...

აუცილებელი ლოცვა

ყველას, ვინც დღეს ამ ლოცვას ამბობს როშ ჩოდეშ ადარ I-ის წინაღობის საპატივცემულოდ, გარანტირებულია სიხარული, საარსებო წყარო, სიუხვე, სახლის სიმშვიდე, წარმატება ყველა საკითხში.

ღმერთო ჩვენო და ჩვენი მამების ღმერთო, განაახლე ჩვენზე ეს თვე, ადარის თვე,
სიკეთისა და კურთხევისთვის, სიხარულისა და ბედნიერებისთვის, კარგი ცხოვრებისა და სიმშვიდისთვის. და ვქადაგებდით მათ სასიხარულო ცნობას და გვესმოდა მათში სასონი და სიმხა. და ჩვენ მივაწვდით მათ სიბრძნეს, გაგებას და ცოდნას თქვენგან და ჩვენ დავემორჩილებით თალმუდ-თორას. და გამოგვიგზავნე კურთხევა და წარმატება და კეთილდღეობა ყველა ჩვენს საქმეში.
და გახსენით ჩვენთვის და მთელი ისრაელისთვის, ჩვენი ძმები:
სინათლის კარიბჭე, სიყვარულისა და ძმობის კარიბჭე,
შაარეი ბრაჩა, შაარეი ბინა,
შაარეი გადოლი, შაარეი გილო,
Shaarei Daat, Shaarei Hod VeHadar,
კეთილდღეობისა და წარმატების კარიბჭე,
კარიბჭე სიკეთისაკენ, კარიბჭეები და ნებართვები,
უფლებების კარიბჭე, სიხარულის კარიბჭე,
სიბრძნის კარიბჭე, თანაგრძნობის კარიბჭე,
კარგი ცხოვრების კარიბჭე, მადლისა და სიკეთის კარიბჭე,
შაარეი თოვა, შაარეი იეშუა,
ეკონომიკის კარიბჭე, თორას კარიბჭე მისი სახელით შესწავლა, კარგი საკვების კარიბჭე, გულუხვობის კარიბჭე,
სიამოვნების კარიბჭე, კურთხევის კარიბჭე, დახმარების კარიბჭე, სიმდიდრის კარიბჭე, გამოსყიდვის კარიბჭე,
კარგი საარსებო წყაროს კარიბჭე, ქველმოქმედების კარიბჭე,
სასიხარულო კარიბჭე, მცენარეთა კარიბჭე, საერთო კარიბჭე, ქარავნის კარიბჭე,
სრული მედიცინის კარიბჭე, ნების კარიბჭე,
წყალობის კარიბჭე, მშვიდობის კარიბჭე,
შაარეი შალვა, შაარეი ტეშუვა,
შაარეი თორა, შაარეი ტეფილა, შაარეი თეშუა.

„შემატყობინე ცხოვრების გზა, შენი სახით სიხარულით სავსე, შენი უფლება სამუდამოდ სასიამოვნო“.
„ჩემი პირის ნება და ჩემი გულის ლოგიკა იყოს შენ წინაშე, გამჩენო, ჩემო გამომსყიდველო და გამომსყიდველო“.

