...

კეთილდღეობის გასაღები

არსებობს ჩვეულება, რომლის თანახმად, ფესახის დამთავრების შემდეგ პირველი შაბათისათვის, როცა აკურთხებენ “იარის” თვის დადგომას, შაბათის სეუდაზე მიირთმევენ ორ ხალას, რომელიც გამომცხვარია გასაღების ფორმით და მოყრილი აქვს ბევრი ქუნჯუტის (სუმსუმის) თესლის მარცვლები. . გასაღები ივრითზე არის “מפתח”( მაფთიახ). מ–מן(მან) פ–פרנסה(ფარნასა) ת– תרעין פתיחין( თესლი ღია ცის ქვეშ) ח–חללה(მსხვერპლი) ფრსახში ზეცის ჭიშკრები ღიაა, მერე იკეტება, ვაცხობთ ხალას( პურს ჩვენი არსებობისას) რათა გაიხსნას საარსებო წყარო.

კაბალის მიხედვით ამ დღეს სწორდება სეფიროთი – “ნეცახ დეგვურა” ( მარადისობის სიძლიერე). ადამიანი, რომელიც დაამარცხებს თავის ცუდ საწყისს (იეცერ ჰარაყს) ხდება სიძლიერის სეფიროთის მფლობელი, რადგანაც ბრძანეს ბრძენებმა ( ფირკეი ავოთი 4 : 1):
“ვინ არის გმირი? ის ვინც თავის ვნება – სურვილებს მოთოკავს”, რადგან ამ დროს სიძლიერის სეფიროთი დიდდება და მაღლდება სეფიროთ ” ბინის” – ს ( გონიერება), ხსნის ამ დროს “ბინის”-ს(გონიერების) სინათლეს, წოდებულს ” სიმდიდრედ”. ცნობილია, რომ თითოეული სეფიროთის სინათლე იხსნება, სწორედ ” ნეცახ” -ის, მარადისობის სეფიროთიდან. ამიტომ, სიმდიდრის გასაღები იმყოფება ამ სეფიროთში. ეს შაბათის ხალები გვახსენებენ მანით კვების სასწაულს, რომელსაც უგზავნიდა ჰაშემი ებრაელებს უდაბნოში და ასევე ” კეთილდღეობის გასაღებს”, რომელიც მხოლოდ გამჩენის ხელშია. წარმატება ამ მნიშვნელოვანი მიცვის შესრულებისას
და ბედნიერი შაბათი.

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა)გაზნელი -მდინარაძემ.

თუ გინდა გყავდეს ცადიკი შვილები

*ვინც ანთობს შაბათის სანთლებს ზეითუნის ზეთით;

*გაუფრთხილდი თვალებს (არ შეხედო სხვა ქალს );

*გასინჯე მეზუზა ხშირად ;

*გაეცი ხშირად ცედაკა ( მოიმოქმედებ წყალობას);

*შვილი არ შეარცხვინო;

*დაიცავი შაბათი;

*ვინც არ წარმოთქვამს “ლაშონ ჰარაას”;

*წაიკითხე “ბირქათ ჰამაზონი” ქავანით;

*ვინც ტირის ტაძრის დანგრევაზე, რომ აშენდეს რაც შეიძლება ჩქარა;

*ქალმა დაიცვას მოკრძალებულობის კანონები;

*ქალმა იყიდოს წმინდა წიგნები და დაარიგოს;

*კარგია მამაკაცმა შაბათის წინ ჩაყვინთოს მიკვეში; (თალმიდ ხახამმა ყოველ დღე);

* რაც მეტს იტირებ შვილებზე, რომ იყვნენ ცადიკები;

*ბაალ შემ ტოვმა თქვა : “მოკრძალებულ ქალს დაებადოს წმიდა ნეშამის შვილები”.

ჰაფრაშათ ხალა-ხალის გამოყოფა

ჩვენს დროში ბევრი ადამიანი აწყობს ხალის გამოყოფას სხვათა მონაწილეობით და ეს ძალიან კარგია, როცა მიცვაში მონაწილეობას იღებენ სხვებიც . ეს ცერემონია ტარდება სხვადასხვა მიზეზით: ჯანმრთელობის, მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, ასევე თუ კი ვაჟს (ან გოგონას ) უძნელდება დაწყვილება ან ვინმეს უგვიანდება შვილის შეძენა და ა.შ .
ცომის მოზელის წინ დავიფაროთ თავზე თავსაფარი ,შევასრულოთ ხელდაბანის მცნება ( ნეტილათ იადაიმი) გამოვყოთ ცედაკა , რათა ყველა ლოცვა მიღებული იქნას წყალობით .

• წავიკითხოთ თეჰილიმის 23 ფსალმუნი , რომელიც ეხმარება ზეციერი ჭიშკრის გახსნას და ამ ფსალმუნში არის 57 სიტყვა , რაც საზრდოობის გემატრიის ( „ზან“ -ტოლია ) . არიზალი გვასწავლის : „ ვინც ამ ფსალმუნს წარმოთქვამს სიუხვით იქნება კურთეული „

• ავანთოთ სანთელი რაბი მეირ ბაალ ჰანესის და რაბი შიმყონ ბარ იოხაის სახელზე .

ვიწყებთ ცომის მოზელვას :

• ფქვილის გაცრისას გამოვხატავთ სიხარულს რამე თუ სიხარული არის გასაღები სულიერი ზრდისათვის .
• შაქრის დამატებისას , რომ განვიცადოთ სიტკბო სულიერი და ოჯახური ცხოვრებით .
• საფუარი -სულიერი ზრდის ნიშანი .
• წყალი-თორის და განწმენდის სიმბოლო .
• მარილი-ჰაშემთან კავშირის სიმბოლო, ასევე სიმბოლოა საყვედურისა , ამიტომ ცოტას უკან ვაბრუნებთ სამარილეში , რათა ყოველთვის ვეცადოთ ვუსაყვედუროთ სხვებს ნაკლებათ ,ვიდრე საჭიროა .
• ზეთი -სიმბოლოა ცხებისა ( კურთხევისა ) ზეთს ვამატებთ ნელ-ნელა თითქოს ვასრულებთ „წესს ცხებისას „ თვითოეული ოჯახის წევრისას. წარმოვთქვავთ მათ სახელებს ( ებრაეულს ) და ვლოცულბთ მათთვის , რომ ჰაშემმა გამოუგზავნოს რაც სჭირდებათ ( ჯანმრთელობა , წარმატება , ფარნასა ,დაწყვილება და აშ. )
• ვიწყებთ ცომის ზელვას – ეს არის ლოცვის დრო ვფიქრობთ იმ ადამიანზე ვისთვისაც სრულდება ეს
„ ჰაფრაშათ ხალა „ ასევე ვფიქრობთ იმ ახლობლებზე , ნაცნობებეზე , მეგობრებზე იმ ადამიანებზე, ვისთვისაც გვსურს ვილოცოთ , რომლებმაც გვსურს , რომ იპოვოს მეწყვილე , უშვილო ნათესავებისათვის , რათა შეიგრძნოს დედობისა და მამობის სიხარული , ავადმყოფებისათვის – რათა გამოჯანმრთელდნენ სასწრაფოდ გაჭირვებული ნაცნობისათვის – რათა მიაღწიონ მატერიალურ კეთილდღეობას .
ვიდრე ცომი გაფუვდება , მაგიდაზე სხვადასხვა კურთხევების წარმოსათქმელად დავალაგოთ : ყურძნის წვენი , ნამცხვარი ( რაიმე მეზონოთი) , ხილი ,როგორც ხეხილის ასევე მიწის ნაყოფის , შოკოლადი( რაიმე შეაქოლი ) , სურნელოვანი ნაყოფი ( ბესამიმი) .

1. პირველად ვაკურთხებთ ყურძნის წვენს – დაწყვილებისათვის ასევე შვილებეზე ( ვისაც უგვიანდება დაფეხძიმება ) კარგია წაიკითოს 128 ფსალმუნი „ ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე, შენი სახლის კიდეებში „
2. „ მეზონითი ფარნასისათვის „ , რომ იყოს იოლი და უხვი „შეფა „
3. „ჰაეცი“- ხის ნაყოფები , რომ შვილები , შვილიშვილები იყვნენ ჯანმრთელები და ბედნიერები .
4. „ადამა „-მიწის ნაყოფი , ხანგრძლივი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის .
5. „შეჰაქოლი“ , შოკოლადი ან რაიმე სხვა რაზეც წარმოითქმევა ეს კურთხევა , რომ ყველა ლოცვები სურვილები და კურთხევები იყოს ჰაშემის წინაშე სასიკეთოდ.
6. „ბესამიმი“ – ნებისმიერი სურნელოვანი ნაყოფი.
როცა რაიმეს მივირთმევთ ეს არ არის სულის სიამოვნება,ყნოსვით კი სიამოვნებს სული ამ დროს ვაფიქრებთ , რომ ყველამ დაიცვას სრულად თორის მითითებები უნდა ვილოცოთ მათთვის ვინც უკვე დაიწყო მცნებების დაცვა , რომ გაუადვილდეთ , ხოლო მათ ვინც ჯერ ვერ ახერხებს – შემოგვიერთდნენ . ვილოცოთ მათთვის ვისი თეშუბა გვსურს.
როდესაც ცომი გაფუვდება გამოვყოფთ ხალას ვთხოვთ გ….ს , რომ ამ მიცვის შემწეობით გამოსწორდეს დედამიწაზე პირველი ქალბატონის ხავას შეცდომა , რომელმაც მოიტანა სამყაროში სიკვდილი ჩვენ კი მოგვაქვს სიცოცხლე , რადგან კურთხეულმა ადამის მოზელისას აიღო მიწა სამყაროს ოთხი კუთხიდან ჩვენც ხალას ვიღებთ მისი ოთხი კუთხიდან და ასევე შუაგულიდან და ვამბობთ : „სარა , რივკა , ლეა , რახელ , ჭიპი იერუშალაიმი „ ვაერთებთ ერთად და წარმოვთქვავთ ხალის კურთხევას :
„ბარუხ ათა ა…..ნაი , ელოჰეინუ მელეხ ჰაყოლამ აშერ კიდეშანუ ბემიცვოთავ ვეცივანუ ლეჰაფრიშ ხალა მინ ჰაყისა „
შემდეგ ვამბობთ იეჰი რაცონს .
ყველას წარმატებები და სურვილების შესრულება „ბეჰაცლახა“

მოგაწოდათ : ჟუჟუნა (სიმხა ) გაზნელი -მდინარაძემ

წარმატებული მშობიარობისთვის

გვასწავლიან რაბი ხაზონ იშის სახელით:

