...

შეიკავე თავი ავსიტყვაობისგან

წიგნში “ნიფლაიმ მაასეიხა” (სასწაულებრივი მოქმედება) მოთხრობილია ერთ პატიოსან და წმინდა ებრაელს დაესიზმრა არაჩვეულებრივი სიზმარი, სადაც ის მოხვდა ჯოჯოხეთში და ხედავს თვით “სამეხ ნუნს”. სიკვდილის ანგელოზი ზის თავის ტახტზე, ხოლო მის ირგვლივ დგანან შავი ანგელოზი მსახურები. რაღაც დროში ის წარმოთქვამს: “მე ვარ ამ სიკვდილის ხეობის ბატონ-პატრონი. მსურს ვიცოდე ამჯერად ვინ გამაოცებს, ვინ განგმირა დედამიწაზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი? ის მიიღებს ჯილდოს”. მიუახლოვდა ერთი ანგელოზი, ეპიდემიის გამგზავნელი დამიმართა: “მე შევძელი განმეგმირა მრავალი ადამიანი, თვით ქალებიც და ბავშვებიც და ჩამეშვა ისინი ჯოჯოხეთში”
– დადექი გვერდზე-უპასუხა ბატონმა- მოვისმენ რას იტყვიან სხვები. მიუახლოვდა მეორე ანგელოზი, რომელიც გზავნის სხვადასხვა დაავადებებს და თქვა: “ათი ათასობით ადამიანი განგვმირე მძიმე დაავადებებით და მოვიმოქმედე ისევე ადვილად, როგორც ადამიანები ცელავენ ბალახს”. მესამე ანგელოზმა თქვა: “მე განგვმირე ასიათასობით ფეხოსანი ომის დროს ერთ დღეში”. მეოთხე ანგელოზმა თქვა: “ალბათ იცის ჩემმა ბატონმა რომ შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა ვიდრე ხმლით”. მეხუთე ანგელოზი მიჩოჩდა როგორც გველი და თქვა: –ჩემო ბატონო! ამათი ქება-დიდება არაა მიზანშეწონილი მათი ნამოქმედარისათვის, რადგან მათ მოკლეს მხოლოდ სხეული და ჩააწვინეს სამარეში, სადაც არაა სიძულვილი, არც შური. მე გავანადგურე ადამიანების სულები მათ სიცოცხლეში, მოვკალი უკვე სიცოცხლეში და აქამდე კვდებიან დღეში ათასჯერ”. -ამიხსენი, რა გაქვს მხედველიბაში? -მე ვაცდუნე ისინი გაეღოთ პირი, რათა წარმოეთქვათ ” ლაშონ ჰარაა” და ეს ანგელოზი დააჯილდოვეს. ბრძანეს ჩვენმა ბრძენებმა: “სამი ცოდვისათვის სჯიან ადამიანს ზეცის სასამართლოში, მაგრამ ავსიტყვაობა უტოლდება სამივეს.

ვეცადოთ შევიკავოთ თავი არასასურველი საუბრებისაგან.

მოგაწოდათ ჟუჟუნა( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

გადასატანი ტაძრის მაგიდა

გ…ნმა უბრძანა მოშეს (თერუმა 25 :23) “გააკეთე მაგიდა აკაციის ხისაგან”.(შიტიმის ხისაგან) שטים.რაზე მიგვანიშნებს
ეს ხე რომელიც იააკობ ავინუმ ჩაიტანა ეგვიპტეში?
ასო “შინ”- შალომ (שלום)
“ტეთ”-ტოვა (טובה)
“იუდ”-იეშუა ( ישועה) ხსნა
“მემ”- მეხილა( מחילה) შენდობა, პატიება.
მაგიდის სიგრძე ორი წყრთა. რაბი ბეხაია აზუსტებს:
“მაგიდა წარმოადგენს ისრაელის მეფეებს”, და მეფემ ქონება უნდა გამოიყენოს გულმოწყალებისათვის., მან უნდა
გაუკეთეოს დემოსტრირება დიდებულებას და ფუფუნებას,
პატივისცემის გამოსახატავად, მაგრამ თვითონ უნდა დარჩეს მოკრძალებული და ჰაშემის მოშიში. და კიდევ ორი
წყრთა მიგვანიშნებს იმაზე, რომ მეფეს უნდა ჰქონდეს ორი
ამოცანა: შეინარჩუნოს კეთილდღეობა და სამართლიანობა ერისა. მაგიდის ფართობი იყო 9ამა, რაც მიანიშნებს ისრაელი მეფის 9განსაკუთრებულ მიცვაზე, აი ისინი:
1 არ გაამრავლოს ცხენები( რათა ხალხი არ დაბრუნდეს ეგვიპტეში).
2არ გაამრავლოს ცოლები (რათა არ მოცილდეს გული გ…ს)
3არ დააგროვოს ქონება.
4დაწეროს თორის გრაგნილი.
5მთელი ცხოვრება იკითხოს თორა.
6არ იკამათოს ძმებთან.
7არ გადაუხვიოს ჰაშემის სიტყვას, (8) არც მარჯვნივ, და (9)არცმარცხნივ.
ისევე როგირც მაგიდას აქვს შემოვლებული არშია, რათა
დაიცვას საწონაო პურის გადმოვარდნა, ასევე იმ თაობის
ბრძენებმა უნდა დაიცვან და შეამოწმონ მეფე, რათა არ გადაუხვიოს თორის გზას.
მაგიდა იდგა მიშქანის ჩრდილოეთით, მისი მდებარეობა
მიანიშნებდა თორის სწორ შეხედულებას სიმდიდრესა და წარმატებაზე, რადგან მიწიერმა ცხოვრებამ არ ჩაითრიოს
ფუფუნებისა და წარმატების გამო, უნდა შეიგნოს, რომ ჩრდილოეთი იწოდება ასევე “მარცხენა მხარედ” და ბრძენები “იეცერ ჰარას” უწოდებენ–” ადამიანისაგან მარცხნივ”.როგოც ბრძანებს მეფე შლომო ( კოჰელეთი10:2)
“სულელის გული მარცხნივაა”.
დღეს ჩვენ არ გვაქვს ტაძარი და არც მაგიდა საწონაო პურებით. როგორ უყურებს თორა მატერიალურ კეთილდღეობას? პასუხის სიმბოლო სამსხვერპლოა, რომელიც იდგა მიშქანის ცენტრში. ადამიანმა უნდა ისარგებლოს ამ სამყაროში იმდენით რაც საჭიროა ჯამრთელი ცხოვრებისათვის და არ მისდიოს ფუფუნებას.
დღეს კურთხევის წყაროდ გვევლინება მაგიდა თვითოეული ებრაელის სახლში. ბედნიერია ის ადამიანი ვის
მაგიდასთანაც ისმის თორის სიტყვები და წილი აქვთ ღარიბებს. თუკი ადამიანი ასე ცხოვრობს, სეუდის ბოლოს
ჩნდება ორი ანგელოზი და ერთი აცხადებს:
“ესაა მაგიდა გაშლილი გ….ის წინაშე და დაე მუდამ იყოს მასზე კურთხევა!”
მეორე ანგელოზი იმეორებს მის სიტყვებს და ასკვნის:
“დაე, ეს მაგიდა იყოს გ…ის წინაშე ამ სამყაროში და მომავალ სამყარიშიც!”
თრუმა 25: 30 “მუდამ გეწყოს ამ მაგიდაზე ჩემს წინაშე დასადებელი პური”.
ამბობს რაბი შიმონ ბარ იოხაი: “რომ იყოს პური მუდამ მაგიდაზე, რათა არ იყოს კურთხევა ფუჭად”.
ბენ იშ ხაი და რაბი ხიდა გვასწავლის, სგულას რომ სამი პროდუქტის დახმარებით შეგვიძლია შევცვალოთ ბედი.
ივრითულ ენაზე ბედი არის “მაზალ”,სამი ასო: “მემ”-( მელახ)
მარილი,” ზაინ (ზაატარ)სანელებელი და “ლამედ”(ლეხემ) პური.მაგიდა ივრითზე არის “შულხან” (შოლეახ) და ამით
გ..ი ხსნის საიდუმლოს ჩვენი მაგიდის შესაწირავისას, რომ
მუდამ უნდა იყოს მაგიდაზე სამი პროდუქტი: მარილი, არის
კავშირი ისრაელი ერისა გ..თან, მისი საშუალებით ხდება გაქაშრება და ის არ ფუჭდება, ზაატარი-როგორც გვასწავლის რაბი ხიდა, არის “აინ ჰარაას”წინააღმდეგ და პური-ყველაფრის თავი. ე.ი. ეს სამი პროდუქტი უნდა იყოს მუდამ მაგიდაზე. აიღეთ მინის ჭურჭელი და მიათავსეთ მასში:მარილი მსხვილი(შეიძლება ფერადი სილამაზისათვის),ზაატარი და 12 პატარა ნაჭერი პურის(რომ
არ გაფუჭდეს გამოაშრეთ(სუხარებივით)დააფარეთ თავი და შეინახეთ ფესახამდე, შემდეგ კი დაამზადეთ ახალი.
ეს სგულა არის: სიკეთის, წარმატების და შემოსავლის გასაუმჯობესებლად, გამჩენის დახმარებით ყველა ისრაელთან ერთად, ამენ!

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი- მდინარაძემ.

სპილენძის სამსხვერპლო

ჰაშემმა უბრძანა მოშეს: (შმოთ 27 : 1)
“გააკეთონ სამსხვერპლო აკაციის ხისაგან, ხუთი წყრთა სიგრძისა და ხუთი წყრთა სიგანისა, ოთხკუთხედი იყოს
სამსხვერპლო, ხოლო მისი სიმაღლე-სამი წყრთა”.
სამსხვერპლოს ყველა ზომები მინიშნებაა ებრაელი ერის
დამსახურებისა. მისი სიგრძე 5წყრთა და სიგანე 5წყრთა
შეადგენს ათს, რომელიც გვიჩვენებს ებრაელი ერის დამსახურებაზე, რომელთაც მიიღეს ათი მცნება, რომლის თვითოეულ დაფაზე დაწერილი იყო ხუთ-ხუთი მცნება. მისი
სიმაღლე იყო 3წყრთა, რომელიც მიანიშნებდა სამ დიდებულ ლიდერს ებრაელი ერისას–მოშეს, აჰარონს და მირიამს.
სამსხვერპლოს კარკასი დამზადებული იყო შიტიმის ხისაგან, რომელიც გამოისყიდიდა “ოქროს კერპის” ცოდვას
უგუნურ განზრახვას( ეტიმოლოგიურად სიტყვა შიტიმი დაკავშირებულია სიტყვასთან “შტუტ”, რაც ნიშნავს-უგუნურს
სპილენძის სამსხვერპლო გამოისყიდიდა თავხედობის ცოდვას, რომელზეც წინასწარმეტყველმა იეშაიაუმ თქვა:
“ცოდვის ჩამდენს აქვს სპილენძის შუბლი”.
სამსხვერპლოს მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს მისი სახელის პირველი ასოები “მიზბეახ” ( מזבח)
מ-מחילה (შენდობა)
ז-זכות (დამსახურება)
ב-ברכה (კურთხევა)
ח-חיים(სიცოცხლე)
მიშქანში მდებარე ნივთები წარმოადგენდა ებრაელი ერის
სიმბოლოებს: რწმენის კიდობანი – თალმიდ ხახმებს,
მაგიდა- მეფეებს, ოქროს სამსხვერპლო- ქოჰენებს, მენორა-
-თორის ბრძენ ლიდერებს, სპილენძის სამსხვერპლო კი
მთლიანად ისრაელ ერს.
გ…მა უბრძანა მოშეს: “სამსხვერპლოზე ენთოს მუდმივად ცეცხლი”.
“სამყაროს მეფეო, განა ცეცხლი არ დასწვავს სპილენძს
და სამსხვერპლოს, რომელიც ხისგანაა?”
“ეს წესი სწორია ფიზიკურ სამყაროში, მაგრამ მიუღებელია ჩემი სამეფოსათვის. ზეცის სივრცეებში ცეცხლოვანი ანგელოზები ბინადრობენ თოვლისა და სეტყვის მარაგებთან ერთად, მაგრამ არავინ არავის აყენებს ზიანს. როცა იყავი ზეცაში ცეცხლში გაიარე, ჩემს ზეციერ მხედრიონს შენი დაწვა სურდა, მაგრამ შენ არ დამწვარხარ
გარწმუნებ, მიუხედავად მუდმივი ცეცხლისა სამსხვერპლო არ დაიწვება.
სამსხვერპლოზე იყო კიდევ სხვა სასწაულები: მიუხედავად
იმისა, რომ იდგა ღია ცის ქვეშ, წვიმა არ აქრობდა, ამას გარდა კვამლის სვეტი მიემართებოდა ზეცისაკენ ვერტიკალურად და ქარი ვერ არხევდა.
სამსხვერპლო წინააღმდეგობას უწევდა ოთხ სტიქიას:
*ცეცხლს–მიუხედავად იმისა, ცეცხლი ენთო დღე და ღამე,
სპილენძი არ დნებოდა და ხე არ იწვოდა.
*წყალი– ვერ აქრობდა.
*ქარი–როგორც არ უნდა დაებერა ქარს, კვამლის სვეტი რჩებოდა ვერტიკალური.
*მიწით იყო ამოვსებული სამსხვერპლო, რომელსაც არ შეხებოდა ხმალი. ეს კი მოწმობს, რომ სამსხვერპლო იცავდა ებრაელ ერს ყველა დაზიანებისაგან, რომელიც შეეძლო მიეყენებინა ოთხ სტიქიას.

მოამზადა ჟუჟუნა( სიმხა) გაზნელი – მდინარაძემ.

ქოჰენის სამოსელი და მათი მნიშვნელობა

ყოველი ქოჰენი ვინც მსახურებდა ტაძარში ატარებდა ოთხი დასახელების სამოსს, აი ისინი:
1″ქოთენეთ”- პერანგი;
2″მიხნასაიმ” -შარვალი;
3″ავნეტ” -სარტყელი;
4″მიგბაათ” -თავსაბურავი.
მთავარი ქოჰენის სამოსელი შედგებოდა რვა ნაწილისაგან
დათვითოეული გამოისყიდიდა ებრაელი ერის რომელიმე ცოდვას:
*1″ქოთენეთ”-პერანგი, გამოისყიდიდა მკვლელობის ცოდვას,
რომელიც ვერ დაადანაშაულა ბეით-დინმა, ორი მოწმის არყოფნის გამო, მაშინ ჰაშემი თვლიდა პასუხისმგებელს მთელ ერს, ეს აირჩა სწორედ იმ ცოდვის გამოსასყიდად იმიტომ რომ ძმებმა იოსეფის პერანგი დაასველეს სისხლში
ასევე გამოისყიდიდა”შაატნეზის”ტარების ცოდვას (შალისა და სელის ნაერთი).
*2 “მიხნასაიმ”-შარვალი, გამოისყიდიდა უზნეო საქციელს.
*3 “მიგბაათ”- თავსაბურავი, გამოისყიდიდა თავხედობის ცოდვას.
*4 “ავნეტ”-მკერდსარტყელი, რომელსაც ატარებდნენ მკერდზე, გულის მხარეს, ის გამოისყიდიდა ცუდ ზრახვებს, რომელნიც გულში ჩნდებოდა. მისი სიგრძე იყო 32წყრთა, რომელიც შეესაბამება გულის (לב) გემატრიას (ლამედი 30 და ბეთი 2).
*5 “ხოშენ”-სამკერდული, გამოისყიდიდა სასამართლოს არასწორი გადაწყვეტილების ცოდვას ( რამეთუ ქოჰენი მას ატარებდა გულზე) ხოლო არასწორი გადაწყვეტილება
ხდებოდა გულის არასწორი ფიქრების გამო.
*6 “ეფოდი”- წინსაფარი, გამოისყიდიდა ცოდვას კერპთაყვანისმცემლობისას.
*7 “მეილი”-მოსასხამი,გამოისყიდიდა ავსიტყვაობას. მას კალთებზე ჰქონდა დამაგრებული 72ოქროს ზანზალაკი და 72ბროწეული. რატომ 72? რამეთუ არის კეთრის 72 სახეობა ავსიტყვაობისათვის, ბროწეული იყო ნაქსოვი და მიანიშნებდა დუმილზე, ხოლო ზანზალაკების ხმა უნდა ისმოდეს, როცა ქოჰენი შედის წმინდათაწმინდაში. აქედან ვსწავლობთ, რომ არ შეიძლება დაკაკუნების გარეში შესვლა
ვინმესთან როგორც უცხოსთან, ასევე ახლობელთან.
რატომ მისცაგ…ნმა ებრაელ ერს მხოლოდ ამ რვა ცოდვის გამოსყიდვის შესაძლებლობა?
ჰაშემმა ” გაითვალისწინა”, რომ ეს ცოდვები იქნებოდა ყველაზე მეტად გავრცელებული ტაძრის დროს ისრაელში.
ამიტომ თავისი გულმოწყალებით მისცა ებრაელებს “ბიგდეი ქოჰენიმ” (ქოჰენების სამოსი), რათა შეძლებოდათ
გამოესყიდათ თავიანთი ცოდვები.

