...

თორის სიბრძნე 1

იქ სადაც არის რწმენა – არის იმედი,
იქ სადაც იმედია – არის სასწაული. რაბი ნახმანი.

რა შეიძლება გაჩნდეს სიზარმაცისაგან?
მხოლოდ წარუმატებლობა. რაბი შლომო იბნ-გაბიროლი.

შურიანის წუთისოფელი მოკლეა.

სჯობს ერთელ გაკეთება, ვიდრე ათასჯერ ( დარდიანად)
ამოხვნეშა.

მგზნებარე ( ცოდვის ჩადენის) სურვილი – ეს სულის
დაავადებაა და სიკვდილი სიცოცხლის.

ძნელია შენიშვნის მიცემა, მაგრამ ზოგჯერ უფრო
ძნელია გაჩუმება. რაბი იოსეფ-იცხაკი ლიუბოვიჩიდან.

უკეთესია იყო სულელი, რომელსაც სჯერა ყველაფრის,
ვიდრე სკეპტიკოსი, რომელსაც არ სწამს არაფერი,
თვით სიმართლეც კი. რაბი ნახმანი.

ის ვინც აკონტროლებს თავის თვალებს ( მხედველობას)
კლავს ცუდ ძალებს. რაბი ნახმანი.

რებე შალომ დოვ – ბერი ( რაშაბი ) ამბობდა:
“გულის სიცივესა დაჰაშემის უარყოფაში – მხოლოდ
წვრილი ტიხარია.” ნათქვამის: დვარიმი 4 : 24
“რამეთუ შენი ჰაშემი ღ…ი – შთანმთქმელი ცეცხლია”.

ყველაზე დიდი და აუცილებელი საჩუქარი,
რომელიც შეგიძლია მისცე შენს შვილს
სიყვარულია. რაბი ნახმანი.

ლოცვას აქვს სასწაულის ძალა. მეფე ხიზკიაუ.

ლოცვა რს ყველაფერია, როცა გვინდა რაიმე:
ჯამრთელობა, წარმატება, ფარნასა და ა. შ.
ბენ იშ ხაი.

ყოველ დღე ილოცე სარჩოზე. რაბი ხაიმ ვიტალი.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

თორის სიბრძნე 2

არაფერი არაა ადამიანის კონტროლის ქვეშ
ყველაფერი შემომქმედის ხელშია.

დრო ცრუობს, ბევრი აგროვებს ქონებას
მაგრამ მთელი სიმდიდრე იკარგება,
ზოგი კარგავს სიცოცხლეშივე,
ზოგი კი სიკვდილის შემდეგ.

სიტყვის ფასი კაპიკია,
დუმილი – ძვირფასი ქვა.

ვინც უბრაზდება სულელს – თვითონაა სულელი.

ტანჯვა – წვალება უფრო წმენდს ადამიანს, ვიდრე თორა.

როცა ჰაშემი გზავნის ტანჯვას – ეს საჩუქარია,
რისი დახმარებითაც მას უახლოვდებით.

აირჩიო სიცოცხლე – ეს ხელოვნებაა.

რაც გექნება ნაკლებიპატივი,
უფრო ბედნიერი იქნები.

ადამიანის მთავარი სიბრძნე, მისი კარგი თვისებებია.

ვინც დასცინის სხვებს, დაასრულებს იმით, რომ იცინებენ მასზე.

ყური რომელიც ისმენს ცხოვრების დარიგებას,
ბრძენთა შორის დამკვიდრდება.

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი – მდინარაძემ.

თორის სიბრძნე 3


ყური, რომელიც ისმენს ცხოვრების დარიგებას,
ბრძენთა შორის დამკვიდრდება.

სიმდიდრეს, სიბრძნის გარეშე,
დაკარგავს სწრაფად მფლობელი.

ბრძენი და ჭკვიანი ქალი, ღირსია უთვალავი სიმდიდრისა
და სამეფო გვირგვინისა.

ღარიბი არაა ის ვისაც ცოტა აქვს,
არამედ ის, ვისაც სურს ბევრი.

გაღელვებთ პრობლემა, იფიქრეთ გადაჭრაზე
და არა თვით პრობლემაზე.

ცხოვრებამ მასწავლა ერთი ოქროს წესი
არ ელოდე არავისაგან არაფერს.

ვინც ვინმეზე მივუთითებთ ერთი თითით,
ჩვენზე მიუთითებენ სამი თითით.

