...

ორგანიზაციის შესახებ

ჩვენს მიერ ორგანიზებული  ვებგვერდი “რეშითი” შექმნის მიზანია თორის ცოდნის გავრცელება ქართულ და რუსულ ენოვან ებრაელებში. 

ჩვენი ორგანიზაციის აქტიური წევრები არიან ჩვენი თემის ცნობილი თორის მცოდნეები და ჩვენი მიზანია რომ მოვიზიდოთ ყველა ჩვენი თემის  რაბინები  რათა ყველამ ერთად გავაძლიეროთ ჩვენი ძვირფასი ჯამაყათი და გავავრცელით და გვზარდოთ თორის ცოდნა.

 აგრეთვე გვინდა რომ გქონდეთ საშვალება  თორის ლექციების  მოსმენისა და ჰალახის სწავლისა თქვენთვის სასურველ დროს

აგრათვე ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ორგანიზაცია “ოლამი ჯორჯია”- სთან, რომლის სათავეში დგას რავ აჰარონ მდინარაძე

 

הרבנית מדינרדזה
რაბინის შესახებ
תמונת רקע צבעונית של זריחה ושם הארגון - ראשית ובמרכזה כתובה המילה ראשית

რაბინი დავით მდინარაძე

რავ დავიდ მდინარაძე დაიბადა თბილისში, საქართველოში , რომელმაც დატოვა განვითარებული და წარმატებული ბიზნეს სამყარო და არჩია თავის შემქმნელთან  დაბრუნება, თორის სწავლა დაიწყო მოსკოვში და რადგანადაც მას წყურდა უფრო ღრმა ცოდნის მიღება ამისათვის ემიგრაციაში წავიდა ერეც ისრაელში. რაბინის მოგზაურობა იუდაიზმში გრძელი იყო, სანამ ის არ მივიდა ჭეშმარიტების გარკვევამდე და თორის ჭეშმარიტ ცოდნამდე

მრავალი წლის განმავლობაში, თორაში წინსვლასთან და გამჩენის მსახურებასთან ერთად, რაბინი აახლოებდა ებრაელებს თორასთან და იუდაიზმთან. რაბინის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული თემის გაერთიანება, ებრაელობის შენარჩუნებაზე ზრუნვა და თორის და ისრაელობის პატივის მომაღლება, რისთვისაც რაბინი ხშირად მოგზაურობდა საქართველოში საზოგადოების გასაძლიერებლად და თორის შუქის გასავრცელებლად
.

დღეს რაბინი არის მნიშვნელოვანი თორის მცოდნე ისრაელის ქვეყანაში, თორის სწავლება მისი ხელოვნებაა და მისი ცხოვრების მიზანია დაეხმაროს უფრო და უფრო მეტი ებრაელი დააახლოოს თორასთან და გამჩენის მიერ დალოცვილ საქმესთან

 

რაბანით სიმხა(ჟუჟუნა) მდინარაძე ამ საიტზე წარმოგიდგენთ გაკვეთილებს ქალებისთვის – თორისა და იუდაიზმის სხვადასხვა თემებზე. რაბანითის გაკვეთილები ტარდება სასიამოვნო და მკაფიო ენით და მიმართულია იმისათვის რომ  თითოეულ ებრაელმა ინდივიდუალური კავშირი დაამყაროს გამჩენთან, თორასთან და რწმენასთან, როგორც ისრაელი ერის ასულს მოეთხოება და რომ ამაყათ ეტარებინოთ სარა, რივკა, რახელი და ლეას შვილების სახელი

რაბანითმა თავისი ძალებით კომუნისტურ სამყაროში დაბადებულ და გაზრდილ ქალისათვის წარმოუდგენელ დიდ და ფრცელ ცოდნას მიახწია თორაში

მრავალი წლის განმავლობაში და დღემდე მონაწილეობს ქალების იუდაიზმთან დაახლოებაში საქართველოში, ამ წლების განმავლობაში ბვრი მანდილოსანი დააკვალიანა გამჩენის გზაზე და დაიმსახურა დიდი პატივის ცემა, ქართველ ებრაელ ქალთა თვალში

תמונת הרב דוד מדינרדזה
რაბანითის შესახებ
הרבנית שמחה (ג'וג'נה) מדינרדזה

რებეცინი სიმჩა მდინარა

რავ აჰარონ მდინარადზე არის ორგანიზაცია “ოლამი ჯორჯიას” ხემძღვანელი, რომელმაც, ყოველგვარი გადაჭარბების  გარაშე, ფაქტიურად რევოლუცია მოახდინა საქართველოს ებრაელობის ახალგაძრდობაში და მისი მადლით აგრეთვე შეიქმნა მრავალი ქაშერი ოჯახი დაარსა ეშივა, და სიცოცხლე შეიტანა თბილისის ლოცვაში და კიდევ ბევრი სხვა მრავალი სიკეთე და წინსვლა მოუტანა საქართველოს ჯამაათს

תמונת הרב דוד מדינרדזה
რაბინის შესახებ
WhatsApp Image 2022-09-05 at 5.37.25 PM

რაბინი დავიდ მდინარაძე

რას იპოვით ჩვენს ვებსაიტზე?

იხილეთ შესანიშნავი შინაარსის შემცველი თორის გაკვეთილები  სხვადასხვა თემებზე, შეისწავლეთ მრავალი ჰალახები,  მამოაგზავნეთ კითხვები და წაიკითხეთ სტატიები იუდაიზმის სხვადასხვა თემაზე ასევე გაეცანით ჩვენი ბრძენების რჩევებს და დარიგებებს

იუდაიზმის გაკვეთილები ქალებისთვის სხვადასხვა თემებზე რაბანითის მიერ, რომლებიც შეიცავენ ბრძენების დარიგებას, ჰალახას და მდიდარია გემატრიებით და სეგულებით

საუბრები და სტატიები სხვადასხვა ებრაულ თემებზე კანონებზე, კვირის თორის თავებზე. და ასევე ებრაული დღესასწაულების წესების და მინჰაგების განხილვა.აგრეთვე იუდაიზის სხვადასხვა ცნების გარკვევა და ასევი ბევრი სეგულები და გემატრიები

ჰკითხე რაბინს 

რაბანითის უახლესი ვიდეო გაკვეთილები

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.