თემის განადგურება.
5252წელს( 1492წ. 2აგვისტოს) 9ავს იმპერატორმა ფერდინანდმა განდევნა ებრაელები ესპანეთიდან ( განდევნა გადაიდო რამდენიმეჯერ, ვიდრე ბოლოს არ დაემთხვა 9ავს). 300 000ებრაელმა დატოვა ქვეყანა. მრავალმა მიიღო ქრისტიანობა, მაგრამ ფარულად იცავდნენ წესებს. არც ინგლისი, არც საფრანგეთი, არც გერმანია აღარ იღებდა ებრაელებს, მხოლოდ იტალია და თურქეთი.
5315წელს (1555წლის 26ივლისი) 9ავი- რომის ებრაელები პირველად გადაასახლეს გეტოში.
5352 წელს ინგლისიდან და პორტუგალიიდან განიდევნენ ებრაელები და ესეც 9ავს მოხდა.
5398წელს 9ავს ( 1648წ.) ხმელნიცკიმ დაარბია და გაანადგურა ებრაელები.
5674წელს, (1914წ. 1აგვისტო) 9ავში დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რომელმაც დაანგრია კარგად დაფუძნებული ებრაელთა მრავალი თემი: ლიტვაში, პოლონეთში, ბელორუსიაში, უკრაინასა და ავსტრია-უნგრეთში.
ძნელია დაითვალო რამდენი ებრაელი გამოასალმეს სიცოცხლეს ტანჯვა-წამებით, დაიგრა და განადგურდა სალოცავები, იეშივები, დაიწვა სეფერ-თორები და წმინდა წიგნები.
მსოფლიო ომს მოჰყვა რევოლუცია რუსეთში… დაიწყო სამოქალაქო ომი. პეტლურას, დენიკინის, მახნოსა და კოლჩაგის ბანდებმა შეიწირა 300 000 ებრაელის სიცოცხლე.
5705წელს (
.) დაიწყო პოლონელი ებრაელების კონცენტრაცია გეტოში.
ამ სიაში არაა სრულად ასახული ყველა შემთხვევა რომელიც მოხდა 9ავს.
9ავის მარხვის მიზანია ვისწავლოთ გაკვეთილი ისტორიისა, გვახსოვდეს შეცდომები ჩვენი წინაპრებისა, რაც გახდა მიზეზი მრავალი თაობების უბედურებისა.
მოვინანიოთ და გამოვასწოროთ შეცდომები ჩვენი მამებისა.
თორაში არის მინიშნება: ვაიკრა 26:40,
“და აღიარებენ თავიანთ დანაშაულს და თავიანთი მამა-პაპის დანაშაულს, თავიანთ მუხთლობას მე რომ მიმუხლთლეს და იმასაც ჩემს წინააღმდეგ რომ ვიდოდნენ”.
ისტორიამ გვიჩვენა რომ სასჯელმაც არ დააყოვნა.
მხოლოდ მონანიება და გამჩენის მცნებების დაცვა არის გარანტი ჩვენი ბედნიერი ცხოვრებისა. გვეყოს გონი და ჭკუა
ვასრულოთ სამყაროს ერთადერთი გამგებლის ნება.
შეგვეცვალოს ეს შევიწროების დღეები სიხარულით, გ…ის
ნებით და სურვილით მაშიახ ბენ დავიდის მობრძანებით ჩვენს დღეებში ამენ ვეამენ!