წარმატება ისაა, როცა ათჯერ დაეცი,
მაგრამ ათჯერვე წამოდექი.

თორის სიბრძნე 4

როგორც სული ეხმარება ადამიანს შეასრულოს ნებისმიერი ქმედება, ასევე ადამიანი ეხმარება
სამყაროს არსებობას.


რისხვა მოკლავს ბრიყვს, ხოლო უგუნურებს შური.
იოვი 5 : 2.

ადამიანი ჩნდება ტანჯვისათვის,
ვითარცა ნაპერწკალი – ზევით ასაფრენად. ( იოვი 5 : 7 ).

ადამიანს რომელსაც შეუძლია მოისმინოს შეურაწყოფა
ღიმილით, მეფობის ღირსია. ( რაბი ნახმანი ).

არის დრო ლაპარაკის და არის დრო დუმილის. როდის?
როცა შეგარცხვენენ. ( ბენ იშ ხაი ).

მას, ვისაც არა აქვს სირცხვილის გრძნობა,
დაუფიქრებლად შესცოდავს. (იეშაიაუ 3 : 9 ).

სიცოცხლეზე რომელზეც ვჩივით, სხვისთვის არის ოცნება.

,სამყარო არსებობს მათი დამსახურებით,
ვინც არ თვლის საკუთარ თავს სამყაროს ღერძად.

ვინც გაურბის პატივს,ვერ აღწევს მიზანს ,
პატივი თვით მისდევს მას.

თორის სიბრძნე 5

ვიდრე არ დაინახავთ ადამიანში სიკეთეს
თქვენ მას ვერ დაეხმარებით.

ყველაზე სწორი საშუალება განკურნებისათვის
არის — რწმენა. რაბი არუში.

ყოველი, ვინც ბრაზდება, თითქოსდა ემსახურება კერპებს.
შაბათი 105ბ.

ვინ დაიმკვიდრებს მომავალ სამყაროს?
ის, ვინც მუხმოდრეკილი და მორჩილია.
სანჰედრინი 88ბ.

დაე, ადამიანს ყოველთვის ეშინოდეს ზეცის.
ელიაუ რაბა. ნაწილი21.

ღირსეულია ის, ვინც ამ ქვეყნად იმცირეს თავს.
ზოჰარი ნაწილი3. 168ა.

გულით მლიქვნელებს, მოაქვთ რისხვა.
იობი 36: 13.

ბოროტი სიცოცხლეშიც მკვდრად ითვლება. ბრახოთი 18ბ.

ჰაშემს აქვს სამი პასუხი შენს თხოვნაზე : დიახ; ჯერ არა ;
მაქვს უფრო უკეთესი შენთვის. ჩვენი ბრძენები.

მზაკვარი ვერ დაივანებს ჩემს სავანეში. შაბათი 119ბ.

მორწმუნე იცხოვრებს თავისი პატიოსნებით. ხავაკუკი 2:4.

შენ ხარ ვალდებული თქვა რასაც მოისმენენ,
და არ წარმოთქვა ის, რაც არ იქნება მოსმენილი.
ბაბილონის თალმუდი, იემავოთ ( 65ბ ).

ჭკვიანი ადამიანი დააფასებს თქვენში ყოველივეს,
რაც უცოდინარს სურდა შეეცვალა. რაბი ნახმანი.

დღევანდელი დღე — ვიდევ ერთი საჩუქარია შემომქმედისაგან, არ დაგავიწყდეს უთხრა — მადლობა.
რაბი ნახმანი.

ზოგჯერ დუმილი, გვევლინება საუკეთესო პასუხად.

დუმილი ოქროა, ხოლო გაჩუმება საჭირო მომენტში
ეს სიბრძნეა.

დააფასეთ ისინი, რომელთაც შეუძლიათ დაინახონ თქვენში
სამი რამ : დარდი, რომელიც იმალება ღიმილის უკან,
სიყვარული — დამალული მრისხანებაში და მიზეზი
თქვენი დუმილის.

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი — მდინარაძემ.

თორის სიბრძნე 6

როდისაა ადამიანი მხიარული?
როცა აქვს პასუხი ბაგეზე.

როცა სასამართლო არაა დედამიწაზე,
არის ზეცაში, რომლის განაჩენი უფრო სამართლიანია.

ადამიანს ატარებენ იმ გზებით, რომელზეც სურს სიარული.
თალმუდი, ტრაქტატი მაქოთ 10ბ.