მოამზადა ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ.

რატომ მოხდა "ოქროს კერპის" ცოდვა?

წარმოუდგენლად დიდია უდაბნოს თაობის დიდებულება, ხალხი რომელიც დამადლიანდა ეხილა ჰაშემის სიდიადე. სინაის მთაზე ფიცის დადების შემდეგ, ისინი დაემსგავსნენ ანგელოზებს, ისეთს რომელიც ადამს ჰქონდა შეცოდებამდე გ…მა გამოუცხადა სიკვდილის ანგელოზს მათზე ხელშეუხებლობა. სიკვდილი გაუქმდა, გამოსწორდა ადამის ცოდვა. ჰაშემმა ამოირჩია ეს თაობა თავისი თორის გადასაცემად, იცოდა რა, ყველა ისინი იყვნენ წმინდანები, სულით ძლიერნი და დამორჩილებული ჰყავდათ “იეცერ ჰარაა”. მაგრამ, თუკი ეს ასეა, როგორ შეცდნენ? ან რატომ არ დაიცვაჰაშემმა ისინი? რამეთუ ჩვეულებრივ იცავს თავის წმინდანებს. გ…ნმა არ ჩაშალა მათი ზრახვები და დაუშვა, რომ ოქროს კერპი გამხდარიყო რეალობა, რათა მიეცა ნიშანი იმედისა ყველა მომავალი თაობისათვის. ოქროს კერპის შექმნას უნდა ეჩვენებინა, რომ როგორ შორს არ უნდა დაშორებოდა ხალხი თორის გზას, ყოველთვის იქნებოდა შესაძლებლობა მონანიების და გ…თან დაბრუნების რადგან მიუხედავად იმ უმძიმესი ცოდვისა, როგორიც ოქროს კერპის შექმნაა, გ…მა ისევ მიიღო ებრაელები, მისი ერთგული მეთაურის დიდი მცდელობის შედეგად. როგორ მოახერხა ეს უბადლო ლიდერმა? გვასწავლიან ჩვენი ბრძენი კოომენდატორები, რომ მოშემ მიმართა ჰაშემს: “კურთხეულო ღ…ო შენს რწმენის დაფებზე წერია: ” არ გყავდეს სხვა ღ….ი”.ეს როცა გადმომეცი რწმენის დაფები, მე მითხარი და არ მათ,მე ხომ ისინი დავამსხვრია ისე, რომ მათ ეს არ უნახავთ, ამიტომ ისინი არ იმსახურებენ დასჯას, მარტო მე.
*არის კიდევ მიდრაში სადაც მოშე ცდილობს თავისი ხალხის დაცვას, როგორც მიდრაში მოგვითხრობს:” თუკი გაწყვიტავ ამ ხალხს იტყვიან ,რომ ეგვიპტელი მაგები იყვნენ მართლები ,როცა ამბობდნენ: ამ ხალხს უდაბნოში
უბედურება ელისო და გამოიყვანე ისინი დასაღუპავად და ასევე არ შეგწევს “ძალა” შეიყვანო ისინი წმინდა მიწაზე.
ამრიგად,არც ერთ თემს არ შეუძლია იფიქროს რომ ისინი ისე დაბლა დაეცნენ რომ შეუძლებელია გ…თან დაბრუნება.
უნდა ავღნიშნოთ ისიც რომ გამოცდას წყვეტენ ზეცაში ადამიანის სიდიდის პროპორციულად ( ან თაობის) რაც უფრო მაღალია სულიერი დონე, გამოცდაც უფრო მკაცრია.
ისევე როგორც ადამი, პირველი ადამიანი აღმოჩნდა გამოცდის წინაშე, რათა დაედგინა დაუმორჩილებდა თუ არა
ბოლომდე თავის საკუთარ სურვილებს ჰაშემის ნებას.
ასევე ებრაელი ერი თავისი ისტორიის სათავეში აღმოჩნდა მკაცრი გამოცდის წინაშე. ყოვლისშემძლემ გამოსცადა ისინი თუ რამდენად სწამდათ და სჯეროდათ მოშესი. ის დაპირდა რომ დაბრუნდებოდა და მოითხოვა ეს
ერწმუნათ. მოშე ავიდა დილით, მათთან იყო დღის ნახევარი
( ღამე) ხომ მათთან იყო.
თანახში არის მაგალითები, რომ თავისი მეფობის დასაწყისში მეფე შაული და მეფე დავიდიც, პირველი მეფეები ისრაელი ერისა გამოიცადნენ, რათა გარკვეულიყო
დაემოჩილებოდნენ თუ არა ჰაშემის სიტყვას -თუ იმოქმედებდნენ საკუთარი შეხედულებით. შაულმა გამოცდას ვერ გაუძლო( წინასწარმეტყველთა წიგნი, შმუელი 10:9). მეფე დავიდმა კი გამოცდა გაიარა წარმატებით.
გ..ნმა იცოდა ისრაელი ერის დიდი შესაძლებლობა და გაასამართლა მთელი ერი, რადგან არ შეეწინააღმდეგენ
ბოროტებას. თუმცა კი მოქმედებდნენ მხოლოდ “ერევ რავის
წარმომადგენლები. ადამიანები ,რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ, რომ ჰყოლოდათ მეკავშირე ჰაშემთან.
ეს ცოდვა იყო უმძიმესი, რომლიც ყოველ სასჯელს ემატება
როცა ერი ისჯება.
დაე, იყოს ჰაშემის ნება ჩვენმა თაობა საბოლოოდ გამოასწოროს ეს შეცდომა, გ….ნთან მეტი სიახლოვით და მისი ნების აღსრულებით, ამენ!

მოამზადა ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

რა არის ვარდი

ერთხელ შეიკრიბნენ ხელოვნების წარმომადგენლები:
პოეტები, მუსიკოსები, მომღერლები და დაიწყეს საუბარი
ქმნადობის სასწაულებზე და მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ
არსებობს სამყაროში უამრავი რამ, რაც თვალს ახარებს და
ხიბლავს სულს :მშვენიერი პეიზაჟი, ნაირფეროვანი ჩიტები,
დეკორატიული თევზები, მაგრამ არაფერი არ ახარებს ისე ადამიანს და არ მოჰყავს აღტაცებაში, როგორც
ფერად ყვავილებს. დაიწყეს ჩამოთვლა ყვავილების სახელების. განსაცვიფრებლად ლამაზების, სასწაულად სურნელოვნების და გადაწყვიტეს, რომ პირველობა ვარდისათვის მიენიჭებინათ, ის დედოფალია ყვავილებს შორის: სილამაზით, ფერადოვნებით და სურნელით.
შორიახლოს იჯდა ავადმყოფი მსახურთან ერთად, რომელიც მას ეხმარებოდა და ესმოდათ მათი საუბარი.
ავადმყოფმა უთხრა მსახურს: –ჩემი სიცოცხლე ისეთი მძიმე
და უღიმღამოა, სავსე ტანჯვითა და სიბნელით, მოდი გამამხნევე ამ ყვავილით, რომელზეც საუბრობონ, მიმიყვანე
მასთან. ეს ადამიანი იყო უსინათლო და ასევე მოკლებული
ყნოსვის შესაძლებლობას. მსახურმა წაიყვანა ბაღში და მიიყვანა ვარდების მშვენიერ ბუჩქთან.
–აი ისინი, უთხრა მსახურმა. უსინათლო შეჩერდა, უყურებდა
გარშემოხვეულ სიბნელეს უსინათლო თვალებით.მისი ნესტოები თრთოდა, მაგრამ არ შეეძლო რამის შეგრძნება.
მან გაშალა ხელები და ცდილობდა შეხებას, სად არიან ისინი? მსახურმა მიაახლოვა ბუჩქთან და ხელები გააწვდევინა. მან გადაუსვა ხელი ტოტს დატკივილისაგან
წამოიყვირა როცა ეკლები შეესო.
-მოდი და დაუჯერე ამის მერე ადამიანებს! – ჩაილაპარაკა მან. სჩანს მათ არასდროს უნახიათ ვარდი! მე კი ჩემს თავზე
გამოვცადე მისი თვისება, მკაცრია და მჩხვლეტავი!
მაგრამ ჩვენ ვიცით ვინაა მართალი და რატომაც.
თუკი ადამიანს არა აქვს მხედველობა რომ დაინახოს და არ
გააჩნია ყნოსვის გრძნობა და ხელს ჰკიდებს ტოტს, ხოლო
საუცხოო სილამაზეს ვერ ხედავს. მისი უკმაყოფილება სავსებით გასაგებია.
ასევე თორა ოქროზე მიმზიდველია და თაფლზე უტკბესი,
მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ დამოწმება, რომ შეეცადნენ მის სწავლას, ის კი აღმოჩნდა
მოსაწყენი.
შაბათი — ეს სიამოვნება და სიხარულია, ხოლო ზოგიერთები მოსაწყენად და შებორკილ დღედ მიიჩნევენ
(ხას ვეხალილა) რა ვთქვათ ამაზე?
შაბათი, როგორც ვარდია და ვისაც აქვს გონება ( შინაგანი
ხედვა) შეუძლია გაიგოს მისი ფასი. (ზემიროთ შაბათ გვ.227)

იყოს გ….ის ნება ყველა ისრაელის შვილმა შეიგრძნოს მისი
სურნელი. ამენ ვეამენ!

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- დინარაძემ.

რაბი და წარმატებული ბიზნესმენი

რაბი ატარებს გაკვეთილს იოსეფა ცადიკზე, რომ წამიერია ხსნა გ…ნისაგან.იოსეფი პატიმარი იქცა გამგებლად. რაბი აგრძელებს რომ სამწუხაროდ ასევე შესაძლოა ადამიანმა ერთ წუთში დაკარგოს მთელი ქონება. წარმატებულ ბიზმენსმენს გაუკვირდა და იკითხა:
-კი მაგრამ როგორ? მე მაქვს გემები, ქარხნები, ფაბრიკები, მაღაზიები, მიწები. როგორ უნდა დავკარგო ყველაფერი ერთად? თუ გემები დამეღუპება, ქარხნები ხომ მაქვს, დავუშვათ ( ხას ვეხალილა)ქარხნები დაიწვა, მაღაზიები და მიწები ხომ დამრჩება. არა არ მჯერა.

მაგრამ ნათქვამია:
“ვისაც თორის თუნდაც ერთ მცნებაში ეჭვი შეეპარება, უარყოფს მთელ თორას”.
წამოვიდა რაბისაგან, რომელმაც უთხრა: –წადი და ნახავ.
მოდის გზაში და “იეცარ ჰარაა” არ ასვენებს, დაუჯერებელია
როგორ შეიძლება, ამდენი წლების ნაშრომი, ასეთი დიდი
ქონება ერთ წუთში როგორ შეიძლება ყველაფერი დავკარგო? მიდის და ფიქრობს, ვერ იჯერებს, შემოხვდა
მღვდელი, მივიდა და ეუბნება: –მინდა თქვენი რწმენა მივიღო. გაოცდა მღვდელი. წარმატებული, დაფასებული,
პატივცემული ებრაელი, რატომ? რისთვის? რაიმე ეშმაკობა
არ იყოს და უთხრა: -არ ვიცი, მერე ისევ რომ მოინდომო უკან
დაბრუნება?
–არა, რას ამბობ მტკიცედ მსურს!
— მაშინ დასამტკიცებდად, რომ ასე არ მოხდება მთელი შენი
ქონება უნდა გადმომიფორმო, თანახმა ხარ? თანახმა ვარ და გადაუფორმა მთელი ქონება, იმ შემთხვევაში თუკი მოისურვებდა მათი რელიგიის მიტოვებას.
წავიდა სახლში. დაფიქრდა და სასორწარკვეთილებამ შეიპყრო. რა ჩავიდინე? ეს როგორ მომივიდა? მაშინვე რაბთან გასწია. მოუყვა ყველაფერი, როგორი შეცდომა დაუშვა, როგორ წუხს და განიცდის.
–რაბი მართალი ბრძანდებით, მჯერა, რომ შესაძლოა ერთ წუთში ადამიანმა წლობით დაგროვილი ქონება მთლიანად დაკარგოს. დამეხმარეთ, თქვენ ხომ ისიც ბრძანეთ, რომ ერთ წუთში შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიოს.
–მართალია და სრული ჭეშმარიტება, წადი სახლში და ნახავ.
წამოვიდა მდიდარი რაბისაგან და რას ხედავს? მღვდლის სახლი იწვის, თვითონ მღვდელი ძლივს გადაურჩა ხანძარს
მთელი ქონება დაეწვა და რა თქმა უნდა მდიდრის მიერ შედგენილი საბუთიც.
თორა ჭეშმარიტია.

მოგაწოდათ ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი – მდინარაძემ.