მოამზადა ჟუჟუნა( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

1:309 ავის კანონები

9 ავი ის დღეა, როცა გამ-ჩენმა  აუკრძალა ჩვენს წინაპრებს ისრაელის მიწაზე შესულა და გადაუწყვიტა 40 წლის განმავლობაში უდაბნოში – ხეტიალი ამ დღეს დაანგრიეს ორივე ტაძარი. ამ დღეს მოხდა მრავალი უბედურება ამიტომ ის ტრაურის დღედაა გამოცხადებული.
მარხვის წინ აწყობენ გამყოფ სადილს — სეუდა მაფსეკეთ. გავრცელებული ადათის მინდვით ამ სადილზე მიირთმევენ  მხოლოდ მოხარშულ კვერცხს  და პურს. აუცილებელია მკაცრად განვსაზღვროთ, რომ სადილი უნდა დამთავრდეს
მანამ, სანამ ისევ დღეა.
9 ავის დღეს აკრალულია:
ა) ჭამა
ბ) სმა
გ) ტყავის ფეხსაცმლის ჩაცმა
დ) ცოლ-ქმრული ურთიერთობა
ე) კრემების (მაგ. სახის კრემის) წასმა
ვ) დაბანა.
ყველა აკრძალვა ძალაშია მარხვის დამთავრებამდე.
ძილის დროს ადამიანმა უნდა იგრძნოს გარკვეული დისკომფორტი. მაგ, თუ ჩვეულებრივ მას ძილის დროს ორი ბალიში სჭირდება, ამ დღეს დაიდოს მხოლოდ ერთი.
ამ დღეს ფეხმძიმე და მეძუძურმა ქალებმაც კი უნდა იმარხულონ, თუ მათ ჯანმრთელობას არ ემუქრება რაიმე საფრთხე. თუმცა ავადმყოფისათვის დასაშვებია არასრული მარხვა. მათაც კი, ვინც ამ დღეს იკვებება, არ უნდა ისიამოვნონ ამით. უნდა მიირთვან მხოლოდ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
დაბანა აკრძალულია როგორც ცხელი, ასევე ცივი წყლით, აკრძალულია ერთი თითის წყალში ჩაყოფაც კი დაშვებულია დილით თითის წვეთების ნეტილა. მაგრამ, თუ ხელი გაგიჭუჭყიანდათ, შეგიძლიათ დაბანა. ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგაც შეიძლება ხელების გადაბანა.
თუ ქალი ამზადებს საჭმელს და სჭირდება პროდუქტების გარეცხვა,შეუძლია ამის გაკეთება.
ფეხსაცმელი შეიძლება ჩაიცვათ ნაჭრის, რეზინის ან პლასტმასის,აკრძალულია მხოლოდ ტყავის.
9 ავის დღეს არ ესალმებიან და არ უგზავნიან ერთმანეთს საჩუქრებს. ამ დღეს არ მუშაობენ და არ ყიდიან არაფერს, შუადღემდე მაინც.
არ ჯდებიან მაღალ სკამზე შუადღემდე (დაახლოებით 1:30-მდე). უნდა დასხდეთ დაბალ სკამებზე (იატაკიდან 10 სმ-მდე სიმაღლის). მიღებულია სადილის მზადების დაწყება შუადღის შემდეგ.
შახრითის დროს თეფილინს არ იდებენ და ტალითს არ იხურებენ, მინხის დროს კი მიღებულია თეფილინის დადება და ტალითის მოხურება.
9 ავში აკრძალულია თორის სწავლა , რადგან გულს ამხიარულებს , ასევე არ ვკითხულობთ თეჰილიმს . რაბი ხიდა გვასწავლის , რომ დაშვებულია ზოგიერთი საგალობლების კითხვა , აი ისინი : 44, 69, ,74, 78-ის 56 ფასუკიდან , 79, 80-ის 5 ფასუკიდან ,130,137,150, “იჰიე რაცონი “.
  ტრაურის ზოგიერთი კანონი 10 ავის ღამითაც უნდა დაიცვათ, რადგან 10 ავის დღესაც იწვოდა ტაძარი.
ამ ფურცელზე თორის სიტყვებია და, გთხოვთ, გაუფრთხილდით.

მოამზდა : ჟუჟუნა (სიმხა ) გაზნელი -მდინარაძემ.

დაკარგული განძი

ბეით-ჰამიკდაშის აოხრებასა და ისრაელის განდევნილობაზე თქვეს ჩვენმა ბრძენებმა ეს ნაწყვეტი:
„ფარულად იტირებს ჩემი სული თქვენი სიამაყის გამო“ (ირმიაჰუ 13, 17).
ჰაშემს აქვს ადგილი, სადაც სხვების შეუმჩნევლად ტირის გ…ნის სახელის შებღალვაზე, ბეით-ჰამიკდაშის აოხრებაზე, ჩვენს მწარე გალუთზე.
ეს ნათელი გახდება შემდეგი იგავით:
დიდმა და ძლიერმა მეფემ ააშენა სასახლე, რომლის ბადალი არ მოიძებნებოდა. ლამაზად შეამკო, ოქროთი და ვერცხლით მოკირწყლა, შიგნით უძვირფასესი ავეჯით მოაწყო. მისი მნახველნი გაოცებულნი იყვნენ ამ სიმშვენიერით. მეფის კარის მსახურნი, ვისაც სასახლეში შესვლის შესაძლებლობა ჰქონდათ, განცვიფრებულნი იყვნენ მისი შიდა ნაწილის სილამაზით.
მაგრამ მოხდა საშინელება. მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა და დაიფერფლა ეს მშვენიერი ნაგებობა, აღარაფერი დარჩა მისგან. ყველა დანაღვლიანდა ასეთი მძიმე ზიანის გამო. თუმცა, ვინც შიგნით იყო ნამყოფი, უფრო მეტად წუხდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ეს კოშკი გარედან ნახა.
აი, გამოჩნდა მეფეც. იქაურობა გააყრუა მისმა კივილმა: – ვაი! ვაი!… აუწერელია ჩემი ზარალი… უამრავი განძი მქონდა შიგნით დამალული: ოქრო, ძვირფასი ქვები, მარგალიტები და ანტიკური ნივთები. მინისტრებო და ქვეყნის მცხოვრებნო, თქვენი მწუხარება უმნიშვნელოა და დროებითი, რადგან მხოლოდ დამკარგავმა იცის დანაკარგის ფასი!“
რაბები ასე აგვიწერენ იმ დიდ დანაკარგს, რაც ბეით-ჰამიკდაშის აოხრებით მოგვივიდა. ვისაც ნანახი ჰქონდა მისი მშვენიერება, წუხდა მისი დაკარგვის გამო. მაგრამ ქოჰენები მეტად წუხდნენ, რადგან ისინი შიგნით შედიოდნენ და შინაგან სიმშვენიერესაც იცნობდნენ.
დიდი ქოჰენი, რომელიც ქიფურის დღეს შედიოდა წმინდათაწმინდაში და ხედავდა ღრუბელსა და ქერუბიმებს, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად წუხდა. მაგრამ ბეით-ჰამიკდაშის პატრონი გ…ნი ტიროდა დაკარგულ განძზე, რაც ბეით-ჰამიკდაშში იყო ჩაქსოვილი: წინასწარმეტყველება, შორსმჭვრეტელობა, სიწმინდის შეგრძნება თითოეულისათვის…
გ…ნი წუხს იმ განძზე, რომელიც დამალული იყო ხალხისათვის. რა საშინელებამ მოიცვა ერი ბეით-ჰამიკდაშის აოხრებით, ყველა ჭკვიანი და გონიერი ხედავს ჩვენი ერის ტანჯვას 2000-წლოვანი გალუთით. სული ტირის იმ განძზე, რაც დავკარგეთ, როცა ძლიერი და შეკავშირებული სამეფო ვიყავით. დღეს კი დაქვეითებულნი, მსოფლიო ერების ხელში ვართ ჩავარდნილი დასაგლეჯად და საძიძგნად, აქეთ-იქით მიმოფანტულნი. ვისაც გონება აქვს, განსაზღვრავს, რანი უნდა ვყოფილიყავით და რანი ვართ დღეს!
ამ განსხვავებაზე უნდა ვიტიროთ.