თვითშემსწავლელი არ ჰგავს მას,
ვინც ისწავლა მასწავლებელთან. ქეთუბოთის ტრაქტატი111.

ცუდი მშვიდობა სჯობია, კეთილ კამათს.
რაბი იცხაკ ზინბერნი.

მთელი ზეცა არის სიმღერა. რამხალი.

არ არის ფქვილი, არ არის თორა,
არ არის თორა, არ არის ფქვილი. ებრაული სიბრძნე.

იმისათვის რომ შენში დაისადგუროს მშვიდობამ – გაიღიმე.

ნამდვილი ღიმილია, როცა იღიმის არა მარტო პირი,
არამედ გულიც.

ოსტატობაა ადამიანმა ისწავლოს ამ სამყაროში, გაჩუმება.
ხულინი 89ა.

იცოდე!!,
შეუნდე — განიკურნები,
ხოლო პატიებით — დამშვენდები.
ჩვენი ნეტარხსენებული ბრძენები.

როცა მამა ეხმარება შვილს — ორივე იცინის,
როცა შვილი ეხმარება მამას — ორივე ტირის.
ებრაული სიბრძნე.

როცა შენ ყვირი — შენი ესმით,
საუბრობ — გიგებენ,
ხოლო როცა იღიმები — უყვარხარ. რაბი ნახმანი.

ადამიანს ეკრძალება ფულის გაყალბება,
მაგრამ ფული — ხშირად აყალბებს ადამიანს.

ღარიბს მოაქვს გაცილებით მეტი სიკეთე მდიდრისათვის,
ვიდრე მდიდარს ღარიბისათვის.

ვინც მოყვასს ხვდება სახის კეთილი გამომეტყველებით,
ჩუქნის ყველაზე ძვირფას საჩუქარს.

ადამიანო, რა გაქვს საამაყო? კარგად დაფიქრდი,
უბრალო მწერიც კი შეიქმნა შენზე უწინ.

ვის ცოდვებს პატიობს ჰაშემი?
მათ ვინც პატიობს ცოდვებს ( მათ ვინც აწყენინა ).
ბაბილონის თალმუდი. როშ ჰაშანა 17ა.

მშობლების სიყვარული მიმართულია შვილებისაკენ,
მაგრამ შვილების სიყვარული კი არის თავის საკუთარ
შვილებზე. ბაბილონის თალმუდი. სოტა 49ა.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი – მდინარაძემ

თორის სიბრძნე 7

სადაც არ უნდა ვიყოთ, გ…ნი ჩვენთანაა.
იერუშალაიმის თალმუდი, ბრახოთი9:1.

ის რაც გეკუთვნის შენ ნამდვილად, შენგან არ წავა.
რაბი ნახმანი.

დეპრესია – ეს გულისწყრომაა, ჩივილი ჰაშემზე,
იმიტომ რომ არ მოგცა ის, რაც გინდოდა.
რაბი ნახმანი.

უყურე ვარსკვლავებს, მაგრამ იდექი ფეხზე მტკიცედ.
ებრაული სიბრძნე.

მას, ვინც იღიმება უმიზეზოდ,
გამჩენი მისცემს ათას მიზეზს გაღიმებისას.
რაბი ნახმანი.

მდიდარს უნდა ფული,ასევე ღარიბს სურს ფული,
მხოლოდ ბრძენს სურს – ჯამრთელობა.
ებრაული სიბრძნე.


დაუბრუნდით მას, ვის წინაშეც დიდად შესცოდეთ.
იეშაიაუ 31 : 6.

რამდენადაც დიდია სიმართლე,
მით უფრო მცირეა მისი საზღვრები.
რებე ლიუბოვიჩი.

ამაყი ადამიანი – უხეშია, სისაძაგლედ იწოდება
არ შეიტანო შენში. მასეხეთ სოტა.

აღმოაჩინე ადამიანებში წყარო აღმაფრენის.
უბრძენესი შლომო.

თორის სიბრძნე 8

ვერაფერი ვერ დაუდგება წინ მტკიცე სურვილს.
ზოჰარი2. გვ.162

კანონი ავსიტყვაობის: ის რაც არ შეიძლება მოჰყვე,
არ შეიძლება მიიღო. ხაფეც ხაიმი 1ნაწილი, 6განყოფილება, პუნქტი9.