ბრძენები გვასწავლიან

სადაც კი არ უნდა შეგხვდეს გამოთქმა “ვაიჰი”,ეს არის მინიშნება მოსალოდნელ სამწუხარო ამბავზე.
  *ბერეშითი 1:3 “და თქვა ღ…მა: იყოს სინათლე!
ბრძენები დასძენენ: “განა სინათლის შექმნა არ იყო სასიხარულო?” რაბი იშმაელი გვიხსნის: “კაცობრიობას არ უნდა ესარგებლა ამ შუქის დიდებით, რომელიც იყო პირველ დღეს, რადგან მომავალ თაობაში იქნებოდნენ ცოდვილები და ისინი არ იმსახურებდნენ იმ ნათელით სარგებლობას.
ამის გამო შეცვალა უფრო სუსტი ნათებით, ხოლო იმ შუქს უნახავს წმიდანებს მომავალ სამყაროსათვის.
* სიტყვა ” ვაიჰი” გამოყენებულია ყოველი დღის ქმნადობის
თხრობის ბოლოს, ბრძენები კითხულობენ რატომ?
რაბი იშმაელი ხსნის: “ეს იმიტომ, რომ ღ…მა არ მისცა მატერიალურ სამყაროს სრულყოფილი მდგომარეობა, რათა ადამიანმა გააკეთეს რაიმე საკუთარი ქმედებით. მაგ.
ხორბალი უვარგისია საკვებად, ის რიმ გახდეს საკვებად გამოსაყენებელი უნდა დაფქვა, გამოაცხო”.
*”ვაიეი ბიმეი ამრაფელ”- და მოხდა ამრაფელის დღეებში.
ბერეშითი14 : 1.პირველი ომი სამყაროში მეფე ნიმროდის მეფობის დროს (იგივე ამრაფელი) ომი მასა და ოთხ მეფეს შორის, რომლის დრისაც ტყვედ წაიყვანეს ლოტი, სარას ძმა
სიტუაცია იყო უფრო რთული ვიდრე მისი ტყვედ ჩავარდნა,
სურდათ აბრაჰამი ჩაეთრიათ ომში და მოეკლათ, მისი სიკვდილი იქნებოდა დიდი დარტყმა სამყაროსათვის, ვინაიდან კაცობრიობა დედამიწაზე იკურთხებოდა მისი დამსახურებით. ამიტომ ხალხი ტიროდა და იძახდა “ვაი”, ამას მიგვანიშნებს ეს ფასუკი.
*ბერეშითი 39 : 2. “და იყო ღ…თი იოსეფთან და გახდა წარმარებული, და ცხოვრობდა ეგვიპტელი ბატონის სახლში
ეს წინადადება გვამცნობს გასაჭირს?-კამათობენ ბრძენები.
ნახა რა მისი შესაძლებლობა და ჭკუა, პოტიფარმა შემოსა ნდობით  მისმა ცოლმა კი მოისურვა მისი ცოდვაში შეყვანა
რასაც მოჰყვა უბედურება, იოსეფი მოხვდა ციხეში.
* ბერეშითი40 : 1. “ვაიჰი” და იყო ამ ამბების შემდეგ: დანაშაული ჩაიდინეს….. ფარაონის მინისტრებმა”
  რაზე მიგვანიშნებს? მათი სიზმრების ახსნის შემდეგ იოსეფი კიდევ ორი წლით დარჩა ციხეში.
*ბერეშითი 47 :28. “ვაიეხი”, და იცხოვრა იააკობამა ეგვიპტის..
იააკობი ტოვებს ამ სამყარის და იწყება ებრაელთა მიმართ
ეგვიპტელების დამოკიდებულება.
* შმოთ 13 :17. “ვაიჰი”. ” და იყო ფარაონმა გაუშვა ხალხი”.
განა ცუდია? ებრაელები გამოდიან ეგვიპტეკების მონობიდან, მაგრამ იწყება 40წლიანი მოგზაურობა უდაბნოში, იღუპება უფროსი თაობა, რამეთუ მზვერავების ცოდვის შემდეგ თქვა ჰაშემმა: “ვფიცავ ამ თაობიდან არც ერთი არ შევა აღთქმულ მიწაზე”.
*შმოთ 41 : 1. “ვაიჰი”. ” და იყო ორი წლის შემდეგ ფარაონს ესიზმრა”….
მინიშნება მისალოდნელ გვალვაზე.
* “ვაიეი ბიმე”-და მოხდა იმ დღეებში როცა ასამართლებდნენ მოსამართლეებს”.( რუთი მეგილა 1 : 1)
მართალია იმ დღეეში შიმშილმა მოიცვა ისრაელი, მაგრამ არ გამოიყენებოდა ეს სიტყვები თუკი არ იქნებოდა დამალული, უფრო სერიოზული უბედურება, მოსამართლეს
გამოჰქონდა განაჩენი, ბრალდებული თვითონ ასრულებდა
მოსამართლეზე. “უბედურებაა თაობის, რომელიც  აწარმოებს სასამართლოს თავის მოსამართლეზე.
  “.
*”ვაიეი ბიმეი”.იეშაიაუ 7 :1. “და მოხდა ახაზის ბენ იოთამის, იერუშალაიმის მეფის დღეებში, როცა არამის მეფე მოადგა
იერუშალაიმს). მიუხედავად იმისა რომ ამას ჰქონდა საშიშროება, თორა მიგვანიშნებს დიდ უბედურებაზე. მიზეზი
ამისა იყო თვით ახაზი. ის ფიქრობდა:”რა მოვიმიქმედო რომ
ჰაშემის შეხინამ დატოვოს ებრაელი ერი? ეს კავშირი გაწყდება მხოლოდ მაშინ თუ შევძლებ ისინი მოვწყვიტო თორას, ხელს შევუშლი მათმა შვილებმა ისწავლონ თორა,
როცა გაიზრდებიან ვეღარ გაიგებენ რთულ საკითხებს. მე შევქმნი უზნეი თაობას და აღარ იქნებიან ისინი ვინც შემდეგ თაობას ასწავლის და თორა სამუდამოდ დაივიწყება
თუ არ იქნებიან თიკნები, არ იქნებიან თხებიც, არ იქნება ფარა და არ იქნება მწყემსიც და ჰაშემი მიატოვებს მათ.
  ახაზმა თავისი გეგმა მოიყვანა სისრულეში, დაკეტა ლოცვები, იეშივები და აკრძალა თორის სწავლა. თორის სწავლა არის საფუძველი სამყაროს არსებობისა, მან უდიდესი ბოროტება ჩაიდინა, ამით აიხსნება თუ რატომ
იწყება თხრობა ამ სიტყვებით, ხალხი წუხდა: “ვაი უბედურება”. მართალია სერიოზული ზიანი მოუტანა ხალხს
მაგრამ საბოლოო მიზანს ვერ მიაღწია, რამეთუ ჰაშემმა
განაცხადა: “თორის სწავლა არასდროს არ შეწყდება და ებრაელი ერიც მიტოვებული არ იქნება”.( დვარიმი31 : 21 ).
* “ვაიეი ბიმეი ახაშვეროშ”- და მოხდა ახაშვეროშის დღეებში
(მეგილათ ესთერი1: 1) ესთერის გრაგნილი იწყება ამ სიყვებით, რადგან გვამცნობენ, რომ ჰამანს სურდა ებრაელი
ერის გაწყვეტა, ის იყო ყველაზე საშინელი მტერი ისრაელი
ერისა ვიდრე მისი წინამორბედნი.
   ეგვიპტელი ფარაონი ყრიდა მდინარეში ახალშობილ ვაჟებს. ბაბილონის იმპერატორი იყო უფრო საშიში, რადგან
ის იყო პირველი, ვინც ისრაელის ბრძენები განდევნა წმინდა მიწიდან, იმედოვნებდა მათ გარეშე შეწყდებოდა თორის სწავლა და მაშინ ისრაელი ერი შეწყვეტდა არსებობას.
   ჰამანმა კი გადააჭარბა ორივეს სისასტიკეში, მისი მიზანი
იყო ებრაელი ერის მთლიანად გაწყვეტა, მის ჩანაფიქრს უნდა გამოეწვია მსოფლიო ტრაგედია. თუკი ის მიზანს მიაღწევდა, სამყარო შეწყვეტდა არსებობას. მაგრამ გ…ის
დახმარებით მისი გეგმა არ განხორციელდა.
*” ვაიეხი” ვაიკრა9 :1.” და იყო მერვე დღეს მოუხმო მოშემ აჰარონს…..
მიშქანის გახსნის დღეს დაიღუპნენ აჰარონის შვილები
ნადავი და ავიჰუ.
ამრიგად სადაც კი წერია ” ויהי” (ვაიჰი) გვამცნობს მოსალოდნელ არასასიამოვნო ფაქტებზე.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ

არ შებილწოთ თქვენი სულები

ევროპის ერთ-ერთ ქალაქში დიდი ბაზრობა იყო. მრავალი ქვეყნიდან ჩამოსულიყვნენ საქმოსნები რათა
ძვირფასი საქონელი შეეძინათ. ბაზრობის სანახავად მამასთან ერთად მივიდა პატარა ხაიმიც, როცა ბავშვი დაიღალა მამას წყალი მოთხოვა. მამამ შეიყვანა იქვე სასადილოში და უყიდაწვენი. მამა-შვილი მაგიდას მიუსხდა
პატარა ხაიმი ათვალიერებდა ინტერესით სასადილოში მყოფ ხალხს, ზოგი მათგანი უცნაურად მოეჩვენა.
–მამა საიდანაა ის ვიწროთვალებიანი კაცი?-იკითხა ხაიმმა
რომელიც შეექცეოდა ფუნთუშას და ყავას.
-ის იაპონელია. იაპონია შორს არის აქედან?-დაინტერესდა
ხაიმი. -შორსაა ძალიან, ქვეყნიერების მეორე კიდეზე.
-აი ის ნაწნავია კაცი საიდანაა? კვლავ იკითხა ხაიმმა.
-ჩინელია. ჩინეთიც შორსაა აქედან?
-კი, ძალიან შორსაა. ხაიმმა კიდევ იკითხა იქ მყოფ ადამიანებზე, თუ საიდან იყვნენ ისინი. მამა უხსნიდა შვილს,
რომ ეს ამერიკიდანაა, ის აფრიკიდან, ის ინდოეთიდან, თან
ხაიმს ყოველთვის აინტერესებდა თუ რამდენად შორს იყო ესა თუ ის ქვეყანა. ბოლოს ბავშვი ოდნავ დაფიქრდა და იკითხა :– მითხარი, მამა ნუთუ ჩვენთან ისეთი გემრიელი ყავა და ფუნთუშაა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან აქ
ჩამოდის ხალხი ყავის დასალევად და ფუნთუშის საჭმელად?
მამას გაეცინა, თავზე გადაუსვა ხელი და უთხრა:
-არა, ეს ხალხი ყავისა და ფუნთუშისათვის როდი ჩამოვიდა აქ შორეული ქვეყნებიდან. ისინი ჩამოვიდნენ საქმეზე, სურთ შეიძინონ ის საქონელი და ნედლეული, რომელიც მათ
ქვეყნებს სჭირდებათ და ყავის დასალევად არ მოსულან.
ასეა ადამიანის სულიც, ის შორეული ზეციდან ჩამოდის
დედამიწაზე რათა “ძვირფასი საქონელი და ნედლეული”-
-თორა და მცნებები შეიძინოს, მაგრამ არიან სულები, რომელთაც ჰგონიათ, რომ ამ ქვეყნად “ფუნთუშის საჭმელად
და ყავის დასალევად”მოვიდნენ და გაჰყავთ ძვირფასი წლები დროსტარებასა და ამაოება ამაოებაში.
ამ კვირის ფარაშაში თორა გვამცნობს, თუ რისი ჭამა შეგვიძლია და რისი არა, რა არის ჩვენთვის ქაშერი და რა არაქაშერი.( ვაიკრა 11:43):
“არ შებილწოთ თქვენი სულები… და არ გაუწმინდურდეთ.
თორემ მათ მიერ გახდებით უწმინდურები”.
გაუწმინდურებული ადამიანი ვერ ეგუება თორას და მცნებებს. უწმინდური საკვები აუწმინდურებს ადამიანს და მის სულს სიწმინდისაკენ გზას უღობავს.

წვიმა

ადამიანი, რომელიც მიაწოდებს მწურვალეს წყალს, ან დააპურებს მშიერს და მოუკლავს შიმშილს, იმსახურებს კურთხევას.
და რა უნდა ითქვას მასზე,ვინც მუდმივად უზრუნველჰყოფს
სამყაროს ყველა საჭიროებით და არ გვაძლევს უფლებას
ვიწოწიალოთ მშივრებმა და გაჭირვებულებმა. ის მოდის
დასახმარებლად მანამდე, ვიდრე ამას ვთხოვთ და უხვად
გვაფრქვევს საჩუქრებს უხვად გაშლილი ხელით.
ჩვენ გვძინავს მშვიდად, გ…ნი ხსნის თავისი საგანძურის კარს და გზავნის დილის ცვარს, წვიმას, ანოყიერებს მწურვალე მიწას და გვიმზადებს უამრავ სიკეთეს.
როგორი მადლიერნი უნდა ვიყოთ ამისათვის!
რას ბრძანებენ ჩვენი ბრძენები წვიმაზე?
ბრძანა რაბი იოხანანმა: “სამი გასაღები აქვს გ…ს და არ გადასცემს არავის: წვიმის, ბავშვების დაბადების და მიცვალებულთა გაღვიძების.”
წვიმის გასაღებზე ნაბრძანებია: “გააღებს ღ…თი შენთვის თავის ზეციურ საგანძურს, რათა დროულად მისცეს წვიმა შენს მიწას”.( თანია 2).
წვიმის გარმოვლენა უფრო დიდი სასწაულია, ვიდრე მიცვალებულთა აღდგომა, ვინაიდან გაცოცხლება დაკავშირებულია მხოლოდ ადამიანებთან, წვიმა კი-ყველა
ცოცხალ არსებასთან. ( ბერეშით რაბა 13 ).
დასაწყისში წყალი ანაყოფიერებდა მიწას, ადიოდა მიწიდან, როგორც ნათქვამია: (ბერეშით 2 :6)
” და ორთქლი ადიოდა დედამიწიდან და რწყავდა მიწის მთელ ზედაპირს.”
შემდეგ ჰაშემმა გადაწყვიტა, რომ მიწა გაენაყოფიერებინა
წვიმით ზეციდან, რომელიც ჩამოვა ღრუბლებიდან.
ბრძანებს რაბი იოხანანი: “ოთხი მიზეზის
გამო შეცვალა გ…მა თავისი გადაწყვეტილება:
1.რათა ძლიერებმა არ დატოვონ სუსტები წყლის გარეშე,
რათა არ განდევნონ ისინი მდინარეებიდან და ჭებიდან.
2.რათა დაცული ყოფილიყო მცენარეები ცუდი ნამისაგან.
3.რომ მინდვრებმა, რომლებიც არიან ფერდობებში მიიღონ
იმდენი წყალი, რამდენსაც იღებს ვაკის ტერიტორია.
4.იმისათვის რომ ყველა ადამიანის მზერა მიპყრობილი იყოს ზეცისაკენ.
როცა ჭიშკრები ღიაა წვიმის გამოსაგზავნად, არის კარგი
დრო ილოცო და ითხოვო შემწეობა ყველაფერში. ჩვენი ბრძენები ასეც იქცეოდნენ და უსრულდებოდათ კიდეც.
ამიტომ აუცილებელია ვითხოვოთ: სამყაროს განახლება
სასიკეთოდ, ცოდვების მიტევება, ომების შეწყვეტა, გაჭირვებულების შველა, განდევნილების დაბრუნება, რომ
გვიბოძოს გულის სიბრძნე და გაიღოს ის თორისათვის.
ამიტომ ჩვენი მზერა უნდა მიპყრობილი უნდა იქნეს ზეცისაკენ, როდესაც წარმოვთქვამთ ლოცვის სიტყვებს:
“გამოგვიგზავნე ცვარი და წვიმა”.
ზაფხულში-” გარდმოვნელო ცვარისა”( “מוריד הטל”)და ზამთარში “გარდმოვლენო წვიმისა” ( מוריד הגשם”).

მოამზადა ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

რამბამი: დაფიქრდი

მან ვინც ვერ მიაღწია დამსგავსებოდა შემომქმედს,
არ იწოდება ადამიანად, არამედ პირუტყვად – ადამიანის სახით, მაგრამ შეუძლია მავნებლობა, რადგან გააჩნია ის,
რაც არ გააჩნია ცხოველს – გონიერება, რომელიც ებოძა
ჰაშემის შესაცნობად მაგრამ იყენებს სხვების საზიანოდ
და ამით დგას პირუტყვზე დაბლა.
გონიერი ადამიანი მიაგებს პატივს მის მწყალობელს,ვინც ზრუნავს და ფიქრობს მასზე, ვინც პატიებს და უწვდის ხელს და ელის მუდამ მის დაბრუნებას
( სიცოცხლეს უგრძელებს ცოდვების მიუხედავად).
ეს თუ ვერ გაიგე, ამას თუ ვერ მიხვდი – თუ როგორი მზრუნველი მშობელი გყავს, ნეტა როგორი შვილი ხარ?
ან თუ ხარ შვილი — ესეც საკითხავია!

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი – მდინარაძემ.

კურთხევის წარმოთქმა

ხაიმ ვიტალი -წიგნი ” შაარ რუახ ჰაკადოშ”. არიზალმა თქვა
სულიერების სიწმინდის მიღწევა დამოკიდებულია უმთავრესად თუ რამდენად ყურადღებით ეკიდება ადამიანი
კურთხევების წარმოთქმას, რადგანაც კურთხევა ანადგურებს უწმინდური გარსის (კლიპოთ) ძალებს, რომელიც ეჭიდება მატერიალურ საკვებს. კურთხევების გარეშე დაგემოვნების შემთხვევაში ეკრობიან ადამიანს.
კურთხევის ძალით კი აშორებ, წმენდ მატერიალურს.

იყოს გ…ნის დახმარება შევიგნოთ კურთხევების მნიშვნელობა და ვასრულოთ კურთხეულის მითითებები.

მოგაწოდათ ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი – მდინარაძემ.

განვავითაროთ კარგი თვისებები

ახლოვდება თორის მიღების აღსანიშნავი დღესასწაული,
როგორ ვემზადებით მის შესახვედრად? ან საერთოდ თუ ვართ მზად მის მისაღებად?
თორა ხომ თავმდაბლობის სიმბოლოა, ურთიერთ პატივისცემის და სიყვარულის სწავლებაა,ჰოდა ვეცადოთ მთელი მონდომებით გავძლიერდეთ კარგ თვისებებში, რათა შევძლოთ დავმადლიანდეთ თორის ჭეშმარიტ მიღებას და მისი რჩევებით ცხოვრებას. აი, რა თვისებები გვჭირდება ამისათვის:
გულმოწყალება და თანადგომა,
დათმობა და შემბრალებლობა,
სამართლიანობს და თავმდაბლობა, (სიამაყე ანგრევს ყველაფერს,
მზურველობა და გულკეთილობა,
ურთიერთპატივისცემა,
მშვიდობის სიყვარული და მისი დამყარება,
რაც გამოასწორებს უმიზეზო სიძულვილს გ…ნის დახმარებით.
იყოს კურთხეულის ნება დაგვეხმაროს, რათა ჩვენი სწორი
ცხოვრებით მოვაახლოვოთ ხსნა და შველა ჩვენს დღეებში
ამენ!

ჟუჟუნა (სიმხა )გაზნელი – მდინარაძე.

სიხარული-რწმენის სიმტკიცე

“შაარ ჰაბიტახონ” -ნის ( დაცვის ჭიშკარი) ნათქვამია, რომ
ყველაზე საუკეთესო სგულა ( ადამიანის კეთილისმყოფელი)
მარადიული სიხარულის მისაღწევად, არის როცა ადამიანი
მტკიცდება თავის სწმენაში და ყოველი შესაძლებლობისას
აქვს გულში სიტყვები ” ეინ ოდ მილვადო!”( არ არის სხვა შენს გარდა” ( გ…ნო!)
ჰარვარდის სამეფიცინო ინსტიტუტში ჩატარდა საინტერესო კვლევა, რომლის დროსაც აღმოაჩინეს – ებრაელი მეტად ბედნიერია, ვიდრე მთელი დანარჩენი სამყაროს მოსახლეობა, ხოლო რელიგიური ებრაელი, რომელიც გულდასმით სწავლობს რწმენისა და უსაფრთხოების საკითხებს და იღებენ მათ – უფრო ბედნიერია, ვიდრე ებრაელი – ვინც არ სწავლობს ამას.
( ებრაული რელიგიის კანონები).
წითელი საკვების მიღება – როგორიცაა საზამთრო, ალუბალი და ა. შ. -განდევნიან ნაღველს ( გაონი პალაჩის
სახელით). წიგნში ნათქვამია, რომ შავი ქიშმიშის გამოყენება, იხსნის ადამიანს მღელვარებისაგან და ნაღველისაგან და კიდევ ფინიკი, ამ საკითხში გვევლინება
ღირსეულად ( როგორც მითითებულია გემარის ქეთუბოთი 10. ბოლო 2ფურცელი).
დიდი და გამოცდილი სგულაა სიკეთის და ჭეშმარიტი
გულის სიმხიარულის – შაბათის გასვლისას, დალიოს ცხელი
სასმელი, მიირთვას ცხელი საჭმელი( სასურველია რაიმე ახალი) და დაიბანოს ცხელი წყლით და როცა ამას ასრულებს კარგია თქვას:
“ხამინ ბემოციე შაბათ მელუგმა ლესიმხა ბალევ ლეხოლ
ჰაშავუა”. ( მოციე შაბათს თბილი ავსებს გულს სიხარულით
მთელი კვირა).