მამაკაცმა, რომლის ცოლსაც არ შეუძლია ჯამრთელობის გამო ატაროს ნაყოფი, აიღოს ვალდებულება გასცეს ყოველ
თვე თავისი შემოსავლიდან 10% და ჰაშემის დახმარებით შეეძინებათ ჯამრთელი ბავშვები.
*წიგნში, რომლის სახელია ” თშუვოთ ვეან ხაგოთ” დაწერილია : ( შემოწმებული და გამოცდილი)
ამ წიგნში ციტირებას აკეთებენ დიდი ბრძენის სტეპლერის სახელით:
“დაე ქალბატონმა, რომელსაც უთხრეს, რომ ნაყოფი გადაბრუნებულია, შეამოწმოს სახლში წმინდა წიგნები, რომლებიც ასევე არ ალაგია სწორად”.
*” ზიხრონ იააკობი ” წერს:
სგულა ბავშვის იოლად დაბადებისათვის არის, რომ ქმარმა
რამოდენიმეჯერ ისწავლოს ბავა კამას პირველი მიშნის ტრაქტატი და მაშინ მისი მეუღლე ადვილად იმშობიარებს ჰაშემის დახმარებით.
*აი კიდევ ერთი სგულა წიგნიდან “თორათ იოლედეთ” ისრაელის ყველა ბრძენის სახელით, რჩევა ფეხმძიმესათვის, რომ მიიღოს ვალდებულება, ფიცის გარეშე, რომ როცა იმშობიარებს კეთილად, წაიკითხოს
” ნიშმათ ქოლ ხაი” სიცოხლის ბოლომდე.
,
*ისრაელის დიდი ბრძენები წერდნენ:
სტუმართმოყვარეობა, რომელიც არის მთელი სულით, გულით და ასევე სიხარულით არის სგულა ბავშვის დაბადების ადვილად და სწრაფად.
*მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში იკითხოს თეჰილიმის 128 ფსალმუნი.
* მეცხრე თვეში გადასვლისას წავიდეს მიკვეში.

გაამრავლოს გ…მა ისრაელი ჯამრთელი და ცადიკი თაობით. ამენ!

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა ) გაზნელი — მდინარაძემ.

მარხვისთვის

იმისათვის რომ მარხვა არ გაგვიძნელდეს, საჭიროა ავიღოთ ჭიქა სავსე წყლით, მიუახლოვდეთ შემოსასვლელ კარზე მიმაგრებულ მეზუზას და შვიდჯერ დავლიოთ წყალი მცირე ოდენობით. მნიშვნელოვანია ყოველი მომდევნო წყლის დალევის წინ, ვაკოცოთ მეზუზას ( მარჯვენა ხელით, როგორც ჩვეულებრივ ვაკეთებთ ) და ბოლოს ვთქვათ, რათა არ ჰქონდეს ( სახელი ადამიანის ვინც მარხულობს) შიმშილისა დაწყურვილის შეგრძნება, ხოლო აზრები მიმართული იყოს მარხვაზე, როგორც გამოსწორება, განწმენდა მიტანილი მსხვერპლით, ისე როგორც ტაძრის დროს.

დაგვამადლიანოს კურთხეულმა აშენებულიყოს ტაძარი ჩვენს დღეებში, ამენ! და ასრულდეს ბრძენების ნათქვამი:
“ეს დღეები მწუხარებისა შეიცვლება სიხარულის დღეებზე”. ამენ ვეამენ!

მოგაწოდათ ჟუჟუნა (სიმხა ) გაზნელი-მდინარაძემ.

სუქოთის სეგულები

ყველაფერი ეხება იმ ეთროგს,რომელიც მთელი სუქოთის განმავლობაში იკურთხებოდა სუქაში. “შლომ ბაითისა და ფარნასისათვის–დაიდოს სასადილო მაგიდაზე და იქნება სასიამოვნო არომატი და თვალსაც გაახარებს. თუკი ბავშვს უგვიანდება ლაპარაკის დაწყება ან ენას უკიდებს–კარგია ვაჭამოთ ეთროგი. თვალის ტკივილისას უყურებენ ეთროგს. ადვილი, დროული დამსუბუქი მშობიარობისათვის, ასევე
ქალური დაავადებისათვის, კარგია ეთროგის ჭამა. ჯამრთელობისათვის–დაიკოცნოს სუქის ოთხივე კედელი და ითხოვოს ჯამრთელობა.
სუქოთის ძლიერი სგულაა

ჩამოიკიდოს სუქაში ზეითუნის ზეთი, რათა ზეთმა შეიწოვოს კიდუშისა და უშპინზინების (ზეციერი სტუმრები )სიწმინდე, შემდეგ კი ამ ზეთით ანთებენ ხანუქის სანთლებს და შესანიშნავია კანის და წელის ტკივილის სამკურნალოდ. სგულა დაწყვილებისათვის საჭიროა ჩამოიკიდოს შვიდი ბროწეული სხვადასხვა სუქა- ში, დღესასწაულის დასრულების შემდეგ შეგროვდეს და გამოიწუროს მისგან წვენი და დალიოს მან, ვინც ეძებს მეწყვილეს. ყველა სუქაში სადაც ეკიდა ეს ბროწეულები უნდა ყოფილიყო საუბარი თორაზე. ვისაც აქვს ჯამრთელობის პრობლემა კარგია აანთოს სუქაში სანთელი ცადიკის სახელზე–იმ დღის ზეციერ სტუმარზე ყოველ დღეს ვისი მოსვლის რიგიცაა.

*სუქა სგულაა ხანგძლივი სიცოცხლისა ვაიკრა 23:42 “კარვებში დასახლდით 7დღეს: ყველა ისრაელის მკვიდრი დასახლდით კარვებში”. მკვიდრი “ეზრახ” გემატრია არის216, ასეთივე გემატრია აქვს “გვურას”,აქედან ვსწავლობთ თეჰილიმი 90:10 “…ხოლო სიმაგრის დროს 80”.
*დაწყვილების სგულა- ისწავლეს სუქაში მასეხეთ სუქა(რაბი ხაიმ პალაჯი). ასევე დაიკავოს სუქა ჰოშანა რაბაში 2საათით ადრე დღესასწაულის დამთავრებამდე.
*კარგია დაიკიდოს სუქაში ღვინო და შემდეგ გამოიყენოთ: ფურიმში, ფენაში, ახალმოსახლეობაზე, ბრით მიწაზე და ა. შ.*ჰოშანა რაბაში ისევ ღიაა ზეცის ჭიშკარი და კარგია წაიკითხოს მთელი თეჰილიმი.
*სგულა დაიცვა თავი ყველა გაჭირვებიდან, წავიკითხოთ თეჰილიმი: “…ფარი ხარ ჩემი თავისა ბრძოლის დღეს 140:8. სუქის კედლები სიმბოლოა ჰაშემის გულმოწყალებისა, როგორც გახსენება დიდების ღრუბელისა, რომელშიც იყვნენ გახვეული ისრაელის შვილები.
*სუქის მიცვის დამსახურებით ადამიანი დამადლიანდება აიცილოს ტანჯვა და ავადმყოფობა, რამეთუ ნათქვამია: თეჰილიმი 27:5 “რამეთუ დაუფარავს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დაუმალავს თავისი კარვის სამალავში”.
*კარგია სუქაში დაიკიდოს ვაშლი და დღესასწაულის თარიღების შემდეგ მიირთვას კარგი ჯამრთელობისა და გა.ოჯამრთელებისათვის.
*დაიკიდოს თაფლი და გამოიყენეთ ის როშ ჰავანაში.
*ადვილი მშობიარობისათვის “სიმხათ თორის შემდეგ ჩაკბიჩოს ეთროგი.
*რეფუა შლემისათვის აინთოს სუქაში 7 დღე სანთელი ზეციერი სტუმრებისათვის
*დაცვა ყველა გაჭირვებიდან ლულავის ტოტები დაიკიდოს სახლის შესასვლელში და დაიწვას ის ხატებთან ერთად

მხიარულ და ბედნიერ სუქოთს გისურვებთ.

მოგაწოდათ რაბანით სიმხა მდინარაძემ.

ხანუქის სეგულები

ხანუქის პირველ კურთხევაში არის 13 სიტყვა, რომელიც შეესაბამება ჰაშემის გულმოწყალების 13 თვისებას, რომელიც გვსურს ჩამოვიდეს ჩვენთვის ზეციდან. „შეჰეხიანო“- გვაჩუქე სიცოცხლე, გვეხმარებოდი და მოგვასწარი ამ დღეს არადა რამდენმა ადამიანმა აანთო შარშან ხანუქის სანთლები და დღეს ჩვენთან არ არიან. „ ვეჰიგიყანუ“ – არსებობდენ სიტყვიდან ( עגמშეხება ) ეს იმ შეხებაზეა ლაპარაკი , როცა სულ ცოტა ხნის წინ შეგვეძლო მათ გადავხვეოდით. გვიხსნის რაბი ბენ ციონ მუცაფი.
1. ხანუქის პირველი სანთლის ანთებისას, უნდა ვიფიქროთ ჰაშემის ერთიანობაზე, რომ ის მოიცავს თავის თავში ყველაფერს. და დავაფიქროთ , რომ ჩვენც ვართ ყველაფრით სავსენი და არა გვაქვს ნაკლოვანება. არ ვიყოთ დეპრესიაში, ვიყოთ მხიარულნი და ამასთანავე ვილოცოთ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ მარტოა, რათა მალე იპოვოს თავისი მეორე ნახევარი და მომავალ წელს ჰქონდეთ საკუთარი სახლი და ოჯახი.
2. მეორე სანთლის ანთებისას ვილოცოთ ოჯახის მშვიდობაზე „შლომ ბაითზე „ , რომ ოჯახში იყოს მშვიდობა, გაგება,ურთიერთპატივისცემა და დათმობა.
3. მესამე სანთელი რაბი იცხაკი ბერდიჩევიდან გვასწავლის ეს სანთელი ბავშვებისათვისაა, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის, რომ იყვნენ ჯანმრთელები, ბედნიერები, დამჯერები, კეთილები და ჰქონდეთ ბედნიერი მომავალი.