სამყაროს გამგებელო, მსურს დაგელაპარაკო…..
არა იმისათვის რომ რაიმე გთხოვო,
არამედ გითხრა ყველაფერზე მადლობა. ნახმანი.

თვით გრძელი გზაც კი, იწყება პატარა ნაბიჯით. ნახმანი.

სასჯელი მატყუარასი იმაშია, რომ მისი არ სჯერად მაშინაც კი, როცა ის ამბობს სიმართლეს. ნახმანი.

წარმატებისაკენ მყოფ კარზე ყოველთვის ჰკიდია
ფირფიტა ” ბიძგება”. ებრაული სიბრძნე.

ცადიკების გული, მათ ხელშია. ხაზალი.

არ გარდაქმნა მშვენიერი – სისაძაგლედ,
და ნუ დაკავდები კარგის ცუდად გარდაქმნით.
დერეხ ერეც ზოტა.

ადამიანი თავისი ზნეობით, სარგებლობის მომტანი
უნდა იყოს ხალხისათვის. ” რეშით ხოხმა”.

ნუ იქნები სხვისი დამცინავი და ნუ იქნები
გამზვიადებელი. მასეხეთ ავოთი.

მცირეოდენი ზიანიც კი არ მიაყენო ადამიანს,
ასაკით პატარასაც კი. ბრძანა თანამ.

ზნეობრივ სიმახინჯეს ჩამოსცილდი, არანაწილობრივ
არამედ მცირედი დროც არ დაუთმო. რამბამი.

საერთო წესია: ვინც დღეს გიყვებათ ჭორებს,
ხვალ იჭორავებს თქვენზე. ნახმანი.

ღიმილი აღებს გულს. ბრესლაველი რაბი ნახმანი.

თუკი ადამიანი პატივს სცემს მამას და დედას,
კურთხეული გ….ნი ამბობს:
ეს ნიშნავს, რომ ის მე მცნობს.
ბაბილონის თალმუდი, ტრაქტატი ნიდა31ა.

ის ვინც ჰაშემს ემსახურება სიყვარულით,
ღირსეულია მასზე, ვინც ამას აკეთებს შიშით.
ბაბილონის თალმუდი, ტრაქტატი სოტა31ა.

ჩვენს დროში, როცა არ არის ტაძარი და სამსხვერპლო,
სადაც მიჰქონდათ გამწმენდი მსხვერპლები,
მხოლოდ მონანიებით შეიძლება დაიმსახურო შენდობა.
მონანიები გამოისყიდის ყველა ცოდვას.
რამბამი, მიშნე თორა, კანონები თორის ძირითად
პრინციპებზე 1,3.

თუკი ავტობუსი, რომელსაც ელოდი,
არ გაჩერდა შენთვის, ნიშნავს ის არ იყო შენთვის.
რაბი ნახმანი.

მოამზადა ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

თორის სიბრძნე 9

როცა სიყვარული ნამდვილია, ის ისე დიდია,
რომ არ რჩება ადგილი მისთვის. რაბი ნახმანი.

ყველა ტყვიას – აქვს თავისი მისამართი.
რაბი სიმხა ჰაქოჰენი.

როცა ჰაშემი წყვეტს შენს პრობლემებს,
შენ გჯერა რომ მას შეუძლია.
როცა ის არ წყვეტს შენს პრობლემას,
ეს იმიტომ, რომ სჯერა, რომ შენ შეგიძლია. რაბი ნახმანი.

თუ გსურს დაეხმარო ადამიანს, შენ გამოსწორდი,
დაეხმარე მას დაინახოს შენი ღირსება.
რაბი არუში, წიგნიდან ” მადლიერების ბაღი”.

წმინდანის ლოცვა – აუქმებს ზეცის განაჩენს.
რაბი ნახმანი.

ის ვინც იძლევა სიცოცხლეს, გზავნის საზრდოს.
ებრაელი ბრძენები.

მოისმინე შენი დამცირება და დარჩი მდუმარე.

თუ გსურს მიაღწიო სრულ გამოსწორებას
თუ გარცხვენენ მიიღე მდუმარედ.

როშ ჰაშანიდან ქიფურამდე, 7დღე – იძლევა
თეშუბის განუმეორებელ შესაძლებლობას.
რაბი იცხაკ აშკენაზი – არიზალი.

საფუძველთა საფუძველი და არსი ადამიანისა
არის – შეიცნოს ფასეული და მნიშვნელოვანი.
რაბი იერუხამ ლევოვიცი.