მოგაწოდათ ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ.

ჰაშემის სამართლიანობა

ბამიდბარ, ხუკათ 20 : 12.
“და უთხრა ჰაშემმა მოშეს და აჰარონს, ვინაიდან არ დამიჯერეთ, რომ წმინდადგეყავით ისრაელის შვილთა თვალწინ, ამიტომ თქვენ ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყანაში, რომელიც მათ მივეცი”.
თუკი არ გვეცოდინებოდა წინა მოვლენები, შესაძლოა გვეფიქრა, რომ ჰაშემი ადანაშაულებს მძიმე ცოდვაში.
სინამდვილეში ეს სიტყვები მიმართულია ჭეშმარიტი წმინდანებისადმი, ამ სიტყვის ამაღლესი გაგებით, მათი ყოველი ამოსუნთქვა იყო მიძღვნილი ჰაშემისა და ებრაელი
ერისათვის. მიუხედავად ამისა წარუყენეს მძიმე ბრალდება
რადგან,რამდენად დიდია ადამიანი, უფრო მეტ სრულყოფილებას მოითხოვენ მისგან.
მივიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი :
*აბრაჰამს ჰაშემმა უწოდა ” ჩემი საყვარელი”, მაგრამ გაასამართლა დაუდევრად ნათქვამი სიტყვის გამო, როცა ჰკითხა ( ლეხ ლეხა 15 : 8 )
“რით შევიტყობ რომ დავიმკვიდრებ? (რომ ებრაელები დამკვიდრდებიან წმინდა მიწაზე). ჰაშემმა უპასუხა: იქვე 15:13. ” მტკიცედ იცოდე, რომ ხიზნად იქნებიან შენი შთამომავლები უცხო ქვეყანაში”.
*როცა იააკობი გაუწყრა თავის ცოლს რახელს, რომელსაც
სურდა შვილის შეძენა, ჰაშემმა გაკიცხა იააკობი
“განა ასე ელაპარაკებიან სასორწარკვეთილ ქალს? ვფიცავ
შენი შვილები ქედს მოიხრიან მისი შვილის წინაშე”.
.
*იოსეფმა სთხოვა მეღვინეთუხუცეს: ბერეშითი 40 : 14
“ოღონდ გამიხსენე და შეახსენე ფარაონს ჩემი თავი”.
ამ სიტყვებისათვის ის ორი წლით დარჩა ციხეში.
*იოსეფი დაისაჯა ნაადრევი სიკვდილით იმის გამო, რომ
მამის ცხედარს გაუკეთა ბალზამირება, ისე რომ არ მოუღია
ამაზე ჰაშემის ნებართვა ( არის სხვა აზრიც, რომ მდუმარედ მოისმინა მამაზე ” შენი მონა”.
* დავიდის ცოლმა მიხალმა შენიშვნა მისცა მეფე დავიდს,
იმის გამო რომ ქვეშემდომების თვალწინ ფეხშიშველი ცეკვავდა, კიდობანის გადმოტანისას, ამის გამო მიხალი დაისაჯა სიკვდილით მშობიარობისას.
* მეფე ხიზკიაუმ ბაბილონელ დიდებულებს დაათვალიერებინა ტაძრის სიმდიდრე, ამის გამო მისი
შთამომავლები აღმოჩნდნენ ტყვედ ბაბილონში.
ის ფაქტი რომ ჰაშემი არ იცავს წმიდანებს ამ სამყაროში
არის მათთვის სიკეთე.
მოშესა და აჰარონის დასჯა, გვიჩვენებს იმას, რომ ჰაშემი
სჯის ცოდვისათვის თვით დიდებულ წმინდანებსაც . ამის
შეგნებამ უნდა გააძლიეროს შიში თვითოეული ადამიანის
ჰაშემის წინაშე.

დიდება კურთხეულ გ...ს

დიდება ჰაშემს, რომელიც აჯილდოვებს მის მოშიშებს ყოველი კეთილი საქმიანობისათვის, რომელსაც მოიმოქმედებენ სხვების მიმართ. ადამიანი იმკის ამისათვის შესაბამისად, მაგრამ მთავარი ჯილდო ელოდება
მომავალ სამყაროში.
* აბრაჰამმა მიუტანა ცოტა წყალი თავის სტუმრებს ფეხის
დასაბანად, ამის საზღაურად ჰაშემი 40წელი უგზავნიდა ებრაელებს წყალს ( მირიამის ჭის სახით, რატომ იწოდება
ჭა მირიამის სახელით? მისი გულმოწყალების დამსახურებით).
* აბრაჰამმა დასვა სტუმრები ხის ჩრდილში, რისთვისაც ჰაშემმა მის შთამომავლებს მისცა საიმედო თავშესაფარი
” დიდების ღრუბელი”.
* იმის გამო, რომ აბრაჰამი გაუმასპინძლდა სტუმრებს პურით, გ…ნი მთელი 40წლის განმავლობაში ებრაელებს კვებავდა ზეციური პურით ( მანით ).
*აბრაჰამმა მიართვა სტუმრებს თავიდან რძე, კარაქი და ა. შ.
შემდეგ დაუკლა ხბო, ამიტომ ჰაშემმა მოიმოქმედე ისე რომ
მანას გააჩნდა სხვადასხვა განსხვავებული გემო, რაც სურდა
თვითოეულ ადამიანს.
*იმის გამო, რომ აბრაჰამმა მიართვა სხვადასხვა სახეობის
საჭმელი და ასევე მგზავრებს კვებავდა სხვადასხვა სახეობის პირუტყვის ხორცით, კურთხეულმა გამოუგზავნა
მის შთამომავლებს ორჯერ მწყერები. ( შმოთ 16 :4 ):
“და მოხდა საღამოს მოფრიდნენ მწყერები და დაფარეს ბანაკი”.
და მეორედ ბამიდბარ 11 : 31 ):
“და ამოვარდა ქარი გ…ნის ბრძანებით და წამოლალა მწყერები ზღვიდან და მიმოფანტა ისინი ბანაკთან”.
ნათელია, რომ ადამიანი უნდა ცდილობდეს აკეთოს სიკეთე, მოგვცეს კურთხეულმა ძალა ვთესოდ სიკეთე ყველგან, ყოველთვის და არ გამოლიოს ამ ქვეყნად ღ…მა
კეთილი ნების ადამიანი. ამენ!!

სიცოცხლე საჩუქარია

წყენა, შური, სიბრალული( საკუთარი თავის როცა რაღაც
გვიშლის ხელს) – ეს თვისებები, არ უნდა ახასიათებდეს კმაყოფილ ადამანს. ჰაშემი გზავნის ყოველთვის იმდენ გამოცდებს, რომელთა გადალახვაც ჩვენი ძალებით შესაძლებელია. იმის ნაცვლად, რომ დავადანაშაულოთ ყველა ჩვენს გარშემო, საჭიროა მოვიკრიფოთ მოთმინება
და შეუპოვრად ვიაროთ წინ.
ნუ ჩივი ბედზე, მადლიერი იყავი ყოველი ახალი დღის
( ” რამდენისთვის არ გათენდა, არავიზე არ იყოს თქმული”)და ის გაჩუქებს მილიონ საამო შესაძლებლობებს.
ჩვენ ვძლიერდებით, როცა ვლახავთ სირთულეებს, შეცდომების დაშვებით – ვბრძენდებით. როცა ჩვენი ძალისხმება ამართლებს – ვხდებით თამამები.
მადლობა გ…ს ყოველი ახალი დღისათვის, იმიდამიუხედავად თუ როგორი იქნება ის. მაგრამ თუკი ღრმად დაფიქრდები, ეს ხომ შენს ხელშია, როგორც დაიწყებ ახალ დღეს, ის ისეთი იქნება.
დაე, გვეყოს გონიერება დავაფასოთ ყოველი ახალი ცისმარე დღე და შევიგრძნოთ მასში ჰაშემის სიდიადე.
სიცოცხლე — ეს საჩუქარია და მასში ადგილი არა აქვს
წყენას, დარდს და ჯავრს.
კურთხეულო გ…ნო! დაგვამადლიანე ვიყოთ ყოველთვის
კარგ ხასიათზე, ხალისიანი და ბედნიერი. მოგვაცილე ყველანაირი დარდი, სიმწარე, დეპრესია და რომ ვიყოთ
ადამიანების მიმართ პოზიტიურები, სამართლიანები
და რწმენით გამსჭვალულები მათ მიმართ.
მადლობა სამყაროს შემომქმედო ყველაფრისათვის
რაც კი მიბოძე შენი უსაზღვრო გულმოწყალებით:
მხედველი თვალისათვის,
მსმენელი ყურისათვის,
ხელები რომ შრომობრნ სასიკეთოდ,
ფეხები რომ დადიან და დარბიან,
მოსიყვარულე, მიმტევებელი და გამგები გულისათვის,
გემოსა და ყნოსვის შესაძლებლობისათვის,
და ასევე ბაგეებისათვის, რომლებიც მეტყველებენ.
დავმადლიანდეთ, რომ შევინარჩუნოთ გაგება, პატიოსნება და ღირსება .

იცოცხლეთ, იხარეთ და იდღეგრძელეთ ამენ ვეამენ!

ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი – მდინარაძე.

რა ხარ ადამიანო

რაბი აიზიკმა ( კალიბელმა ) გაიარა ბავშვობიდან მრავალი ტანჯვა — წამება სიბერემდე. ერთხელ ჰკითხა ექიმმა : – როგორ უძლებთ ასე მუდმივ ტანჯვას?”
უპასუხა რაბი აიზიკმა :
–წარსული ტკივილები ახლა უკვდ არ მტკივა. მომავალი
ტანჯვა — ვინ დარდობს ჯერ მოუსვლელ ტკივილზე? მხოლოდ
ამჟამიერი ტანჯვაღა მრჩება, წამიერი ტანჯვს და აბა წამიერ ტანჯვად კი — ვის არ შეუძლია გაუძლოს?

ყველა ტანჯვა ააშოროს კურთხეულმა მთელ საისრაელოს და მოგვიახლოვოს ხსნა და შველა ამ დღეების ნაცვლად,

ამენ ვეამენ!

იგავი 9 ავზე

გურელ რაბი იცხაკ მეირს ჰკითხეს:
–რატომ წერია შულხან არუხში: “ყველა ჰაშემის მოშიშს ევალება წუხდეს და იდარდოს ბეით – ჰამიკდაშის აოხრებაზე 9ავის დღეს? რატომ მაინც და მაიც ჰაშემის მოშიშებისათვის არის ეს საგანგებო წესები? თუ წესია ყველა ებრაელს არ უნდა ევალებოდეს?”
რაბმა უპასუხა:
ჭეშმარიტებაა ამაში, მაგრამ ვინც არ არის გამჩენის მოშიში, სჯობია სწორედ ამაზე იდარდოს, ესე იგი ჯერ საკუთარი, პირადი აოხრება იგლოვოს, შემდეგ კი
ბეით – ჰამიკდაშის აოხრება!

მოგაწოდათ ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი – მდინარაძემ.

თეშუბა - ჰაშემის საჩუქარი

იმ უამრავ საჩუქრებთან ერთად, რომლებიც გ…მა უბოძა თავის ქმნილებებს, ერთ-ერთი უძვირფასესი – თეშუბაა,
საშუალება, რომ ავმაღლდეთ ჩვენს უღირსს საქციელებზე,
გავეცალოთ, გავერიდოთ ჩვენს ცოდვებს, გადავირჩინოთ ჩვენი სული დასვრისა და დაბინძურებისაგან და თავი დავაღწიოთ ჰაშემის მრისხანებას. თვით მისთვისაც კი ვინც
მრავალგზის შესცოდა, აუჯანყდა და უღალატა გ…ნს, ღიაა თეშუბის კარი, რამეთუ ნათქვამია: იეშაიაუჰუ 31:6
“დაუბრუნდით მას, ვის წინაშეც ღრმად შესცოდეთ”.
ჩანს,რომ ჰაშემი იღებს მათ მონანიებასაც კი, ვინც მასთან
ბრუნდება მრავალი შეცოდების შემდეგ, როგორც ნათქვამია თორაში: დვარიმი 4 : 30.
“შენს გაჭირვებაში, როცა თავს დაგატყდება ყოველივდ ეს,
დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდები შენს გ…თან და ყურად იღებ
მის ხმას”.
და მით უმეტესს, ვინც ბრუნდება მასთან სიყვარულით და პატივისცემით.
ნებისმიერ მონანიებას მოჰყვება პატიება და ის სრულიად იქნება შენდობილი თითქოსდა საერთოდ არ ყოფილა, თუკი ცოდვის ჩამდენი გაასუფთავებს თავის გულს და მოამზადებს თავის სულს სრული თეშუბისათვის.
როგორც დასვრილი ტანსაცმელი ვერ გასუფთავდება თუ მხოლოდ ნაწილს გარეცხავთ, არამედ უნდა გაირეცხოს მრავალჯერ მთლიანად, მაშინ იქნება სრულიად სუფთა.
ასევე ადამიანს შეუძლია “ჩამოირეცხოს” თავისი ცოდვები მხოლოდ იმდენად, რამდენადაც “გაისუფთავა” თავისი გული.
შევძლოდ გ…ნის დახმარებით გამოვიყენოთ ეს შესანიშნავი დრო ჰაშემთან დასაახლოელებლად და ჩავიწეროთ მთელ ისრაელთან ერთად ჯამრთელ და ბედნიერ წელზე, ამენ!

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

რწმენის ძალა

თორაში წერია: ” აი, მე გავგზავნი ანგელოზს შენს წინაშე, რომ დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც მე მოგიმზადე”. ( შმოთ 23:20)
ადამიანის რწმენა გ…სადმი რამდენადაც დიდია, მით მეტად ეხმარება კურთხეული მას.
ჰყვებიან რაბი ხაიმ მანაშეროვზე, რომელიც ცხოვრობდა ცხინვალში.
ერთხელ რაბი ხაიმის ვაჟი ელიაუ მანქანით მიემგზავრებოდა და ხე დაეცა. ამ დროს კი რავ ხაიმს სახლში მიუყვანესექვსი წიწილა დასაკლავად, მაგრამ წიწილები გაურკვეველი მიზეზით რაბის ხელში ერთი მეორის მიყოლებით დაიღუპა. რაბი ხაიმი მიხვდა, რომ მისი
ოჯახის წევრებიდან ვიღაცას უბედურება შეემთხვა და სასწრაფოდ გაგზავნა შესამოწმებლად. მართლაც მალე მისი ვაჟი იპოვეს და სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში, მართალია თირკმელი დაკარგა, სიცოცხლე
კი შეუნარჩუნეს.
სხვა დროს რაბი ხაიმი მიემგზავრებოდა მთიან ოსურ სოფელში, სადაც მითვის აცხობდნენ მაცას, უცბად მანქანა შეეჯახა ხეს, ადამიანი რომელიც იჯდა ძარაში ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლს და რავ ხაიმს ნაკაწრიც კი არ
ჰქონიათ. ამის შემდეგ რაბი ირწმუნებოდა, რომ გ…ნი იცავდა სწორედ მას. ამაში ქალაქის მცხოვრებნი იყვნენ
დარწმუნებულნი, რომლებიც რაბის ასე მოიხსენიებდნენ:
“ადამიანი, რომლისთვისაც ხდება სასწაულები”.
ერთხელ კაგებეს თანამშრომლები მივიდნენ სალოცავში და მისი დანგრევით იმუქრებოდნენ, მიუხედავად იმისა რომ სალოცავი სავსე იყო მლოცველებით. რაბი ხაიმმა ბრძანა
ყველა მლოცველი გამოსულიყო, თავად კი ჩადგა კარში და
მიმართა მოსულებს: “მე გამოვდივარ, შიგნით არაა არავინ,
მიდით მოიმოქმედეთ რაც გენებოთ, მაგრამ გაფრთხილებთ
ის ვინც რაიმეს შეეხება სალოცავში — ადგილზე გარდაიცვლება…”
ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ორგანოს მუშაკები შედრკნენ და რამოდენიმე წუთში სალოცავის ტერიტორია
უხმოდ დატოვეს.
მეორე მსოფლიო ომის დროს რაბი ხაიმი გაწვეული იქნა
ომში და მსახურობდა სასომხეთისა და თურქეთის საზღვარზე. 1941წლის ზამთარში ჯარისკაცები მიდიოდნენ მორიგი დავალების შესასრულებლად, უცბად მანქანა გადაბრუნდა და 19ჯარისკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. რაბი ხაიმი დაეცა ყინულზე და გადარჩა. საავადმყოფოში თქვეს რომ ყინულმა შეაჩერა სასხლისდენა და დაიცვა (ღრმა) ჭრილობა გაჭუჭყიანებისაგან.
“გამჩენი ახდენდა ყოველთვის სასწაულებს ჩემთვის” —
— ამბობდა რაბი ხაიმი.
გვიმრავლოს ჰაშემმა ასეთი დიდი რწმენის ადამიანები.