4. მეოთხე სანთელი

რაბი იცხაკ ბერდიჩევის რჩევით გავიხსენოთ ჩვენი დედები: რახელი, ლეა, ბილჰა და ზილფა და ვილოცოთ ქალურ ბედნიერებაზე ჩვენი სახლის ოთხ კედელში. ვილოცოთ რომ ვიყოთ გაწონასწორებულნი რამეთუ ყველა ქალში არის შინაგანი ომი. ერთი მხრივ სურს სახლში ყოფნა, ქმარ-შვილზე ზრუნვა , რომ იყოს მათთან მაგრამ კვებოს სახლში მომზადებული ჯანმრთელი საკვებით აკეთოს ყველაფერი მათთვის, მაგრამ აქვს სურვილი გაიქცეს სახლიდან დაკავდეს პირადი საქმეებით, იყოს დაქალებთან , ან იაროს მაღაზიებში საყიდლებზე. ასევე იზრუნოს კარიერაზე , იყოს ხალხის წრეში. ამიტომ , მეოთხე სანთელზე ითხოვენ ჰარმონიას , გაწონასწორებულობას ამ ორ ქალურ სურვილს შორის.
მეხუთე სანთელი. როცა ანთებული სანთლების შუქი მეტია. ამ დროს უნდა ითხოვოთ ოპტიმიზმი და მეტი სურვილი სიყვარული და სწრაფვა თორის სწავლისათვის. რამი იცხაკ ბერდიჩევი გვასწავლის : რომ ჩვენმა ქმრებმა და შვილებმა ისწავლონ თორა და ჩვენი ცხოვრება განათებული იყოს თორის შუქით. ბრძენი შლომო გვასწავლის „ნერ მიცვა თორა ორ“ ე.ი. სინათლე არის თორა . ამიტომ ვამბობთ მაკაველეების გამარჯვების შემდეგ სინათლემ სძლია სიბნელეს, როცა ბერძნები მაშინდელ სამყაროში მეტად განათლებულები იყვნენ. ფილოსოფია, ლიტერატურა, ხელოვნება, საომარი ტექნიკა , არქიტექტურა. მაგრამ სწორედ აქ ვლინდება განსხვავება კულტურებს შორის. მერძნები მიიჩნევდნენ, რომ გარეგნობაა უმთავრესი შინაგანი სამყარო უყურადღებოდ რჩება. თორა კი შინაგან სამყაროს ანიჭებს უპირატესობას. მთავარი თორის თანახმად ისაა,რომ ადამიანმა საკუთარი თავის დამორჩილება შეძლოს. არ დამორჩილდეს „იეცერ ჰარას“ რომელიც ყოველ წამს ცდილობს ჩვენს შეცდენას. რომლის დამარცხებაშიც მხოლოდ თორა გვეხმარება სწორედ ამ ძალამ დაამარცხა წინ წასული და განვითარებული სახელმწიფო. ყოველ ჩვენთაგანს სამყაროს გასანათებლად ჩვენი წილი სინათლის გაცემა გვევალება. მაჟრიცელი მაგიდი ამბობდა : ადამიანები კარადაში დამალულ სინათლეს გვანან , ჩვენ მხოლოდ კარი უნდა გამოვაღოთ …. ხანუქის სანთლების ანთებისას გავხდეთ იმ სინათლის წყარო რომელიც წყვდიადს დაძლევს და სამყაროს გაანათებს. ხანუქა ერთადერთი ებრაული დღესასწაულია რომელიც აღნიშნავს ებრაელთა ნებაყოფლობით არჩევანს თორისა და მცნებების დაცვის სასარგებლოდ. ხანუქა არ არის თორის მიღების დღესასწაული მაგრამ ის მისი ტოლფასია იმიტომ რომ ამ დროს ებრაელებმა მოიშორეს თორის სწავლის აკრძალვა. ამითია ეს დღესასწაული შეუდარებელი. გაგვეაზრებინოს ამ დღესასწაულის არსი და მნიშვნელობა.

მეექვსე სანთელი

რაბი იცხაკ ბერდიჩევი გვასწავლის რომ უნდა ვილოცოთ რომ გვქონდეს ცხოვრებაში ნამდვილი „სიმხა“ რადგან ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ყველაფერი მაგრამ სიმხიარულე არა. მიშნა – კანონების კრებული ექვსი ნაწილისგან შედგება ესაა ხელოვნება გამოიყვანო კანონი. აქ მეექვსე სანთელზე ჩვენ უნდა ვითხოვოთ, რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს გაეხსნათ შესაძლებლობები და პოტენციალი. 7. მეშვიდე სანთელი . ვილოცოთ ჰაშემისაგან ჩამოსული ყველა ბერახა კურთხევა მიგვეღოს , რომ ვიარსებოთ სიხარულით , ხვავით , ბარაქით, ძალიან ბედნიერებმა. ასევე საჭიროა ვილოცოთ ტაძრის აღდგენაზე , სადაც იდგა შვიდსანთლიანი მენორა. რაბი მეირ ბაალ ჰანესი გვასწავლის: ვილოცოთ კიდევ ერთხელ ახალგაზრდების დაწყვილებაზე.

მერვე სანთელი.

რაბი ლევი იცხაკ ბერდიჩევი გვასწავლის : ვისაც სურს ბავშვის ყოლა სწორედ ეს არის დრო ამის თხოვნისა რვა ეს ჩვენ გაგებაზე ზევითაა ეს სულიერი ციფრია ამ დღეს მიიღება ყველა ლოცვები განსაკუთრებით უშვილობის რაბი მეირ ბაალ ჰანესი გვასწავლის: წავიკითხოთ თეილიმი 80 ფსალმუნი , ქალბატონებმა კი ვინც შვილს ელოდება დაამატონ რომ ჰქონდეთ ზეხუთი რომ გაუკეთონ ბრით მილა მერვე დღეს. რაბი მეირი ასევე გვასწავლის: ტევეტის როშ ხოდეშში ახალმთვარეობაზე ვილოცოთ მათთვის ვისი თეშუბაც გვსურს ამ დროს არის აბრაჰამ ავინუს იორცაითი. ბერძნები გვიკრძალავდნენ სამ რამეს : ბრით მილას, შაბათის დაცვას და როშ ხოდეშშ . ყოველთვის ხანუქაში არის როშ ხოდეში შაბათი და რომ იყოს ნათლობაც. რებე რუჟინიდან ამბობს: ხანუქის მერვე დღეს ადამიანს შეუძლია მიაღწიოს თავისი ლოცვით იმას რასაც ვერ მიაღწია ქიფურში ნეილის ლოცვისას. ხატამ სოფერი გვასწავლის შესანიშნავ სგულას: დადგეს ადამიანი ანთებული სათლების წინ ილოცოს ისე რომ ვერ გაარჩიოს რამდენი სანთელი იწვის და ილოცოს ხსნასა და შველაზე. მერვე სანთელის ანთების შემდეგ უნდა წავიკითხოთ 90:17 „დაე იყოს კეთილმოსურნეობა ჰაშემისა, ჩვენი ღმერთისა ჩვენდამი და საქმე ჩვენი ხელისა წამართე ჩვენთვის“ კდუშათ ჰალევი ამბობს: მერვე სანთელზე უნდა ვილოცოთ, რომ გვქონდეს უკეთესი სამსახური, ხასიათის გამოსწორება, მატერიალურად და სულიერად ზრდა. ხანუქის შუქი დაგვეხმარება და გვექნება კურთხევა ყოველ ახალ წამოწყებაში ასევე თვისებების და გამოსწორებაში წამოწყებაში ამენ იყოს სურვილი უნდა . ხანუქა ანალიზის საკუთარი მოვიძიოთ თანდათან მცირე ისევე ჰაშემის ნება და დეღესასწაულია შუქი და გავძლიეროთ სასანთლეებში ზეთს . როგორც ვამატებთ სასანთლეებში ზეთს .

მოამზადა რაბანით მორა სიმხა მდინარაძემ.

ხანუქის ნათელი დღესასწაული

ხანუქის დღეები – ეს დღეებია გამჩენის მადლიერების და დიდებისა, ხოლო მადლიერება და დიდება კურთხეულისა- — ესაა მთავარი სიამოვნება მომავალი სამყაროსი. ბრესლაველი რაბი ნახმანი.

რაბი იცხაკი გვასწავლის, რომ ხანუქაში, ვიდრე სანთლები იწვიან, საჭიროა წავიკითხოთ თხუთმეტი განსაკუთრებული თეჰილიმი, როგორც ფარნასის სგულა: 17, 25, 32, 51, 65, 85, 86, 103, 113, 120, 121, 124, 125, 130, 136. ელია რაბა და პრი მეგადიმის თანახმად ეს თეჰილიმები
იკითხება გვალვის დღეებში, როგორც წვიმის სგულა. მაგრამ “სგულათ იცხაკი” მიგვითითებს სწორედ თეჰილიმის ამ თავებს, როგორც ფარნასის სგულას, ხანუქაში წასაკითხად. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ბრძენების დადგენილების თანახმად, აკრძალულია ხანუქის სანთლების შუქზე ფულის დათვლა. ” სგულათ იცხაკს” ესმის ეს აკრძალვა უფრო ფართოდ, ვიდრე უბრალოდ გადადება კუპიურის ან მონეტის. ფულის დათვლისას ადამიანი არა მარტო გადადებს მონეტებს, არამედ კიდევ აცმაცუნებს ტუჩებს და ჩურჩულებს ან უბრალოდ ხმამაღლა ითვლის და ეს კი შედის აკრძალვაში, ხოლო ლოცვა ზეპირ თორაში იწოდება “ჩურჩულად” ( ლახაშ ), ხანას ლოცვის მსგავსად. ამ დამთხვევის გამო, “სგულად იცხაკი” აკეთებს დასკვნას, რომ არ შეიძლება ლოცვა ფარნასაზე, ვიდრე ანთია ხანუქის სანთლები. მაგრამ სხვა მხრივ, ხანუქა არის სასურველი დრო ფარნასისათვის ლოცვაზე, ამიტომ გთავაზობთ ითხოვოთ ფარნასაზე, მაგრამ არა პირდაპირ, არამედ ირიბად, თეჰილიმის კითხვით, როგორც ლოცვა წვიმისათვის. ხანუქის მერვე სანთელთან დაკავშირებით გვასწავლიან ბევრ სგულას:
რაბი იცხაკი გვასწავლის, რომ ვისაც სურს ბავშვის გაჩენა სწორედ ეს არის დრო ამის თხოვნისა. ციფრი რვა – ეს ჩვენს გაგებაზე ზევითაა, ეს სულიერი ციფრია, ამ დღეს მიიღება ყველა ლოცვები და განსაკუთრებით ვისაც სურს შვილი. რაბი მეირ ბაალ ჰანესი გვასწავლის, წავიკითხოთ მე-80 ფსალმუნი ( ბავშვის გაჩენისათვის)და ქალბატონებმა დაამატონ, რომ ჰქონდეთ “ზეხუთი”,გაუკეთონ შვილებს ნათლობა ხანუქაში. რაბი მეირ ბაალ ჰანესი ასევე გვასწავლის: ტევეთის ახალმთვარობაზე, ვილოცოთ მათთვის, ვისი თეშუბაც გვსურს. რებე რუჟინიდან გვასწავლის: ” ხანუქის მე-8 დღეს ადამიანს შეუძლია მიაღწიოს თავისი ლოცვით იმას, რასაც ვერ მიაღწია ქიფურში ” ნეილის ლოცვისას”. ხატამ სოფერი გვასწსვლის შესანიშნავ სგულას, მე-8 სანთლის ანთების შემდეგ, დადგეს ადამიანი სანთლების წინ და იტიროს ისე, რომ ვერ გაარჩიოს რამდენი სანთელი იწვის და ითხოვოს ხსნასა და შველაზე. მე-8 სანთლის ანთების შემდეგ მაშინვე უნდა წავიკითხოთ თეჰილიმის 90:17. “დაე, იყოს კეთილმოსურნეობა ჰაშემისა, ჩვენი ღ…სა ჩვენდამი და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის”. “კდუშათ ჰალევი” ამბობს: მე-8 სანთელზე უნდა ვილოცოთ, რომ გვქონდეს უკეთესი სამსახური, ზრდა სულიერად და მატერიალურად, თვისებების გამოსწორება, ხანუქის შუქი დაგვეხმაროს რომ გვქონდეს კურთხევა ყოველ ახალ წამოწყებაში, ამენ იყოს
ჰაშემის ნება. ბერძნები გვიკრძალავდნენ: ახალმთვარობის აღნიშვნას, შაბათის დაცვას და ნათლობას. ხანუქაში კი არის შაბათი, ახალმთვარობა და ვილოცოთ იყოს ნათლობაც. ტევეთის “როშ ხოდეშში”არია აბრაჰამ ავინუს იორცაიტი. გისურვებთ ზღვა სიკეთეს, ოკიანის სიდიდის წარმატებას, დაე არ თავდებოდეს ფული, არ შემცირდეს ჯამრთელობა, ხოლო განწყობა იყოს ყოველთვის სადღესასწაულო. დაე, ბედს უყვარდეთ გულწრფელად და ყველაფერი კარგი თქვენს ცხოვრებაში იზრდებოდეს ყოველდღიურად,

ამენ ვე ამენ! ბედნიერი ხანუქა.