ჰაშემის რჩებს მხოლოდ იქ,
სადაც არის სიხარული. ( შაბათი 30 ბ.)

ყოველი ადამიანი ვალდებულია, განსაჯოს საკუთარი თავი
საუკეთესო მხრით და მონახოს თვისი დადებითი და
მაშინ …. შეძლებს თავის გაცოცხლებას. რაბი ნახმანი.

თუ ადამიანი ლოცულობს დიდხანს,
მისი ლოცვები არ იქნება ამაო.
რაბი ხანინა ბენ დოსა.

ლოცვა არის სასწაულებრივი წამალი,
მორწმუნე ებრაელისათვის. ებრაული სიბრძნე.

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი – მდინარაძემ.

თორის სიბრძნე 10

რა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომ გახდეს ბრძენი,
მდიდარი, რომ გაუჩნდეს შვილები?
სთხოვოს მოწყალება მას, ვისაც ეკუთვნის ყველაფერი:
სიბრძნე, სიმდიდრე, შვილები!
ტრაქტატი ნიდა 70ა.

ლოცვა იმისთვისაა, რომ იცოდე ყველაფერი ჰაშემისგანაა.
ხაიმ ვიტალი.

ადამიანი, რომელიც მუდამ მხიარულია – აღწევს წარმატებას. რაბი ნახმანი.

ბედი ცვალებადია, როგორც ბორბალი,
დღეს მდიდარი ხარ, ხვალ ღარიბი. რაბი ხიია.

ბრძენები ამბობენ : ” ის ვინც არ გასცემს მოწყალებას,
კერპთაყვანისმცემლის მსგავსია.

თუკი ვხედავ ვინმეში რაიმე ნაკლს,
ზუსტად ვიცი:ამაზე არ ილოცეს საკმარისად,
ან საერთოდ არ ულოციათ. რაბი ნახმანი.

იქ სადაც დგას “ბაალ თშუვა” ( ადამიანი, რომელიც დაუბრუნდა თორის გზას ) ვერ შეძლებენ დგომას
თვით სრული წმინდანები. ( რომელთაც არასდროს
მიუტოვებიათ თორა ). ბაბილონის თალმუდი.

ბრძენები გვასწავლიან:
თუკი თქვენზე ლაპარაკობენ,
ეს ნიშნავს, რომ იწვევთ ინტერესს ან შურს.

ის ვინც ხშირად იყურება
უკან, ადვილად წამოკრავს ,
ფეხს ან დაეცემა.

რა განსხვავებაა: ვინაა ძლიერი, ვინ ჭკვიანი,
ვინ ლამაზი და ვინ მდიდარი? რამეთუ საბოლოოდ
მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა — ბედნიერია
თუ არა ადამიანი. მთავარია :

ჯამრთელობა, კმაყოფილება, კარგი გუნება – განწყობა
ოჯახური სიმშვიდე– სიმყუდროვე და უბრალოდ
ადამიანური ბედნიერება!

” გულით მსახურება” – ეს ლოცვაა. მაიმონიდი ( ლოცვის
კანონები 1 : 1.

ლოცვა – სულიერია, ეს დიდი საჩუქარია!

ლოცვა – ყველაზე ძლიერი იარაღია სამყაროში, მას გააჩნია
ძალა შეცვალოს და გავლენა იქონიოს და შეცვალოს ყველაფერი. რაბი ნახმანი.

აუცილებელია საუბარი ჰაშემთან – ესაა კავშირი მასთან.
რაბი ნახმანი.

ბენ იშ ხაი გვასწავლის : როცა გინდა, ჯამრთელობა, წარმატება, ბედნიერი და წარმატებული შთამომავლობა
და ა. შ. უნდა ილოცო.

მთავარია ჩვენი ბაგეები , ადამიანის დანიშნულებაა
დაამყაროს კავშირი ჩემთან – (ჰაშემთან) ბაგეებით ლოცვით,
გვასწავლის რაბი ბენ იშ ხაი.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი – მდინარაძემ

თორის სიბრძნე 11

ჰაშემი ხარობს თვით ყველაზე უმნიშვნელო თავისი ქმნილებით, ამიტომ არ დაეცე სულით, რაც არ უნდა დაეშვე
დაბლა – იცოდე ზეცის სიყვარულს არ მიუტოვებიხარ.
ბრესლაველი რაბი ნახმანი.

ადამიანი ამოწმებს თვალებით,
გ…ნი სჯის გულით.