მორდეხაის ლოცვა

ისრაელი ერის მოსალოდნელი საფრთხის წინ მორდეხაი ლოცულობს: “ქვეყნიერების მპყრობელო! შენთვის ცნობილია, რომ არა
უბრალოდ სიამაყით არ ვუხრი თავს ჰამანს, არამედ მარტო შენი სიყვარულით, კრძალვით და შენი მოშიშობის გამო არ
ვეცემი ფეხთ ამ მოკვდავი ადამიანის წინაშე და არც არავის წინაშე შენს გარდა. ვინ ვარ, რომ უარი ვთქვა მის წინაშე დამხობაზე, ებრაელი ერის გადარჩენის გულისათვის, თანახმა ვიქნებოდი დამეკოცნა მისი ფეხსაცმლის ძირები! ქვეყნის გამგებელო, გვიხსენი მისგან, დაე თვითონ ჩავარდეს იმ ორმოში, რომელიც გათხარა, გაებას ბადეში, რომლითაც ფიქრობს დაიჭიროს ისინი ვინც შენი ერთგულია! მან ხომ იცის, რომ არ დაგივიწყებია დაპირება, რომელიც დადე ჩვენთან:
“მიუხედავად იმისა, როდესაც ისინი იქნებიან თავისი მტრების ქვეყანაში, არ შევიძულებ და არ შევიზიზღებ მათ იქამდის, რომ მოვსპო ისინი და დავარღვიო ჩემი აღთქმა მათთან, რამეთუ მე ვარ მათი გ…ნი ღ…ი.” (ვაიკრა 26 :44 ). გაიხსენე შენი ჩვენდამი სიყვარული და გვიხსენი ამ განსაცდელისაგან.

ამ საფრთხის თავიდან აცილებისათვის მარხულობს და
ლოცულობს დედოფალი ესთერი.

ესთერ დედოფლის ლოცვა:

 გ…ნო ღ…ო ისრაელისა, სამყაროს შემქმნელო  და გამგებელო! დამეხმარე მე, ობოლს, რომელმაც დავკარგე მამა და დედა. გთხოვ დახმარებას იმ გაჭირვებულის მსგავსად, რომელიც კარდაკარ ითხოვს დახმარებას – ასე ვითხოვ შენს გულმოწყალებას ახაშვეროშის სახლეულიდან. ყოვლად ძლიერო, გამომიგზავნე წარმატება, იხსენი შენი ერი მტრის ხელიდან, რომელიც მას ემუქრება. შენთვის არ არსებობს წინაღობა, არც დიდი და არც მცირე. შენ ხარ მამა ყველა ობლისა, რომელიც იმედოვნებს შენს გულმოწყალებაზე. დაე, იყოს ჩემდამი კეთილად განწყობილი ის ადამიანი, რომლისაც მეშინია. შენ მოხრი წელში გულზვიადებს. დაე, მანაც დაიხაროს ჩემს წინაშე ( შენი სურვილითა და ძალით). ვიცი, დედოფალი იმიტომ გავხდი, რომ ვაკეთო კეთილი საქმეები და ვიხსნა ისრაელი მტრის ხელიდან. დღეს ჩემი ამოცანის შესასრულებლად მივდივარ, გთხოვ დამეხმარე. თუ შენი შვილები განადგურდებიან, მაშინ დღეში სამჯერ ვინ წარმოთქვამს: “წმიდაა, წმიდაა, წმინდაა!”  მეფემ 10100 ვერცხლის ტალანტად გაგვყიდა. შეხედე ჩემს ცრემლებს, პატარა ბავშვების მოსალოდნელ ტანჯვას. გაიხსენე აბრაჰამი შენს გამოცდებს რომ გაუძლო. სამი დღე ვიმარხულე, რათა გამეხსენებინა მისი სამდღიანი გზა, მორიას მთამდე. შეჰფიცე, რომ მისი ერთგულება შენდამი დაეხმარებოდა მის შტამომავლებს. სამი დღე არ მიჭამია და არც დამილევია, რამეთუ შენი ხალხი შედგება: ქოჰენების, ლევების და ისრაელისაგან. მათ ერთად შეგფიცეს ერთგულება. თუ ჩვენი დამსახურება  არაა საკმარისი, გაიხსენე ჩვენი წმინდა მამები და ცადიკი დედები. გამომიგზავნე კეთილი ანგელოზი, რათა მეფის თვალში ვპოვო კეთილი განწყობა. გვიხსენი, როგორც იხსენი ბრძენი დანიელი ლომებისაგან. ისმინე ჩემი ლოცვა – ვედრება რამეთუ ისმენ ყველას ლოცვას!

 მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი – მდინარაძემ.

სასარგებლო ლოცვა

დაე, იყოს ნება შენი ღ…ო და ჩვენი მამების ღ…ო, გამომიგზავნო მე და ჩემი ოჯახის წევრებს რაც გვაკლია და უზრუნველგვყო ყოველდღიური საჭიროებით ყოველ საათს შენი მოწყალებით და არა ჩვენი უმნიშვნელო საქმიანობით, შეზღუდული სიკეთით და მცირე გულმოწყალებით. დაე, იყოს ჩემი სარჩო და საზრდო ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი შთამომავლობის და მათი შთამომავლების შენს ხელში და არა ადამიანების ხელში. ღ…ო, შენ ხარ ერთადერთი ვინც შექმნა ზეცა და ზეცის თაღი, დედამიწა და რაც მასზეა, ზღვები და რაც მასშია. არჩენ ყველა სულდგმულს, მოიმოქმედებდი მუდმივად უდიდეს სასწაულებს ჩვენი წინაპრებისათვის, აფრქვევდი წვიმასავით პურს ზეციდან, ციცაბო კლდეებიდან გამოგქონდა წყალი და უზრუნველჰყოფდი ყველაფრით. გ…ნო, ღ…ო შენი დიდი გულმოწყალებით და ლმობიერებით, უზრუნველგვყავი სარჩოთი და ყოველივე აუცილებელით, ასევე დააკმაყოფილე მრავალრიცხოვანი შენი ერი – ისრაელის სახლეული: გულუხვი სიკეთით, დიდი ძალისხმევისა და მძიმე შრომის გარეშე, შენი წმინდა ხელით და არა ადამიანის ხელით. ამენ! ქენ იჰიე რაცონ!

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი- მდინარაძემ.

უხმო ლოცვა-ვედრება

ძველ დროში გამჩენის მოშიში ადამიანები, როცა ჩადიოდნენ მიკვეში, უხმოდ ლოცულობდნენ ჰაშემის წინაშე მთელი გულით ( როგორც მამაკაცები ასევე ქალბატონები) 

აი ეს ლოცვა:

” სამყაროს მპყრობელო! მამავ გულმოწყალე და მპატიებელო! ვიცი ჩემი დანაშაულებები და ცოდვები, ისინი მუდმივად
ჩემს წინაშეა. როგორ ვიმართლო თავი შენი სასამართლოს წინაშე? კურთხეულო, არ გამასამართლო გეთაყვა წარსულისათვის
მომეცი ძალა ამის შემდეგ დავიწყო შენი მსახურება, როგორც ახლადდაბადებულმა ჩვილმა, რომელიც მოევლინა სამყაროს უცოდველი. დაე, ვიყო შენს წინაშე, ვითარცა მიწის მტვერი,რომელსაც მიწერია დავუბრუნდე, ხოლო ამ მტვერმა ჩათვალოს, რომ გახდა ის რაც იყო თავიდან ვიდრე გაჩნდებოდა სამყაროს შექმნამდე, როცა მთელი სამყარო იყო წყალი….და ისევე, როგორც იყო მაშინ
როცა არ იყო შენს წინაშე დანაშაული და დამნაშავე, ასე იყოს ახლაც!

ლოცვა ჯადოქრობის საწინააღმდეგოდ

აღებულია ფარაშა ” ბალაკიდან”