მოამზადა რაბანით ჟუჟუნა(სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ

15 ავი

ძველ დროს ეს თარიღი გახლდათ ნამდვილი დღესასწაულის დღე, მაგრამ ახლა, როდესაც ტაძარი დანგრეულია და გაუქმებულია ბევრი სასიხარულო დღე წლისა, რომლებიც მოხსენიებულია „თაანით ტრაქტატში“, ჩვენ სიხარულს ვუკავშირებთ მხოლოდ თორას, რომლითაც დაკავებულნი ვართ უწყვეტლად, რამეთუ ტაძრის დანგრევამ თვით თორას ვერაფერი დააკლო, როგორც ნათქვამია (თეჰილიმი 19:9):
„მართებულია გ…ნის ბრძანებანი, გულს ახარებენ“. ე.ი. ტაძრის დანგრევის შემდეგ, ისინი ისეთივეა, როგორც დანგრევამდე.
ჩვენს დროში 15 ავის დღე ნაწილობრივ განიხილება, როგორც „იომ ტოვი“, სადღესასწაულო დღე. ამ დღეს (ისევე, როგორც მომდევნო დღეს) არ იკითხება „ტახანუნი“.
თუკი ამ დღეს არის ქორწილი, სასიძო არ მარხულობს, როგორც წლის სხვა დღეს, რადგან ეს დღე არის ღირსახსოვარი, ვინაიდან ამ დროს მოხდა მრავალი სასიხარულო მოვლენა სხვადასხვა დროს:

• ამ დღეს შეწყდა გარდაცვალება თაობისა, რომელთაც გადაუწყდათ უდაბნოში სიკვდილი;
• ამ დღეს გაუქმდა აკრძალვა მუხლებს შორის ქორწინებისა;
• ამ დღეს ბინიამინის მუხლის წევრებს მიეცათ უფლება, დაქორწინებულიყვნენ სხვა გვარის ქალიშვილებზე;
• 15 ავს ჰოშეა ბენ ელამ გააუქმა ბლოკადა იერუსალიმისა (საფარი, რომელიც დაადგინა ისრაელის მეფე იაროვამმა იერუსალიმის გზებზე), რათა ჩრდილოეთის სამეფოს არ შეესრულებინა სამსახური ტაძარში;
• 15 ავს, ტაძრის პერიოდში შეწყდა ხეთა ჭრა, ტაძრის მსხვერპლთა საწვავის დამზადების სამზადისისა;
• ამ დღეს მიეცათ უფლება, დაეკრძალათ ებრაელები, რომლებიც რომაელებმა დახოცეს ბეიტარში.

სიხარულს, რომელიც მოჰქონდა ებრაული ერისათვის 15 ავის დღეს, ძველ დროს, ჰქონდა მნიშვნელოვანი მოქმედება შენდობისა და ცოდვისაგან განწმენდისა, ე.ი. იყო მსგავსი, როგორც იომ ქიფურის დღეს.
იომ ქიფურში ჰაშემმა შეუნდო ებრაელებს „ოქროს კერპის“ დამზადების ცოდვა და უბოძა ახალი, მეორე რწმენის დაფები პირველის სანაცვლოდ და დადგინდა ეს დღე მომავალი თაობებისათვის შენდობის დღედ ყველა თაობაში. 15 ავიც ასევე გახდა პატიების დღედ, ცოდვისა, რომელიც დაკავშირებული იყო მზვერავების ისტორიასთან.
მუსარის წიგნებში (ებრაული ეთიკის ლიტერატურა) ნათქვამია, რომ 15 ავი არის დასაწყისი წლიური სასამართლოს საწყისი პერიოდისა, რომელიც იწყება ელულის თვეში, ამიტომ უკვე ამ დღიდან თითოეული ჩვენგანი უნდა ემზადებოდეს განვლილი წლის შედეგების შესაჯამებლად გააზრებულად ანალიზისათვის ყველა თავისი ნამოღვაწარისა.
არსებობს საინტერესო გემატრია 15 ავის, რომელიც შეადგენს 928, რაც ზუსტად შეადგენს გემატრიას სიტყვებისას: „ქტივა ვეხატიმა ტოვა“, რაც კეთილ განაჩენს ნიშნავს.
ამენ მთელ ისრაელთან ერთად!