გაუკეთო სიკეთე სულელს, იგივეა თუნდაც
გადაგეყაროს რაიმე სანაგვეზე.

უცნაურია, როცა ხედავ რომ შურთ სხვისი წარმატება,
ეს ხომ გ…ნის გადაწყვეტილებაა.

შურიანი ყოველთვის მშიერია,
მისი გული მიჰყვება საკუთარ ენას,
ხოლო ჭკვიანის – მის გონებას.

თვით მინდვრის წყლით მორწყვაზე პასუხისმგებელს
ნიშნავენ ზეცაში.

მძიმეა, მაგრამ უკეთესია დაეცე ჰაშემის ხელით,
რამეთუ დიდია მისი მოწყალება,
მხოლოდ არ დაეცე ადამიანის ხელით. (შმუელ ჰანავი 24:14)

გამჩენის მოშიში შეიძლება უწოდო მხოლოდ იმ ადამიანს,
რომელიც ეკითხება რჩევას საკუთარ სინდისს,
აღიარებს ცოდვებს და ითხოვს მათ პატიებას.
რაბი შალომ არუში.

არ მისცე უფლება შენს პრობლემებს გადაგიყვანოს გზიდან, არამედ შენს ოცნებებს წაგიყვანონ წინ.

იმის ნაცვლად რომ იმკითხავო საკუთარ მომავალზე,
უბრალოდ სთხოვე ჰაშემს მოგცეს წარმატება
გეგმების შესრულებაში.

თუკი სახლში იცინიან ყოველ დღე,
არ იქნება იქ ავადმყოფობა, რადგან
სასამართლოს ეშინია “სიმხიარულის და სიცილის”

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ.
რაბი ბენ იშ ხაი.

გამჩენის ძლიერი რწმენა ფუნდამენტია – ბედნიერი
ოჯახისათვის. ბრესლაველი რაბი ნახმანი.

ნაკლებად სდიე “საჭირო ადამიანებს”,
ჰაშემი შეგახვედრებს მასთან ვინც საჭიროა.
რაბი ნახმანი.

გ…ნო მადლობა, რომ ყოველ დღე მაძლევ ძალას
მოვიმოქმედო დიდებული საქმეები.

რაბი ნახმანი.

თორის სიბრძნე 12

ყველანაირად ეცადე თავი დააღწიო დარდს,
ის წყაროა ყველა სენისა და დაავადების .
რაბი ნახმანი.

ლოცვა – სულიერია!
ლოცვა – ეს დიდი საჩუქარია!
ლოცვა – ყველაზე ძლიერი იარაღია სამყაროში,
მას გააჩნია ძალა შეცვალოს და იქონიოს გავლენა
ყველა პრობლემაზე. რაბი ნახმანი.

ბენ იშ ხაი ამბობს: “თუკი ისრაელი ერი ილოცებს,
მიიღებს, არ ექნებათ არაფრის ნაკლოვანება.
ლოცვა მიცვაა – როცა იღებთ ლოცვით,
არ გაკლდება მომავალ სამყაროში.

მადლიერება – იზიდავს მატერიალურ სიუხვეს მეტად,
ვიდრე თხოვნები და ლოცვები. რაბი ნახმანი.

მას ვისაც ნამდვილად ეშინია ცოდვისა,
აშინებს არა სასჯელი, არამედ შიში
დაისაჯოს გადაცდომით. ხატამ სოფერი.

შაბათი არის პატარა ხიდი, რომელიც აკავშირებს ამ
სამყაროს მომავალ სამყაროსთან. ტრაქტატი შაბათი.

ვიდრე ხმაურს ატეხავ, ჰკითხე საკუთარ თავს:
ღირს კი? ებრაელი ბრძენები.
მიღებულია ვიფიქროთ, რომ გულმავიწყობა – ეს
ნაკლია. მე ვფიქრობ, რომ ეს უპირატესობაა.
დავიწყების თვისება ანთავისუფლებს ადამიანს
მძიმე მოგონებების ტვირთისაგან. ნახმანი,სიხოთ ჰარან 25.

ყველაფერი სამყაროში, ყველაფერი რაც არსებობს და
ყველაფერი რაც ხდება – ეს გამოცდაა და დანიშნულოა
იმისათვის, რომ მოგცეს არჩევანის უფლება.
აირჩიე გონიერად. ნახმანი სიხოთ ჰარან 300.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

თორის სიბრძნე 13

ყველა ებრაელი-ყველაზე საუკეთესოდან, ყველაზე ცუდამდე – ერთი სულია. რაბი იეონათან აიბიშიცი.