ეს არის ძლიერი სგულა ჯადოქრობის საწინააღმდეგოდ. ყოველ დილით და თვით შაბათსაც,, ასევე დღესასწაულებში წაიკითხოს თორიდან ის, რაც წარმოთქვა წინასწარმეტყველმა რაშაყმა ბილამმა, როცა სურდა ჩვენი ერის დაწყევლა ( ბალაკი 23 : 23 ):
“რამეთუ არ არის ჯადოქრობა იააკობში და არც მისნობა ისრაელში; და თავის დროზე ეტყვიან იააკობსა და ისრაელს, რაც მოიმოქმედა ყოვლადძლიერმა”.
თავიდან ბილამს სურდა ისრაელის დაწყევლა და მოიხოვა აეგოთ სამსხვერპლოები და მიეტანათ მასზე მსხვერპლები, მაგრამ ჰაშემმა წყევლის ნაცვლად დაალოცინა. ბალაკისა და ბილყამის განზრახვა უცნობი იყო
ისრაელის შვილებისათვის, მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ როგორ იხსნა ისინი გამჩენმა. მხოლოდ როცა მოშე რაბეინუ წერდა თორას გამჩენის მითითებით მაშინ გახდა ისრაელისათვის ცნობილი ბალაკისა და ბილყამის განზრახვა.
აქედან გამომდინარე თუკი ვინმეს სურს რაიმე ჯადოქრობა ისრაელის შვილზედა ეს არაა ცნობილი, ისევე არ ექნება წარმატება ,როგორც ბალაკს და ბილყამ ჰარაშას, თუკი იხელმძღვანელებთ ამ სგულით და ჰაშემის დახმარებით წაიკითხავთ ყოველ დღე.
გააქროს კურთხეულმა ყველა ცუდი ჩანაფიქრი ისრაელის შვილებზე, ისევე როგორც ბილყამ ჰარაშასი. ამენ სამარადჟამოდ!

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი – მდინარაძემ.

ლოცვა საჭმლის მომზადების წინ

სამყაროს მპყრობელო, აი მე ვდგევარ შენს წინაშე და მზად ვარ დავიწყო დიდებული და წმინდა სამუშაო: მოვამზადო ხორცი, თევზი და სხვადასხვა საჭმელი წმინდა შაბათის(დღესასწაულის) საპატივცემოდ. შევასრულო ნათქვამი: „და მოამზადეს ის, რაც მოიტანეს“.
გთხოვ, გამომიგზავნო კურთხევა ზეციდან ყველა ჩემს შრომაზე და ყოველ საჭმელში დაამატე, გეთაყვა, საუცხოო სანელებელი, რომელიც იწოდება შაბათად და რომელიც შეუძლებელია დაამატო ჩვენს სამყაროში არანაირი სიმდიდრით, არამედ მხოლოდ იმით, რომ მე სრულიად ვამყარებ იმედს შენზე ჩემს ლოცვებში.
ვიდრე დავიწყებ მზადებას, გავიღებ ცედაკას, როგორც მიგვითითე ჩვენ: „გახსენი შენი ხელი…“
აანთე, ჩემო ბატონო, სიხარული ჩემს გულში, რომ ისევ მოვიდეს დედოფალი შაბათი(დღესასწაული) რომელიც გვაჩუქე დიდი სიყვარულით და დიდი სურვილით. ჯანმრთელი სხეულით და სულით მოვამზადებ თვითოეულ საჭმელს. დამიცავი და გამიფრთხილდი, რათა ჩემს გამო არ მოხდეს არანაირი შეცდომა, რათა ყველაფერი იყოს სწორად და ქაშერად, როგორც მიგვითითე.
დაე, ფიქრებმა საკვებზე არ შემიშალოს ხელი იმ დროს, როდესაც ვდგავარ და ვლოცულობ შენთან სიდურით, პირიქით, როცა ვამზადებ, დაე ჩემმა ბაგეებმა გულის სიღრმიდან იჩურჩულონ შენდამი ლოცვით.
მადლობა, რომ გამომიგზავნე ყველაფერი აუცილებელი ამ შაბათისთვის (დღესასწაულისთვის). გვჩუქნი სიკეთეს დღეს, ყოველდღე და ყოველთვის, მხოლოდ შენი გახსნილი, ფართო და სრული ხელებით და არა ხორცითა და სისხლით შექმნილის ხელით.
დაე საკვები, რომელზეც ასე ვიშრომე შაბათისთვის (დღესასწაულისთვის) იყოს სასურველი შენი სამსხვერპლოსთვის, თითქოსდა მოვიტანე ის სამსხვერპლოდ, ღ…ო გულისხმიერო და მოწყალე, როგორც თქვეს ჩვენმა ბრძენებმა: „ყველა დროს, როცა იდგა ტაძარი, სამსხვერპლო გამოისყიდდა მთელ ისრაელს, ხოლო ახლა – ადამიანის მაგიდა გამოისყიდის მას.“
და ვჭამთ ჩვენ სიხარულით, რადგან ჩვენი ქმედებები გ…თვის მოსაწონია. დაე იყოს ყველა კერძი სასიამოვნო და გემრიელი ჩემი მეუღლისათვის, ჩემი ოჯახის წევრებისთვის და ყველასათვის ისრაელი ერიდან, ვინც იქნება ჩვენს სუფრასთან, როგორც მიგვითითე: „გიყვარდეს შენი მოყვასი, როგორც შენი თავი.“
და კიდევ ვლოცულობ შენს წინაშე ჩემო ღ…ო, რომ ყველა საკვები, რომელსაც მოვიტანთ სუფრაზე, გამახსენოს, რომ ყველაფერი – შენგანაა, მამავ გულმოწყალე, რომ ეს ყველაფერი – გვიბოძე შენ და არ გამიჩნდეს ფიქრი გულში მიუღებელი შენთვის და არც ფიქრი სიამაყესა და ქედმაღლობაზე.
დაე ჩვენ და ჩვენმა შთამომამავლებმა ისწავლონ თორა თორისათვის, კარგად ვიცოდეთ ყველა კანონი “შულხან არუხის“ და კანონები შაბათის და დღესასწაულის მზადების ყველა დეტალში დაწვრილებით.
სუფთა გულის განზრახვით გაკურთხებთ და მადლობას მოვუხდით შენს დიდებულ სახელს, საყრდენო ჩვენო, რომლის სუფრიდან ჩვენ მივირთმევთ, გაქებთ და გადიდებთ სამარაჟამოდ!!!