მოამზადა ჟუჟუნა გაზნელი-მდინარაძემ.

სეგულოთ „შაბათ შირა”

ეს შაბათი „ეთ რაცონ” – დრო წყალობისა

• აივსოს სახლი სიმღერებით და სიხარულით
• „სფათ ემეთ”-ი ამბობს, რომ ის, ვინც დამადლიანდება იმღეროს სიმღერა, ნახავს თუ როგორ დაეწყობა ყველაფერი გამართული რიგით.
• „შირათ ჰაიამის” კითხვისას სალოცავში (მაგრამ თუკი ამის საშუალება არ აქვს – სახლში), წაიკითხოს სიხარულით და აღფრთოვანებით, თითქოს თვითონ გაიარა ამ დროს ზღვაში, როგორც მშრალ მიწაზე (აიწიოს კაბა, რათა არ დაუსველდეს).
ამასთან, ყველა ებრაელს უნდა ჰქონდეს სრული რწმენა, კმაყოფილების და მადლიერების გრძნობა ה׳-სადმი, ყველა იმ სიკეთისათვის, რომლითაც ის მუდმივად გვასაჩუქრებს ჩვენ ყველას.

• სიუხვის სგულა – წაიკითხოს თეილიმი 69, (ნახშონ ამინადავის – იეუდას მუხლის უფროსის, რომელიც პირველი შევიდა ზღვაში)

• „მოაწყე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ” (თეჰილიმი 23:5)
გააწყეთ მაგიდა განსაკუთრებით ლამაზად და მდიდრულად შაბათის სახელზე და განსაკუთრებით ვეცადოთ დავიცვათ შაბათი ყველა სიზუსტით.
„შიდუხის სგულა”: პირველი შაბათის მოხსენიება – „შეხედეთ – აი, ה׳-მმა მოგცათ შაბათი…” შაბათი მეწყვილეა ისრაელი ერისა, ეცადო შაბათისათვის – შესანიშნავი სგულაა კარგი შიდუხისათვის.

• სგულა დააპურო: ჩიტები შაბათის შემოსვლის წინ – დაუყარო ჩიტებს პურის ნამცეცები – ესაა მადლიერება ჩიტებისადმი, რომ აკენკეს მანა…

• და არ დაგავიწყდეთ მოამზადოთ დაირა… იმიტომ რომ ხსნა უკვე ახლოსაა, დაე მოვემზადოთ ამისთვის!
როგორც წინასწარმეტყველი მირიამი ცეკვავდა დაირით მაშინვე ზღვის გაპობისას.

კაბალა „შირათ ჰა-იამზე”

ზოჰარში (თავი ბეშალახი 220) დაწერილია: თვითოეული, ვინც ყოველდღიურად და მონდომებით წარმოთქვამს „შირათ ჰაიამს”, დამადლიანდება წარმოთქვას ის მომავალ სამყაროში, ადიდოს მაშიახის დღეებში, ისრაელი ერის სიხარულით შეკრებისას. ადამიანს, რომელიც ასე იქცევა, კურთხეული ყველა ცოდვას პატიობს და იხსნის ყველა, ყველა უბედურებისაგან ამ სამყაროში. ზოჰარი ხაზს უსვამს, რომ: „ყოველდღე მისი დიდი სიხარულით წარმომთქმელი, თითქოს პირველად რომ წარმოსთქვამს, მისი ძალა და სგულა იქნება ისეთი, როგორც პირველად.” ე.ი. ისეთი სიუხვის, როგორც მაშინ პირველად.
ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, მიშნა ბრურამ დაადგინა შემდეგი ჰალახა: „და იქნება წარმოთქვას „შირათ ჰა-იამ” სიხარულით და წარმოიდგინოს, თითქოს იმ დღეს გაიარა ზღვა და ვინც ასე წარმოთქვამს, ეპატიება ყველა ცოდვა.” კაბალისტი რაბი შიმშონი ოსტროპოლიდან წერდა თავის წიგნში „შემეშ ვე-მაგენ”, რომ: „ყოველთვის, როცა ადამიანი ქებას ასხამს ეგვიპტიდან გამოსვლას, თავისი სიტყვებით, აგდებს თავისგან მტერს და ცვლის მასზე ყველა მძიმე სასჯელს და „სულიერ უწმინდურობას, ხოლო სიწმინდის ძალას აღადგენს. ხოლო ეგვიპტიდან გამოსვლის სასწაულის ხსოვნა წარმოადგენს მშვენიერ დაცვას ყველა უბედურებისაგან”.
წიგნში „იიმალეტ ნაფში” მოყვანილია, რომ ძალა „შირათ ჰა-იამის” განდიდებისა, რომ ეს სიმღერა არის ნათელი მოწმე ה׳-სა და მისი დიდებულებისა, როგორც ნათქვამია: „დაე, იცოდნენ ეგვიპტელებმა, რომ მე ვარ გ…ნი, რამეთუ ზღვის გაპობა იყო უდიდესი გამოვლინება ה׳-სა, როცა სასწაულებრივი მოვლენები და ה׳-ის გამოვლინება იყო ყველაზე უდიდესი და ერთადერთი ყველა იმ მოვლენებიდან, ვიდრე არ იქნება საბოლოო ხსნა.”
კაბალისტურ წიგნში „ციპორენ მოშე” დაწერილია, რომ ეს სიმღერა ადამიანს ეხმარება გამოისყიდოს თავისი ცოდვები ტანჯვისა და წვალების გარეშე, იმიტომ რომ მასში 18-ჯერ არის დაწერილი ה׳-ის სახელი, ნიშანი გავლენისა სასიცოცხლო დაცვაზე.
ბაალ ჰა-ხარედიმი ცოტირებს: „ვე-იისა მოშე ( და დაიძრა მოშე), რომელმაც გასწია ისინი მათი ცოდვებისაგან და შენდობილი იყო მათი ცოდვები სიმღერით, რამეთუ თვითოეულს, ვისაც გადახდება სასწაული და წარმოთქვამს სადიდებელ სიმღერას – ყველა ცოდვა ეპატიება.

მოგაწოდათ რაბანით ჟუჟუნა(სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ

ფურიმის სგულები ბენ იშ ხაის, ზოჰარ ჰაკადოშის და კავ იაშარის შესაბამისად

*ესთერის მარხვა.
*ავანთოთ ორი სანთელი: მორდეხაი ჰაცადიკის და ესთერ
ბათ ავიგაილის ნეშამების მოსამაღლებლად.
*წავიკითხოთ 22ფსალმუნი(თეჰილიმის) 7-ჯერ, ყოველი წაკითხვის შემდეგ შევჩერდეთ და ვითხოვოთ ერთი სურვილის შესრულება (ე. ი. შვიდი სურვილი).
*ამ დღეს არ შეიძლება გაბრაზება და სიმკაცრე.
*შეეცადეთ იმარხულოთ რაც შეიძლება მეტ ხანს, რა თქმა უნდა ჯამრთელობის შესაბამისად, სასურველია ბოლომდე.
*მარხვით გამოისყიდება, ცოდვა იმ აკრძალული საკვების
მიღებისა, რომელიც მიირთვით წლის მანძილზე.
*ვილოცოთ ჩვენი რაბებისა და ხელმძღვანელებისათვის
დავმადლიანდეთ გვყავდეს წმინდა მასწავლებლები ჩვენს
თაობაში.
*ვთქვათ დაპირება, თუკი მოგვიხდება სასწაული, გამოვაქვეყნოთ და ვადიდოთ ჰაშემის წმინდა სახელი, ისე
როგორც ეს მოხდა ფურიმის დღეებში.
*მეგილის წაკითხვა ( მოსმენა).
*ვიდრე წახვალთ სალოცავში ” ესთერის მეგილის” მოსასმენად, მაგიდას დააფარეთ თეთრი სუფრს, აანთეთ ისევ 2სანთელი მორდეხაისა და ესთერის სახელზე.
*მეგილის წაკითხვის წინ წაიკითხეთ კურთხევები და ითხოვოთ რაც გსურთ.
*სთხოვეთ გ…ს, რომ სიწმინდე მორდეხაის და ესთერის დაგეხმაროთ და ეს სიწმინდე დარჩეს ჩვენთან მომავალ ფურიმამდე.
* მეგილის წაკითხვის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ ითხოვოთ: დაწყვილებაზე, ოჯახში სიმშვიდეზე, კარგ ფარნასაზე და ა. შ.
*შუა ღამის შემდეგ 12:07 არის დრო, როცა მორდეხაი იდგა და ლოცულობდა ზეცის წინაშე, ამ დროს ღიაა ზეცის შვიდი
ჭიშკარი, 22 000ბავშვი სთხოვდა გ…ს ამ ბრძანების გაუქმებას
ეს დრო არის წელიწადში ერთხელ, გამოიყენეთ. კარგია
ამ დროს მთელი თეჰილიმის წაკითხვა.
*ამ დღიდან დაიწყეთ ფესახის კანონების სწავლა.
* წარმოთქვით 12-ჯერ “ბარუხ მორდეხაი” და “ბრუხა ესთერ ბათ ავიგაილ”.
*სეუდის მაგიდაზე კარგია იყოს: თხილი, კაკალი, არახისი, მზესუმზირა და მსგავსი ნაყოვები.

ბედნიერი, მხიარული ფურიმი ყველას, მთელ საისრაელოს, ხსნისა და შველის დაჩქარებით ამენ!