რომ შეძლო საუბარი – ისწავლე გაჩუმება.
რაბი მენახემ მენდელი ვორკიდან.

არ ილაპარაკო კარგი შენს მეგობარზე,
რამეთუ მართალია შენ დაიწყე საუბარი კარგით,
საუბარი შესაძლოს გადავიდეს ცუდზე.
ბაბილონის თალმუდი. ბავა ბატრა.

სიმდიდრე – ეს არაა მიიღო ყველაფერი რაც გსურს,
არამედ დააფასო ის, რითაც ჰაშემმა დაგასაჩუქრა.
ბრესლაველი რაბი ნახმანი.

რამდენადაც ადამიანი სულიერად დაბალია,
მით უფრო წევს ცხვირს ზევით, იმ ცხვირით მიიწევს იქით,
სადაც სულიერად ვერ ააღწია. ებრაელი ბრძენები.

ვინც ჭამს მეტს ვიდრე ჭირდებს,
ეს დაავადებაა. რამბამი.

ადამიანი თუ არ მოთოკავს ვნებებს ქალებისადმი,
ნაადრევად ბერდება, მხედველობა უარესდება, ჯამრთელობა სუსტდება, ძალა ერთმევა, ხდება ავად და
ადრე მიდის ამ სამყაროდან. რამბამი.

ბედნიერია ის, ვისაც შეუძლია დატკბეს დღევანდელი დღით და არ ელოდება ხვალის ბედნიერებას.
ებრაელი ბრძენები.

ის ვინც აძლევს ღარიბს ფულს, იკურთხევა ექვსი კურთხევით, ხოლო ვინც ამშვიდებს ღარიბს – 11 კურთხევით.

რაბი იოხანანმა თქვა: ” ვაი თანამდებობას,
ის მართავს მას და იწვევს ქედმაღლობას და
მიდის ადრე ამ სამყაროდან.

მორჩილება გამოიხატება იმაში, როცა ადამიანი არ
წარმოიდგენს საკუთარ თავს მნიშვნელოვნად,
გავლენიანად, ზვიადად, როგორი მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს ამისათვის.
. რამხალი, წიგნი ” მესილა იეშარიმი.

თქვენ იცით, რომ გაქვთ ბევრი ნაკლი,
მიუხედავად ამისა გიყვართ თავი.
აი, ასევე უნდა მოეპყრათ თქვენს მეგობარს
მიუხედავად მისი ნაკლისა – გიყვარდეთ ის.
ბაალ შემ ტოვი, ლიკუტეი ავრაჰამ.

სიცოცხლის აზრი – მუდმივი განახლებაა.
რაბი შაპირო.

ვინც თორას არ იცავს, მას სიცოცხლეშივე
ჰქვია მკვდარი. გემარა, ტრაქტატი ბრახოთი.

რამეთუ ნათქვამია : თორა – სიცოცხლის ხეა. ( ეც ხაიმ).

მეფე დავიდი გვასწავლის : თეჰილიმი 36 : 10
“რამეთუ შენთან არის წყარო სიცოცხლისა”.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ.

თორის სიბრძნე 14

გალუთის წყვდიადიდან აღმოცენდება ხსნის
სინათლე. ხაფეც ხაიმი.

მიწიერი სურვილები მსგავსია მზის სხივებისა
ბნელ ოთახში. ისინი გვესახება მატერიალურად,
ვიდრე არ შევეცდებით მათ დაჭერას.
რაბი ნახმანი, სიხოთ ჰარან 6.

მნიშვნელოვანია უფრო მეტად რას ვსუნთქავთ,
ვიდრე რას ვჭამთ. რაბი რამბანი.

თქვა რაბი იოსიმ: “დაე, იყოს ჩემი წილი მასთან,
ვიზეც რაიმეთი ტყუილად იეჭვიანეს.

არ შეიძლება დავიწყება ახლობელი ადამიანისა,
მაგრამ შეიძლება ისწავლო ცხოვრება მის გარეშე.
ბრესლაველი რაბი ნახმანი.

რაბი შუზა ტირის. რატომ ტირი?- ჰკითხეს.
ვნანობ, რომ როცა მაწყენინეს, რატომ არ დავიწყე ცეკვა.