დადგეს ბედნიერი, მშვიდობიანი, ჯანმრთელი, წარმატებული წელი ჩვენთვის და მთელი სამყაროსთვის, ამენ!

მოამზადა ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ

ლოცვა ბენ იშ ხაის ტუ-ბიშვატში

„დაე იყოს ნება შენი ღ…ო ჩვენო და ჩვენი მამების ღ…ო, აკურთხო სხვადასხვა სახეობის ხეები, რათა მათ მოგვცენ უხვი და სასარგებლო ნაყოფები, აკურთხე ვენახები, რათა ჰქონდეთ სავსე და სრულყოფილი მტევნები, ხოლო მისგან მშვენიერი ღვინო, რათა ჰქონდეს შესაძლებლობა შენ ერს ისრაელს, მისი დახმარებით შეასრულოს კიდუშის, ავდალის, შაბათის და დღესასწაულების მცნებები.
და დაე ასრულდეს ჩვენთვის და ყველა ჩვენი ძმებისთვის ისრაელის შვილებისთვის დაწერილი: „წადი და ჭამე შენი პური სიმხიარულეში და დალიე ღვინო მხიარული გულით.”

***

“ბნეი ისახარი” გვიხსნის: რომ არის კავშირი ტუ-ბეავსა და ტუ-ბიშვატს შორის, ისევე როგორც 15 არის დრო დაწყვილების, ასევე ტუ-ბიშვატიც – აი, რა წერია ამ წიგნში:

„ტუ-ბიშვატი შეესაბამება წლის ციკლში ტუ-ბეავს, დიდებულ დღეს „შიდუხის” (დაწყვილების) გეგმისას: „ისრაელის ქალიშვილები გამოდიან და ცეკვავენ ვენახებში. და რას ამბობენ ისინი: ყმაწვილო, აწიე თავი და შეხედე – ვის აირჩევ შენთვის?… (თაანითი 84:48).
ტუ-ბიშვატი დგება სწორედ 40 დღით ადრე სამყაროს შექმნამდე, 25 ელული და შეედრება საიდუმლოს: ჩასახვამდე 40 დღით ადრე გამოდის ბათ-კოლი და აცხადებს: „ამის ქალიშვილი ამისთვის” (სოტა 2:1)
ამ დროს უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ „რომ არის ვიღაცა ჩემთვის, რომელიც კურთხეულმა მოამზადა სწორედ ჩემთვის, თუნდაც რომ ვერ ან არ სჩანს რეალურ ცხოვრებაში.”
ასეა, ჯერ არ სჩანს მომავალი, ჯერ ისევ ცივა, მაგრამ ჩვენ ტუ-ბიშვატში ვზეიმობთ „რწმენას უკეთესობაზე”. ეს არის არსი იმედისა, რომ ה׳ დახმარებით, ეს იმედი გამოიღებს საუკეთესო ნაყოფებს.

***

წიგნიდან „პრი ეც ჰადარ”

„დაე, იყოს ნება შენი ღ…ო და ჩვენი მამების ღ…ო, რომ ხილს, რომელსაც ვჭამთ და ვაკურთხებთ, გამოიჩინონ სასწაულებრივი მოქმედება სამყაროში და მოიზიდონ ხეებმა ნაყოფებისათვის სიუხვე, კეთილდღეობა და გულუხვი კურთხევები ზეციდან, რათა ეს ხეები გაიზარდონ და ყვაოდნენ წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე კურთხევებით და სამყაროს ბედნიერი არსებობით.”

მოგაწოდათ რაბანით ჟუჟუნა(სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ.