მოგაწოდათ ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

ნახევარი შეკელი - თქვენი სულების შესანდობად

თორაში ნათქვამია, მან ვინც დაარღვია ჰაშემის კანონი
შეუძლია გამოასწოროს ის, როგორც ნათქვამია: შმოთ30:12
“…დაე, თვითოეულმა გამოიღოს თავისი სულის გამოსასყიდი
ჰაშემისათვის”.
ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ” ცედაკის” მცნების შესრულებით.
ბრძენები გვიხსნიან, ნებისმიერ დარღვევას ადამიანი სჩადის მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეუფლება ” სისულელის
სული”, ე. ი. სხვადასხვა არასათანადო ფიქრები, ხოლო
” ცედაკის” მცნება ადამიანს ეხმარება აღიდგინოს თავისი სულიერი დონე და ამგვარად გამოისყიდოს ცოდვები.
აქედან ვსწავლობთ, ადამიანმა რომელმაც დაარღვია მცნება არაგანზრახულად, არამედ ცუდი ჩვევით და გაუფრთხილებლობით, არ უნდა იყოს უიმედოდ და არც იფიქროს, რომ გ…ნი არ გამოიჩენს მისადმი მოწყალებას, რამეთუ კურთხეული ყოველთვის ელოდება ჩვენს მონანიებას და მასთან ჩვენს დაბრუნებას.
რატომ უნდა მიიტანოს თვითოეულმა სწორედ ნახევარი შეკელი და არა მთელი?
მას შემდეგ, რაც ადამიანმა მოიმოქმ3და ცუდი, ან იკამათა
ახლობელთან, ის გამოვიდა ” სიმთლიანიდან” და გამოეყო მას. ახლა საჭიროა ამ ორი ნახევრის შეერთება და ეს ხდება შესაწირავის მიტანით.
კიდევ ნათქვამია: “ვინც გასცემს ” ცედაკაას” პატიობენ მის ნახევარ ცოდვებს.
რაბი იოსიმ თქვა: “თუკი ადამიანი გასცემს ცედაკას სიხარულით, არ გაღარიბდება, თუნდაც ზეცაში უკვე გამოტანილი იყოს განაჩენი ( რომლის თანახმად უნდა გამხდარიყო ღარიბი).
თქვა რავამ: “ცედაკა მსგავსია ხორბლის თესლისა, როცა
ადამიანი ეხმარება გაჭირვებულს, გ…ნი ” თესავს” მის “ფულს” ზეცაში, ის იზრდება და იძლევა ნაყოფს მთელი იმ დროის მანძილზე, ვიდრე ადამიანი ცხოვრობს ამ მიწაზე, ხოლო როცა მისი სული “ავა”, მას ელოდები დიდი განძი, სავსე მშვენიერი საჩუქრებით.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, “ცედაკის” გაცემისას არ ვთქვათ
“დაე ამან მომიტანოს ბედნიერება”, ან ” დაეხმაროს ჩემს ავადმყოფს”, რამეთუ თუკი ეს არ დაეხმარება ან “ხას ვეშალომ” იქნება უფრო ცუდად, ადამიანი შეიძლება დაშორდეს თავის გამჩენს. საჭიროა ვიცოდეთ, როცა ვასრულებთ ” ცედაკის” მცნებას, გ…ნი წარმართავს მას ჩვენი
ცოდვების გამოსასწორებლად.
ასევე ცნობილია, რომ ” ცედაკა” იცავს სულს ბნელი ანგელოზებისაგან, რომლებიც გაჩნდნენ ცუდი საქციელებისაგან და მოდიან მაშინვე, როცა ადამიანი ტოვებს ამ სამყაროს. სული ხედავს და ნანობს: “თუკი ეს მეცოდინებოდა გავცემდი მთელ ჩემს ქონებას ცედაკაში”.
წმინდა ზოჰარში ნათქვამია რამოდენიმეჯერ, რომ ეს მცნება აკავშირებს ადამიანს ” სიცოცხლის ხესთან”, რომელიც გან ედენშია.
ჩვენი ბრძენები ასევე ამბობენ, რომ ამ მცნების შესრულება
უტოლდება თორის ყველა მცნების შესრულებას, როგორც ნათქვამია: “სიცოცხლის ხეა ის (თორა) მათთვის, ვისაც ის უკავია”. ხოლო ბრძენები ამ გამოთქმას კომენტირებენ საპირისპირო მნიშვნელობით:
“მათთვის ვინც ეხმარება მას”.

დაგვეხმაროს კურთხეული მთელ ისრაელს ამ მცნების სათანადო შესრულებაში.

მოამზადა ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

რომ გვყავდეს კეთილშობილი შვილები!

ბენ იშ ხაი წერს:
” ვისაც სურს, რომ მისი შვილები გაიზარდნონ სიწმინდეში, უნდა გაიკეთონ ” ნეტილათ იადამი” (ხელთდაბანა) მაშინვე
როგორც კი გაიღვიძებებ”.

რაბი შლომო მიზვილ ზაცუკალი გვიხსნის:
“ბირქათ ჰამაზონის” ტექსტი შესანიშნავი სგულაა, რომლის
ყურადღებით წაკითხვით ყველა ვაჟები იქნებიან ჰაშემის მოშიშები.

მააჰარიდმა თქვა:
“ადამიანი, რომელიც ასრულებს თავის სამუშაოს ზეცის სახელზე და არა მოგებისათვის გარანტირებულია – რომ ეყოლება შვილები, რომლებიც იქნებიან თორის სწავლულები”.

რაბი ზეევ ხეშინმა თქვა:
” ლოცვას მთელი გულით შაბათის გასვლის შედეგ მეოთხე
სეუდის დროდ შეუძლია ზეცაში იქონიოს გავლენა, რათა შვილები და შვილების შვილები იყვნენ ჰაშემის მოშიში სწავლულები”.

გემარაში წერია:
” ადამიანი, რომელიც ანთებს საშაბათო სანთლებს თავისი შესაძლებლობის მიხედვით საუკეთესო ზეთით, დამადლიანდება ვაჟიშვილებს და მათ მეუღლეებს განსწავლულებს თორაში”.

ზიხრონ იააკოვ იოსეფი წერს:
“ფეხმძიმობის მეცხრე თვეში მიკვეში ჩაყვინთვით ბავშვს
სცილდება ყველანაირი ცუდი და ეულება წმინდა სული”.

მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

დაფიქრდი ერთი წუთით…

იმისათვის, რომ მინდორი გადახნას, გლეხი იყენებს გუთანს, სხვაგვარად, გუთნის გარეშე, ვერ დაამუშავებს მინდორს. მაგრამ ჩვენ რომ გავწმინდოთ ჩვენი გულები ყველა იმ „უსარგებლო სარეველისგან“, რომლებიც მოგვეკრა – რომელი ინსტრუმენტი შეგვიძლია გამოვიყენოთ?
ჩვენმა წინაპრებმა, წინა თაობების ბრძენებმა, მემკვიდრეობით დაგვიტოვეს ისეთი ინსტრუმენტი, რომელსაც ლოცვა ეწოდება. მისი დახმარებით ჩვენ სასწაულების მოხდენა შეგვიძლია. შეგვწევს ძალა, მოვიშოროთ მთელი ის „ჭუჭყი“, რომელიც მიეკრა ჩვენს გულებსა და სულებს.
ლოცვის დროს ვამჩნევთ, როგორ მაღლდება ჩვენი სული. ლოცვის დახმარებით შეგვიძლია ტკივილი შევცვალოთ სიხარულით, მწუხარება – მხიარულებით.
ლოცვის დახმარებით შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებას აზრი მივანიჭოთ. ლოცვა ჩვენს სულს დაუბრუნებს შემოქმედს!
სცადეთ!
ლოცვა – ეს თქვენი პირადი კავშირია შემოქმედთან. ეს მთელი ისრაელი ერის კავშირია გ…თან!
მაგრამ, სად დამყარდეს ყველაზე ზუსტად ეს კავშირი? რა თქმა უნდა, ყველგან, სადაც კი გაგიჩნდებათ სურვილი მასთან მიახლოებისა, მაგრამ მაინც ყველაზე ადვილი კავშირის დამყარებისა, ჩვენი ლოცვისათვის, გახლავთ გოდების კედელი. ესაა მნიშვნელოვანი ნაწილი კედლისა, რომელიც ტაძრის მთას ერტყმის.
ებრაელისათვის გოდების კედელი გამორჩეულია მსოფლიოს სხვა ადგილებისაგან ისევე, როგორც ქიფურის დღე განსხვავდება მთელი წლის დღეებისაგან.
რა შეგვიძლია წარმოვთქვათ შენს წინაშე?
რა სიტყვებით გითხრათ სამადლობელი ყველაფრისათვის? მეფე დავიდზე უკეთესად ხომ არავის შეუმკიხარ. ჰოდა ჩვენც მისი სადიდებელ-საგალობლებით მოგეფერებით.
დავიდის საგალობელნი: 30, 100, 148, 150 (სამადლობელი); 6, 13, 121 (გაჭირვების დროს).
დაე, იყოს სურვილი და ნება შენი, რომ მოდრიკო ჩვენი გული, გონება, აზრი და ფიქრი შენი სიყვარულისა და მოშიშობისათვის, რათა გემსახუროთ ალალი და წრფელი გულით ყოველდღე, ყოველ საათს და ყოველ წუთს (ბეეზრათ ჰა-შემ!)

მოამზადა რაბანით ჟუჟუნა(სიმხა) გაზნელი-მდინარაძემ

როშ ჰაშანის სგულები

1.რაბი ბენ იშ ხაი გვასწავლის:
ვაშლისაგან შესაძლოა მივიღოთ სამი სარგებელი: გემო,
სუნი და შესახედაობა. ეს გვევლინება სიმბოლოდ სამ ასპექთში : ბავშვები, ჯამრთელობა და საარსებო საშუალება
მთელი წლის მანძილზე.
2.მაჰარალი,ი გვიხსნის, რომ ვაშლი დაკავშირებულია იააკობთან, როცა ის შევიდა იცხაკთან კურთხევის მისაღებად, მისი სამოსი გამოსცემდა ვაშლის ბაღის სურნელს. ამას გარდა, კაბალით იცხაკმა იააკობს კურთხევა
მისცა როშ ჰაშანაში.
3.ზოჰარი გვასწავლის, მას შემდეგ რაც ვინმემ დალია ღვინო
უნდა შეჭამოს ვაშლი, იმისათვის რომ ღვინომ არ მიაყენოს ზიანი. ღვინო წარმოადგენს ” გვურას” (სიძლიერეს) და ამრიგად ვაშლი დადებითად მოქმედებს. ამიტომ როშ ჰაშანაში მივირთმევთ ვაშლს, რათა დააწყნაროს სამსჯავროს მსჯელობის სიმძაფრე.
4.ზოჰარი ამტკიცებს, რომ ნაყოფების წყარო ჰაშემის მდედრობითი ასპექტია, ამავე დროს ვაშლი-წყაროა მამრობითი ასპექტისა. არიზალი გვასწავლის, რომ ზაფხულის თვეები წარმოადგენენ ” მალხუთს”, (მეფობას),”
ხოლო ზამთრის თვეები “ტიფერეთს” (მშვენიერება), ამიტომ
“მამრობითი”თვეების დაწყებისას მივირთმევთ ვაშლს, რომელიც გამომდინარეობს ” მამრობითი” წყაროდან.
5.რაბეინუ იონად თანახმად (“როშ ბრახოთ ფერეკ6, სიმან35)
თაფლის ბუნებაა შეცვალოს ყველაფერი რაც მასში მოხვდება თვით რაიმე არაწმინდა, ის გარდაქმნის ყველაფერს წმინდად, ამ მიზეზის გამო დღესასწაულის
ერთ-ერთი მთავარი –თაფლია.
როშ ჰაშანის სიწმიდეს შეუძლია შეცვალოს ყველაფერი
ცუდი– კარგზე.
6. ვაშლის გემატრია (תפוח) 494,ისეთივე როგორც აქვს ფრაზას(פרו רבו) განაყოფიერდი დაგამრავლდი. ხოლო თაფლის გემატრიაა “דבש”=366, ისეთივე, როგორც სიტყვას
” იშა, ქალი אשה=306, ამით როშ ჰაშანა გვევლინება სასურველ დროდ განაყოფიერებისათვის.( იმრეი ნოამ, ლიკუტიმ ბესოფ ჰასეფერ).
7.ვაშლის გემატრია 494 ტოლია გემატრიისა “სე ყაკიდა” שה עק’דה) ” სამსხვერპლო კრავი”.
რაბი რაშაშის ლოცვა–მონანიების 10 დღისათვის