მოამზადა რაბანით ჟუჟუნა(სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ

როშ ჰა - შანა

რაბანითი იამიმა მიზრახი

* როშ ჰა-შანის პირველ დღეს მეტად მნიშვნელოვანია არ
გავბრაზდეთ, რადგან ამ დღეს სამართლდება ებრაელი ერი,
არაებრაელებს კი ასამართლებენ მეორე დღეს. ამ დღეს ზეცაში მიმდინარეობს მკაცრი სასამართლო და ნებისმიერი
გამოვლინება რისხვისა და სიბრაზისა იქნება ადამიანის
საწინააღმდეგოდ.
!!არ მოიწვიოთ სტუმრად ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ
რაიმე სახით გამოიწვიონ თქვენი გაბრაზება.
* არ მისცეთ უფლება დარდს, რისხვას და სიბრაზეს თქვენ
დაგეუფლოთ, წელს როგორც დაიწყებთ ისე გაგრძელდება.
მოერიდეთ ” ლაშონ ჰარაას”.
*ფარნასის სგულა. დღესასწაულისათვის შეიძინით ახალი დანა ხალის გასაჭრელად. ეს არის ასევე სგულა ხანგძლივი
სიცოცხლისა.
მნიშვნელოვანია ახალ წელს წარმოთქვათ ” ბერახა შეეჰიანუ,ახალ ხილზე ან ახალ ტანსაცმელზე.
*ტრადიციულად ხალას აცხობენ მრგვალი ფორმისას თაფლით და ქიშმიშით.
*დღესასწაულის სანთლების ანთებამდე აანთეთ სანთელი
“ლე ილუი ნიშმათ სარა იმანუს” სახელზე და სთხოვეთ ჰაშემს ცადიკის დამსახურებით დამადლიანდეთ გახდეთ კარგი მეუღლეები და დედები.
*სანთლების ანთებაბდე გაიღეთ ცედაკა 18მონეტა- 18 ლარი,
დოლარი, ….18= “חי”(ხაი) სიცოცხლეს.
!!სთხოვეთ გ…ს ” რიბონო შელ ჰაოლამ”-თუკი უნდა მოხდეს რაიმე ცუდი, დაე ეს ცედაკა იყოს მის ნაცვლად.
* ” თაანით დიბურ” (მარხვა ბაგეებით) როშ ჰა-შანაში აიღეთ
თქვენს თავზე, არ წარმოთქვათ ყოველდღიური სიტყვები,
მხოლოდ თორის და თეჰილიმისა, ამით წაიშლება 1/3 ცოდვებისა.
*როშ ჰა-შანაში არ მიირთვათ არაფერი მჟავე და მწარე. რასაც მოამზადებთ როშ ჰა-შანაში გავლენას იქონიებს
მთელ წელზე.
* არ მიირთვათ კაკალი, გემატრიით მისი მისი რიცხვითი მნიშვნელობა ტოლია “ხეტის”(ცოდვა), ასევე არ მიირთვათ
შავი ყურძენი.( ვილნოს გაონის შეხედულებით).
* ვიდრე ოჯახის უფროსი მიუჯდება მაგიდას უნდა თვალი გადაავლოს ოჯახის წევრებს და დალოცოს თვითოეული ცალ-ცალკე და სთხოვოს პატიება. ყველამ უნდა წარმოთქვას ” ლე ხაიმ” ხმამაღლა და დალოცონ ერთმანეთი
* ვაშლი სასურველია იყოს წითელი, დაყნოსეთ და ითხოვეთ
ყველაფერი რაც გსურთ. სწორეთ ამდროს მიიღო იააკობმა
კურთხევა მამისაგან. როცა იააკობი შევიდა მამასთან უცხაკმა შეიგრძნო ” გან ედენის” არომატი. ვაშლის არომატი
და მიუხედავად იმისა რომ არ იყო პირველი, მიიღო კურთხევა მამისაგან.
* ბროწეული–სთხოვეთ გ…ს დახმარება რომ გამოიყენოთ თქვენი პოტენციალი.
*პრასის, ჭარხლის დაგემოვნებისას სთხოვეთ გ…ს დაგიხსნათ წყენია, რისხვისა და სიმწარისაგან და მოისროლეთ ეს გრძნობები თქვენგან შორს და ასევე მოიცილეთ გულიდან!! სთხოვეთ ჰაშემს დაგეხმაროთ აღადგინოთ ურთიერთობა (თუკი გქონდათ რაიმე უთანხმოება).
* თევზის თავი. სთხოვეთ ჰაშემს გაუძღვეთ ოჯახს და იყოთ მის თავში ( ზოგჯერ შვილები გვმართავენ).
* “აინ ჰარაას” სგულა –უყურეთ თევზის თავს( მის თვალებს).
* სედერის დროს სთხოვეთ გ…ს აქციოს თქვენი სახლი სასახლედ, თქვენ-დედოფლად, მეუღლე-მეფედ, თქვენი შვილები-პრინცებად და პრინცესებად, ყველანი მეფის შვილებად-რამეთუ მეფის შვილებისაგან ელიან განსაკუთრებულ ქმედებებს.
* “ბირქათ ჰამაზონი” წაიკითხეთ მხიარულად და ენთუზიაზმით, ეს ფარნასის სგულაა. ,
* ვიდრე მოისმენდეთ შოფარის ჰანგებს მნიშვნელოვანია
მიიღოთ თავზე მცნება “გიყვარდეს შენი მოყვასი, როგორც საკუთარი თავი”.
!!თუკი გაქვთ წყენა ვინმეზე სალოცავში, მაშინ შოფარის ბგერები ვერ შეძლებენ ამაღლებას და სასამართლოს “დატკბობას”.
*შოფარის დაკვრისას აკრძალულია საუბარი, ამ დროს ხდება თქვენი განახლება.
* შოფარის დაკვრისას საჭიროა იფიქროთ “თხიათა მეთიმზე”
( მიცვალებულთა გაცოცხლებაზე) რომ გ…ს შეუძლია ისინი
დაბადოს თავიდან.
*შოფარის პირველი ბგერების მოსმენისას გაიხსენეთ კონკრეტული არასწორი საქციელი და ითხოვეთ პატიება.
მეორედ გამოსულ ბგერებზე (შვარიმ) იგრძენით ტკივილი
მათზე ვინც გადაიტანა უბედურება: ტერორის მსხვერპლის
ოჯახებზე, ვინც დაკარგა ახლობელი, ვინც ავადაა.
*ძალიან მნიშვნელოვანია შოფარის ბგერების მოსმენისას
წამოგივიდეთ ცრემლები, მარჯვენა ხელით მოიცილეთ და
მარჯვნიდან მარცხნივ გაატარეთ ხელი შუბლზე, არიზალის აზრით შუბლზე დაწერილია ადამიანის ცოდვა , ასეთი სახით
ჩვენ თითქოს ვწმენდთ მათ, ეს იქნება ფარი მთელი წლის
მანძილზე ნებისმიერი გაჭირვებისა და ავადმყოფობისაგან დასაცავად.
* შოფარის ხმებზე აიღეთ ახალი მცნების შესრულება, არ წარმოთქვათ ბაგეებით, რომ გაძლიერდებით მოკრძალებულობაში, გასცემთ ცედაკას ( უხვად), ილოცებთ
მეტი მონდომებით და ა. შ.
ტკბილი და ბედნიერი წელი.
მოგაწოდათ ჟუჟუნა(სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ.