ტუ-ბიშვატის სედერი

ტუ-ბიშვატი, ხეების ახალი წელი.ის არმოიცავს რაიმე აკრძალვებს, არაა დასვენების დღე, არ ვანთებთ სადღესასწაულო სანთლებს, მაგრამ თორაში არის დავალება-მიცვის გალამაზების( “იდურ მიცვა”).
ეს შეძლეს ცფატის კაბალისტება, რომ ბევრი ესპანეთიდან დევნილი დასახლდა აქ და შექმნეს თორის სწავლების დიდი ცენტრი 5252 წელს. სამყაროს შექმნიდან (1492წ.) სწორედ მათ ახლებურად გაიაზრეს ეს დღესასწაული და შეიტანეს ახალი წესები.
მათ ეს დღესასწაული დაამსგავსეს ფესახის სედერს და მიანიჭეს მეტად ლამაზი ელფერი. მაგიდას დააფინეს თეთრი სუფრა, დაალაგეს მაგიდაზე ლამაზი ყვავილები,ორი ფერის ღვინო და ოთხი ლანგარი სხვადასხვა ხილით
.
სედერის დაწყებამდე საჭიროა წარმოვთქვათ კურთხევა:
“დაე,იყოს ნება შენი ღ…ო და ჩვენი მამების ღ…ო, რომ ხილს, რომელსაც ვაგემოვნებთ და მათ გამო ვაკურთხებთ
ჰაშემს, გამოიჩინონ სასწაულებრივი მოქმედება და მიიზიდონ ხეებმა ნაყოფებისათვის-სიუხვე, კეთილდღეობა
და გულუხვი კურთხევები ზეციდან, რათა ხეები გაიზარდნონ
და ყვაოდნენ წლის დასაწყისიდან, წლის ბოლომდე კურთხევებით და ბედნიერი არსებობით”. (წიგნიდან ეც ჰადარ). .
სედერს ვიწყებთ კურთხევით ღვინოზე (ან ყურძნის წვენზე) ისე როგორც ყველა დღესასწაულზე. ვსვავთ 4ჭიქა
ღვინოს და თვითოეული გვახსენებს ისრაელის წლის ერთ ერთ დროს. პირველ ჭიქას ვავსებთ თეთრი ღვინით და ეს
გვახსებს ზამთარს და მძინარე ბუნებას. წარმოვთქვამთ
კურთხევას ღვინოზე და ვართ მადლიერნი გ…ს, რომ ამ დღეს
მოვესწარით. ვაგემოვნებთ ნაყოფებს პირველი ლანგრიდან
რომელზეც მოთავსებულია ნაყოფი, რომელთაც აქვთ ქერქი, საკვებად უვარგისი და შიგთავსი კარგი როგორიცაა:
მანდარინი, ფორთოხალი, კივი, ბანანი,ბროწეული, საზამთრო და ა. შ.
ვედრება: “იყოს ნება შენი გ…ნო, ჩვენო ღ…ო,რომ დაინახონ
ყველა საუკეთესი რაც ჩვენშია მიუხედავად გარეგნობისა.
მეორე ჭიქას შევაფერადებთ წითელი ღვინით, ის სიმბოლოა გაზაფხულისა, დააკვირდით როგორ შეიცვლება
ფერი. ვაგემოვნებთ ხილს მეორე ლანგრიდან: რომელთაც აქვთ კურკა: ატამი, გარგალი, ავოკადო, მანგო და ა. შ.
წარმოვთქვამთ ვედრებას: “იყოს ნება ჰაშემისა, რათა
დაგვეხმაროს მოვიცილოთ ყველაფერი ზედმეტი: წყენა,
დარდი, წარუმატებლობა და დეპრესია.