რათა თავი დავაღწიოთ უბედურობებს ახალ წელს,
რაბეინუ ხიდა და რაბი რაშაში (რაბი შლომო შარაბი)
გვირჩევენ წარმოვთქვათ შემდეგი ლოცვა, როცა გამოაბრძანებენ თორის გრაგნილს როშ როშ ჰაშანასა და იომ
ქიფურში. რაშაშის სიდურის თანახმად.
“დაე იყოს ნება შენი, გ…ნო, ღ…თო ჩემო და ჩვენი მამების
ღ…თო,რათა შენი დიდებული სახელის გულისათვის, ძლიერო და მრისხანე, დაწერილო და წარმოუთქმელო, რომელიც იგულისხმება მხოლოდ ფიქრებში, გადამარჩინო
(მიხსნა) მე (ებრაული სახელი) ყველანაირი უბედურებებისაგან”.
ჩაიწერეთ სიცოცხლის წიგნში ჰაშემის ნება სურვილით
ამენ ვეამენ.

სუქოთის სგულები

ყველაფერი ეხება იმ ეთროგს,რომელიც მთელი სუქოთის
განმავლობაში იკურთხებოდა სუქაში.
“შლომ ბაითისა და ფარნასისათვის–დაიდოს სასადილო მაგიდაზე და იქნება სასიამოვნო არომატი და თვალსაც გაახარებს.
თუკი ბავშვს უგვიანდება ლაპარაკის დაწყება ან ენას უკიდებს–კარგია ვაჭამოთ ეთროგი.
თვალის ტკივილისას უყურებენ ეთროგს.
ადვილი, დროული დამსუბუქი მშობიარობისათვის, ასევე
ქალური დაავადებისათვის, კარგია ეთროგის ჭამა.
ჯამრთელობისათვის–დაიკოცნოს სუქის ოთხივე კედელი
და ითხოვოს ჯამრთელობა.
სუქოთის ძლიერი სგულაა

ჩამოიკიდოს სუქაში ზეითუნის ზეთი, რათა ზეთმა შეიწოვოს
კიდუშისა და უშპინზინების (ზეციერი სტუმრები )სიწმინდე,
შემდეგ კი ამ ზეთით ანთებენ ხანუქის სანთლებს და შესანიშნავია კანის და წელის ტკივილის სამკურნალოდ.
სგულა დაწყვილებისათვის
საჭიროა ჩამოიკიდოს შვიდი ბროწეული სხვადასხვა სუქა-
ში, დღესასწაულის დასრულების შემდეგ შეგროვდეს და
გამოიწუროს მისგან წვენი და დალიოს მან, ვინც ეძებს მეწყვილეს. ყველა სუქაში სადაც ეკიდა ეს ბროწეულები უნდა ყოფილიყო საუბარი თორაზე.
ვისაც აქვს ჯამრთელობის პრობლემა კარგია აანთოს სუქაში სანთელი ცადიკის სახელზე–იმ დღის ზეციერ სტუმარზე ყოველ დღეს ვისი მოსვლის რიგიცაა.

მხიარულ და ბედნიერ სუქოთს გისურვებთ.

მოგაწოდათ რაბანით სიმხა მდინარაძემ.

ხანუქა და მისი სგულები

მცნების გალამაზება – მნიშვნელოვანია, რომ შევიძინოთ ლამაზი მენორა, რათა ვაჩვენოთ ჰაშემს თუ როგორი მადლიერები ვართ ყოველივესი, რაც გვაქვს და ყველა იმ სასწაულისათვის რაც ხდება ჩვენთვის ყოველდღიურად.
სასურველია და კარგია შეძლებისდაგვარად შევიძინოთ ვერცხლის მენორა.
*კარგია სამი დღით ადრე დაიდგას მენორა -ეს იცავს სახლში მცხოვრებლებს.
წიგნში ” ზეხერ დავიდ” დაწერილია, რომ სამი დღით ადრე დადგმა ( იქ სადაც უნდა აინთოს) და დღესასწაულის შემდეგ კიდევ სამი დღით დატოვება- დიდი სგულაა.
თორის მცოდნეები გვასწავლიან ამას იმ ფაქტიდან რომ თუკი ადამიანზეგამოვიდა ცუდი განაჩენი, სამი დღის შემდეგ ანულირდება და ასე იქნება შემდეგაც. ჩვენი უბედურება არ გაგრძელდება დიდხანს. თორაში ნათქვამია
“და დააპატიმრეს ისინი 3დღით”.( ბერეშითი 41:17).
*სგულა კარგი მეხსიერებისათვის- ხაზალი გვირჩევს ავანთოთ ხანუქის სანთლები ზეითუნის ზეთით, რამეთუ ტაძარში მენორა ინთებოდა ზეითუნის ზეთით და ასევე ზეითუნის ზეთი- სგულაა სიბრძნეში ზრდისა.( ის ადის წყლის ზევით).
*ყველა 8დღის განმავლობაში ანთებული სანთლების წინ კითხულობენ 8ფსალმუნს შესაბამისად ხანუქის 8დღისა:
91, 30, 33, 67, 19, 100, 133, 80.
*ბაალ შემ ტოვი გვირჩევს წავიკითხოთ თეჰილიმის 90:17 და 91 თეჰილიმი 7ჯერ – ეს არის სგულა დაგვიცვას მრავალი უბედურებისაგან.
რამბანი გვაწავლის, ჩვენს დროში ვკითხულობთ 91თეჰილიმს 7ჯერ ხმამაღლა და ერთხელ ჩუმად, მაგრამ თუ ვერ შეძლებთ წაიკითხოთ 8დღეს, მაშინ წაიკითხეთ პირველ და მე8 დღეს.
* კარგი სგულაა წაიკითხოთ ” თიკუნ ხაცოთი”- ეს სგულაა ტაძრის აშენებისა.( ჩვენს დღეებშიამენ). ეს არის კარგი ჩვეულება, იკითხება მხოლოდ ” თიკუნ ლეა”, იმიტომ რომ
ლეა არის გეულა, ხოლო რახელი – გალუთი.” თიკუნ ლეა”-
-შეესაბამება დავიდს (იეჰუდას მუხლს, ლეას შთამომავალს-
-მაშიახს.”თიკუნ რახელი”-შეესაბამება იოსეფს, რახელის შთამომავალს.
“თიკუნ ლეა” შედგება შემდეგი თეჰილიმებისაგან:
42,43,20,24,67, 111, 51 და 126.
*სგულა მეხსიერებისა და მხედველობისათვის- უყუროთ სანთლების ალს. მათ ვინც უყურებდა არამოკრძალებულ სანახაობას ( რაც სამწუხაროდ შეუძლებელია ჩვენს დღეებში) სანთლების ალის ყურება წაშლის მეხსიერებიდან
( სლონიმერის რებე).
ეს ასევე სგულაა ცადიკი შვილების,კარგი მეხსიერებისა და კარგი მხედველობისა.
*სგულა ავანთოთ სანთელი რაბი მეირ ბაალ ჰანესის სახელზე ყოველ დღე, ყველა ფიტილი შევინახოთ ცელოფანში და სამი დღით დაიდოს ბალიშის ქვეშ – და ეს სგულაა ყველა შველისა ( გვასწავლის რაბი მეირ მაზუზი.
*სგულა გავცეთ ცედაკა რაბი მეირ ბაალ ჰანესის სახელზე ხაიმ პალაჯის იზმირიდან გვასწავლის, რომ ხანუქაში და განსაკუთრებით ტევეთის როშ ხოდეშში გავცეთ ცედაკა რაბი მეირის სახელზე და დღესასწსულის დასრულების შემდეგ გაუგზავნოთ ტივერიის რაბებს და ხახმებს, სადაც არის დასაფლავებული რაბი მეირი.
*სგულა- ხანუქის სეუდა, შულხან არუხი წერს (570,2) რომ ხანუქაში სეუდა არაა აუცილებელი. ბრძენები გვასწავლიან
ხანუქა არის განსაკუთრებული დრო განკურნების და სეუდას შეუძლია განკურნება.
* ვიჯდეთ 30წუთი ანთებული სანთლების წინ – ეს სგულაა სულის განკურნების და შიშების მოცილების. რაბი ნახმანი გვასწავლის, რომ სანთლების წინ ლოცვა 30 წუთით არის სგულა მიიღოთ პასუხი ლოცვაზე.
*რაბი იაირ ბახარახი ( 17საუკუნე), გვასწავლის რომ, ქალები რომლებიც უყურებენ სანთლების ალს 30წუთი, დაიმსახურებენ რომ მთელი წელი ჰქონდეთ სიმშვიდე.
*სგულა – ხანუქაში არ ვილაპარაკოთ “ლაშონ ჰარაა”რათა
– გადაურჩეთ ჯოჯოხეთს. ” ბნეი ისახარი” გვასწავლის, რომ ხანუქის სანთლების შუქი გვიხსნის ჯოჯოხეთისაგან.
*სგულა ხანუქაში – დაიწყო ახალი საქმე, გვასწავლის რაბი ლევი იცხაკი ბერდიჩევიდან, თუ გეგმავთ რაიმე ახლის დაწყებას, დაიწყეთ ხანუქაში.
*ფარნასის სგულა – გვასწავლის რაბი ბენ იშ ხაი, შეიწვას ფუნთუშები ბევრ ზეთში.
* სგულა ქირურგიული კვლევისა. თუკი უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება ან ქირურგიული კვლევა, აიღოს ხანუქის ერთ-ერთი დღე, არ შეასრულოს არანაირი სამუშაო და იკითხოს თეჰილიმი, ილოცოს, წავიდეს გოდების კედელთან, ან წმინდანების საფლავზე და ექნება წარმატება
გვასწავლის რაბი ბენ იშ ხაი.
* გვასწავლის რაბი ცვი ელიმელეხი დინოვიდან, რომ ხანუქა არის დრო თეშუბისა სიყვარულით.
* “ერევ როშ ხოდეშ” ტევეთი სასურველი დროა ვილოცოთ იმ ებრაელებისათვის, რომლებიც ხვდებიან არაებრაელებს
( რათა მიატოვონ ისინი და დაუბრუნდნენ ებრაელობას).