ხანუქა - სულიერების და თორის დაბრუნების დღესასწაული

იმ დღეებში ამ დროს დიდი წმინდანი, ღ…ის მსახურის
მათათია ხაშმონაელისა და მისი შვილების მეთაურობით
დაიწყო წინააღმდეგობა ურწმუნო საბერძნეთის გამგებლობის წინააღმდეგ. მათი სურვილი იყო ისრაელს დაევიწყებინა გ…ნის თორა ( მოძღვრება ) და გადაეცდინათ
ისინი ჰაშემის კანონების დაცვისაგან.
ამ ძნელბედობის ჟამს ჰაშემი დიდი ლმობიერებით გამოექომაგა თავის ხალხს, პაექრობდა მათ პაექრობას,
განსჯიდა მათ განსასჯელს, შურისგებდა მათ შურის
მგებლობით. მამაცნი გადასცა სუსტთა ხელს, მრავალნი კი
მცირერიცხოვანთა ხელს, ბიწიერნი წმინდანთა ხელს,
რაშაყები ცადიკებს, ხოლო ბოროტგამზრახველნი -თორის
მოჭირნახულეებს.
რატომ არ იშიმშილეს? რატომ არ ილოცეს? რატომ აიღეს
იარაღი?
აი, რა უთხრეს გამჩენს ისრაელის შვილებმა:
“შენი თორა – ჩვენს ხელშია, ჩვენ უნდა დავიცვათ ის.
ჩვენი სიცოცხლე კი, შენს ხელშია, შენ გეკუთვნის ის!
ჩვენ დავიცავთ შენს თორას, შენ კი – გვიხსენი მტარვალთა
ხელით სიკვდილისაგან!”
ჰაშემი ყოველთვის იცავს თავის შვილებს, ისრაელთა ერს, მაგრამ თუკი ებრაელი ივიწყებს თავის მოვალეობას
,
მაშინ გადასცემს მათ მტრის ხელში.
ეს ბრძოლა იყო სულიერი ბრძოლა, ბერძნული კულტურის წინააღმდეგ, ებრაელებმა გაიმარჯვეს და დაამტკიცეს რომ გამჩენის ნებით, რაც ბუნებრივი კანონებით შეუძლებელია, გამჩენის ნებით ხდება შესაძლებელი. ბუნებრივი კანონით ზეთი, რომელიც უნდა
ნთებულიყო ერთი დღე ,ენთო 8დღე. ეს იყო ჰაშემის მიერ
მოხდენილი სასწაული და ბერძნული კულტურის მარცხი.
ხანუქაში ვანთებთ სანთლებს (נר), რომ აინთოს საჭიროა
ფიტილი ( פטיל) ,ხოლო წვას ჭირდება ზეთი ( שמן)
თუ ავიღებთ ამ სიტყვების პირველ ასოებს, მივიღებთ
“ნეფეშ” ( נפש) სულს.
რამეთუ ადამიანის სული ჰაშემის წინაშე დანთებული სანთელია! ისე უნდა იცხოვროს ებრაელმა რომ მისი სული
ანათებდეს და იზიდავდეს ზეციერ შუქს დედამიწაზე.
ხანუქაში ხაშმონაელების მცდელობით თორა დაუბრუნდა ისრაელ ერს და აღსდგა ტაძარში მსახურება.
ვითხოვოთ რომ ამ ხანუქის სანთლების სასწაულებრივი
ძალით მალე, ჩვენს დღეებში აგვიშენდეს ტაძარი და იქნეს
ისეთი სიმხიარულე ისე როგორც იმდღეებში ამ დროს.
ამენ ვეამენ ჰაშემის დახმარებით!
ხანუქა სამეახ!
მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