მოგაწოდათ ჟუჟუნა(სიმხა) მდინარაძე-გაზნელმა.

განსჯისთვის

ჩვენ ყველას გვინდა კარგი ცხოვრება, ბედნიერება,
ჯამრთელობა, სიხარული. საკამათო არაფერია. ეს ნორმალური ადამიანის სურვილი და ოცნებაა.
მაგრამ ისმევა კითხვა: თუ რას ვაკეთებთ ყოველივე ამისათვის? რა ზომებს ვიღებთ ან რა ხერხს მივმართავთ?
რაღაცის მიღებას უნდა უწინარეს თხოვნა. ვიცით კი ეს,
ან გვეხერხება როგორ ვითხოვოთ? ანდა ვიცით ადრესატი
ვის მივმართოთ? ვიცით კი, რომ მივიღოთ უწინარესად უნდა
გაცემა ვისწავლოთ. იკითხავთ რატომ?
ვინ შექმნა ყოველივე? ვინ გვარჩენს? ვინ გვასაზრდოებს?
ვინ უზრუნველჰყოფს ჩვენს კეთილდღეობას? ვინ გაგვაჩინა
თავისსახიერად? სწორედ ის მოითხოვს ვიყოთ მცირედით მისი მსგავსი.
ჩვენი ბრძენები გვასწავლიან:
” ადამიანი ვალდებულია დაემსგავსოს გ…ს თავისი თვისებებით: როგორც ის არის გულმოწყალე, შენც იყავი
გულმოწყალე”.
ასეთი ადამიანი დამადლიანდება არა მარტო სიკეთეს, არამედ უფრო მეტს.
სამყაროს შექმნისას მთელი მცენარეულობა მზად იყო
აღმოსაცენებლად, თითქოსდა იდგნენ სტარტზე, ელოდნენ
ადამიანის შექმნას, რომ ელოცა. ასევე მიუხედავად იმისა
რომ ქიფურში გადაწყვეტილია ადამიანისათვის ბევრი სიკეთე, ჰაშემი მაინც ელოდება – როდის მოითხოვს ადამიანი ამას. ასეთი ქმედებით ადამიანი მიიღებს იმასაც რაც არც კი იყო განკუთვნილი მისთვის. წრფელი გულიდან ამოსული ლოცვები აღწევენ მიზანს.
ის განსაცდელი თუ ხიფათი, რასაც ადამისნი ხვდება ცხოვრების გზაზე, არის გამოცდა. ადამიანი თუკი გაუმკლავდება, მიიღებს ყოველივეს ისევე, როგორც ღებულობდა სიკეთესა და სიხარულს, ამისათვის ჯილდოც იქნება დიდი.
გავიხსენოთ მაგალითები თორიდან, თუნდაც პირველი
ებრაელი ქალი ( სარა იმანუ) 90წლის ასაკში დამადლიანდა
დედობას კეთილი საქმეებით, სიბრძნით, მეუღლის გვერდში
დგომითა და ერთგულების წყალობით.
რახელი და ლეა – იააკობის ცოლები. რახელი უნდა ყოფილიყო იააკობის, ლეა – ყესავის. ლეამ თავისი წინასწარმეტყველებით ეს იცოდა და დღედაღამ ტიროდა, წუხდა, განიცდიდა. გ…ს შეებრალა და შეცვალა გადაწყვეტილება და კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ რახელი გახლდათ იააკობის საყვარელი ცოლი, მასთან საბოლოო განსასვენებელი ლეას ხვდა წილად და იქ ჰპოვა
სამუდამო სასუფელი ( მოთმინების საზღაურად).
რახელი კი შეიქმნა მთელი ისრაელის დედად, ” სხვაზე ზრუნვისა და ფიქრისათვის”. გაიღო შენი წილი ბედნიერება და დათმო ის- ეს დიდი გამოცდაა. იზრუნო სხვაზე და იყო გულმოწყალე. ამის დამსახურებით მიღებული იქნა მისი ლოცვა და მიიღო დაპირება: ” ნუ სწუხხარ რახელ, შენი შვილები დაბრუნდებიან, დაბრუნდებიან თავის სამშობლოში”.
ბევრია დამოკიდებული ქალზე, თავისი მოთმინებით, მშვიდი ბუნებით აშენებს ქალი თავის ოჯახს, სამეფოს და სამყაროს. ქალია მშენებელი და წარმმართველი, თუკი ის
გონიერებით უძღვება ოჯახს.
გემარაში წერენ ჩვენი ბრძენები, რომ რივკას სიბრძნემ
გადაგვარჩინა. ხედავს რა განსხვავებას შვილებს შორის, იცის რომელია მათში სულიერად ძლიერი, ვინ იმსახურებს მამის კურთხევას და ჩვენ ყველანი ვიწოდებით იააკობის
შთამომავლებად.
ჩვენს ქვეყანასაც ჰქვია “ერეც ისრაელი”, არა აბრაჰამის, რომელსაც გ…ნი შეპირდა ამ მიწას …. რამეთუ
იშმაელს ექნებოდა პრეტენზია; არა იცხაკის, რომელიც მზად იყო შეეწირა მისთვის უყოყმანოდ თავი, რამეთუ ყესავსაც ექნებოდა პრეტენზია, არამედ იწოდება ისრაელის – იააკობის სამშობლოდ.
როგორც გვასწავლის ” მამათა სწავლება”:
” სამყარო დგას სამ საყრდენზე: “ალა თფილა, ალა თორა,
ვემაასიმ ტოვიმ” (. ლოცვაზე, თორაზე და კეთილ საქმეებზე)
ესაა ებრაელის – ისრაელის ცხოვრების წესი და უნდა გახდეს მთავარი მიზანიც, სწორედ ახლაა შესაფერისი დრო
დავიწყოთ ასე ცხოვრება.
შეგვეგნოს და შევეცადოთ ასე ცხოვრებას და სიკეთეც ზეციდან დაგვეფრქვევა უხვად.

“შანა ტოვა უმეთუკა”.

მოამზადა ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი – მდინარაძემ.

მონანიების სიხარული

არ უნდა თქვას ადამი თავისთვის:
“როგორ გავბედო ამ წმინდა დღეს, ამ წმინდა ადგილზე ჩამოვთვალო ყველა ადამიანური ცოდვები და საქციელები
მეფეთა მეფის წინაშე რომელიც მე ჩავიდინე”.
როგორ უნდა შეძლოს ჩემმა ბაგეებმა გადმოღვაროს მის წინაშე მთელი ჭუჭყი და სისაძაგლე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით? უკეთესია გაჩუმება ვიდრე შევბღალო ამგვარად განსჯის დღე!
არა, ჰაშემი ხარობს, როცა მისი შვილები იწმინდებიან შებღალული ცოდვებისაგან თვით მის ტახტთან.
” რომ გახსოვდეთ და გეთაკილებოდეს…
მაშინ გაგწმენდს ყოველისაგან, რაც ჩაგიდენიათ
ამბობს ჰაშემი”. ( იეხიზკიელი 16 : 3 ).
ცოდვებისაგან განთავისუფლებული ადამიანი რაღაც დროით ხდება ჭუჭყიანი გარედან, სამაგიეროდ სუფთავდება
შინაგანად და ის ვინც ასე არ იქცევა, ჭუჭყს იტოვებს შიგნით.
ადამიანების უმრავლესობას უყვარს საჩვენებელი სისუფთავე და ბზინვარება, მაგრამ უზენაესი კითხულობს მათ გულებს, უყვარს ისინი ვინც სულითაა წმინდა, თუნდაც
შინაგანი სისუფთავე ხდებოდეს გარეგნული ბზინვარების საწინააღმდეგოდ.
ჩვენმა ბრძენებმა ბრძანეს:
ქიფურის დღე მსგავსია დღისა, როცა მეფის მსახურები ალაგებენ სასახლეს და გამოაქვთ გარეთ მთელი ნაგავი.
მეფე როცა გამოდის და ხედავს ნაგვის გროვას, უხარია რომ
მისი სასახლე სუფთაა.
უკეთესია ნაგავი გადაყარო მეფის სასახლის წინ, ვიდრე შეინახო ის გულში. უფრო მეტიც, როცა მეფე ნახავს თუ როგორ ცდილობენ მისი მსახურები ნაგვისაგან განთავისუფლებას, დააჯილდოებს ისე, თითქოს მიუტანეს მას ძვირფასი საჩუქრები, როგორც ნათქვამია:
“მათი დანაშაულები იქცევიან დამსახურებად”.
ამიტომ საჭიროა მოვინანიოთ ქიფურში ჰაშემის წინაშე თრთოლვით და არა მორიდებით.
ყველას სასიკეთო განაჩენი და ჩაწერა სიცოცხლის წიგნში. ამენ!

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი- მდინარაძემ.

უშპინზინები ზეციერი სტუმრები

ზოჰარში დაწერილია: “ისრაელის შვილები ტოვებენ სუქოთში ბინებს, ამიტომ მადლიანდებიან შეხინის სუფევას
და 7დღის განმავლობაში ჩამოდის მათთან მეფის შვიდი ერთგული მსახური “გან-ედენიდან”, რათა მოინახულონ და ისარგებლონ მათი სტუმართმოყვარეობით. ესენი არიან:
აბრაჰამი, იცხაკი, იააკობი, იოსეფი, მოშე, აჰარონი და დავიდი. ისინი სტუმრობენ ერთი განსხვავებით ყოველ დღე
იცვლება პირველი სტუმარი. არის ორი შეხედულება:
*პირველი-მოდიან ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რომლის თანახმად იოსეფი უსწრებს მოშეს და აჰარონს, სხვები კი მისდევენ არიზალის შეხედულებად და იოსეფი სტუმრობს მოშესა და აჰარონის შემდეგ.
ეს გვახსენებს ჩვენი ბრძენების გამონათქვამს რომ
“წმიდანები არიან უფრო მნიშვნელოვანი მათი გარდაცვალების შემდეგ, ვიდრე სიცოცხლეში”.
რას მოგვითხრობს თორა აბრაჰამზე? ბერეშითი 12 : 1
“წადი შენი მიწიდან, შენი სამშობლოდან და მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ”. და ის ასეც მოიქცა.
ასევე ისრაელის შვილები ტოვებენ საცხოვრებელს და
შედიან კარვებში-ასრულებენ ჰაშემის ნებას.
რა არი ნათქვამი თორაში იცხაკზე? ბერეშითი 26: 1
“და იყო შიმშილობა ქვეყანაში … და წავიდა იცხაკი მეფე
ავიმელეხთან გერარში”.
ასე დევნილი ებრაელები მოგზაურობენ უცხო ქვეყნებში, მაგრამ არ ჩივიან და როცა პოულობენ სიმშვიდეს თავიანთ
სახლებში ემორჩილებიან გ…ნის მიერ დაწესებულ მცნებას და გადადიან საცხოვრებლად კარვებში.
იააკობზე ნათქვამია: ბერეშითი 28 : 2
” ადექი, წადი ფადან – არამში”.
იააკობს არ უსარგებლია მიღებული კურთხევით, წავიდა ლავანთან და ემსახურებოდა 20წელი როგორც უბრალო მონა. ასეთი იყო გ…ნის ნება და იააკობს არ დაუჩივლია უსამართლობის გამო.
ასევე გალუთში მძიმე ცხოვრების პირობების გამო ისრაელები მხიარულობენ მცნებების შესრულებით.
იოსებზე ნათქვამი: ბერეშითი 39 : 20.
“წაიყვანეს იოსეფი და ჩასვეს საპყრობილეში”.
მაგრამ მან უცხო ქვეყანაშიც კი შეინახა თავისი რწმენა.
ასევე ისრაელის შვილები ინახავენ თავისი მამისადმი ერთგულებას.
რას მოგვითხრობს თორა მოშესა და აჰარონზე?
“გადაეცი როგორც ფარა მოშესა და აჰარონს … და დაიძრა
ჰაშემის ხალხი, როგორც ფარა და წაიყვანა ისინი უდაბნოში
ისრაელის შვილებს არასდროს გადაუხვევიანთ მოშესა და
აჰარონის გზისთვის და ყველაზე საიმედო თავშესაფარს პოულობენ მხოლოდ გ…ის ჩრდილში.
დავიდზე ნათქვამია: თეჰილომი 63 : 1-2
“ღ…თო!შენ ხარ ჩემი ღ…ი,
ცისკრის ჟამიდან გეძებ, სწყურიხარ ჩემს სულს,
შენზე ნაღვლობს ჩემი სხეული უკაცრიელ
და გამოფიტულ უწყლო მიწაზე”.
დავიდი იტანჯებიდა უდაბნოში არა წყლისა და პურის გამო
არამედ სევდისაგან გ…ნზე.
ასევე ისრაელის შვილები ეძებენ მასთან სიახლოვეს.
სამყაროს მეფე , რომელიც აძლევს სიცოცხლეს ყველა სულიერს და გულმოწყალეა ყველა თავისი ქმნილებისადმი
არ უბოძა სიმშვიდე თავის საყვარელ მსახურებს? რატომ უნდა აეძულებინა ისინი ეხეტიალათ ერთი ადგილიდან მეორეზე?
გ…ს სურს მისი შუქი გაავრცელონ მთელ სამყაროში, მოიტანონ სიკეთე და ასწავლონ სიკეთის ქმნა. აბრაჰამმა
გაავრცელა სამყაროში გულმოწყალება, იცხაკმა-სიმტკიცე და ერთგულება, იააკობამა- სილამაზე და სიკეთე, იოსეფმა-
-სიწმინდე, მოშემ და აჰარონმა აავსეს მთელი სამყარო დიდებულებით და სიდიადით, მათ სალი კლდე აქციეს ცოცხალი წყლის წყაროდ.
მეფე დავიდმა სათავე დაუდო ზეციურ სამეფოს, რომელიც დამყარდება მაშიახის მობრძანებით.
არც ერთ ზეციერ სტუმარა არასდროს არაფერი უთხოვია თავისათვის. ჰაშემმა დაადგინა წესი: ის ვინც არ ისწრაფის
პირადი სარგებლისთვიდ დამადლიანდება ყველაფერს- მას
ეკუთვნის მთელი სამყარო. ამიტომ გ…მა გახადა აბრაჰამი
“მამა მრავალი ერისა”. იცხაკს შეპირდა:
“იკურთხებიან შენი შთამომავლები ყველა ერებისაგან”.
იააკობს დაპირდა: ” იშრომებენ ერები შენთვის და ქედსმოიხრიან ტომები”.
იოსეფზე დაადგინა: “მთელი სამყაროს მეპატრონე, ერების
გამომკვებავი”. მოშემ “დაუდგინა საზღვრები ერებს”.
აჰარონი კი იყო ” კეთილი ზეთი…”საცხები.

მხიარული, ხვავითა და ბარაქით, სიმშვიდისა და კეთილი
სიცოცხლის სუქოთი, გ…ნის ნებითა და სურვილით ამენ!

მოამზადა ჟუჟუნა გაზნელი- მდინარაძემ.

მოშე, უდიდესი მწყემსი თავისი ხალხის

მოშემ ოთხჯერ შესცოდა ჰაშემის წინააღმდეგ და ყოველი ცოდვის შემდეგ მადლობა გადაუხადა გ-ს სამართლიანი სამაგიეროსათვის.
– პირველი შეცოდება გამოიხატება, როცა გ-ს სურდა მისი გაგზავნა ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან, მოშემ თქვა (შმოთი, 4:10): „და უთხრა მოშემ გ-ს: ო, მეუფევ ჩემო, ენამჭევრი კაცი ვარ… რამეთუ ენაბრგვნილი და ენაჩლუნგი ვარ“.

„გ-მა უპასუხა (ბერეშითი, 4:11): ვინ აძლევს პირს ადამიანს, ანდა ვინ აქცევს ყრუდ, თვალხილულად ან ბრმად, თუ არა მე, ღ-ი? და იმის გამო, რომ არ გსურს შეასრულო ჩემი ნება და წარსდგე ფარაონის წინაშე, არ დამადლიანდები პატივს შეიყვანო ისრაელი ერი წმინდა მიწაზე“.