მესამე ჭიქა: ზაფხულის სიმბოლო, ღვინო მასში მეტად
მუქიამ ვავსებთ ჭიქას წითელი ღვინით და ვამატებთ ცოტა
თეთრს და ვაგემოვნებთ ხილს მესამე ლანგრიდან, რომელიც არის მთლიანად ვარგისი: ლეღვი, ყურძენი, ჟოლო, მარწყვი და სხვა.
ვედრება: “იყოს ნება გ…სა, რომ ვიყოთ ისეთი ლამაზები
შინაგანად, როგორი ლამაზებიც ვართ გარეგნულად”
მეოთხე ჭიქა-შემოდგომის სიმბოლოა, ღვინო ჭიქაში
მთლიანად წითელია.
გვაქვს მეოთხე ლანგარზე ნაყოფები, რომლითაც ცნობილია ისრაელის მიწა, როგორც დაწერილია:
დვარიმი8 – 7 : 8. “რამეთუ შენს გ…ნს ღ…ს მიჰყავხარ….
ხორბლისა და ქერის, ვაზის, ლეღვისა და ბროწეულის,
ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში”.
ხორბალი-სიმშვიდე, წარმატების სგულა სწავლაში, ანვითარებს გონებას, სიბრძნეს და ასევე არის ფარნასის სგულა.
ქერი- “შლომ ბაითი”,სგულა ოჯახის მშვიდობისა.
ყურძენი- სგულა გამრავლების და დაწყვილების.
ლეღვი-შევხედოთ მას და ვითხოვოთ მოთმინება.
ბროწეული-დავიცვათ ბაგეები ავსიტყვაობისაგან.
ზეთისხილი- მისი ზეთი და თვით ნაყოფიც, სგულაა წმინდა
შთამომავლობისა და კარგი სახელისა.
ფინიკი-პატივისცემა, წარმატება, ჯამრთელობა და ასევე
გამოჯამრთელება.
საჭიროა დავაგემოვნოთ ის ხილი, რომელიც ამ წელს არ დაგვიგემოვნებია.
სეუდის დროს წავიკითხოთ თეჰილიმის ფსალმუნები 120დან 135მდე.
რამდენი სახეობის ხილი უნდა იყოს მაგიდაზე?
არის აზრი შვიდი, თორის ფასუკის თანახმად, მაგრამ არის
შეხედულება 15, შვატის 15 მიხედვით, მაგრამ არიან ადამიანები რომ ამდიდრებენ და მაგიდას ამდიდრებენ ყველა სახეობის ტკბილეულით, რომ იყოს ტკბილი და ხვავიანო წელი ყველა ისრაელისათვის და მთელი სამყაროსათვის. სწორედ ამიგომ ვუსურვებთ მათ შერაფერ
კლიმატურ პირობებს. რა აზრი ჰქონდათ კაბალისტებსხილის ასეთი სახის განაწილებისა? რა უნდა ესწავლებინათ ჩვენთვი?
როგორც ვიცით ჩვენი ყველა დღესასწაული არის ანალიზისა და დაფიქრებისათვის. ასეთი სახის ხილის განაწილებისას ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რომელ სახეობას ვეკუთვნი. რა გვაქვს გამოსასწორებელი, რადგან ეს დღესაწაული განახლების აღსანიშნავია, ასევე ჩვენც უნდა
შევიცვალოთ უკეთესობისაკენ.
დაე, უყოს გ…ნის ნება და სურვილი დადგეს ბედნიერი,
ჯამრთელი წელი ხვავითა და ბარაქით, ამენ!