თვითოეული ჩვენთაგანის გონიერება ისევე
განსხვავდება სხვებისაგან, როგორც ჩვენი სახეები.
ბაბილონის თალმუდი, ბრახოთი58ა.

უბრალო ადამიანები ამბობენ:
არიან ჩემზე უარესებიც.
ჭკვიანი ადამიანები კი დასძენენ:
შემიძლია გავხდე უკეთესი. რაბი ნახმანი.

ბრძენი არ გაგკიცხავს, არამედ გითითებს, როგორ
გამოასწორო და განკურნო სულის დაავადება.
გაონი ვილნოდან.
თაობა მიდის, თაობა მოდის
დედამიწა კი დგას სამუდამოდ. მეფე შლომო.

რაც იყო იქნება და რაც ხდებოდა მოხდება
და არაფერია ცისქვეშეთში ახალი. მეფე შლომო.

მცირე სინათლეს შეუძლია გაფანტოს
დიდი სიბნელე. ბაალ შემ ტოვი.

შაბათი არის პატარა ხიდი, რომელიც აკავშირებს
ამ სამყაროს, მომავალ სამყაროსთან.
ჩვენი ბრძენები.

არ არის გაგება – წარუმატებელი ადამიანი ,
არის ადამიანი, რომელსაც არ აუხსნეს, რომ ის
ჰაშემს უყვარს. რაბი ნახმანი.

ყოველი დავარდნისა და დაცემისას, იცოდე
შეიძლება არის სურვილი ( ჰაშემისა) დაბრუნდე მასთან.
რაბი ნახმანი.

კაბალაში წერია: არის ორი დრო:
დიდი გონიერების და პატარა გონიერების,
როცა კავშირი არაა, ყველაფერი არეულია.
ლოცვა გვაძლევს სინათლეს და გვიხსნის გონიერებას.
ლოცვა გვიხსნის, რომ ადამიანი არაა არაფერი,
ყველა ჩვენი ძალისხმევა – არის ლოცვისაგან

ბედნიერება, არა შორს ოკეანეს იქით,
ის ადამიანის გულშია, შიგნით რაბი ნახმანი.

სულმა ყოველთვის იცის რა გააკეთეთეს
ხანდახან საჭიროა – გამორთო ტვინი.

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი-მდინარაძემ

თორის სიბრძნე 15

იქ სადაც არის რწმენა – არის იმედი,
იქ სადაც იმედია – არის სასწაული. რაბი ნახმანი.

რა შეიძლება გაჩნდეს სიზარმაცისაგან?
მხოლოდ წარუმატებლობა. რაბი შლომო იბნ-გაბიროლი.

შურიანის წუთისოფელი მოკლეა.

სჯობს ერთელ გაკეთება, ვიდრე ათასჯერ ( დარდიანად)
ამოხვნეშა.

მგზნებარე ( ცოდვის ჩადენის) სურვილი – ეს სულის
დაავადებაა და სიკვდილი სიცოცხლის.

ძნელია შენიშვნის მიცემა, მაგრამ ზოგჯერ უფრო
ძნელია გაჩუმება. რაბი იოსეფ-იცხაკი ლიუბოვიჩიდან.

უკეთესია იყო სულელი, რომელსაც სჯერა ყველაფრის,
ვიდრე სკეპტიკოსი, რომელსაც არ სწამს არაფერი,
თვით სიმართლეც კი. რაბი ნახმანი.

ის ვინც აკონტროლებს თავის თვალებს ( მხედველობას)
კლავს ცუდ ძალებს. რაბი ნახმანი.

რებე შალომ დოვ – ბერი ( რაშაბი ) ამბობდა:
“გულის სიცივესა დაჰაშემის უარყოფაში – მხოლოდ
წვრილი ტიხარია.” ნათქვამის: დვარიმი 4 : 24
“რამეთუ შენი ჰაშემი ღ…ი – შთანმთქმელი ცეცხლია”.

ყველაზე დიდი და აუცილებელი საჩუქარი,
რომელიც შეგიძლია მისცე შენს შვილს
სიყვარულია. რაბი ნახმანი.

ლოცვას აქვს სასწაულის ძალა. მეფე ხიზკიაუ.

ლოცვა რს ყველაფერია, როცა გვინდა რაიმე:
ჯამრთელობა, წარმატება, ფარნასა და ა. შ.
ბენ იშ ხაი.

ყოველ დღე ილოცე სარჩოზე. რაბი ხაიმ ვიტალი.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.