ამაზე მოშემ თქვა (დვარიმი, 32:4): „ის სალი კლდეა, მისი ქმედება სრულყოფილია“.
გ-მა სამართლიანად დამსაჯა, რადგან მე არაღირსეულად მოვიქეცი გ-ს მიმართებაში, ვთქვი, რომ არ ვარ მჭერმეტყველი. მას შეუძლია განკურნება, ის ყველაზე სრულყოფილია.

– მეორე მისი შეცოდება გამოიხატა იმაში, რომ ჰკითხა გამჩენს (შმოთი, 5:22-23): „ჩემი ბატონო, რად მოექეცი ბოროტად ამ ხალხს? რადგან მას შემდეგ, რაც ფარაონთან მივედი შენი სახელით, ის უფრო ცუდად ექცევა ამ ხალხს“.
და უპასუხა გ-მა (შმოთი, 6:1): „ახლა ნახავ, რასაც ვუზამ ფარაონს“.
მაშინ მოშემ თქვა (დვარიმი, 32:4): „რადგან სამართლიანია ყველა მისი გზა“.
– მესამე შეცოდება ჩაიდინა მოშემ, როცა თქვა (ბამიდბარ, 11:22): „მთელი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი რომ დავუკლათ, ეყოფათ მათ? მთელი ზღვის თევზები რომ მოვუგროვოთ, ეყოფათ მათ?“.

(ბამიდბარ, 11:23): „და უთხრა გ-მა მოშეს: განა მოკლეა ხელი ღ-სა?“. ამიტომ ღ-მა გააფრთხილა მოშე:“შენ ვერ იხილავ სასწაულებს, რომელიც მოვუმზადე ებრაელებს წმინდა მიწაზე“.

მოშემ უპასუხა: „მართალ არს ღ-ი, და არ არის უსამართლობა“. გ-ი პატიოსანია და მსჯის სამართლიანად.

– მოშეს მეოთხე შეცოდება მოხდა, როცა მას უნდა მიემართა კლდისთვის თხოვნით წყალზე, მან კი დაარტყა კლდეს. მაშინ უთხრა გ-მა მოშესა და აჰარონს (ბამიდბარი, 20:12): „ვინაიდან არ დამიჯერეთ, რომ წმინდაგეყავით ისრაელის შვილთა თვალწინ, ამიტომ თქვენ ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყანაში, რომელიც მათ მივეცი“.

ამაზე მოშემ უპასუხა (დვარიმ, 32:4): „ის უმწიკვლოა და უანგარო“. შემდეგ კი მოშემ მიმართა ისრაელ ერს ასეთი სიტყვებით: „ოცოდეთ, გ-ნი სამართლიანია და ადიდეთ ის!“.

ისტორიაში ცნობილია ათი მეფე, რომელთა მფლობელობაში იყო მთელი სამყარო

1. პირველი გ…ნია, რომელიც არის ყველაფრის საწყისი და ვინც გადაწყვიტა დაენიშნა მეფე დედამიწაზე.

2.ნიმროდი – რამეთუ ნათქვამია ( ბერეშითი 10 : 10 )
“მისი პირველი სამეუფო იყო ბაბილონი…”
სადაც დაფუძნდა სამყაროს მთელი მოსახლეობა.

3. იოსეფი, რამეთუ ნათქვამია : ( ბერეშითი 41 : 57 )
“ყველა ქვეყნიდან მოდიოდნენ ეგვიპტეში იოსეფთან…”
შვიდწლიანმა შიმშილმა მოიცვა მსოფლიო და ყველა ჩადიოდა ეგვიპტეში პურის საყიდლად”.

4. შლომო ჰამელეხი (სოლომონ ბრძენი) – რამეთუ ნათქვამია: მეფეთა წიგნი 15 – 24.
” ის ბატონობდა მთელ დედამიწაზე ….”

5. ახავი, რომელზეც ნათქვამია : მეფეთა წიგნი 1 – 8 :10
” ოვადია : ვფიცავ, არ არის ერი, სადაც არ გაუგზავნია
ჩემს ბატონს ( ახავს ) შენს საძებნელად. ( ელიაუ ჰანავის ).

6. ნავუხადნეცარი, რამეთუ ნათქვამია : დანიელი 2 : 38.
ყველაფერი, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, ცხოველები, ციური ფრინველები, ხელთ მოგცა მან და დაგაყენა მათ მბრძანებლად”.

7. კორეში, რომელზეც ნათქვამია ( ეზრა 1 : 2 ) :
” ასე ამბობს კორაში ( კირი) სპარსეთის მეფე:
” ყველა სამეფო დედამიწაზე მომაკუთვნა მე ჰაშემმა
ცის ღ…მა”.

8. ალექსანდრე დიდებული, მასზე ნათქვამია : დანიელი 8:15
“აი, დასავლეთიდან მოდის თხა მთელი დედამიწის გასწვრივ”.

9. მაშიახი, ვისზეც ნათქვამია : თეჰილიმი 72 : 8
” და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე
და მდინარიდან დედამიწის კიდემდე”.

10. და ბოლოს მთელ დედამიწაზე ბატონობას აიღებს ისევ
ჭეშმარიტი ბატონი, ის პირველი და მისი უკანასკნელი მფლობელი, როგორც ნათქვამია: იეშაია 44 : 6 :
” მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი,
ჩემს გარდა არაა ღ…ი”.
და კიდევ – ზახარია 14 : 9 :
“და გახდება ჰაშემი მეფე, მთელი დედამიწისა”.

ამბობს იეშაია : კარი 43 : 10.
” ჩემზე უწინ არ განსახულა ღ…ი და ჩემს შემდეგაც არ იქნება”.

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი – მდინარაძემ.

გამჩენის მწუხარება

”და ინანა გ…მა, რომ შექმნა ადამიანი დედამიწაზე და მოაწვა გულზე ნაღველი”. ( ბერეშითი 6 : 6 ).
ბრძანა რაბი იეჰოშუა ბენ ლევიმ: ( მიდრაშ რაბა ბერაშით 27 : 7. ” ისმის კითხვა, როგორ შეიძლება, რომ კურთხეული
წუხდა იმ თაობის ხალხზე, განა თავიდანვე არ იცოდა რა მოხდებოდა?” ( ნოახის თაობა ). ერთმა არაებრაელმა ჰკითხა რავი იეოშუა ბენ კორხას:
– თქვენ ამბობთ რომ ჰაშემმა იცის მომავალი, და წერია
” იდარდა მის გულში”, როგორ შეიძლება მწუხარება იმაზე,
რაც უკვე ცნობილია?
რაბი იეოშუამ უპასუხა: -” გეკითხებით თუ გყავთ შვილი?
კიო, მიიღო პასუხი.
როგორ მოიქეცით როდესაც ის შეგეძინათ?
–ვიმხიარულე და სხვებიც ვამხიარულე კარგი ნადიმით.
მაშინ რაბმა ჰკითხა: “არ იცოდი, რომ ის გარდაიცვლებოდა?
როგორ მხიარულობდი?
არაებრაელმა მიუგო: “რომ მხიარულობის დროს საჭიროა
მხიარულობა, მწუხარების დროს კი მგლოვიარობა”.
რაბმაც არ დაახანა და მიუგო : “ასევეა გამჩენიც, გაჩენისას
იმხიარულა, მაგრამ როცა დააშავეს და გაირყვნენ, დასაჯა
ისინი და მაშინ მოიწყინა, თუ ეს პასუხი არაა დამაკმაყოფილებელი, შეიძლება ავხსნათ შემდეგნაირად.
გემარაში, ბრახოთ 33,2 ნათქვამია:
” ყველაფერი გ…ის ხელშია, გარდა გ…ის მოშიშობისა”.
ე. ი. ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ თვითონ, კეთილ გზაზე
იარონ, თუ ცუდ გზაზე. ჰაშემს გაუხარდება თუ ადამიანი აირჩევს კეთილ გზას და მოიწყენს თუ ივლიან ცუდი გზით”.
რამბანი ბრძანებს: ( ჰალახოთ თეშუვა 5, ა. 1 – 2)
“ყოველ ადამიანს შეუძლია იაროს კეთილი გზით და იყოს
პატიოსანი. მისი ნებაა თუ ისურვებს სიარულს ცუდ გზაზე, მხოლოდ არავინ იფიქროს თითქოს გ…ნი წყვეტს ადამიანზე
მისი გაჩენისას ცადიკი იქნება თუ რაშაყი. ეს ასე არ არის.
ყოველ ადამიანს შეუძლია იყოს ცადიკი, როგორც მოშე რაბეინუ, ან რაშაყი ბილყამი……
ვერავინ აიძულებს ადამიანს ძალდატანებით წაიყვანოს
რომელიმე მხარეს, ადამიანი ირჩევს თავისი შეგნებით იმ
გზას, რომელიც სურს. მაგ. ხანდაზმულ ადამიანს არ შესწევს
ძალა წინასწარ გაითვალისწინოს, მისი პატარა შვილიშვილი რა გზით ივლის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის
ცუდად ზრდის, ან ცოდნა და გამოცდილება აკლია, არა
ბავშვსაც აქვს თავისი პირადი არჩევანი, მაგრამ ის
პასუხისმგებელია თავის ნამოქმედარზე”.

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი – მდნარაძემ.

თეჰილიმის საგალობლები

ებრაულ თვეების სახელებს აქვთ შესაბამისი თეჰილიმის
საგალობელი, რაც ეხმარება ადამიანს, ამიტომ სასურველია წაიკითხოს თვის შესაბამისი საგალობელი, ხოლო ვინც იმ თვეშია დაბადებული, ის უნდა იკითხოს მთელი წლის მანძილზე. აი ისინი:

თიშრეი – ” მოზნაიმ”, სასწორი საგალობელი 27.
ხეშვანი – “აკრავ”, მორიელი – – – – – – – 80
კისლევი – ” კეშეთ”, მშვ6ილდოსანი 67 და 93.
ტევეთი – “გედი”, თხის რქა 59.
შვატი – “დლი”, მერწყული – საგალობელი23.
ადარი – ” დაგიმ”, თევზები———————-126.
ნისანი – “ტალე”, ვერძი ————–114, 92.
იარი – ” შორ”, ხარი ——————-95.
სივანი – “თეუმიმ”, ტყუპები—————107.
თამუზი – “სარტან”, კიბორჩხალა——-90.
ავი – ” არიე”, ლომი—————–‘————-137.
ელული – ” ბეთულა”, ქალწული————94.

აბრამი ხესედი

აბრამის გემატრია ( אברם) არის 243, ასეთივე გემატრია
აქვს წვიმას ( גשם). წვიმა ჩამოდის ზეციდან და ჩადის მიწაში
რათა აღმოაცენოს მიწის ქვეშიდან ნაყოფები, ე. ი.
მოიმოქმედოს სიკეთე.
სული ჩამოდის ზეციდან და ჩადის სხეულში, სულიერი
მატერიალურში. ადამიანი თავისი კარგი ქმედებებით უნდა
ისწრაფოდეს სულიერად ამაღლებას, რათა მატერიალური
სხეული გახადოს სულიერი, ამიტომ უნდა იყოს თავმდაბალი
როგორც ზეციდან ჩამოსული წვიმა.
ადამიანმა ჰაშემის მიერ ბოძებული ნეშამა ( სული ), რომელიც სხეულშია ” დამწყვდეული”, უნდა გამოიყენოს
სიკეთის ქმნისათვის. ისე როგორც ამას გვასწავლის მამა
აბრამი, რომელიც ზრუნავს ხალხის კეთილდღეობისათვის
და არ უშინდება არავის და არც არაფერს.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი – მდინარაძემ.

მეფე და მისი ქალიშვილი

მეფეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი. დადგა მისი გათხოვების დრო. მოვიდა პირველი პრინცი მისი ხელის სათხოვნელად, მაგრამ პრინცესამ დაიწუნა:
–ეს პრინცი სიტყვას არ ასრულებს, ვერ გავყვები.
სასახლეს ეწვია სხვა პრინცი, მაგრამ მეფის ასულმა ისიც დაიწუნა: — “სმის მოყვარულია, არ მომწონს”.
მესამე პრინცი მოვიდა ბედის საცდელად, მაგრამ მასაც არ გაუმართლა. პრიცესამ მასაც დასდო წუნი: “–მისი მამა კერპთაყვანისმცემელია არ იქნება კარგი მას გამაყოლო მეოთხე პრინციც დაიწუნეს, რადგან პრინცესამ შეიტყო რომ მას არ ეყოლებოდა კარგი შთამომავლობა).
სასახლეს ეწვია მორიგი პრინცი, მაგრამ სიღარიბის გამო უთხრეს უარი. .
დრო გავიდა და გამოჩნდა მორიგი სასიძო, პრიცესას არც ის არ მოეწონა, მასაც მოუნახა ნაკლი: “ეს კაცი ენატანიაა, ვერ გავყვებიო.
მეფე გაბრაზდა და თქვა:
“–ეხლა ვინც მოვა იმას გაგაყოლებო”.
მოვიდა მწყემსი და მეფემ პირობა შეასრულა და მას გააყოლა ქალიშვილი.
სასახლეში გაზრდილმა პრინცესამ საყვედურის წერილი გაუგზავნა მამას.
ვის გამაყოლე, მე მეფის ქალიშვილს მამუშავებს, შეშას
მაჩეხვინებს, იმის გარდა რომ სახლს ვალაგებ, საჭმელს
ვამზადებ. მე ხომ მეფის ქალიშვილი ვარ, მეკადრება ასე
მოქცევა.
მამამ მისწერა, იცოდე ორმოც დღეში ჩამოვალ და გინახულებო.
ქმარმა რომ შეიტყო მეფის ჩამოსვლის შესახებ მის
მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, აღარ ამუშავებდა, უფრთხილდებოდა, მართლაც დედოფალივით უვლიდა.
მეფე ჩამოვიდა, ქალიშვილმა კი აცნობა როგორ კარგად ექცეოდა ქმარი. მეფეს გაეხარდა და უთხრა:
–სწორედ მაგის ღირსი იყავი, რადგან ჩემი მოიშიშა,
ყოველთვის გაგიფრთხილდება, მჯერა შვილო ბედნიერი
იქნები მასთან.

************************

ახლა გავარკვიოთ ვისზეა საუბარი ამ იგავში?

მეფის ქალიშვილი ეს თორაა, პირველი სასიძო – ადამი, ერთი მცნება ჰქონდა და ვერ შეასრულა, სიტყვა გატეხა.
მეორე, ეს ნოახია — გააშენა ვენახი და დათვრა.
მესამე აბრამია, მაგრამ მამა ჰყავს კერპთაყვანისმცემელი.
მეოთხე — იცხაკი, შვილი ყესავი, მეხუთე იააკობი, მაგრამ ღარიბი, მეექვსე — იოსები, ძმებზე მიჰქონდა ენები და ბოლოს მწყემსი, მოშე რაბეინუ.
თორის მიღების შემდეგ 40 დღეში შექმნეს კერპი, მაგრამ მერე უდაბნოში 40 წელი სწავლობდნენ თორას და ასეა დღემდე ებრაელი სწავლობს და ასრულებს თორის მცნებებს.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი – მდინარაძე

პირველი სამშვიდობო ხელშეკრულება

სამყაროში პირველი სამშვიდობო ხელშეკრულობა შედგა
აბრაჰამსა და გერარის მეფის, ავიმელეხს შორის ბეერ-შევაში და ამის ნიშნად აბრაჰამმა ავიმელეხს აჩუქა 7 ბატკანი. რატომ სწორედ 7 და არა მეტი ან ნაკლები?
აბრაჰამს სურდა გაეხსენებინა 7კანონი ნოახის ყველა ერებისა, რომელიც ეხება ყველა მის შთამომავალს და მასში არის აკრძალვა ქურდობის, რადგან 7ბატკნით დადგინდა თუ ვის ეკუთვნოდა ეს შვიდი ჭა ( “ბეერ-შევა).
ცნობილია რომ გ…ნი მკაცრად სჯის სრულყოფილი წმინდანის ყველა საქციელს. ჰაშემმა გაკიცხა აბრაჰამი ამ
ხელშეკრულობის გამო, თუმცა ის ფიქრობდა რომ მოიმოქმედა სიკეთე.
-“შენ დადე შეთანხმება კერპთაყვანისმცემელთან-უთხრა
ჰაშემმა და მიეცი მას 7ბატკანი, ამის შედეგად შენს მომავალ თაობას დაატყდება 7უბედურება”.
რა უბედურებაა ეს?
*ისინი შევლენ ერეც ისრაელში დადგენელ დროზე 7თაობის შემდეგ (აბრაჰამიდან მოშემდე არის 7თაობა: აბრაჰამი, იცხაკი, იააკობი, ლევი, კეატი, ამრამი და მოშე).
*ავიმელეხის შთამომავლები მოკლავენ აბრაჰამის წმინდა
7შთამომავალს: ხოფნის და ფინხაზს(ელი ქოჰენისშვილებს)
მეფე შაულს და მის სამ ვაჟს და გოლიათ შიმშონს).
* დაინგრევა შვიდი ებრაული სიწმინდე:
1.გადასატანი ტაძარი;
2.ტაძარი გილგალში;
3.ტაძარი ნოვეში;
4.ტაძარი გევონში და ასევე შილოში (5 );
6.პირველი ტაძარი;
7.მეორე ტაძარი.
*ფილიშტიმელები დაიპყრობენ რჯულის კიდობანს და დაიტოვებენ შვიდ თვეს.