ხანუქის სიდიდე

მეტად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ხანუქაში იწერება
ადამიანის მომავალი მთელი წლისათვის.
თუკი ადამიანს არ ულოცია როშ ჰაშანაში და არც იომ ქიფურში, არ უმარხულია…. არ მოუნანიებია… და არაა ცნობილი რა განაჩენი გამოუტანეს….
ხანუქას შეუძლია გამოასწოროს ყველაფერი!!,
საბოლოო განაჩენი არის ხანუქაში. ამიტომ ყოველი ვინც ადიდებს ჰაშემს მადლიერებით მიიღებს კარგ განაჩენს , დასმულს ბეჭდით მთელი წლისათვის.
ტკბილი წელი….. ყველაზე უტკბესი მთელ სამყაროს!!!

როგორ ვილოცოთ თვითოეული ანთებული სანთლის წინ:
1. პირველი სანთელი, ვიფიქროთ ჰაშემის ერთიანობაზე და დავაფიქროთ რომ ვართ ყველაფრით სავსენი და არა გვაქვს ნაკლოვანება არ ვიყოთ დეპრესიაში, ვიყოთ მხიარულები, გვასწავლის რაბი იცხაკი ბერდიჩევიდან, არ ვიყოთ მარტო და არც მოწყენილი, ვილოცოთ რომ ყველა დაწყვილდეს და მომავალ წელს ჰქონდეს საკუთარი ოჯახი.
2.მეორე სანთელი – ვილოცოთ ” შლომ ბაითზე, რომ ოჯახში იყოს მშვიდობა, გაგება, ურთიერთპატივიცემა და დათმობა, ასევე”შიდუხზე”( მათთვის ვისაც სურს დაწყვილება, მალე იპოვოს თავისი მეორე ნახევარი, ამენ!)
3.მესამე სანთელი – ვილოცოთ რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები იყვნენ ბედნიერები , ჯამრთელები, დამჯერები, კეთილები, ჰქონდეთ ბედნიერი მომავალი და ჰაშემის გზაზე მოარულები.
4. მეოთხე სანთელი – გავიხსენოთ ჩვენი წმინდა დედების დამსახურება ( რახელის ლეასი, ბილჰასი და ზილფასი) და ვილოცოთ ქალურ ბედნიერებაზე ჩვენი სახლის 4კედელში. ვილოცოთ ვიყოთ გაწონასწორებულნი, რამეთუ ყველა ქალში არის შინაგანი ომი, ამიტომ ვითხოთ ჰარმონია და გაწონასწორებულობა ქალურ სურვილებს შორის.
5.მეხუთე სანთელი – ვილოცოთ, რომ ჩვენი ქმრები და შვილები სწავლობდნენ თორას და იყოს ჩვენი ცხოვრება განათებული თორის სინათლით, ვითხოვოთ მეტი ოპტიმიზმი და მეტი სურვილი და სწრაფვა თორის სწავლისათვის.
6. მეექვსე სანთელი – ვილოცოთ რომ გვქონდეს ცხოვრებაში
ნამდვილი ” სიმხა”, სიმხიარულე, რადგან შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ყველაფერი, მაგრამ სიმხიარულე არა (ლო ალეინუ). ამ დღეს არის რაბი მეირ ბაალ ჰანესის და აბრაჰამ ავინუს იორცაიტი, ვილოცოთ მათზე ვინც გვსურს რომ დაბრუდეს თეშუბაზე.
7. მეშვიდე სანთელი – ვილოცოთ ჰაშემისაგან მივიღოთ კურთხება ყველა ჩვენს საქმიანობაზე და გვქონდეს სრულყოფილი ( შალემი) ცხოვრება.
8. მერვე სანთელი- მერვე სანთელი არის მათთვის ვისაც სურს ბავშვის ყოლა, წაიკითხოს 80თეჰილიმი და თქვას:
“რიბონო შელ ყოლამ, მქონდა ზეხუთი გამენათებინა ხანუქის მერვე სანთელი, დაე იყოს ნება შენი, რომ გავუკეთო ჩემს ბიჭს ნათლობა მერვე დღეს”.
ხანუქა სამეახ , შვიდობა, სიმშვიდე და სრული გაბრწყინება ისრაელს, როგორც იმ დღეებში ამ დროს, ამენ, ვეამენ ჰაშემის დახმარებით.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი – მდინარაძემ.