მოამზადა ჟუჟუნა( სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ.

ფესახის სედერის წინ წარმოსათქმელი ლოცვა

„ლიკუტეი თფილოთ“
ბრესლაველი რაბი ნახმანი

იყავი ჩვენი დამხმარე, რათა დავმადლიანდეთ მივიღოთ ფესახის სიწმინდე მრისხანე და ძლიერი და უდიდესი სიხარული და მხიარულება, რათა დავმადლიანდეთ შევასრულოთ მცნება ფესახის აგადისა, ოთხი ჭიქა ღვინისა, როგორც საჭიროა – უდიდესი სიწმინდით და სისუფთავით.
გაგვიხსენი ჩვენ შუქი ჭეშმარიტი ცოდნისა და გამოგვიგზავნე შუქი უმაღლესი წმინდა გონიერებისა, რათა დავმადლიანდეთ მოვიზიდოთ ფესახში – სიწმინდის გონიერება, სიდიადის გონიერება და გულმოწყალების გონიერება.
რათა დავმადლიანდეთ ჩავატაროთ საფესახო აგადა უდიდესი სიწმინდით, როგორც შეჰფერის ამ დიად დღეს, დაგვეხმარე წავიკითხოთ აგადა ხმამაღალი ხმით, დიდი გულისყურით და გაგებით.
სიხარულით და დიდი სიმხიარულით, აღმავლობით, სიწმინდის აღმაფრენით და უდიდესი სისუფთავით ისე, რომ ხმამ გააღვიძოს გაგება.
დაე, აღსრულდეს სასწრაფოდ ნათქვამი: „როგორც ეგვიპტიდან ჩვენი გამოსვლის დღეებში, გვიჩვენე უდიდესი სასწაულები.”
და გამოგვიგზავნე სიწმინდე მუდმივად, დაგვეხმარე ჩვენ მუდამ მოვყვეთ შენს სასწაულებზე, წმინდა თორაზე.
დაე, ასრულდეს ჩვენთვის ნათქვამი: „წმინდა თორა იყო მათ ბაგეებზე”. და შეგვიწყალე ჩვენ, გვიხსენი, დაგვეხმარე სასწრაფოდ განვდევნოთ წყვდიადი, რომელიც ფარავს სიწმინდეს და გამოავლინე შენი ჭეშმარიტი შუქი სამყაროში.

ქაშერი, მხიარული, ჯანმრთელი და მშვიდობიანი ფესახი ჩვენ და მთელ სამყაროს, ამენ!

მოგაწოდათ რაბანით ჟუჟუნა(სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.