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

უკანონო ქცევის ანალიზი

ებრაელი ბრძენი მამები^ დაწვრილებით განიხილავენ რივკასა და იააკობის ” უკანონო” ქცევის ჭეშმარიტ აზრს.
საქმი ისაა, რომ ერთი შეხედვით თითქოსდა რივკამ და იააკობმა უსამართლო გზით, კერძოდ მოტყუებით მიიღეს იცხაკისაგან პირველშვილობის კურთხევა. ეს ჩანს თორიდანაც: ( ბერეშითი 27 : 35 )
“ნუთუ იმიტომ დაერქვა სახელად იააკობი, რომ უკვე ორჯერ მომატყუა? ჩემი პირმშოობა წაიღო და აი, ახლა წაიღო ჩემი კურთხევა.” -ამბობს ყესავი.
ამასვე ამბობს წმინდანი იცხაკიც: ( ბერეშითი 27: 35)
” მოვიდა შენი ძმა მოტყუებით და წაიღო შენი კურთხევა”.
მაგრამ განმეორებით ამტკიცებს იააკობის პირველშობილის უფლებებს:
“ვიდრე შენ მოხვიდოდი ვაკურთხე იგი, დაე კურთხეული იყოს!”
მიდრაში ამართლებს რივკასა და იააკობის საქციელს. საქმე ისაა, რომ ადამიანი შექმნილია იმისათვის, რომ სამართლიანად და პატიოსნად ემსახუროს ჰაშემს, იყოს ალალმართალი გ…სა და ადამიანების წინაშე. მთელი თავისი სიცოცხლე და ამქვეყნიური საქმენი ამ მიზნისაკენ უნდა მიმართოს. ხოლო თუ ადამიანი ცდილობს
დაიკმაყოფილოს მხოლოდ მატერიალური მოთხოვნები, ეს
ნიშნავს, რომ იგი ემორჩილება მხოლოდ ცხოველურ საწყის
მაგრამ თუ მოპოვებული მატერიალური კეთილდღეობა
სჭირდება იმისათვის რომ ესახუროს გ…ს და შეასრულოს
გამჩენის მიერ დაკისრებული მისია, მაშინ ასეთი სწრაფვა
თორის ხედვით გამართლებულია,, რადგან ეს ერთგვარი
” მოტყუებაა”, ცხოველური საწყისის, რაც ჩვენს შემთხვევაში
ეს ყესავის ” მოტყუებას” ნიშნავს.
თორა ამასთან დაკავშირებით სვამს კითხვას:
განა ადამიანს შეუძლია თავისი გონების ან “ეშმაკობის” ან
აშკარა მოტყუების გარეშე გაიმარჯოს გარეულ საშიშ მხეცთან ორთაბრძოლაში?

რა თქმა უნდა ვერ შეძლებს.
ამიტომ მიმართეს რივკამ და იააკობმა ტყუილს, სხვანაირად
ისინი ვერ შეძლებდნენ ყესავთან ბრძოლას და მაშინ იააკობი ვერ შეძლებდა ჰაშემისაგან დაკისრებული მისიის შესრულებას.
ყესავი დაჟინებით თხოვს კურთხევას მამას. რატომ?
მას ხომ არსებითად არ სჭირდება, არ აინტერესებს სულიერი სფერო? ეს დამტკიცებულია თორაში:
ბერეშითი 25:32:
“და უთხრა ყესავმა: აგერ,მე სიკვდილის პირისპირ დავდივარ და რისთვის მჭირდება პირმშოობამა?”
მაშ რა ამოძრავებს მას?
მას ამოძრავებს ერთი რამ, იააკობისადმი ცხოველური სიძულვილი, არ შეუძლია შეეგუოს, რომ იააკობი რომლის ყველა სწრაფვა და საქმიანობა მიმართულია გამჩენის
მსახურებისაკენ და რომლისთვისაც უცხოა ტყუილი, ხრიკები
ცხოველური ვნებები და მატერიალური სფეროს ინტერესები, იმარჯვებს მასზე მისივე ხერხით და იბრუნებს თავიდანვე განგებით განკუთვნილ უფლებებს.
გემარაში ბრძენები წერენ:
“რივკას სიბრძნემ გადაგვარჩინა”
რივკა არის ობიექტური დედა, იცის ვის სჭირდება აბრაჰამის კურთხევა, ვინ იქნება მისი გზის გამგრძელებელი
იცხაკიც ამას ფიქრობს, მაგრამ მას ჰგონია, რომ სიყვარულით და კურთხევის მიღებით ყესავს გამოასწორებს, სწორედ ამიტომ სთხოვს მოუტანოს ნანადირევი, რა სახლში არ ჰყავს პირუტყვი?
იცხაკს სურს მშობლის პატივისცემის მიცვის შესრულებით
გაუმტკიცოს კურთხევის ძალა. ე. ი. იცხაკი გვასწავლის, რომ
შვილის გამოსწორება შეიძლება დიდი სიყვარულით.
იცხაკი გამიზნულად იქცევა, რამეთუ იცის რომ მისი შთამომავლები შეცოდავენ და დაიმსახურებენ სასჯელს,
მაშინ იცხაკი მიუგებს ჰაშემს:
“კურთხეულო მეც მყავდა შვილი, ყესავი
მაგრამ მიყვარდა, შენც შეიყვარე ისინი
ხომ შენი შვილები არიან”.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი- მდინარაძემ.

პატივმოყვარეობა - ცოდვის საწყისია

ადამიანის ქცევის ნორმები და მათი ცხოვრებაში გამოყენების საკითხი, იუდაიზმის პრინციპების ქვაკუთხედია. თუ ადამიანი ამას არ გაითვალისწინებს, თუნდაც შეისწავლოს მთელი თორა ” ვერ მიაღწევს დანიშნულების ადგილს”.

გვაფრთხილებენ ჩვენი ბრძენები:
ცხოვრება შეიძლება შევადაროთ ვიწრო ბილიკს, რომელიც გადის ძალიან სახიფათო ადგილზე. რომლის ერთ მხარეს მძვინვარებს საშინელი ხანძარი, ხოლო მეორე
კი – ყინულოვანი მთებია. თუკი მიუახლოვდებით ცეცხლს ძალიან – დაიწვებით, ხოლო თუკი ყინულოვან მთას – გაიყინებით.
როგორ შეიძლება გავიაროთ ბილიკი უსაფრთხოდ?
მხოლოდ შუალედით?
სხვანაირად რომ ავხსნათ, ადამიანმა უნდა განსაზღვროს
რა არის სინამდვილეში მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, რა არის პრიორიტეტი მისთვის, რაზე უნდა გააკეთოს კონცენტრირება, მიჰყვეს ამ გზას და არ გადაუხვიოს ბილიკს, ვიდრე არ მიაღწევს მიზანს.

რაბი მორდეხაი სასონი გვიყვება იგავს
ჩიტი მეფობს ჰაერში, უცბად ხედავს მიწაზე რამოდენიმე
მარცვალს, ეშვება მიწაზე მის ასაღებად – მას კი იჭერენ.
თაგვი ჭამს ყველაფერს, ამიტომ არ განიცდის საკვების ნაკლოვანებას, მაგრამ დაინახავს რა ყველის ნაჭერს ხაფანგში, მიიჩქარის სიხარულით თავის დასაღუპავად.
დიდი თევზი ცურავს ზღვაში, სადაც საკვები უხვადაა დააღე პირი და თევზი თავისით ვარდება პირში და ასევე
მრავალი სახეობა წყალმცენარეებისა მათთვის საკვებად.
კიდევ რა აკლია მას?
მაგრამ ხედავს ჭიაყელას, რომელიც კიდია ანკესზე, როგორ შეიკავოს თავი? იტაცებს თევზი სატყუარს და ერთ
წამში აღმოჩნდება მიწაზე…
რამდენ უბედურებას გადაურჩებოდა ადამიანი თუკი დაკმაყოფილდებოდა იმით, რაც გააჩნია და არ გამოედევნებს საცდუნებელს.
ასევე დაემართა კორახს, მოინდომა მეტი და უფრო მეტი.
პატივმოყვარეობამ ჩაადენინა ცოდვა და დაკარგა ყველაფერი.
საშინელი ცოდვაა განხეთქილება, რომელიც ივრითზე ასე ჟღერს “მახლოკეთ” ( מחלקת)
מ-מרה -სიმწარე
ח-חרון- რისხვა
ל- לוכין – განსაცდელში ჩაგდება
ק-קללה-წყევლა
ת -תועבה – საზიზღარი საქციელი
ამიტომ ჰქონდათ ასეთი მკაცრი სასჯელი, რომ მათთვის გაიპო მიწა და ისინი ცოცხლად ჩაიტანა.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

მეფე შლომოს სიბრძნე

მეფე შლომო განსწავლული იყო ყველა მეცნიერებაში და აჭარბებდა ცოდნით ყველა თავის წინაპრებს.
მან იცოდა ცხოველების შესახებ უფრო მეტი ვიდრე თვით ადამმა, რომელმაც მისცა ყველა ცხოველს სახელი, მათი თავისებურობიდან გამომდინარე.
მეფე შლომოს ცოდნა ასტრონომიაში იყო უფრო ღრმა, ვიდრე აბრაჰამისა, რომელიც გვევლინება ამ სფეროში სწავლულად. მისი კომპედენტურობა სახელმწიფოს მართვაში აჭარბებს იოსეფა ცადიკის ცოდნას, ფრიად დახელოვნებულს კანონმდებლობაში.
შლომო იყო ასევე საუკეთესო ლინგვისტი, ვიდრე იოსეფი
რომელიც ფლობდა 70ენას. შლომომ კი იცოდა: ცხოველთა, ფრინველთა და ქაჯების ენაც კი.
მეცნიერების ყველა სფეროში შლომომ თავისი ცოდნით დაჩრდილა ყველა მეფეები და დედოფლები თავისი ეპოქისა.
თუმცა კი ეგვიპტელი ფარაონები ამაყობდნენ ასტროლოგიაში თავიანთი ცოდნით, შლომოს ერუდიცია ამ სფეროში იყო უფრო მაღალი, რაც ნათელია შემდეგი ისტორიიდან.
როცა მეფე შლომო შეუდგა ტაძრის მშენებლობას, ნეხოს
ეგვიპტის მეფეს სთხოვა გამოეგზავნა მისთვის ხელოსნები.
ნეხომ კი სთხოვა თავის ასტროლოგებს გაერკვიათ ხელოსნებს შორის ვის ელოდა იმ წელს სიკვდილი და სწორედ ისინი გაუგზავნა შლომოს. მაგრამ მათ ვერც კი მოასწრეს ასვლა იერუშალაიმში, რამეთუ შლომომ თავისი სიბრძნით შეიტყო ფარაონის ჩანაფიქრი და შეუთვალა ნეხოს: “სავსებით შესაძლებელია შენს ქვეყანაში არაა საკმარისი სუდარა, მიცვალებულთა დასაპატიოსნებლად,
გიგზავნი მას შენი ხელოსნებისათვის”.
შლომო განსწავლული იყო მეტისმეტად თორაში, მისი ცოდნა უფრო ღრმა და სრულყოფილი იყო ვიდრე უდაბნოს თაობისა, რომელთაც უწოდებენ ” დორ დეას” ( ცოდნის თაობას).
შლომოს დიდებულებასა და მის მრავალმხრივ ცოდნაზე მოწმობს მისი წმინდა წიგნები: კოჰელეთი, მიშლეი, გალობათა გალობა, რომლებიც შესულია თანახში. ( ამას გარდა მას დაწერილი აქვს რამოდენიმე ფსალმუნი თეჰილიმისათვის).
უხსნიდა რა ხალხს თვითოეული ჰალახის მნიშვნელობას შეეძლო მოეთხრო 3 000 ერთი მეორესთან დაკავშირებული
იგავი და მოეყვანა 1 005 სხვადასხვა დასაბუთება ბრძენთა დადგენილებაზე.
რამდენად ღრმა უნდა იყოს აზრი და მნიშვნელობა “წითელი ძროხის” მცნებისა, თუკი შლომო, უბრძენესი ადამიანი ადამიანთა შორის ამბობდა:
“მე შევისწავლე ის და შევეცადე გამეაზრებინა, მაგრამ ის ჩემ გონებას აღემატება”.
ამას ამბობს ადამიანი, რომელზეც დაწერილია:
“და მისცა ჰაშემმა შლომოს იმდენი სიბრძე, გაგება და ცოდ ის სიდიდე, რამდენი ქვიშაც დევს ზღვის სანაპიროზე”.
( პირველი მეფეთა წიგნი 5:9).
ეს ნათქვამი კი საუბრობს იმაზე, რომ მეფე შლომოს სიბრძნე ტოლფასია მთელი ებრაელი ერის სიბრძნისა
რომელიც იყო ისეთი მრავალრიცხვოვანი, როგორც ქვიშა ზღვის სანაპიროზე. მისი ინტელექტი აჭარბებდა ნებისმიერი ადამიანისას, მას შეეძლო გაერკვია თუ რა ფიქრები ჰქონდა თავში ნებისმიერადამიანს.
. მისი გადაწყვეტილება იყო ყოველთვის სამართლიანი და შეეძლო გაერჩია ყველაზე ჩახლართული დავა..
ჭეშმარიტად, ასევე შორსაა ჩვენი გაგებისაგან ის მიცვებიც, რომელიც გვესახება გასაგებად, მათი ჭეშმარიტი
აზრი ადამიანის გონებისათვის მიუღწეველია.
ჩვენ მათ ვასრულებთ, როგორც ჰაშემის ნებას.
” წითელი ძროხის” კანონი ცნობილი იყო მოშე რაბეინუსათვის.
მას გვასწავლის მაშიახ ბენ დავიდი, რაც შეიძლება მალე
ჩვენს დღეებში, ისრაელი ერის სასიკეთოდ ამენ გ…ნის
ნებით და სურვილით.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი- მდინარაძემ.

ებრაელების საბოლოო აღწერა

ჰაშემმა ბრძანა, რომ ეგვიპტიდან გამოსვლის მეორმოცე წელს მომხდარიყო ებრაელების აღწერა მოავის მინდვრებზე.
რა იყო ამის მიზეზი?

არაებრაელებმა სამჯერ ილაპარაკეს თავის არევაზე ებრაელებთან, ამტკიცებდნენ რომ ებრაელი ოჯახები არ იყო წმინდა და განაცხადეს რომ, ეგვიპტელები იყვნენ ბატონები მამაკაცებისა, რაც ნიშნავს რომ ფლობდნენ მათ ცოლებს. თვითოეულ ამ შემთხვევაში ჰაშემი იღებდა ზომებს იმაზე რომ სიმართლე გამხდარიყო ყველასათვის ცნობილი.
გ…მა მოიმოქმედა ისე, რომ ყველა ბავშვი ჰგავდა მამას.
ამას გარდა, თორა ხაზს უსვამს, რომ ეგვიპტელებისაგან დაიბადა მხოლოდ ერთი ბავშვი და ყველა დანარჩენ ებრაელებს აქვთ უბიწო შთამომავლობა.
როცა ებრაელებმა შესცოდეს შიტიმში მოაველ და მიდიანელ ქალიშვილებთან, სხვა ერებმა ისევ წამოაყენეს ბრალდება.
ჰაშემმა ბრძანა ჩატარებულიყო აღწერა, რათა დაედგინათ თვითოეული ებრაელის წმინდა შთამომავლობა.
მესამედ ეზრა სოფერის დროს ისევ ალაპარაკდნენ ებრაულ ოჯახებზე, იმიტომ რომ მრავალმა ებრაელმა მამაკაცმა მოიყვანეს ცოლად არაებრაელები.
ეზრამ ბრძანა: ” რათა გაედევნათ არაებრაელები ქალები უკან თავიანთ ოჯახებში”.
თქმულება გვამცნობს: ეზრა 10 :17.
“და დაასრულეს ყველა საქმე ქმრებისა, რომელთაც მოიყვანეს სხვა ცოლები პირველი თვის პირველ დღეს …”
ამრიგად ეზრამ აღმოფხვრა ცუდი ელემენტი ისრაელ ერში.
აღწერა მოხდა მოშეს გარდაცვალებამდე. მოშეს როგორც მწყემს, მფარველს ( ფარისას) ევალებოდა დაეცვა
ებრაელები, როგორც სულიერად ასევე ფიზიკურად.
ჩაატარებდა რა აღრიცხვას სიკვდილის წინ, დაანახვებდა შემდგომ თაობას, რომ შეასრულა თავისი მოვალეობა და დატოვა თავის შემდეგ 600 000 მამაკაცი, ყველა ერთგული ჰაშემის და მისი წმინდა თორის.
გამჩენი ითვლის ებრაელ ერს ყოველი უბედურების შემდეგ.
როგორც ავღნიშნეთ ეს მოხდა წმინდა მიწაზე შესვლის წინ, რათა დაედგინათ თუ ვინ იმსახურებდა წილს წმინდა მიწაზე. მიწა გადაეცათ მათ ვისაც უკვე შეუსრულდა 20წელი.
უწინ ჩატარდა მუხლების აღწერა საერთო რაოდენობით, შემდეგ კი დადგინდა ლევების რიცხვი ( მათ არ მიუღიათ მიწა) ერევ რავი კი საერთოდ არ აღრიცხულა.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

თორის კვირის თავი - "ნოახი"

რისთვის გააჩინა ჰაშემმა ისეთი არსება, რომელიც არ ინდობს შვილებს?