შვატის თვე

გვასწავლიან ჩვენი ბრძენენი, რომ ეს თვე არის ისრაელის ბედის თვე, რადგან 1შვატს დაიწყეს უდაბნოში
” დვარიმის” ( თორის მეხუთე ნაწილი) სწავლა.
ამ თვეში არის წარმატება სწავლაში. ამ თვეს ახასიათებს
“ხოხმა” სიბრძნე.
წერს რაბი ხაიმ პალაჯი: ” ეს თვე კაბალით შეესაბამება
სეფიროდს ” ჰოდ” (დიდებულება) აჰარონი, ამიტომ არის სულიერი სამუშაო.
მასეხეთ ავოთი: ამბობს ჰილელ ჰაზაკენი: “ქოჰენ აჰარონს
უყვარდა მშვიდობა და მისდევდა მშვიდობას. გვქონდეს მშვიდობა ჯამაათში, მეგობრებში და ოჯახებში. ამენ!
ხაიმ პალაჯი ამბობს: შვატის თვეში არის სულიერი სამუშაო “ფეხებით”, იაროს წმინდა ადგილებზე, გამოიყენოს ფეხები კარგი საქმეებისათვის, შაბათის მოსამზადებლად ირბინოს.
ამ თვის მუხლია – იოსეფი, ყველაზე დიდი გამოსწორება
” ბრითით” და თან ემთხვევა ” შოვავიმის” პერიოდს, გითხრას გამოასწორო რაც შეგეშალა თვალებით, აკრძალული კავშირით. წაიკითხე ” თიკუნ ჰაკლალი”, იარე მიკვეში, იმარხულე, , გვირჩევს რაბი მორდეხაი შარაბი.
ხაიმ პალაჯი გვიხსნის: ამ თვის ასოების აბრივიატურაა:
שבט – שלום, ברכה, טובה. (მშვიდობა, კურთხევა კარგი)
რომელიც უნდა გვქონდეს ამ თვეში.
ამ თვეს აქვს ძალა დაეხმაროს ადამიანს დაწყვილებაში, ამისათვის ” ამიდის” ლოცვისას ( ბოლოში) დაფიქრებით ითხოვოს, რომ ამ წელს დააწყვილონ.
ბრძენები გვაძლევენ ამ თვის კიდევ სხვა ახსნებს:
שבט-שפה ברכב טובה. .
שבט- שנישמע בשןרות טובות.
שבט- שמחה, בריאות טובה.

მშვიდობის და ყველა სასიკეთო კურთხევების თვე, ამენ!
კურთხეული გ…ნის დახმარებით.

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

ტუ-ბიშვატი, " როშ ჰაშანა ლა-ილანოთ"