ბედნიერი და მშვიდობიანი ხანუქა.
მოამზადა ჟუჟუნა მდინარაძემ.

"ზოთ ხანუქა" - ხანუქის მერვე სანთელი

ხანუქის 8სანთელი – ეს სგულაა ბავშვების დაბადების და იოლი მშობიარობის.
ხანუქის მერვე სანთლის ძალა ისეთია, რომ თუკი ყველა ჰაშემის მოშიშმა ადამიანებმა ვერ შეძლეს მიეღოთ ნეილის
ლოცვაში წარმატება, ნებისმიერ უბრალო ადამიანს შეუძლია მიიღოს სიკეთე ხანუქის მერვე დღეს. ( რაბი როდზინი ).
სგულა რაბი შიმონის ოსტროპოლიდან გვაძლევს რჩევას:
როცა ანთია ხანუქის 8სანთელი “ზოთ ხანუქა”, ქალს რომელსაც სურს შვილები, შეძლებს დამადლიანდეს ამაზე
ანთებული სანთლების წინ წაიკითხოს მე-80 თეჰილიმი, სადაც ნახსენებია ვაზი, ყურძნის მტევანი, რომელიც ქალთანაა შედარებული, რომ იყოს ისეთი ნაყოფიერი, როგორც ყურძნის მტევნები.
ქალბატონს რომელსაც სურს შვილები, როცა ლოცულობს
წარმოიდგინოს ყურძნის მტევნები და ითხოვოს შვილები, როგორც ყურძნის მტევნის მარცვლები.
ქალბატონმა, რომელიც ელის შვილების შეძენას თქვას:
“რიბონო შელ ოლამ, მქონდა ზეხუთი გამენათებინა მენორის 8სანთელი, გევედრები მიბოძო შვილი, რომ ჩავუტაროთ ” ბრით მილა” მერვე დღეს. ამის შემდეგ გავცეთ ცედაკა და წავიკითხოთ ” ხანას ლოცვა”.
წერს ” ბნეი ისახარი” ( ხანუქა 2, 10 ):
ხანუქა და განსაკუთრებით ბოლო დღე ” ზოთ ხანუქა” სასურველი დროა იმისათვის, რომ გაიხსენონ ქალბატონები, რომლებიც ლოცულობენ ბავშის შეძენაზე
მინიშნება ამისა არის სახელ მათათიაჰუში ( מתתיהו), რომლის სახელიც დაკავშირებულია ხანუქასთან და ეს სახელი გემატრიით ტოლია ” როშ ჰაშანისა” (ראש השנה)
ცნობილია, რომ სწორედ როშ ჰაშანაში აკურთხა ჰაშემმა
ჩვენი დედები შთამომავლობით.
“ზოთ ხანუქა” – ხანუქის ბოლო დღე, არის სასამართლოს ბოლო დღე, როგორც ეს არის მოხსენიებული მრავალი სოფერის მიერ, სასამართლო არის როშ ჰაშანაში, მაგრამ ბოლო დღე არის ხანუქის მერვე სანთელზე ” ზოთხანუქაში”.
რაბი ელიეზერი დჟიკოვოდან ამბობს, რაბი ელიეზერის
( ლიჟენსკიდან) სახელით:
ხანუქაში 8დღის მანძილზე ვანთებთ 36 სანთელს და კიდევ
დამხმარე 8სანთელს, სულ 44 სანთელს და გვიხსნიან რომ ეს ორივე ციფრი მნიშვნელოვანია. 36 ეს დაფარული ცადიკებია ყველა თაობაში, ხოლო 44 არის გემატრია ( דם)
სისხლისა, რომელიც არის წყარო სასიცოცხლო ენერგიისა.
გამოდის რომ ცადიკები ამატებენ ადამიანის სისხლში სასიცოცხლო ენერგიას.
თქვა რაბი ისრაელმა რუჟინიდან:
” ანგელოზები დგანან ჩვენს ზევით” (მიმაალ ლო).
ლოს ( לו) რიცხვითი მნიშვნელობა არის 36. ხანუქის 36 სანთლის ზევით დგანან ანგელოზები, რომელთაც სანთლების წინ წარმოთქმული სიტყვები ააქვთ ზევით ზეცაში და კიდევ 36არის მინიშნება 36საათზე, როცა ანათებდა “ორ განუზი” სამყაროს შექმნისას და ხანუქაში არის შესაძლებლობა, მისი მოზიდვისა.
თორაში 36-ჯერ არის მოხსენიებული სიტყვა “ნერ”
( სანთელი).
კარგი სგულაა შევაგროვოთ სანთლებიდან დარჩენილი ზეთი და გამოვიყენოთ ჯამრთელობისათვის ( წაისვით მტკივან ადგილზე) , მაგრამ ეს უნდა წარმოთქვათ ხანუქიის წინ, რომ გამოიყენებთ ამ სახით.
სანთლის ფიტილები კი უნდა შევინახოთ და დავწვათ
ფესახის წინ ხამეცთან ერთად.
ყველა სგულა შეგროვილია იეშივა ” ქისე რახამიმის” და ასევე არის წმინდა წიგნებიდან.

მოგაწოდათ ჟუჟუნა (სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

ფარაშა " ჰამან" ( პური ზეციდან ) სგულა: ფარნასის, ჯამრთელობის და დაწყვილების

ბეშალახი თავი 16 :4 -36.იწყება ასე:
“და უთხრა ღ…მა მოშეს:
აი, მე ვაწვიმებ თქვენთვის პურს ზეციდან და გამოვიდეს ხალხი და აკრიფოს ყოველდღიურად, რათა გამოვცადო ივლიან ჩემი მოძღვრებით თუ არა”. შმოთ 16: 4.
მანი იყო როგორც ” ქინძის თესლი”. ( ყველა გემოთი, რაც სურდა ადამიანს).
ისმევა კითხვა, რატომ როგორც წვიმა პური ზეციდან?
გვიხსნიან ბრძენები:
რატომ როგორც წვიმა?. შეგიძლია წვიმა შეაჩერო? რათქმა
უნდა ვერ შეაჩერებ, ის მაინც ჩამოვა. ასეა ფარნასა.
მაგრამ შეიძლება ქოლგა დაიჭირო და წვიმა არაა. ჩვენს შემთხვევაში ქოლგა არის რწმენის ნაკლებობა. ვისაც უნთია გულში რწმენა, იცის, არ ნერვიულობს სწამს რომ ჰაშემი გამოუგზავნის.
რაბი მენახემ მენდელი მირომანოვი ამბობს:
” კარგია თუ ადამიანი წაიკითხავს ყოველდღე ფარაშათ ჰამანს, მაგრამ თუ არ შეუძლია? არის ერთი დღე წლის განმავლობაში როცა შეუძლია მიაღწიოს წარმატებას და ეს არის სამშაბათი წინ შაბათამდე როცა იკითხება ფარაშა
” ბეშალახი”.
რატომ სამშაბათს და არა სხვა დღეს? გვაპასუხობს
ტრაქტატი, შაბათი 156. რა შეიქმნა სამშაბათს?
ბერაშითი 1 : 11, ” აღმოაცენოს დედამიწამ მცენარეულობა, თესლოვანი ბალახი..”. ე. ი. შეიქმნა მცენარეები რომლებიციზრდებიან და მრავლდებიან, ამიტომ სამშაბათი კარგი დღეა ბიზნესისათვის.
არიზალი გვასწავლის, მართალია ფარნასისათვის საჭიროა ძალისხმება, მაგრამ მთავარია რწმენა, რომ ჰაშემი გზავნის ფარნასას, ამიტომ ის მუშაობდა საკუთარ მაღაზიაში მხოლოდ ერთ დღეს- სამშაბათს, რადგან ამ დღეს აქვს ძალა ფარნასის.
არის შემთხვევა როცა ადამიანი კუთხულობა ფარაშას
” ჰამანზე” და არ არის შედეგი. რატომ?
ამის მიზეზია არა საკმარისი რწმენა.
გვიხსნიან: ვისთვისაა ძნელი ფარნასაში წარმატება? ჰაშემისათვის არაფერი არაა ძნელი. ჩვენთვისაა ძნელი საარსებო საშუალების მოპოვება, მაგრამ თუკი ენდობი ჰაშემს მთელი რწმენით, გექნება კურთხევა ამაში. ჩვენ თვითონ ვკეტავთ, არ ვენდობით ბოლომდე საკმარისად, რაც აყოვნებს სიუხვეს. ეს ეხება როგორც ფარნასას ასევე ჯამრთელობას, დაწყვილებას, სიუხვეს.
ამიტომ, 23 იანვარს უნდა წავიკითხოთ ეს კვირის თავი ორჯერ დედანში ( შეიძლება ტრანსლიტერაცია) და ერთხელ თარგმანში დაკვირვებით და დიდი რწმენით რომ ფარნასას გზავნის მხოლოდ ჰაშემი, ჩვენ მხოლოდ ვიჩენთ ძალისხმევას.
დაე იყოს ჰაშემის ნება და სურვილი, ჩვენი ღრმა რწმენა რომ ყველა ისრაელს ჰქონდეს სიუხვე და წარმატება თავის
მოღვაწეობაში ამენ! გამოუგზავნოს ღ…მა მშვიდობა და სიმშვიდე ისრაელ ერს, რაც შეიძლება ჩქარა თავისი დიდი გულმოწყალებით.
მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა)გაზნელი- მდინარაძემ.