ბერეშითი 8 :7
” და გაუშვა ყვავი, ხოლო ის გავიდა და უკან დაბრუნდა”.
მიდრაში გვიხსნის:
ყვავმა უსაყვედურა ნოახს : “შენ და შენ ჰაშემს მე არ გიყვარხართ, გამიშვი დასაღუპავად”.
ყვავმა გამორიცხა ჰაშემის ბატონობს საკუთარი თავიდან.
ნოახმა უპასუხა: “რა უმადური ხარ, ჩემი ღ…ს და ჩემი, მთელი წელი გაჭმევდი, ასეთი ცუდი ბუნება გაქვს.
ღ…თო რისთვის გააჩინე ეს არსება? -იკითხა ნოახმა.
მალბინი ხსნის:
ადამიანში თავმოყრილია ერთად მრავალი თვისება:

ლომის გმირობა, ვეფხვის უშიშრობა,
არწივის სიმსუბუქე, ირმის სისწრაფე,
სახედრის სიშტერე, მელიის ცბიერება,
კატის სისუფთავე, ძაღლის ერთგულება.
ადამიანი მატარებელია ჩამოთვლილი ყველა ამ თვისებისა, მაგრამ თვითონ ირჩევს დადებითს ან პირიქით
ადამიანმა აიღო ყვავისაგან დაუნდობლობის თვისება.
ორ არსებას – მტრედს და ყვავს გააჩნიათ საპირისპირო თვისება. მტრედი – მოწყალების და ლმობიერების სიმბოლოა, ყვავი კი დაუნდობლობის.
ყვავს როცა უჩნდება ბახალები, ისინი არიან თეთრები, მამა მათ ტოვებს, რადგან არ თვლის საკუთარ შვილებად.
წერს იოვი 38 : 41:
“ყვავს ვინ უმზადებს საგზალს, როცა მისი ბახალები ღ…ს
შესჩხავიან?”
რა თქმა უნდა გულმოწყალე ღ…ი!
ასევეა ხამასი, მათ საკუთარი შვილები არ ებრალებად, რადგან თვისებებიდსნ აირჩიეს დაუნდობლობა, როგორც ადამიანების ასევე საკუთარი შვილების მიმართ.
ჰაშემი კი გვასწავლის სიყვარულს სხვა ადამიანების მიმართ და გვავალებს შევიძინოთ მტრედის თვისებები:
მოწყალება და ლმობიერება, სწორედ ამიტომაა ისრაელი ერი შედარებული მტრედთან. ჩვენ ეს ადამიანის სახის მქონენიც კი გვებრალებიან, მათგან განსხვავებით შვილებს
მკვლელებად და სიკვდილისათვის რომ ზრდიან.
სეფერ გილგულიმი წერს:
“თუ ადამიანი დაუნდობელია, გარდაცვალების შემდეგ, მისი
სული ჩადის ყვავში და როცა დაიბადება განიცდის მამის მიერ მისადმი დაუნდობლობას”.
ისევე, როგორც ჰაშემი ზრუნავს ყვავის ბახალებზე, ასევე როცა მოისმენს ისრაელის შვილების ლოცვას – უპასუხებს.
რაც შეიძლება ჩქარა, ვიხილოთ მის მიერ ნამოქმედარი საწაულები, ისრელის შვილთა სასიკეთოდ, ამენ ვეამენ!

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

იგავი მოშესაგან

ერთხელ ფერმერის სახედარი ჩავარდა ჭაში.
ვიდრე ფერმერი ფიქრობდა როგორ დახმარებოდა პირუტყვს, ის გამოსცემდა საბრალო ბგერებს. ბოლოს ფერმერმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩათვალა რომ სახედარი უკვე დაბერდა, აღარაა საჭირო ფერმისათვის და მოიწვია მეზობლები რათა ამოევსოთ ჭა მიწით.
ყველა შეუდგა ერთობრივად მეზობლის დახმარებას.
სახედარი კი მაშინვე მიხვდა თუ რა ემუქრებოდა და დაიწყო ჭყივილი, შემდეგ კი ყველას გასაოცრად გაჩუმდა.
რამოდენიმე მიწის ჩაყრის შემდეგ ფერმერმა გადაწყვიტა შეემოწმებინს და ენახა რა ხდებოდა ჭაში. ფერმერი გაოცდა იმისაგან რაც დაინახა, ყოველი გოჯი მიწის ჩაყრის შემდეგ, რომელიც ეცემოდა მის ზურგს, სახედარი ყრიდა,
იბერტყავდა და დგებოდა ჩაყრილი მიწის ზევით.
მალე ყველა გაოცდა, როცა დაინახეს თუ როგორ ამოხტა სახედარი ჭიდან და გაიქცა როგორც ცეცხლმოკიდებული.

ცხოვრებაში შესაძლოა შეგხვდეთ ბევრი უსიამოვნება,
ჭუჭყი გესროლონ და ბედისწერამ შესაძლოა გამოგიგზავნოთ ახალ ახალი გამოცდები, მაგრამ ეცადეთ ყოველთვის როცა მოგხვდებათ მუჭა მიწა ჩამოიბერტყეთ და ამაღლდით.
ყოველი წარმოქმნილი პრობლემა, ესაა შანსი გახდეთ უფრო უკეთესი, თუკი არ დანებდებით, შეძლებთ გამოსვლას
ნებისმიერი სიტუაციიდან, თვით ყველაზე ღრმა ჭიდან ამოსვლას.


მოგაწოდათ ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

კვირის თავი " ვაიხი"

“და იცხოვრა იააკობმა ეგვიპტის ქვეყანაში ჩვიდმეტი წელი”. (ბერეშით 47 : 28).
იააკობის სიცოცხლეში იყო მხოლოდ 17წელი ბედნიერი, როგორც ეს კოდილირებულია სიტყვაში “ვაიხი” ( ויחי ) -34
რიცხვითი მნიშვნელობით, 17წელი იოსეფის დაბადებიდან მის დაკარგვამდე და 17წელი ეგვიპტრში ცხოვრების ბოლო წლები. ( ბაალ ჰატურიმი).
წერს წმინდა ზოჰარი, ეს 17წელი იყო მთავარი, რამეთუ იყო ბედნიერი, მხიარული. თუ ადამიანი არაა მხიარული ის არ ცოცხლობს. რატომ იყო მხიარული?
იპოვა იოსეფი. ასევე ცნობილია რომ 17 არის გემატრია სიტყვისა “ტოვ”( טוב).
“და იააკობი ცხოვრობდა ეგვიპტეში 17წელი” მაგრამ ყველა ეს წლები გ…ნის შეხინა იყო მასთან და ამიტომ იწოდება ეს წლები ” სიცოცხლედ”. ( ზოჰარი 1,216ა).
რაბი ნახმანი სვამს კითხვას:
“ძნელია გაიგო ცხოვრობდა წმინდა მიწაზე დიდხანს და არ ჰქონდა სიმშვიდე, ეგვიპტეში კი სულიერად ყველაზე დაბალ და დაცემულ ადგილზე ჰქონდა სიხარული? ისრაელში უნდა ჰქონოდა სიმხიარულე.
აქ რაბი ნახმანი გვაძლევს მნიშვნელოვან რჩევას.
რა არის სიხარული? ეს არის ენერგია ( დადებითი). როცა მოდის დარდი, ნაღველი ის უნდა შეცვალო სიხარულით.
ჩვენი მამების სამუშაო იყო, მოეტანათ ჩვენთვის სიხარული, ეჩვენებინათ ჩვენთვის სწორი გზა, არ გვქონოდა
ზეგავლენა გულისთქმისა, რომ გვქონოდა სიხარული.
რაბი ნახმანი გვასწავლის როგორ გავახაროთ საკუთარი თავი: ეცადე, რომ ყველაფერმა თვით შენმა უმნიშვნელო მოქმედებამ მოგანიჭოს სიხარული: ილოცე, თეფილიმი დაიდე, სხვას დაეხმარე, დიდი სიხარულია ჰაშემის გზაზე სიარული. რაბი ნახმანი გვასწავლის, თუნდაც ის რომ ებრაელად დაიბადე უნდა განიჭებდეს დიდ სიხარულს.
მატერიალური სიხარული დროებითია, არაა ხარისხიანი
რამეთუ არაფერი არ გრძელდება დიდხანს, ადამიანს მუდამ უჩნდება ახალ – ახალი სურვილები.
რაბი ნახმანი გვასწავლის ყველანაირი დარდი თუ ნაღველი შევცვალოთ სიხარულით, ესაა ნამდვილი სიცოცხლე, ამას გვასწავლიან ჩვენი ბრძენები.
რაბი მოშე ქოენი ჯერბიდან წერდა თავის წიგნში:
” არ არის უარესი დარდისა და მოწყენილობისა”.
ჰაშემი არ ჩნდება იქ სადაც არაა სიხარული!
აგრძელებს რაბი მოშე ქოენი:
“ცნობილია ყველასათვის: ექიმებისათვის, ბრძენებისათვის
მეფე შლომოსათვის – რომ მუდმივი დარდი და მოწყენილობა, ნამდვილი შხამია!” და რომ სრულიად ჯამრთელი ადამიანი, მაგრამ მუდმივად მყოფი დარდში,
თუმცა კი ვერ გრძნობს ცვლილებას, თანდათან სუსტება-
– ფიზიკურად, გონებრივად და სულიერად.

ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია თორის მცნება
გიხაროდეს სიცოცხლე!!!
ეცადეთ შეასრულოთ თორის მცნება,
მიუხედავად ყველაფრისა, იყავით მხიარულნი!!,

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი – მდინარაძემ.

შოვავიმი ( ნაწილი 1)

ლურიანული კაბალის აზრით, როცა იწყება ხუთწიგნეულის მეორე ნაწილის ” შმოთის” კითხვა შევდივართ წმინდა და ამაღლებულ დღეებში, რომელთაც ეწოდებათ “შოვავიმი” ( ცელქები) და არის აკრონიმი თორის
6თავისა: “შმოთ, ვაიერა, ბო, ბეშალახი, ითრო, მიშპატიმი.
გაონი რაბი ბენციონ მუცაფი ამბობდა:
არი ჰაკადოში გვასწავლის, რომ ამ დღეებში ადამიანს შეუძლია გამოასწოროს ყველა ცოდვები, რომელიც მოიმოქმედა წლის მანძილზე და თვით მთელ სიცოცხლეში, უფრო მეტიც, შეუძლია გამოასწოროს თავისი სული ყველა იმ ცოდვებისაგან, რომელიც ჩაიდინა ყველა თავის
“გილგულში” დღემდე – ასეა დაწერილი კაბალის წიგნებში
.
შლა ჰაკადოში წერს ამ დიდებულ დღეებზე შემდეგს:
“ადამიანს თუკი ეცოდინებოდა ამ დღეების ჭეშმარიტი მნიშვნელობა არ მოისურვებდა არაფრის ჭამას იმ სიხარულისაგან რომელსაც შეიგრძნობდა, რამეთუ ამ დღეებს შეუძლიათ გამოსყიდვა ყველა ცოდვებისა.
რით განსხვავდება ეს დღეები სხვა დღეებისაგან?
არიზალი გვიხსნის, რომ ეს დღეები სავსეა კურთხევებით და სხნით. ამ პერიოდში თორის კვირის თავების წაკითხვით
რომლებიც აღვიძებენ სულიერ სინათლეს, სწორედ იმ სინათლეს, რომლებიც ანათებდნენ ათასწლეულების წინ და მოგვყვება დღევანდელ დღემდე.
ამ თავებში მოთხრობილია ზღვის გაპობაზე, რომლის შედეგადაც ისრაელის შვილები გამდიდრდნენ.
არიზალი გვასწავლის რომ ის შუქი ბრუნდება და იღვიძებს თავიდან ჩვენს დღეებში.
წერს ასევე ცადიკი ავტორი წიგნისა ” ტიფერეთ ჰაარონ”
” შოვავიმის” დღეები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მონანიების ათი დღე, ეს ის დროა როცა ებრაელების ლოცვები მიიღება, მხოლოდ საჭიროა რომ შეძლო ეს დრო
გამოიყენო.
რაბი ხიდა წერს:
” თუნდაც რომ ადამიანი იმყოფებოდეს ყველაზე დაბალ საფეხურზე , თუკი შეეცდება ამ დღეებში გამოასწოროს თავისი ქმედებები – შეძლებს შეცვალოს ბევრი რამ ზეცაშიც კი.
გაონი ბენციონ მუცაფი ამბობს:
“დაე, ეცადოს ყველა ებრაელი წარმოთქვას ” შმა ალამიტა”
აზრების მოკრებით, რადგან ეს გვე ვლინებს სულის დიდ გამოსწორებად. ამბობს რაშბი ( შიმონ ბარ იოხაი) ზოჰარში
მისი წარმოთქმით ადამიანი ანადგურებს 1225 სულიერ მავნებელს.
თქვა “ოევ ისრაელ” (ისრაელეს მოყვარულმა) აპტიდან:
შოვავიმის დღეები ჰგავს ” თავშესაფარ ქალაქს”.
500წლის წინ ბრძენებმა გამოიკვლიეს, რომ წელიწადში არ არის მარტო 40დღე, როცა ხდება მონანიება ელულის თვიდან ქიფურის დღემდე. 500წლის წინ მიიღეს უფლება გამოეთვალათ წელიწადში 6კვირა, 42 დღე ” შუვა ბანიმ შოვავიმ”( ცელქო შვლებო დაბრუნდით).
500წლის წინ არსებული გალუთის სიმძიმე, შევიწროება, დევნა, ცხოვრების მძიმე პირობები, საჭირო იყო ერისათვის
პოტენციური დღეები ამის გასაძლებად, რამეთუ ამ დღეებს აქვთ უფრო მეტი გავლენა ვიდრე მონანიების 40დღეს.
ჩვეულებრივ ეს დღეები ეხებათ კაცებს ვიდრე ქალებს მაგრამ ფართო მცნებით ეხებათ ქალებსაც რამდენადაც კავშირი ( ბრით) – ეს არის სწორი და ჭეშმარიტად დადგენილი კავშირი, მაშინ როცა ქალბატონი არ იცავს ერთგულების კავშირს და ” იფანტება” ფიქრებში, სიტყვებში და მოქმედებაში ამით ზიანს აყენებს თავისი კავშირის ნაწილს. როგორ?
სამზერად აჩენს თავის სხეულს, ფეისბუკში ალაგებს სურათებს ( არამოკრძალებულს) და ა. შ.

რჩევა გათხოვილ ქალბატონებს
არის ტრადიცია ყოველწლიურად გაიმეორონ ოჯახური სიწმინდის კანონები.
” წმინდა ქალების დამსახურებით გამოვიდნენ ჩვენი მამები ეგვიპტის მონობიდან”. ( ტრაქტატი სოტა 11:2).
მომავალი ხსნაც იქნება ებრაელი ქალებისა და ქალიშვილების დამსახურებით. როგორ?
ჰალახის მიხედვით გარანტირებული იყოს: ქაშერი საკვები,
შაბათისა და დღესასწაულების სანთლების ანთება და დაცული იყოს ოჯახური სიწმინდის კანონენი.
რჩევა გასათხოვარ გოგონებს
მშობლების პატივისცემა. როგორ ხსნის ებრაული კანონი
პატივისცემის გამოხატვას მშობლებისადმი?
ბრძენების აზრით პატივისცემა ნიშნავს ღრმა ერთგულებას ოჯახის ტრადიციებისას და ზრდილობის წესების დაცვას.

რა ევალებათ მამაკაცებს ამ პერიოდში?

მამაკაცმა უნდა გამოიჩინოს დიდი ძალისხმევა და გაძლიერდეს მოკრძალებულობასა და ” თვალების შენახვაზე” იმარხულოს ცოდვების გამოსწორებისათვის
კვირაში ორი დღე, ორშაბათი და ხუთშაბათი დილადან ვარსკვლავების გამოსვლამდე.
ადმორი ჰახაკენი ამბობს, ვისთვისაც საზიანოა მარხვები შეცვალოს ცედაკით რადგან ფული ეს სიცოცხლეა და მისი გაცემით თითქოს გასცემ შენს ნაწილს.

ჟუჟუნა ( სიმხა გაზნელი მდინარაძე).

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.