ეს არის ხეების ახალი წელი. ამ დღეს იწყებენ ხეები აყვავებას და ზეცაში ამ დღეს წყდება მათი მომავალი, თუ
როგორ გაიხარებენ და როგორ ნაყოფებს გამოისხავენ.
ამიტომ მიღებულია ამ დღეს ვილოცოთ მათთვის, რომ ჰქონდეთ ნაყოფიერი წელი, ხოლო მათი ნაყოფები იყოს
სარგებლობის მომტანი.
ხეების დღესასწაული დადგინდა , რათა სწორად გამოეყოთ ” მაასერი”. დღესასწაული დადგინდა
ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში,
როდესაც იყო ორი დიდი სულიერი ცენტრი: შამაიასი და
ჰილელის.
ამ თვის სახელი პირველად გვხვდება წინასწარმეტყველ ზარიას წიგნში და თვლიან რომ გადმოღებულია ძველ აკკადურ ენიდან და დაკავშირებულია სიტყვასთან
” მათრახით ცემა”, რამეთუ ეს სახელი ეხება სეზონს, როცა არის თავსხმა წვიმები. ამ დროს ისრაელში მთავრდება ზამთარი, ეს თვე კი არის უხვწყლიანი, ებრაული ტრადიციით
წვიმა ასოცირდება კურთხევად.
არის ლამაზი მიდრაში, რომ ხეებმა ითხოვეს ჰქონოდათ მათაც “დაბადების დღე”, თორაში დაწერილიდან გამომდინარე “ადამიანი, როგორც ხე მინდორში”.
შევხედოთ ხეებს, ჩაუკვირდეთ კურთხეულის სიბრძნეს,
რატომ შეადარა ადამიანი ხეს?
ორივე ხომ მიწიდან იღებს საწყისს, არც ერთს არ შეუძლია
უწყლოდ არსებობა, ორივეზე აღიბეჭდება წელთა სიმრავლე
ორივე იზრდება, მრავლდება, ორივეს ჭირდება შესაფერისი
გარემო განვითარებისათვის.
ხეს აქვს ტანი, კენწერო, ტოტები და ფესვები.
ადამიანს: ტანი, თავი, ხელები და ფეხები.
ადამიანს არა აქვს ყოველთვის ერთნაირი განწყობა:
ის მხიარულია, ხარობს, იცინის, ზოგჯერ კი დარდიანი და
ნაღვლიანო, ტირის, დარდობს და ღელავს.
ხეც ასეა: ზამთარში დარდიანი, მოღუშული სევდიანი ასეა ადამიანიც როცა მოხუცდება, მაგრამ როცა იწყებს აყვავებას, ეს სიცოცხლის გაღვიძებაა ადამიანის ახაგგაზრდობა. შემოდგომაზე ნაყოფებით დახუნძლული ოქროსფერი, ადამიანი სიჭარმაგეში შვილებითა და შვილიშვილებით მომრავლებული.
ადამიანის სინათლე მისი სულია, წყალი-თორა, არც ხეს შეუძლია სინათლისა და წყლის გარეშე არსებობა.
.
ხეს არაფერი უნდა თავისთვის, იტოვებს რამეს? ასეთი უნდა იყოს ადამიანი აკეთოს სიკეთე არ იყოს ეგოისტი – გაცემა ყველაზე საუკეთესო თვისებაა ხე,
, , გვაწვდის სასიცოცხლოდ აუცილებელ ჟანგბადს, ასევე ადამიანიც უნდა ცდილობდეს სთესოს სიკეთე, გამოადგეს მოძმეს გასაჭირისას, როგორც ხე გვიცავს თავის გაშლილი ტოტებით სიცხისაგან.
თავიდან სამყაროში არ იყო უნაყოფო ხეები, პირველი
ცოდვის შემდეგ დაიწყევლენ ისინი და ” ტირიან”, მაგრამ მაშიახის მოსვლის შემდეგ აღარ იქნება უნაყოფო ხეები.
ადამიანი თუ არ გამრავლდება, უნაყოფო ხის მსგავსი შეიქმნება. ხე სასარგებლოა თავისი ტკბილი, გემრიელი ხილით, ადამიანი – თავისი კარგი ნამოღვაწარით და შთამომავლობით.
ხეს ჭრიან, ხშირად ადამიანიც თავს იჭრის უღირსი საქციელით. ხეს წვავენ, ადამიანიც ხშირად იწვის სირცხვილით, არასწორი მოქმედების გამო.
არის ხე, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს, ტოტები კი მოკლე, ასეთ ხეს ძლიერი ქარი ვერაფერს დააკლებს, რამეთუ მყარადაა გართხმული ფესვებით მიწაში. ეს კი
მოგვაგონებს ადამიანს, რომელიც თავისი ღრმა ცოდნით
წინაპრებმა რომ დაუტოვეს თავის ხალხთანაა დაკავშირებული, მას არაფრის ეშინია ( თორის ცოდნით იტანს ყველა განსაცდელს). ხისთვის მთავარი ფესვებია, მასზეა დამოკიდებული ,მთელი ნაყოფის ძალა როგორც კი ხე მოიჭრება ფესვებიდან ის კვდება ასე უნდა ვიყოთ ჩვენც დაკავშირებული ჩვენს ფესვებთან ჩვენს მამებთან ვიაროთ იმათ გზებზე ასევე მშობლებმა უნდა იზრუნონ რომ კავშირი ჰქონდეთ შვილებთან მათ უნდა ჰქონდეთ სურვილი იარონ მშობლებთან .და ეს რომ მოხდეს თვითონ მშობლები უნდა იყვნენ დაკავშირებული ფესვებთან და ეს გვინარჩუნებს ჩვენს ებრაელობას., ,
მაგრამ ვისაც აქვს სუსტი ფესვები, ტანი მაღალი, ტოტები
ფართე, დაუბერავს ქარი და მოგლეჯს.
მაჰარალი წერს: “ხე მიწიდან იღებს საზრდოს, საჭირო საკვებს არსებობისათვის, თუკი ფესვები სუსტია, ის დროებითია, მას ამოგლეჯს ძლერი ქარი.
ადამიანსაც მუდმივი არსებობისათვის სჭირდება სულიერი კავშირი, ის ხისგან განსხვავებით საჭიროებს სწრაფვას ჰაშემისაკენ.
ადამიანის ფესვები არის გული, იწოვს სისხლს და გადასცემს მთელ ორგანიზმს.
ხისთვის მთავარია ფესვები, იწოვენ წყალს, მინერალებს და იჭერენ ხის ტანს.
და ბოლოს ხეც კვდება და ადამიანიც.
სეუდის დროს წავიკითხოთ 15 ფსალმუნი თეჰილიმიდან
“შირ ჰამაალოთ” 120დან 134ჩათვლით

ბედნიერი ტუ-ბიშვატი, ხვავისა და ბარაქის მომტანი სამყაროსათვის.
მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი – მდინარაძემ

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.