ტუ-ბიშვატი კაბალისტური ახსნით

ხეების ახალი წელი. ამ დროს იწყებენ ხეები აყვავებას და ამ დღეს წყდება მათი მომავალი, როგორ გაიხარებენ, როგორ ნაყოფებს გამოისხავენ, ამიტომ საჭიროა ვილოცოთ რომ ჰქონდეთ ნაყოფიერი წელი.
განსაკუთრებით იმ ხეხილებზე რომლითაც განთქმულია ისრაელის მიწა. ნათქვამია:
” რამეთუ შენს ღ…ს მიჰყავხარ კეთილ ქვეყანაში….. ხორბლისა და ქერის, ვაზის, ლეღვისა და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში”.(დვარიმი 8:8).
ტუ-ბიშვატის დღესასწაული ახლებურად გაიაზრეს ცვატში
მცხოვრებმა კაბალისტებმა 5252წ. ( 1492წ.) ბევრი მათგანი იყო ესპანეთიდან დევნილი, მათ შექმნეს დიდი კაბალიტური ცენტრი და ხეების ახალი წლის აღნიშვნაში შეიტანეს ახალი წესები.
ხეების დღესასწაულის აღსანიშნავი სედერი, ფესახის სედერის მსგავსად ჩაატარეს.
მთელი ოჯახი შემოუსხდება ლამაზი, თეთრი სუფრით გადაფარებულ მაგიდას, რაზეც აწყვია ნაირგვარი ხილი, ყვავილები ქოთნებით, ანთებულია სანთლები და დგას ორი ფერის ღვინით სავსე გრაფინები. ფესახის ღამის მსგავსად ისმება 4ჭიქა ღვინო. წარმოითქმება სპეციალური ლოცვა, რომ იხარონ და განაყოფიერდნენ ხეხილები.
პირველი ჭიქა ივსება თეთრი ღვინით- რომელიც მძინარე ბუნებას აღნიშნავს.( სამყაროში თოვლია ამ დროს.)
მეორე ჭიქა ივსება თეთრი და წითელი ღვინით, ამასთან უმეტესია წითელი- ეს გამოხატავს ბუნების გამოღვიძებას.
მესამე ჭიქა ივსება ბევრი წითელი და ცოტა თეთრი ღვინით – ეს გამოხატავს ომს მზესა და წვიმას შორის, ე. ი.
თბილი დღეების გამარჯვებას ცივ დღეებზე.
მეოთხე ჭიქა ივსება მხოლოდ წითელი ღვინით, რაც სიმბოლოა მზისა და ზაფხულის გამარჯვებისა.
ებრაელების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გაჩნდა მეტად სასარგებლო ტრადიცია, ყოველ ტუ-ბიშვატში რგავენ ხეებს. ეს თორის მითითებაცაა, რადგან ნათქვამია:
” და როცა მიხვალთ ქვეყანაში ( იგულისხმება აღთქმული მიწა) დარგავთ რაიმე ხეხილს….”( ვაიკრა 19 : 23).
შვიდ სახეობას რომლითაც განთქმულია ისრაელის მიწა გააჩნიათ თავისი განსაკუთრებული თვისება და მიდრაში ამაზე ასე საუბრობს:
ქერი – ცხოველების საკვები. დაიმორჩილო ცხოველური სული, არ იჩხუბო, არ გაბრაზდე, არ იყვირო. ცხოველს აქვს დიდი ძალა და შენ ეს გამოიყენო თორის სწავლისათვის.
ხორბალი – ” არ არის პური, არ არის თორა”.
პური ეხმარება ” იეცერ ჰატოვს” ( კეთილ საწყის) სულიერებასთან დასაკავშირებლად. მოქმედებს სამივე დონეზე (ნეფეშ, რუახ, ნეშამა). გვასწავლიან ჩვენი ბრძენები:
“პატ შახრითი” ( დილის პური) დილის ლოცვის შემდეგ მიირთვას ადამიანმა ” ქეზაიტი” პური. ამასვე გვირჩევს რამბამი, რომელიც იყო არა მარტო უდიდესი თორის მცოდნე, ასევე საუკეთესო მკურნალი.
ყურძენი- ( ღვინო) შეესაბამება კატეგორიას ” საიდუმლო”,
ეს სიმბოლოა თორის საიდუმლოსი, ისევე როგორც ყურძნის მარცვალში ვერ აღმოაჩენ ღვინოს, მაგრამ ” დამალულია” მასში – ასევეა თორაში დამალული საიდუმლო.ამბობს იეშაიაუ წინასწარმეტყველი: ( იეშაიაუ 65 : 8 )
ვაზი ამბობს: ” როდესაც ყურძნის მტევანში წვენია,
ნუ დაღუპავ მას, რამეთუ კურთხევაა მასში”.
ლეღვი – საუცხოოა იმით, რომ იჭმევა მთლიანად არ გააჩნია რაიმე უსარგებლო, ის არის სიმბოლო იმ იდეალური ნაყოფებისა, რომლებიც იზრდებოდნენ სამოთხის ბაღში მანამდე ვიდრე ადამი დაარღვევდა ჰაშემის ნებას. ბრძენები მას თორას ადარებენ ( არაფერი არაა მასში ზედმეტი). ბრძენი შლომო წერს მიშლეიში:
“ლეღვის ხის მომფრთხილებელი მის ნაყოფს იგემებს”.
ე. ი. თორის მსწავლელი იგემებს მის სიტკბოებას.
ბროწეული – ეს ნაყოფი სიბოლოა ისრაელი ერსა, ინახება
დიდხანს, არ ფუჭდება, წვენი მასში არ შრება, მარცვლები გამოყოფილია ერთმანეთისაგან, მაგრამ ქმნიან მთლიან ნაყოფს და კიდევ ნათქვამია ბროწეულზე: ” ნებისმიერი ებრაელი თვით ყველაზე მცირედ განათლებული სავსეა მიცვებით, როგორც ბროწეული მარცვლებით”.
ბროწეული გაყოფილია შიგნით, რაც მიგვანიშნებს იმაზე რომ ადამიანს გამოსასწორებელი აქვს თავისი შინაგანი ბუნება.
მისი განსაკუთრებული ფორმა იპყრობდა მრავალ ხელოვანს და იყენებდნენ მრავალი სამკაულისა და ხელოვნების მრავალი ნიმუშის შესაქმნელად. სპილენძის ორასი ბროწეულით იყო მორთული ტაძრის კოლონა და ასევე მთავარი ქოჰენის სამოს ამშვენებდა ბროწეულები როშ ჰაშანაში წარმოითქმევა კურთხევა:
“დაე, იყოს ნება შენი….გავამრავლოთ ჩვენი ღვაწლი, როგორც მარცვლები ბროწეულში!”
ფინიკი – ყველაზე ტკბილი ნაყოფი.
ამ მაღალ ტოტებგაშლილ ხის ნაყოფს თორა უწოდებს ” თაფლს”. მისი ტოტები შედის იმ ოთხ სახეობის ნაყოფებში
რომლებზეც სუქოთში წარმოითქმევა კურთხევა. ჩვენი ბრძენები პალმის ხეს რომლის ყველა ნაწილი გამოიყენება
ადარებენ ისრაელ ერს. მისი ნაყოფი საუკეთესი საკვებია,ნორჩი ტოტები გამოიყენება ლულავად, ტოტები კარვის გადასახურავად, ტანის ბოჭკოსაგან ამზადებენ თოკებს, მერქნისაგან კი სამშენებლო მასალას. ასევეა ისრაელი ერი- არც ერთი ებრაელია არაა ზედმეტი თვითოეული ასრულებს თავის მოვალეობას. ბრძენები ამბობენ: “ფინიკის კურკა მოგვაგონებს გულს და არის ერთი ასევე ისრაელის ძენი- მთელ ერს აქვს ერთი გული და მიმართულია ჰაშემისადმი( თალმუდი, სუქას ტრაქტატი456)
მეფე დავიდი წმინდანებს ადარებს ფინიკს (თეჰილიმი92:13)
“წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება”.
ზეთისხილი- რომლის ზეთითაც ინთებოდა ტაძარში მენორა ყოველდღე და როლის შუქიც სიმბოლოა ებრაელი ერის სულის მუდმივი ნათებისა. ეს ხე- მაღალი, განიერი ტოტებით ძლიერი ფესვებით ხარობს კლდეებზეც კი, მარად მწვანე,საკვებად საუცხოო მისგან, ამზადებენ წამლებს და ასევე ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაში. მისი ტოტი არის მშვიდობის სიმბოლო და გამოსახულია ისრაელის გერბზე.
მისი ღრმა ფესვები გამოხატავენ ებრაელი ერის კავშირს
თავის სამშობლო ისრაელთან.
არიზალი გვასწავლის: “იდურ მიცვა”გაალამაზე დღესასწაული
მიეცი მეტი სადღესასწაულო ელფერი. მაგიდაზე ავანთოთ სანთლები, მოვათავსოთ ყველა სახეობის ხილი, მურაბები, ტკბილეული და ა. შ. ყველამ სურვილის მიხედვით. ზოგიერთ თემში კი მიღებულია წაიკითხონ ლოცვა, რომელიც შეადგინა ბრძენმა რაბმა ბენ იშ ხაიმ და მას კითხულობდნენ ასევე არიზალის მოსწავლეები. აი ისიც:
” დაე, იყოს სურვილი ჩვენო ღ…ო და ღ…თო ჩვენი მამებისაო რათა აკურთხო სხვადასხვა სახეობის ხეხილის ხეები რათა გამოიღონ უხვი და სასარგებლო ნაყოფები. აკურთხე ვენახები, იყვნენ სრულყოფილი და სავსე მტევნებით, აჩუქონ საუცხოო ღვინო შენს ხალხს ისრაელს, რათა შეასრულონ მისი დახმარებით კიდუშის, ავდალის და დღესასწაულების მცნებები. დაე, ასრულდეს ჩვენში და ისრაელი ერის ყველა შვილებში დაწერილი: წადი და ჭამე შენი პური სიმხიარულეში და დალიე შენი ღვინო მხიარული გულით, რამეთუ მოსაწონია შენი საქმენი ჰაშემისათვის.”
ტუ-ბიშვატში მიღებულია ვილაპარაკოთ ისრაელის მიწის ღირსებაზე. აი რას ამბობდნენ ჩვენი ბრძენები მისი დიდებისას:
“ერეც ისრაელი უმშვენიერესია სხვა ქვეყნებთან შედარებით, ის შეიქმნა პირველი. სხვა ქვეყნებსაც გააჩნიათ თავისი ღირსება და უნიკალურობა. ერეც ისრაელზე კი ნათქვამია: “ღ…ის მიწა” – ეს არის ღ…ის რჩეული ქვეყანა და კიდევ ნათქვამია:
“ისრაელის შვილები არიან ჩემი მსახურები”.
ჰაშემმა გააკეთა ბუნებრივი დასკვნა:
“რჩეულმა ხალხმა უნდა მიიღოს რჩეული მიწა”(ბამიდბარ რაბა).”.
კარგი ჩვეულებაა გავცეთ ცედაკა შესაბამისად სიტყვისა “ილან” אלן რომლის რიცხვითი მნიშვნელობა არის 91 . ბენ იშ ხაი ამბობს: “ტუ- ბიშვატში ილოცეთ რომ ყველა ისრაელს ჰქონდეს ღირსეული და ლამაზი ეთროგი სუქოთში.
ვილოცოთ ჰაშემმა გამოუგზავნოს ისრაელს და მთელ სამყაროს მშვიდობა და მშვიდი ცხოვრება, ამენ ვეამენ!!!
მოამზადა ჟუჟუნა ( სიმხა) გაზნელი- მდინარაძემ.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.